Home რუბრიკები ისტორია სტალინი და მენშევიკური მთავრობა

სტალინი და მენშევიკური მთავრობა

1069

ნაწილი IV

ყურმოკრული ამბავი: კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს დაპყრობის გეგმას ბოლშევიკური რუსეთი რევოლუციის შემდგომ პერიოდში რეგულარულად ამუშავებდა და საქმის კურსში სხვებთან ერთად სტალინიც იყო. 1920 წლის შემოდგომაზე სტალინი კონფიდენციალურად შეხვდა ნოე ჟორდანიას, გააცნო მას საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალურ სურათი და შესთავაზა, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება, თვითონ (სტალინი) დანიშნოს შეიარაღებული ძალების მინისტრად (როგორც ჩანს, სტალინი საქართველოში ილია ჭავჭავაძის სულმა გამოიძახა ამ საბედისწერო მოვლენის გამო).

როდესაც საქართველოს გაუჭირდა, სტალინმა გვერდზე გადადო ყოველგვარი წყენა მენშევიკების მიმართ და საჭიროდ ჩათვალა, სამშობლოს სამსხვერპლოზე თავი დაედო. მშიშარა პროვინციელმა, რომელიც თავის სკამს იყო ჩაბღაუჭებული, შიშჩამდგარი თვალებით დაეჭვებულმა შეხედა სტალინს და წარმოიდგინა, რომ მას სტალინი შეიარაღებულ ძალებთან ერთად დიდხანს არ დატოვებდა სავარძელში და პასუხად უთხრა: “მარტო მე ამ საკითხს ვერ გადავწყვეტ, პარლამენტს უნდა შევეკითხო და საერთო აზრი შევიმუშაოთ”.

გაცეცხლებულმა სტალინმა ერთი კი შეხედა მთავრობის თავმჯდომარეს და კბილებიდან გამოცრა: “ბეზდელნიკ!”, შემდეგ კარი გაიჯახუნა და გაუჩინარდა.

არ ვიცი, სარწმუნოა თუ არა ეს პასაჟი, მაგრამ იმდენჯერ მაქვს მოსმენილი და ისეთი პიროვნებებისგან, რომელთა სიზმარიც კი დაიჯერება.

და თუ ეს ასე იყო, საქართველოს დამოუკიდებლობა 1921 წლის 25 თებერვალს კი არ დაუკარგავს, არამედ მაშინ, როდესაც სტალინმა ნოე ჟორდანიას კარი “მოუჯახუნა”.

რა მოხდებოდა, სტალინი რომ დანიშნულიყო საქართველოს ჯარების მთავარსარდლად?

ტროცკის მიერ გადაბირებული ლენინი თანახმა იყო, ჩამოეცილებინათ სტალინი. უამრავ გეგმას იხილავდნენ, როგორმე ხელში მოეგდოთ და გაენეიტრალებინათ მოუხელთებელი სტალინი, მაგრამ ყველა ცდა და ხერხი უშედეგოდ დასრულდა, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, მიაგნეს სტალინის მოშორების ყველაზე ვერაგული ხერხს. გადაწყდა, იოსებ ჯუღაშვილი სამხრეთის ფრონტზე გაუშვან ყოველგვარი რწმუნების გარეშე და განწირულ ცარიცინს ბოლშევიკური ხელისუფლებისაგან სასიკვდილოდ განწირული სტალინი შესწირონ.

სტალინი, განგებისაგან ხელდასხმული, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიემგზავრება ფრონტზე. იცის, რომ განწირულია, მაგრამ შიშის გრძნობა დაკარგული აქვს. ის სამხრეთში მიდის, როგორც გრიგალი, რათა წალეკოს ყოველგვარი უწმინდურობა, ღალატი და ფარისევლობა; ის თავის გონებაში ადგენს, როგორც გარეშე, ისე შიგა მტრების განადგურების გეგემას. ცარიცინში ჩასვლის მესამე დღეს სტალინი ელვადეპეშას უგზავნის ლენინს:

ექვსში ჩამოვედი ცარიცინს. ცარიცინში, ასტრახანში, სარატოვში გამეფებულია აღვირახსნილობა და სპეკულაცია. ცარიცინში შემოვაღებინე საბარათო სისტემა და მტკიცე ფასები. მიუხედავად ადგილობრივი კოლეგიების პროტესტებისა, იძულებული ვარ, დავაყენო სპეციალური კომისრები, რომლებიც უკვე ამყარებენ წესრიგს. გადაეცით შმიდტს, აღარ გამოგზავნოს თაღლითები, კობზევმა განკარგულება გასცეს, რომ კოლეგიებმა ვორონეჟში თავისივე ინტერესებისათვის დაბრკოლებები არ შეუქმნან ჩემს რწმუნებებს”.

