Home რუბრიკები საზოგადოება სერიული მკვლელების ქვეყანა

სერიული მკვლელების ქვეყანა

2732

მსოფლიოში სერიული მკვლელების 75 პროცენტი ამერიკელია

ტერმინისერიული მკვლელი” (შერიალ ჩილლერ) გაჩნდა 1976 წელს იმისათვის, რომ სწორად და დეტარულად აღეწერათ ამერიკელი მანიაკის, ნეკროფილისა და ადამიანის გამტაცებლის ტედ ბანდის პიროვნება და მოქმედებები. სერიული მკვლელები ბევრ ადამიანს კლავენ. ზოგჯერ მკვლელობებს შორის საკმაოდ დიდი ინტერვალია და ამ ხნის განმავლობაში მკვლელი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს. ასეთი მკვლელების მსხვერპლს ხშირად აქვთ რაღაც საერთო _ სქესი, წლოვანება, პროფესია, რასა და .. ამ მანიაკების მიერ ჩადენილი დანაშაული ისეთი საშინელია, რომ საზოგადოებრიობა საუკუნეების განმავლობაშიც კი ვერ ივიწყებს.

კაცობრიობის ისტორიაში პირველ სერიულ მკვლელად ითვლება ჟანა დ’არკის ყოფილი თანამებრძოლი _ ფრანგი დიდგვაროვანი ჟილ დე მონმორანსილავალი, ბარონი დე რე, რომელსაც 140 ადამიანის, მათ შორის ბავშვების მკვლელობაში დასდეს ბრალი და 1440 წლის 25 ოქტომბერს სიკვდილით დასაჯეს. კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმსმელ დამნაშავედ თვლიან უნგრელ გრაფინია ელისაბედ ბატორის, რომლის სინდისზეა 600 მკვლელობა, მისი მსხვერპლის უმრავლესობა კი ახალგაზრდა ქალები იყვნენ: მემატიანების გადმოცემით გრაფინია ბატორი სილამაზის შესანარჩუნებლად ყოველ კვირა სისხლში ბანაობდა. ის 1611 წელს გამოკეტეს ციხე-კოშკში, სადაც დაასრულა კიდეც სიცოცხლე. მისი თანამზრახველები კი სიკვდილით დასაჯეს.

1888 წლის მეორე ნახევარში ინგლისის დედაქალაქ ლონდონში მოხდა სასტიკი მკვლელობები (ძირითადად, მეძავების) ეს მკვლელობები დაიკისრა ადამიანმა, რომელიც თავს ჯეკ მფატრავს უწოდებდა. ყოველ შემთხვევაში, ამ სახელით აწერდა ხელს წერილებს, რომლებსაც ყოველი მკვლელობის შემდეგ (4-9 მკვლელობა) უგზავნიდა ახალი ამბების სააგენტოს. აღსანიშნავია, რომ მკვლელი ვერ დააპატიმრეს. შემზარავი დანაშაულები ჩაიდინა ანდრეი ჩიკატილომ _ საბჭოთა უკრაინაში (სოფელი იაბლოჩნოე, სუმის ოლქი) დაბადებულმა სერიულმა მკვლელმა, პედოფილმა, ნეკროფილმა და კანიბალმა, რომელმაც 1978-დან 1990 წლამდე 53 ადამიანი მოკლა, მათ შორის _ 35 ბავშვი.

ყველაზე მეტი სერიული მკვლელი კი ამერიკელია. ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 5% ცხოვრობს და რომელსაც პრეტენზია აქვს იყოსდემოკრატიის შუქურა”, სერიული მკვლელების 75% მოდის.

ჰენრი ჰოლმსი

ამერიკის შეერთებული შტატებში პირველი ოფიციალურად რეგისტრირებული სერიული მკვლელია ჰენრი ჰოლმსი. მისი ნამდვილი სახელი და გვარი _ ჰერმან მადჯეტი. დაიბადა 1861 წელს ნიუ-ჰემფშირში. 1884 წელს დაამთავრა მიჩიგანის უნივერსიტეტი სამედიცინო განხრით. ამ მომენტისთვის მადჯეტი უკვე დაზღვევის სფეროში მომუშავე პროფესიონალი აფერისტი იყო. 1886 წელს მან გვარი გამოიცვალა და ჩავიდა ჩიკაგოში, შეიძინა სახლი, რომელშიც მოაწყო მკვლელობის ოთახი, სადაც ადამიანების მოსაკლავად მხუთავ აირს უშვებდა. ამ ოთახის ქვემოთ მოწყობილი იყო ლაბორატორია კრემატორიუმითა და მჟავის საცავით. 1891 წელს ჰოლმსმა მოკლა თავისი საყვარელი და ხელით დაახრჩო მისი პატარა გოგონა, ქალის ჩონჩხი კი 200 დოლარად მიყიდა სამედიცინო კოლეჯს. ჰოლმსი ერთ-ერთმა სადაზღვევო კომპანიამ გამოიჭირა. მან სასამართლოზე თავი დამნაშავედ ცნო 27 მკვლელობაში. ჰოლმსი 1896 წელს ჩამოახრჩეს ფილადელფიაში.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/Albert-Fish.jpg

