Home რუბრიკები ბლოგი ევროჰუმანიზმი და ევროპა, რომლისკენაც მივისწრაფით!

ევროჰუმანიზმი და ევროპა, რომლისკენაც მივისწრაფით!

1151

ორიოდე დღის წინ, 15 ოქტომბერს, დანიის ქალაქ ოდენსეს ზოოპარკში, საშემოდგომო არდადეგების დაწყების აღსანიშნად, სკოლის მოსწავლეთათვის მორიგი საგანმანათლებლო თავყრილობა მოაწყეს, – ბავშვების თვალწინ მოკლეს და გამოშიგნეს ლომი.

ბავშვების თვალწინ მოკლეს და გამოშიგნეს ლომი

ბავშვების თვალწინ მოკლეს და გამოშიგნეს ლომი

ბავშვების თვალწინ მოკლეს და გამოშიგნეს ლომი

ბავშვების თვალწინ მოკლეს და გამოშიგნეს ლომი

ბავშვების თვალწინ მოკლეს და გამოშიგნეს ლომი

ბავშვების თვალწინ მოკლეს და გამოშიგნეს ლომი

ბავშვების თვალწინ მოკლეს და გამოშიგნეს ლომი

ბავშვების თვალწინ მოკლეს და გამოშიგნეს ლომი

დააკვირდით პირველ სურათს, – სასიკვდილოდ განწირული ლომის გვერდით მისი პატარა ბოკვერი ზის!

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა დანიის ზოოპარკში ბავშვების თვალწინ „სიკვდილით სჯიან“ ცხოველებს. 2014 წლის თებერვალში, კოპენჰაგენის ზოოპარკში საჯაროდ მოკლეს 18 თვის, სრულიად ჯანმრთელი ჟირაფი, რომელიც, თურმე, ახლონათესაური შეჯვარების შედეგად იყო დაბადებული. შემდგომ ის სკოლის მოსწავლეების თვალწინ დაანაწევრეს და მისი ხორცი ლომებს აჭამეს.

ლომის ორი, ათთვიანი ბოკვერი მოკლეს

იმავე წლის მარტში ლომის ორი, ათთვიანი ბოკვერი მოკლეს, რათა ახალი მამრისთვის მიეცათ შანსი შეექმნა ოჯახი.

ნუთუ გვინდა საკუთარი ნებით მათთან ინტეგრაცია და მათი მორალის გათავისება, გვინდა საკუთარი ნებით ისე გადაჯიშება, რომ აღარ ვასწავლოთ შვილებს ჰუმანურობა, თანაგრძნობა?!

რა თქმა უნდა, არა.

აბა, ვის უნდა, დაგვაახლოვოს ასეთ ევროპას, თავს მოგვახვიოს ევროპელთა მორალი, მათი ფსევდოღირებულებები?

მოდით, მოვუსმინოთ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერს ზურაბ აბაშიძეს, რომელიც შაბათს, 17 ოქტომბერს „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერში“ გიორგი გაბუნიას ჰყადა სტუმრად. მოვუსმინოთ იმიტომ კი არა, რომ მას განსაკუთრებით უნდა ევროპასთან ინტეგრაცია, არამედ იმიტომ, რომ მან ზუსტად ახსნა ევროპასთან დაახლოების არსი.

