Home რუბრიკები ბლოგი საქართველოს საგარეო პოლიტიკა 90-იანი წლებიდან დღემდე

საქართველოს საგარეო პოლიტიკა 90-იანი წლებიდან დღემდე

1730

ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოს აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს საგარეო პოლიტიკა. მითუმეტეს  საქართველოსთვის,  რადგან ჩვენს გეოპოლიტიკურად რთულ რეგიონში იკვეთება რამდენიმე ძლიერი ქვეყნის ინტერესები მაგალთად როგირიცაა ირანი, რუსეთი, თურქეთი და რა თქმა უნდა დასავლეთი.  


საქართველოსნაირი  პატარა და სპეციფიური გეოპოლიტიკის მქონე სახელმწიფოსთვის, მწყობრი საგარეო პოლიტიკა გადამწყვეტიაუ საფრთხოებისა და სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად. მისი როლი კიდევ უფრომნიშვნელოვანი ხდება კრიზისებისპერიოდში. ასე რომ მომრავლდა მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

საბჭოთა კავშირის რღვევის შემდგომ, როდესაც  პირველდ  200 წლის განმავლობაში მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა დღის წესრიგში დადგა საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმოება. შევარდნაძის მთავრობა, რომელიც ხეწლისუფლებაში მოვიდა  სისხლიანი გადატრიალებისა და სამოქალაქო ომის  შედეგად იმდროინდელი რეალიების გათვალისწინებით საგარეო პოლიტიკის ძირითადად ორი  არჩევნის წინაშე იდგა.  იქიდან ერთი რუსეთთან ურთიერთობა  გამყარება იყო, ხოლო მეორე დასავლეთისკენ კერძოდ შეერტებული შტატებისკენ მიემართა საგარეო კურსი. ერთი და მეორე გზა ქვეყნისთვი  კატასტროფულად  მძიმე შედეგების  მომტანი იყო, პირველი იმიტომ რომ იმდროინდელი რუსეთი არ წარმოადგენდა სახელმწიფოს რომელსაც ძალუძდა საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების დაცვა. გორბაჩოვის და შემდგომ ელცინის მიერ პოსტდამის ხელშეკრულების გადახედვის პროცესმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თვით რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. დასავლეთმა შეწყვიტა რუსეთის მიმართ მეგობრული პოლიტიკა და ულტიმატუმების ენაზე გადავიდა: მისგან ითხოვდნენ ნედლეულს, ტერიტორიულ დათმობებს. მოექცა რა სრულ ფინანსურ და სასურსათო დამოკიდებულკებაში რუსეთი ჩიხში მოექცა ამიტომ მით მიმართ რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკის წარმოება ზედმეტი იყო.

 არც მეორე დასავლური გზა იყო ჩვენთვის მომგებიანი რადგან დასავლეთი თავისი „ოქროს მილიარდის„ თეორიის  შესრულებისას  კონკრეტული ერების საცხოვრებელ არეალზე დასავლური ფსევდო ლიბერალური, ამერიკიდან კულტივირაბული პროტესტანტულ ღირებულებებზე დამყარებული ცხოვრების წესის  გავრცელებისკენ ისწრაფვოდა  (რაც სამწუხაროდ დღესაც მიმდინარეობს) რომელიც ჩვენი ერის განადგურებით დასრულდებოდა, ადგან არ არსებობს თანამედროვე დასავლური საზოგადოების სოციოკულტურული ფუნქციონირების ისეთი სფერო, ცხოვრების დასავლური ღირებულებები, რომლებსაც საერთო ჰქონდათ ტრადიციულ ქართულ ცხოვრების წესთან, ეროვნულ მსოფხედველობასთან და სოციალ კულტურულ თვითმყოფადობასტან.

საქართველოს მაშინდელმა შევარდნაძის მთავრობამ ყველზე უფრო მიუღებელი დასავლეთისადმი მონური მორჩილების და რუსეთისადმი ორმაგი თამაშის კატასტროფული საგარეო პოლიტიკური კურსი აირჩია, რასაც საბოლოო ჯამში გაჩანაგებული ეკონომიკა  დაკარგული ტერიტორიები,  ათეულ ათასობით დაღუპული, ასეულ ათასობით ლტოლვილი მივიღეთ. მაშინაც კი როდესაც რუსეთის ხელისუფლებაში პუტინის მოსვლასტან ერთად რუსეთში შეიცვალა სოციალ- ეკონომიური და პოლიტიკური  მდგომარეობა საქართველოს შევარდნაძის ხელისუფლება ე.წ. რეფორმატორთა გუნდთან ერთად აგრძელებდა  ორმაგი თამაშის პოლიტიკას  და კიდევ უფრო ჩაეფლო დასავლეთის მიერ შემოთავაზებულ ანტირუსულ  პოლიტიკაში.