ალბერტ ფიში

ალბერტ ფიში დამსახურებულად ითვლება აშშ-ის ყველაზე ამაზრზენ მანიაკად. ის დაიბადა 1870 წელს ვაშინგტონში. 1924 წელს, როდესაც ბევრი ბავშვი დაიკარგა, პოლიციას ეჭვიც კი არ აუღია, რომ ამ ბოროტების ჩამდენი ხანში შესული, გარეგნულად მშვიდი ფიში იქნებოდა. ყველაზე საშინელი იყო გრეის მადის მკვლელობა. ფიშმა მოიპოვა გოგონას მშობლების ნდობა და გოგონა შინ მიიწვია _ ვითომ დაბადების დღეზე. მან გოგონა ჯერ გააუპატიურა, შემდეგ დაახრჩო, სხეული დაჩეხა პატარა ნაჭრებად, სტაფილოსა და ხახვში შეწვა და შეჭამა. ფიშს იმხანად ვერაფერი დაუმტკიცეს და საქმე დაიხურა.

1934 წელს ფიში დააპატიმრეს, მან 400 მკვლელობაზე ილაპარაკა, მაგრამ მხოლოდ 15 დაუმტკიცეს. 1936 წელს ფიში სინგ-სინგის ციხეში ელექტროსკამზე დასვეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/Henry-Lee-Lucas.jpg

ჰენრი ლი ლუკასი

დაიბადა 1936 წელს ქალაქ ბლეკსბერგში (ვირჯინიის შტატი). ბავშვობაში ჰენრი კლავდა და აწამებდა ცხოველებს, მიდრეკილი იყო ზოოფილისკენ. მან 1951-82 წლებში “პარტნიორსა” და საყვარელ ოტის ტულთან ერთად, როგორც თვითონ აღიარა, 500-ზე მეტი ადამიანი მოკლა, თუმცა მხოლოდ 11 ადამიანის მკვლელობა დაუმტკიცეს. ლუკასი და ტული რყვნიდნენ მოზარდებს, ჭამდნენ მათ ხორცს და გაერთიანებული იყვნენ სატანისტურ სექტაში.

ლუკასს 1998 წელს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს ტეხასის შტატში, მაგრამ ჯორჯ ბუშმა (უმცროსი), რომელიც იმხანად ამ შტატის გუბერნატორი იყო, განაჩენი გააუქმა, რადგან ჩათვალა, რომ ლუკასს ტეხასის შტატში დანაშაულის ჩადენა არ დაუმტკიცდა. 1999 წელს ლუკასს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ ციხეში პატიმრებმა მოკლეს. ტული კი ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/John-Wayne-Gacy.jpg

ჯონ უეინ გეისი

ის დაიბადა 1942 წელს ღარიბ ოჯახში. მამა ყოველდღე სვამდა და სცემდა ცოლსა და შვილს. გეისიმ სკოლა მიატოვა და ლას-ვეგასში ერთ-ერთ მორგში დაიწყო მუშაობა. სამი თვის შემდეგ მორგის მფლობელმა პოლიციელებს განუცხადა, რომ ჯონ გეისი ნეკროფილი იყო. მაგრამ სამართალდამცველებმა ამ ამბავს ყურადღება არ მიაქციეს. 1964 წელს ის გადავიდა ქალაქ ვატერლოოში და სწრაფი კვების რესტორნის მმართველად დაიწყო მუშაობა. პირველი მკვლელობა ჯონ გეისიმ 1972 წელს ჩაიდინა _ მოკლა თავისი საყვარელი. გეისი ასეთი სქემით “მუშაობდა”: ეძებდა შესაფერის მსხვერპლს _ ახალგაზრდა მამაკაცს, გაიცნობდა, მიჰყავდა შინ, სცემდა, აუპატიურებდა და აწამებდა. გეისი 1978 წელს დააპატიმრეს. მას სახლში პოლიციელებმა ათობით გახრწნილი გვამი იპოვეს. 1980 წელს ჯონ უიენ გეისი დამნაშავედ ცნეს 33 ადამიანის მკვლელობაში და სიკვდილის 12 განაჩენი გამოუტანეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/Aileen-Wuornos.jpg

ეილინ უორნოსი

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქალი-მანიაკიც ამერიკელია. ეილინ უორნოსი 1956 წელს დაიბადა მიჩიგანის შტატის ქალაქ როჩესტერში. მალე ის დედამ მიატოვა და ბებია-ბაბუა ზრდიდა. 13 წლისამ გააჩინა ბავშვი და ამის გამო სახლიდან გააგდეს. 1970 წელს გახდა მაწანწალა, ლოთობდა, მეძაობდა. 1986 წელს გაიცნო ქალი, რომელიც მისი საყვარელი გახდა _ ტირია მური. 1990 წელს ეილინის ანგარიშზე უკვე 7 მკვლელობა იყო. ის კლავდა თავის კლიენტებს, ძირითადად _ მამაკაცებს. 1991 წელს ტირია მურმა პოლიციელებს ყველაფერი უამბო და ეილინ უორნოსი დააპატიმრეს. 1993 წელს სიკვდილი მიუსაჯეს, 9 წლის შემდეგ კი 2002 წელს შხამის ინექციით სიკვდილით დასაჯეს. ეილინ უორნოსზე რამდენიმე ფილმია გადაღებული, მათ შორის, ყველაზე ცნობილია “ურჩხული” (“მონსტრი”), რომელშიც მთავარ როლს შარლიზ ტერონი ასრულებს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/David-Berkowitz.jpg