გთავაზობთ მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს (სტილი დაცულია და იმედია აზრს გამოიტანთ): „ადრე მე მქონდა განცდა, რომ არ იყო კარგად განმარტებული „ევრაზიული კავშირი“ რას გულისხმობდა, მაგრამ ეხლა ეს აშკარაა, რომ საზოგადოებას ძალიან კარგად აქვს წარმოდგენილი, რას ნიშნავს „ევრაზიული კავშირი“, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციასთან მჭიდრო კავშირს, მასთან საბაჟო ურთიერთობებს და ა.შ. …ჩვენ მივაღწიეთ უდიდეს შედეგს, როდესაც გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, როდესაც ხელისუფლებას სადღეღამისო რეჟიმში უნდა ემუშავა იმისათვის და არ უნდა ეძინა საერთოდ, რომ ევროკავშირთან გაეღრმავებინა ურთიერთობა სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით… ასევე სავიზო რეჟიმი, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ გაუქმდეს ევროკავშირთან და ჩვენმა მოქალაქეებმა იარონ ევროკავშირში უვიზოდ! …მიუხედავად იმისა, რომ ხალხის გარკვეულ ნაწილს უნდა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა, უნდა უვიზო მიმოსვლა რუსეთთან, და ეს აბსოლუტურად გასაგებია, რა თქმა უნდა, ეს არის მათი ლეგიტიმური უფლება, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს ჩვენი თავისუფლება, დამოუკიდებლობა რა არის, რისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რას შეეწირნენ ისინი, რისთვის არიან უამრავი ადამიანები დღეს გმირებად შერაცხულები, სწორედ დამოუკიდებლობის და თავისუფლების ბრძოლას“.

ჩამოუყალიბებელი აზრის მიუხედავად, გასაგებია რისი თქმაც სურდა.

თქვენი არ ვიცი, მაგრამ პირადად მე, რომელსაც არათუ პარიზში დასვენების, არამედ თბილისი-პარიზის თვითმფრინავის ბილეთის შესაძენი თანხაც არ გამაჩნია, სულ არ მადარდებს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხი. მეტიც, როცა მექნება იმის შესაძლებლობა, ვიყიდო თვითმფრინავის ბილეთი, გავემგზავრო პარიზში და ორი კვირით, თუნდაც 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ვიცხოვრო, არც მაშინ ვიდარდებ ვიზის ასაღებად 30 ევროს გადახდას.

სამაგიეროდ, ვიცი, რომ არც ქართულ კიტრს, არც ქართულ პომიდორს, ვაშლს თუ ყურძენს პარიზში თუ ბერლინში, რომსა თუ ბრიუსელში არავინ გაგვაყიდინებს. ვისაც ეჭვი ეპარება ამ მოსაზრებაში, შეუძლია გადახედოს წლევანდელი ზაფხულის Euronews-ის, CNN-ის, BBC-ს ეკონომიკურ მიმოხილვებს, სადაც გაიგებს პასუხს კითხვაზე, რატომ ცლიდნენ ფრანგი ფერმერები ესპანეთიდან მიმავალ ხილ-ბოსტნეულით დატვირთულ ტრაილერებს შარაგზაზე და ანადგურებდნენ; რატომ გამოდიოდნენ საპროტესტო აქციებით ბელგიელი, გერმანელი, ჰოლანდიელი ფერმერები… არა მგონია, მათ საქართველოდან ჩატანილი ხილ-ბოსტნეულის დანახვაზე სიხარულით აღევსოთ გული.

ევროინტეგრაციის მსურველთა მთავარი არგუმენტი, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, სწორედ „უვიზო მიმოსვლაა“, ვიზაში 30 ევროს არგადახდა, – როცა მოესურვებათ, სახლიდან პირდაპირ აეროპორტს მიაშურონ და გაემგზავრონ სადაც უნდათ, – გინდა გასართობად, გინდა – საშოპინგოდ. გასაგებია მათი ცხოვრებისეული ეს „სადარდებელი“.

მართალია, თავი ქვეყნის გულშემატკივრად მოაქვთ, მაგრამ სინამდვილეში მათ არ ადარდებთ არც ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, არც მოსახლეობის კეთილდღეობა.

რას ნიშნავს „ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა“? – ინვესტიციების მოზიდვას, რომ რომელიმე უცხოელბმა საქართველოში გახსნას სასტუმრო და ჩვენ იქ დამლაგებლებად ვიმუშაოთ? თუ ქვეყანაში მოწეული მოსავალი შეუფერხებლად გავყიდოთ და ჩვენ თავად ავაშენოთ სასტუმრო, ფაბრიკა თუ ქარხანა? – რა თქმა უნდა, პასუხი ნათელია.