სტალინი თავდაყირა აყენებს არა მხოლოდ ტროცკის სამხედრო უწყებას, არამედ პრინციპულად უტევს ლენინის ნეპს (ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ატარებდა საბჭოთა რუსეთი 1920-იან წლებში).

1918 წლის 7 ივლისს ლენინისადმი გაგზავნილ წერილში სტალინი წერს, რომ უთანხმოება აქვს სარდლებთან, რომლებსაც პირადად ხელმძღვანელობს ტროცკი (სტალინი “მახეშია გაბმული”, რადგან ის ტროცკის ხელქვეითია).

მივეშურები ფრონტზეცარიცინის სამხრეთით ხაზი ჯერ კიდევ არ არის აღდგენილი. ვლანძღავ ყველას, ვინც ღირსია. შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, არავის დავზოგავ, არც ჩვენს თავსა და არც სხვებს”.

სტალინი ცეცხლს ეთამაშება. ყოველგვარი რწმუნების გარეშე ფრონტის სარდლებს ხელმძღვანელობს და იწვევეს “დუელში”, მათ თავს ახვევს თავის ნებას ტროცკის ნების საწინააღმდეგოდ. სრულიად შესაძლებელია, ფრონტის სარდლებმა იგი მოღალატედ წარმოადგინონ და საველე პირობებში დახვრიტონ კიდეც, რასაც, ალბათ, ხელისუფლებაც დაეთანხმება, მაგრამ სტალინი სტალინია! ის კიდევ ერთხელ შეახსენებს ლენინს:

ვინაიდან განაპირა მხარეების კავშირი ცენტრთან სუსტია, საჭიროა, ადგილზე გვყავდეს დიდი რწმუნებით აღჭურვილი პირი სასწრაფო ზომების დროულად მისაღებად. და თუ ამ მიზნით დანიშნავთ ვინმეს (ვინც უნდა იყოს), მაცნობეთ პირდაპირი ხაზით და მანდატიც ასევე პირდაპირი ხაზით გადმოეცით”.

ლენინისაგან ერთი რწმუნება უკვე გაცემული იყო ჯარების დაქვემდებარების თაობაზე და ეს რწმუნება ტროცკის ეკუთვნოდა. მაშინ რას ითხოვს სტალინი? _ უფრო მეტს, იმაზე მეტს, ვიდრე ეს ლენინს და ტროცკის წარმოუდგენიათ. სტალინს სააშკარაოზე გამოაქვს ლენინისა და ტროცკის ერთობლივი მცდელობა, უღალატონ რევოლუციას და რუსეთი უკაცრიელ ტრამალებად აქციონ. სტალინი მაღლა დგება თავის თავზე და, საერთოდ, ადამიანზე. მან გამოავლინა ზებუნებრივი ძალა, რომლის შეფასებაც ჩვეულებრივი მოკვდავისთვის შეუძლებელია.

თუ ტროცკიმ წინდაუხედავად და განურჩევლად დაურიგა მანდატები ტრიფონოვს (დონის ოლქი), ავტონომოვს (ყუბანის ოლქი), კოპეს (სტავროპოლი), საფრანგეთის მისიის წევრებს (რომლებმაც დაპატიმრება დაიმსახურეს) და სხვებს, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ერთი თვის შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში ყველაფერი დაირღვევა და ამ მხარეს საბოლოოდ დავკარგავთ”.

თუ სტალინი აქამდე მკაცრი, მაგრამ ადამიანური ენით ესაუბრებოდა ლენინს, უკვე ევსება მოთმინების ფიალა და პირდაპირ ბრძოლას იწყებს, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს, ვერც ლენინი და ვერც “სხვა რამ”.