დევიდ ბერკოვიცი

ფოსტის თანამშრომელი დევიდ ბერკოვიცი, მეტსახელად “სემის ვაჟი” თავისი მანერით აშშ-ის გამორჩეული სერიული მკვლელია. დაიბადა 1953 წელს ნიუ იორკში, 1974 წელს საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ იანკერსში და მუშაობა დაიწყო ფოსტაში. 1976-1977 წლებში ბერკოვიცმა მოკლა 6 ადამიანი, 7 _ მძიმედ დაჭრა. ბერკოვიცს 300 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. ის დღესაც ცოცხალია. 1999 წელს გამოაქვეყნა წიგნი “ჩემი ისტორია”, რომელშიც თავის სულიერ განვითარებაზე წერს.

თეოდორ ბანდი

თეოდორ რობერტ ბანდი დაიბადა 1946 წლის 24 ნოემბერს ვერმონტის შტატის ქალაქ ბირლინგსტონში, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა სიეტლის უნივერსიტეტში, მაგრამ მალე გადაბარგდა ვაშინგტონში იურისტის პროფესიის დასაუფლებლად. 1969 წელს კი სწავლა მიატოვა და ფილადელფიაში გადავიდა საცხოვრებლად.

ბანდიმ პირველი მკვლელობა 1972 წელს ჩაიდინა _ მოკლა სტუდენტი გოგონა, შემდეგ კი 6 თვის განმავლობაში კიდევ 7 გოგონა გამოასალმა სიცოცხლეს. 1975 წლამდე მან კიდევ 4 გოგონა იმსხვერპლა.

1980 წელს ბანდიმ სადისტურად მოკლა 10 წლის კიმბერლი ლიჩი, შემდეგ კი მისი გვამი ღორებს მიუგდო. 1994 წელს თეოდორ ბონდი სიკვდილით დასაჯეს.

მაიკლ სვანგო

ექიმმა სვანგომ თავისი “კარიერის” განმავლობაში სრულიად ამერიკა შემოიარა და საზღვარგარეთაც მოასწრო “მოღვაწეობა”. 10 წლის განმავლობაში მან სიცოცხლეს გამოასალმა თავისი 60 პაციენტი აშშ-ის 5 შტატსა და ზიმბაბვეში. ის შაქარში დარიშხანს ურევდა და პაციენტებს აძლევდა. 1993 წელს, როდესაც პოლიცია მის კვალზე გავიდა, სვანგო ზიმბაბვეში გაიქცა, იქიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, შემდეგ კი _ საუდის არაბეთში. სვანგო დააპატიმრეს, მაგრამ მის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოიძიეს, ამიტომ თაღლითობის ბრალდებით გაასამართლეს. ის ახლაც იხდის სასჯელს აშშ-ის ერთ-ერთ ციხეში.

ელისაბედ ბატორი

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლისმსმელ დამნაშავედ თვლიან უნგრელ გრაფინია ელისაბედ ბატორის, რომლის სინდისზეა 600 მკვლელობა, მისი მსხვერპლის უმრავლესობა კი ახალგაზრდა ქალები იყვნენ, მემატიანების გადმოცემით, გრაფინია ბატორი სილამაზის შესანარჩუნებლად ყოველ კვირა სისხლში ბანაობდა. ის 1611 წელს გამოკეტეს ციხე-კოშკში, სადაც დაასრულა კიდეც სიცოცხლე. მისი თანამზრახველები კი სიკვდილით დასაჯეს.

კაცობრიობის ისტორიაში პირველ სერიულ მკვლელად ითვლება ჟანა დ’არკის ყოფილი თანამებრძოლი _ ფრანგი დიდგვაროვანი ჟილ დე მონმორანსი-ლავალი, ბარონი დე რე, რომელსაც 140 ადამიანის, მათ შორის ბავშვების მკვლელობაში დასდეს ბრალი და 1440 წლის 25 ოქტომბერს სიკვდილით დასაჯეს.

P.S.ზემოჩამოთვლილი სერიული მკვლელების გარდა, აშშის ისტორიაში თავიანთი სახელები უკვდავყვეს ჯეფრი დამერმა (ნეკროფილი, 17 მსხვერპლი), რიჩარდ რამისეზმა (13 მსხვერპლი), ჰარი რიჯუეიმ (41 მსხვერპლი), დენი როლინგმა (ფსიქოპათი), ლარი ეილერმა (21 მსხვერპლი), ედმუნდ კემპერმა და სხვ.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here