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის, საქართველოში მოწეული მოსავლის გასაღების ბაზარი, პირველ რიგში, რუსეთი უნდა იყოს, – ქვეყანა, რომლის ტერიტორია დედამიწის ხმელეთის ერთ მერვედს მოიცავს. ყოველივე ეს კი, უნდა ვანაცვალოთ ევროპაში უვიზოდ ფრენას, რომლის უფლებასაც, ევროპაში ამდენი სირიელი, ერაყელი თუ ავღანელი ემიგრანტის მოზღვავების შემდეგ, ასევე იმის შემდეგ, რაც გერმანიის შს მინისტრმა, ახლახან, თავის მოხსენებაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიაში დანაშაულს უცხოელებიდან ძირითადად ქართველები და რუმინელები ჩადიან, – კაცმა არ იცის, მოგვცემენ თუ არა.

რაც შეეხება „თავისუფლებას“, „დამოუკიდებლობას“ და, განსაკუთრებით, „გმირებს“, რაზეც ზემოხსენებული ბატონი აპელირებს, ისტორია ქართველებმა ძალიან კარგად ვიცით, – ვიცით, ვის წინააღმდეგ გვიომია, ვიცით, რომელ ბრძოლებში დაცემულან ის სახელოვანი ვაჟკაცნი, რომელთაც გმირებად მოვიხსენიებთ. სწორედ ამ ბედუკუღმართი ისტორიის გამო გააფორმა მეგობრობის ხელშეკრულება ერთმორწმუნე რუსეთთან მეფე ერეკლემ, რომელიც ყოველ ბრძოლაში ხმალამოღებული მიიწევდა წინა ხაზზე… და ნურავინ დაიჩემებს მასზე მეტ გამჭრიახობას.

ისტორია ხშირად მეორდება. ღმერთმა დაგვიფაროს „ფსევდოისლამური უბედურებისგან“… თუ თვალს გადავავლებთ მიმდინარე მოვლენებს, არსებობს იმის ალბათობა, რომ ეს „ისტორიული ბედუკუღმართობა“ კვლავ შემოგვიბრუნდეს და მის წინაშე პირისპირ მარტონი აღმოვჩნდეთ. ასეთ შემთხვევაში კი, თუ კვლავინდებურად ერთმორწმუნე რუსეთის იმედი არ გვექნება, ვერც ნატო და ვერც ამერიკა ჩვენ დამხმარედ ვერ გამოდგება.

P.S.

რაც შეეხება ყბადაღებულ „ევროპულ ღირებულებებს“, ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართველი ხალხი ვაჟას ქვეყნიდან ვართ და ჩვენთვის, ქართველებისთვის, ძალიან ბევრი რამ ამ ე.წ. ევროღირებულებებიდან, უბრალოდ, მიუღებელია!

ლევან ზანგურაშვილი

1 COMMENT

  1. კარგით რა,საშოპინგოდ ან ექსკურსიაზე კი არა, ძირითად მასას სამუშაოდ უნდა წასვლა ( ზოგს, ალბათ საქურდავად! ) იმიტომ,რომ ოჯახები როგორმე არჩინონ.პირადად მე,ოჯახი კი არა,თავი ვერ მირჩენია (პედაგოგი ვარ) და ვოცნებობ ,პენსიონერი მალე გავხდე! ესაა ცხოვრება?!

  2. რა მარაზმია ,საზიზღრობას აჩვენებენ ბავშვებს , ბარემ ადამიანებზე აჩვენონ არც გამიკვირდება.

  3. batono levan…gtxovt bevri dawerot sakartvelos istoriaze…..me mivesalmebi tkvens azrs……. saukuneebidan ekonomikas didi bazari adzlierebda….shvenw es gadagvarsens…gaanalizet ra mogvitana zustad 25 wlis win kavşiris dangrevam…ramdeni omi..ramdeni udanaşaulo sikvdili..ramdeni gasirveba…ramdeni dakarguli teritoriebi…sakartvelos NAGEBİ XALXİ EMİGRAWİAŞİ…..VİDZAXİT MOMAVALİ SHVENİA…rodis.. GVELSA XVRELŞİ AMOİKVANS…ENA TKBİLİ MOUBARİ….sakartvelos ertmorwmune…dzlieri mokavşire…kvelaprit shirdeba. warmatebebi. droebit stambulşi samushaod wasuli 4 şhvilis deda.

