Home რუბრიკები საზოგადოება ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ 23 პაციენტს C ჰეპატიტის ვირუსი აღარ აქვს

ელიმინაციის პროგრამაში ჩართულ 23 პაციენტს C ჰეპატიტის ვირუსი აღარ აქვს

511

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ელიმინაციის პროგრამაში ჩართული 32 პაციენტიდან 23-, ერთი თვის მკურნალობის შემდეგC ჰეპატიტის ვირუსი აღარ აღენიშნება.

 

“შედეგები არის იმაზე უფრო კარგი, ვიდრე ჩვენ გვქონდა მოლოდინი. პაციენტების ნაწილი განიკურნა, თუმცა ვირუსის გაქრობა არ ნიშნავს, რომ მათ მკურნალობა მიატოვონ. ხელშეკრულებებში აღნიშნულია, რომ მკურნალობის კურსი ბოლომდე უნდა გაიარონ”, _ აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. ვალერი კვარაცხელიას თქმით, სისხლში ვირუსის გაქრობის შემდეგ პაციენტებმა მკურნალობა დაზიანებული ღვიძლის ფუნქციის აღსადგენად უნდა გააგრძელონ.

ამჟამად C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მკურნალობს 1700 პაციენტი, სულ კი რეგისტრაცია გაიარა 7000-მდე პაციენტმა, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან აღნიშნულ პროგრამაში. 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here