ორიოდ  სიტყვით არ შეიძლება შევეხოთ ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს, სიმართლე გითხრათ მე დიდი მნიშვნერლობას არ ვანიჭებ ამ  პრროცესებს, რადგან მიმაჩნია რომ ის რაზეც  20 წლიწადია ხალხს აბოლებენ, რომ მივისწრაფვით ნატოსკენ, ევროკავშირისკენ  ბლეფია, რადგან ნატოში და ევროკავშირში  არ მიგვიღებენ მანამ, სანამ გვექნება ტერიტორიული პრობლემები   და თუ მიგვიღებენ ამ ტერიტორიების დათმობის ხარჯზე, რაც აბსოლუტურად გამორიცხულია.

რაც შეხება სააკაშვილის ხელისუფლებას  რომელიც შევარდნაძის „ვარდების რევოლუციით“ (რა თქმა უნდა დასავლეთიდან მართული ) გადაგდების შედეგად მოვიდა არათუ შეცვალა მისი საგარეო  პოლიტიკა რუსეთის მიმართ,  არამედ უფრო აგრესიულ და მტრულ სივრცეში გადაიყვანა. რაც შეეხება ნატოში  და ევროკავშირში გაწევრიანების რიტორიკას  რეალურად ამ მიმართულებით არაფერიარ შეცვლილა, როგორც ვიყავით ჩიხში, ისევე დავრჩით. ფაქტობრივად  სააკაშვილის ხელისუფლება და მათი პარტნიორები იყენებ დნენნატოს და ევროკავშირის  რიტორიკას და ლოზუნგებს იმისათვის, რომ საქართველო ექციათ რუსეთის სამხრეთ ნაწილში დესტაბილიზაციის პლაცდარმად.  რასაც მოაყოლა  შემდეგ 2008.08.08

ავანტურა, რომლის მთავარი მიზანი  არა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, არამედ რუსეთის როგორც აგრესორის  გამოჩენა ამერიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების ფონისთვის, ასევე  იყო  რგოლი   საქართველოს მარიონეტული ხელისუფლების და მისი პარტნიორების  მიზანმიმართული პოლიტიკისა, რომელიც ითვალისწინებდა  საქართველოს ავტონომიებისგან განთავისუფლებას, რადგან ავტონომიები და ისიც კონფლიქტური ხელს უშლიდა საქართველოს ტერიტორიაზე ნატოს წევრი ქვეყნის სამხედრო ბაზის განთავსებას. დიახ ეს იყო მთავარი მიზეზი, რასაც    რამდენიმე ასეული ქართველის და ოსის სიცოცხლე შეეწირა.  

ნატოსთან მიმართებაში ანალოგიური შეცდომები გაიმეორა „ნაციონალური მოძრაობას“ ხელისუფლებაში ჩანაცვლებულმა „ქართულმა ოცნების “ ივანიშვილ- ღარიბაშვილის მთავრობამ, რომელიც სააკაშვილის მსგავსად არ არის დამოუკიდებელი  თავის გადაწყვეტილებების მიღებაში. იმის მიუხედავად რომ ერთის მხრივ იძახის  ურთიერთობის დათბობაზე რუსეთთან, მეორეს მხრივ  უარს ამბობს რუსეთთან დილომატიური  ურთიერთობის აღდგენაზე მისი სამხედრო ბაზის გაყვანამდე სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან.  იმის მაგივრად რომ გაითვალისწინონ დღეს არსებული რეალიები და ახალ საინტეგრაციო გეგმაზე დაიწყოს მუშაობა, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მხარის ინტერესებს, რისთვისაც საჭიროა ეროვნულ სახელმწიფოებრივი იდეოლოგიის ბაზაზე ჩამოყალიბდეს რეალური საგარეო პოლიტიკური კონცეფციის  შემუშავება საქართველოს ევრაზიული სპეციფიკის,  მისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის თავისებურებების ახლომდებარე სახელმწიფოების გეოსტრატეგიული ინტერესების, ქვეყნის ისტორიული გამოცდილების, ტრადიციული პოლიტიკური , ეკონომიური და კულტურული თავიუსებურებების გათვალისწინებით.

ვიკა ცაავა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here