  4. მარაზმიიიიიი!!!! ფუუუუუუ!!! რომელ ღირებულებებზე საუბრობთ???!!! საერთოდ თუ იცის ევროპამ ამ სიტყვის მნიშვნელობა!!! აქვთ რაიმე ღირებულიიიი??? სისასტიკე,ამის მნახველი ბავშვი ხვალ სახლში კატას გამოფატრავს,ან არ გააპროტესტებს თუ დაინახა სადმე ძალადობა,ცოტა მერე არც თანატოლის დასახიჩრება გაუჭირდება!!!! და ეს ევროპა გინდოდათ რომ გვერდით დადგომოდა რეპრესირებულ ქართველს,გამოძევებულს თავისი მიწაწყლიდან???? მცხვენია რომ ამ სამყაროს ნაწილი ვარ,ბედნიერი ვარ რომ მე ეს ყველაფერი მაღიზიანებს და ჩემთვის ჯალათობა და ძალადობაა ამგვარი საქციელი!!! ევროპა-მე შენ არ გგავარ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

  5. ვაი თქვენს პატრონს. ევროპელებს რომ იწუნებთ, ლომისობა დაგუგლეთ, სისხლის გუბეებში მდგარი რომ ათეულობით ცხოველს ყელს ჭრიან, ბავშვების წინაშე. რა ჰუმანობაზე ლაპარაკობთ?!!

  6. იმაზე რატომ არ სწერთ ლომს რაიმე სჭირდა თუ არა? ან საიდან გაქვთ იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ პირველ სურათზე მაინცდამაინც ,,სასიკვდილოდ განწირული\\\” ლომის ბოკვერი ზის? არამგონია ბოკვერი ესე წყნარად და მშვიდად იჯდეს, თან მითუმეტეს ამდენი ხალხის წინ… იქნებ ლომი უკვე მკვდარი იყო და მას შემდეგ ჩაუტარეს ბავშვებს ბიოლოგიის გაკვეთილი? ჩემი პირადი აზრით საერთოდ არანაირი კავშირის მქონე ორი ფაქტორი არის ერთმანეთთან დაკავშირებული რათა კიდევ ერთხელ დავინახოთ რომ ევრობა არის ნაგავი და საქართველო კი ,,ტრადიციული\\\”, ,,მართმადიდებელი და სწორედ ამიტომ, ყველაზე მაგარი ქვეყანა\\\”. სანამ სხვისი ფეკალურის მასების ქექვაზე გადახვიდოდეთ, ჯერ თქვენსაშ მიხედეთ ხალხო….. უპირველეს ყოვლისა მენტალობასა და შეგნებას მიხედეთ და მერე გადადით დანიის ზოოპარკსა და განთლების სისტემაზე….

  7. evropis dedac roca rusettan vmegobrobdit calian kargad viyavit, ar dagvavicydes istoria, ruseti rom ar dagxmareboda turketi sul gagvanadgurebda da axla chveni erovnuli girebulebebi vabshe agar iarsebebda da exla sheidzleba gaturkebuli vyopiliyavit evropa ar gvjirdeba chven

  8. მე ვერ ვხსნი ეს ფოტოები ვინ გადაიღო და სად, რატომ და რა საგანმათლებლო მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს დანიაში ბავშვებისთვის ამ სისასტიკის ჩვენებას.
    მაგრამ კარგად ვიცნობ გერმანულ განათლების სისტემას და გარწმუნებთ, არცერთი გერმანელი მშობელი და მითუმეტეს სკოლა არ დაუშვებს რომ ამ ასაკის ბავშვებმა ასეთი ამაზრზენი სურათები იხილონ, არათუ რეალურად არამედ ტელევიზორშიც კი.
    ასე რომ ასეთ სიმდაბლეზე აგებული ევროპის ლანძღვით თვითონ ააშკარავებთ თქვენს უვიცობას ევროპული კულტურის და ღირებულებების მიმართ და თქვენს უსუსურ მიზანს.
    ცოტა დამაჯერებლად მაინც შეფუთეთ ეს ბოღმა, უვიცებო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here