Home რუბრიკები ეკონომიკა ისრაელს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ვაჭრობის თავისუფალ ზონაზე შეთანხმების გაფორმება სურს

ისრაელს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ვაჭრობის თავისუფალ ზონაზე შეთანხმების გაფორმება სურს

662

ისრაელის სამხედროპოლიტიკური კაბინეტის წევრმა, იერუსალიმის საქმეთა მინისტრმა, აგრეთვე, რუსეთისრაელის სამთავრობოთაშორისი კომისიის თანათავმჯდომარემ ზეევ ელკინმა განაცხადა, რომ ისრაელი დაინტერესებულია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ზონაზე ხელშეკრულების გაფორმებით.

“ჩვენ ვთვლით, რომ ამას დიდი პოტენციალი აქვს ისრაელის ეკონომიკისთვის, აგრეთვე, საბაჟო კავშირში შემავალი ქვეყნებისთვისაც. მე ვერ ვხედავ ამ შეთანხმებაზე ხელმოწერის გაჭიანურების მიზეზს. რუსეთის მხარეს ვთავაზობთ, 2016 წლის იანვარში დავიწყოთ მოლაპარაკება ამ საკითხზე. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეთანხმება რაც შეიძლება მოკლე ვადაში გაფორმდეს”, _ განაცხადა ზეევ ელკინმა.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სომხეთი; წევრობის კანდიდატები: ჩინეთი, ეგვიპტე, ევროკავშირი, ინდოეთი, ირანი, ზიმბაბვე, ტუნისი, თურქეთი, პაკისტანი, სირია, იორდანია, მონგოლეთი, ალბანეთი, ისრაელი (ბოლო 5 სახელმწიფოს ვაჭრობის თავისუფალი ზონის შექმნა სურს).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here