Home რუბრიკები საზოგადოება ლესბოსელმა ეპისკოპოსმა ეკლესიებიდან ჯვრების ჩამოხსნისკენ მოუწოდა

ლესბოსელმა ეპისკოპოსმა ეკლესიებიდან ჯვრების ჩამოხსნისკენ მოუწოდა

530

მსოფლიოში პირველმა ლესბოსელმა ეპისკოპოსმა, შვედმა ევა ბრუნემ ეკლესიიდან ჯვრების ჩამოხსნისკენ მოუწოდა, რათა მუსლიმანები არ გაღიზიანდნენ. ამას გარდა, მას სურს, ქრისტიანულ ტაძრებში მოეწყოს პატარა ოთახები ისლამის მიმდევრებისთვის.

ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესიის ეპისკოპოსმა შვედ საზოგადოებას მოუწოდა, ჯვარი ჩამოხსნან სტოკჰოლმის პორტთან ახლოს მდებარე ე.წ. მეზღვაურების ეკლესიიდან. მისი აზრით, ტაძარი ისე უნდა გადაკეთდეს, რომ მასში ლოცვა ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელს შეეძლოს. როგორც ჩანს, ლესბოსელი ეპისკოპოსი გულისხმობდა ლტოლვილებს, რომლებიც ევროპას აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მიაწყდნენ, თანაც, რომის პაპმა ყველა მღვდელმსახურს მოუწოდა, რომ მიგრანტების დასახმარებლად ეკლესიების კარები გააღონ.

ყველაფრის მიუხედავად, მღვდელმსახურები ბრუნეს მოწოდებას აღტაცებით არ შეხვედრიან. სტოკჰოლმელმა მღვდელმა პატრიკ პატერსონმა განაცხადა: “არ შეიძლება ეკლესიის შედარება პატარა ოთახებთან, რომლებიც მოწყობილია საავადმყოფოებსა და აეროპორტებში. ქრისტიანული ეკლესია _ ეს არ არის უბრალო საზოგადოებრივი ადგილი. და ქრისტიანული ეკლესიისთვის მიუღებელია თავისი სიმბოლოების განადგურება”.

1 COMMENT

  1. SAD XEDAVT AQ SAERTOD QRISTIANOBAS, ESENI UFLIS SAXLS SHEFARULI SATANISTEBI ARIAN. RA SHUASHIA LUTERANULI IQNEBA AN ROMELI MIMDINAREOBIS , SANAM QRISTIANEBI SXVADASXVA MIMDINAREOBAD GAIYOFODNEN, MANAM DAIWERA BIBLIA SADAC PIRDAPIR WERIA SOGOM- GOMORI RATOM GANQADGURDA. MUSLIMEBSHI DA IUDDEVELEBSHIC DID CODVAT ITVLEBA HOMOSEQSUALOBA.. ARA KI AR UNDA CHAVKOLOT AN MOVAXDINOT FSIQOLOGIURI WNEXI MAGRAM,, EPOSKOPOSI QALI, TANAC LESBO DA JVREBIS MOXSNAS BRZANEBS PIRDAPIR MIUTITEBS QRISTIANULI EKLESIIS MTROBAZE.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here