Home რუბრიკები საზოგადოება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად საჭირო მოწყობილობის შეძენა განვადებითაც იქნება შესაძლებელი

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად საჭირო მოწყობილობის შეძენა განვადებითაც იქნება შესაძლებელი

511

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად საჭირო მოწყობილობის _ ე.წ. სეთ-თოფ-ბოქსის შეძენა განვადებითაც იქნება შესაძლებელი, _ განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ.

 

“სეთ-თოფ-ბოქსის”’ განვადებით შეძენა შეღავათიანი პირობებით და საქართველოში მოქმედ ყველა იმ ბანკში იქნება შესაძლებელი, რომელთაც განვადების სერვისი აქვთ.

“საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ბანკების ასოციაციასა და საბანკო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლისთვისაც სავაჭრო ქსელებში ე.წ. სეთ-თოფ-ბოქსის ღირებულების ერთიანად გადახდა წარმოადგენს სირთულეს, განხორციელდეს სპეციალური საბანკო შეთავაზება. შესაბამისად, ე.წ. სეთ-თოფ-ბოქსის შეძენა უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება განვადების შეღავათიანი პირობებით”, + განაცხადა ნათია მიქელაძემ.

მინისტრის მოადგილემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მეორე ეტაპი 9 ივლისს განხორციელდება. 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here