Home რუბრიკები ბლოგი საქართველო-ქვეყანა, რომელიც მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესებს ემსახურება, საკუთარის საზიანოდ!

საქართველო-ქვეყანა, რომელიც მხოლოდ სხვა ქვეყნების ინტერესებს ემსახურება, საკუთარის საზიანოდ!

ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ფედერიკა მოგერინის განცხადება, რომელშიც   ნათქვამია, რომ ჩერნოგორია, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, უკრაინა და საქართველოეს ის ქვეყნებია, რომლებმაც რუსეთის წინააღმდგეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

 

„კანდიდატი ქვეყნები – ჩერნოგორია და ალბანეთი, ასევე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრები – ისლანდია, ლიხტენშტეინი და ნორვეგია, ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები, ასევე უკრაინა და საქართველო ამ დეკლარაციას უერთებიან. ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისი იქნება, რასაც ევროკავშირი მიესალმება” – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის(???!!!) დავით ბაქრაძის განმარტებით, სანქციებს საქართველო „თავის დროზე იყო მიერთებული სხვა ქვეყნებთან ერთად”.

მისი თქმით, ამ სანქციების ვადა დაახლოებით თვენახევრის წინ ევროკავშირმა გააგრძელა. „შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ამ სანქციებისადმი ჩვენს მიმხრობას. ეს არის ეკონომიკური ხასიათის სანქციები. ბევრი ტექნიკური საკითხია იქ გათვალისწინებული, მაგალითად, ყირიმში ნაწარმოებ პროდუქტთან დაკავშირებით”, – განაცხადა ბაქრაძემ.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით მიჩნდება ლოგიკური და სავსებით კანონიერი კითხვა: განა ამისთვის ვიბრძოდით ამდენი წელი ნაციონალების ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ, რომ დღეს საქართველო კვლავ დავით ბაქრაძის და მისნაირი ამერიკის მარიონეტების ჭკუაზე დადიოდეს, თანაც ნუ იტყვით სახელმწიფო მინისტრია თურმე ვაჟბატონი?!!!!!!……

ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს, მათ შორის ზემოთჩამოთვლილმა ქვეყნებმა, მაგრამ საქმე იმაშია რომ ამ ქვეყნებიდან მხოლოდ საქართველო და უკრაინა არიან რუსეთის მეზობლები და მრავალ ასპექტში, პოლიტიკურში თუ ეკონომიკურში, მასზე დამოკიდებულნი არიან. ყველაფერთან ერთად,  განვლილმა წლებმაც ნათლად გვიჩვენა რომ რუსეთთან დაპირისპირების პოლიტიკა საქართველოსთვის მინიმუმ წამგებიანი, მაქსიმუმ კი …არც კი მინდა რომ დაწვრილებით ამაზე ვილაპარაკო, მოკლედ- დაღუპვის ტოლფასია.

საქართველოსა და უკრაინის ამ ნაბიჯს რუსულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა, კერძოდ gazeta.ru პირდაპირ წერს იმაზე, რომ საქართველოს მცდელობა ერთდროულად ორ სკამზე  გააგრძელოს ჯდომა მისთვის დამღუპველია- ქვეყანა კვლავ რისკავს დაკარგოს პერსპექტიული რუსული ბაზარი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა – დიმიტრი პესკოვმა გააკეთა განცხადება, ТАСС-ის ინფორმაციით, მან განაცხადა:   „ რუსეთი იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, მაგრამ რუსეთის მიმართ მიღებულ სანქციებს შეუერთდნენ, აუცილებლად უპასუხებს.“

უკვე მერამდენედ, პესკოვი ხმამაღლა აცხადებს იმის შესახებ, რომ მეზობლებს შორის ურთიერთობებში მთავარი ფუძემდებელი პრინციპებია ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგათვალისწინება.

შეგახსენებთ, რომ საქონელბრუნვა საქართველოსა და რუსეთს შორის რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს შედაგენს. გარდა ამისა, 2013–2014 წლებში ვაჭრობა ამ ქვეყნებს შორის გამალებით იზრდებოდა- როგორც იქნა,  2008 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ, საქართველომ ნელ-ნელა დაიწყო რუსულ ბაზარზე დაბრუნება. 

ავღნიშნავ იმასაც, რომ მიუხედავად  ევროპასთან ინტეგრაციის საქართველოს სტრატეგიულ კურსად გამოცხადებისა, ევროკავშირის ბაზარზე, მეტნაკლებად მაინც, გასვლა საქართველომ ვერ შეძლო.

2014 წლის შედეგების მიხედვით, არც ერთი ევროპული ქვეყენა არ შედის საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხუთეულში. აქ ლიდერობენ თურქეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი და რუსეთი. სულ რაღაც ორი წლის წინ რუსეთს მეექსვე პოზიცია ეკავა.

 ქართული პროდუქციის (ღვინო, სურსათ-სანოვაგე)  ექსპორტი რუსეთში შარშან გაიზარდა 44,2%-ით. სულ, 2012–2014 წლებში რუსეთში ექსპორტი 6-ჯერ გაიზარდა.

შედარებისთვის, 2015 წელს რუსეთისთვის მიწოდებული საქონლის მოცულობა საგრძნობლად შემცირდა, სავარაუდოთ ამის მიზეზია მიმდინარე უთანხმოებები საქართველოსა და რუსეთს შორის, უფრო სწორედ რომ ვთქვათ- საქართველოს ხელისუფლების „უკბილო“ და „უღერღილო“ საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ელემენტარულად არა საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე, არამედ აშშ-ევროკავშირის გულის მოგებაზეა მთლიანად გათვლილი.

კონსტანტინე ჩიკვილაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here