Home რუბრიკები საზოგადოება გერმანულ სოფელს, სადაც 102 ადამიანი ცხოვრობს, 750 მიგრანტის მიღებას აიძულებენ

გერმანულ სოფელს, სადაც 102 ადამიანი ცხოვრობს, 750 მიგრანტის მიღებას აიძულებენ

529

ქვემო საქსონიის სოფელ სუმტეს (გერმანია) მოსახლეობის რაოდენობამ უახლოეს ხანში, შესაძლოა, 7-ჯერ მოიმატოს.

The New York Times-ი წერს, რომ ამა წლის ოქტომბერში სოფელ სუმტეს მერმა მიიღო უწყება, რომლის მიხედვითაც უახლოეს ხანში მისმა სოფელმა, სადაც 102 კაცი ცხოვრობს, ახლო აღმოსავლეთიდან დევნილი 750 პირი უნდა მიიღოს.

მერმა აღიარა, რომ ეს უწყება თავდაპირველად ხუმრობა ეგონა, რადგან სოფელში არც პოლიციაა, არც სკოლა და კანალიზაციის სისტემაც ვერ უზრუნველყოფს 1000 კაცის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მიუხედავად ამისა, უკვე რამდენიმე დღეში სოფელში პირველი დევნილები უნდა ჩავიდნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here