საქმის სასარგებლოდ ჩემთვის აუცილებელია რწმუნებანი. უკვე მოგწერეთ ამის შესახებ, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. ძალიან კარგი. რაკი ასეა, მე თვითონ ფორმალობის დაუცველად ჩამოვაგდებ არმიათა იმ სარდლებს და კომისრებს, რომლებიც საქმეს დაღუპავენ, ასე მიკარნახებს საქმის ინტერესი და, რასაკვირველია, ტროცკის ნაკუწი ქაღალდის უქონლობა ვერ შემაჩერებს”.

მკითხველი, ალბათ, მიხვდება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანის აზროვნება და ქმედება. მის გაბედულებას აქვს უხორცობისა და ზეადამიანურ ქმედებათა ნიშან-თვისებები. სტალინი იდგა ბრძოლის ველზე, რომლისკენაც მიმართული იყო ათასობით თოფი და ხმალი, მაგრამ მისმა სიმართლემ, უშიშრობამ, გამჭრიახობამ, გამბედაობამ და უფლის ხელდასმამ, იმის ნაცვლად, რომ კუბოთი ჩაეყვანათ ხელისუფლებისათვის, უკვდავების შარავანდედით შემოსილი, სამოქალაქო ომში გამარჯვებული, წითელი ვარსკვლავით მკერდდამშვენებული დააბრუნა დედაქალაქში.

ადვილად წარმოსადგენია, რა შიში აიტანდა ნოე ჟორდანიას, როდესაც სტალინს წარმოიდგენდა ქართული ჯარის სარდლად და თქვენ, მკითხველო, ალბათ, აცნობიერებთ, რომ სტალინის ხელში ქართული ჯარი გადაიქცეოდა ლომების პრაიდად, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგებოდა.

მე უარვყოფ აზრს, რომ სტალინი ვინმესთვის ტრაგედია იყო, ტრაგედიას საქართველოსთვის მენშევიკური მთავრობა და მისი თავმჯდომარე ნოე ჟორდანია წარმოადგენდნენ.

მენშევიკების კისერზეა, როგორც რუსეთის იმპერიაში გაჩაღებული სამოქალაქო ომი, ისე საქართველოში 1918-1921 წლების დიდი თუ პატარა ომები, რომლებმაც საქართველო ეკონომიკურად და ტერიტორიულად გააჩანაგა, დაასუსტა მორალურად.

მენშევიკური მთავრობის არასახელმწიფოებრივმა აზროვნებამ და სიმჩატემ, ევროპისკენ გაუთვითცნობიერებლად სწრაფვამ და ბოლშევიკური რუსეთისადმი შეურიგებელმა მოქმედებამ შექმნა იმის წინაპირობა, რომ საქართველომ თავისი ძირძველი მიწები დაკარგა, ამის გამო კი ხელისუფლებამ _ ხალხში ნდობა და სიყვარული. საქართველოს ტერიტორიული კატასტროფის გამომწვევი ძირითადი მიზეზი მენშევიკური მთავრობაა.

მენშევიკური მთავრობის სინდისზეა აგრარული ტერორი, რომელიც მან ქვეყანაში განახორციელა:

რომელმაც ერთნი გააღატაკა და დაამცრო, ხოლო სხვებს ისე მიაკუთვნა მიწა, რომ მათთვის რაიმე სერიოზული ფინანსური გადასახადი ან სავალდებულო სამხედრო სამსახური არ დაუკისრებია. ამის გამო უაღრესად გაჭირდა პატარა არმიის შექმნაც კი იმ ქვეყანაში, სადაც ბევრი ჰყავდათ მწყობრის ოფიცრები, და იმ ხალხში, რომელმაც საუკუნეების მანძილზე მხედრული სიქველით მოიხვეჭა სახელი”, _ წერდა ზურაბ ავალიშვილი (“საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში”, გვ. 9).

ეს ის პროფესორი ზურაბ ავალიშვილია, რომელიც თავისი ცოდნით, ინტელექტითა და დიპლომატიით ერთადერთი ნათელი პიროვნებაა მენშევიკურ მთავრობაში. ზურაბ ავალიშვილმა ყველა შავი სამუშაო შეასრულა, რათა ქვეყანა ნამდვილ დამოუკიდებლობას ზიარებოდა, მაგრამ ნათქვამია: ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს”. ბატონი ზურაბის უამრავი რჩევა, მემორანდუმი თუ ტრაქტატი დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”.

ოსმალეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი და ბოლოს ამერიკა _ აი ქვეყნები, რომლებს შორისაც საქართველო იყიდებოდა იაფად, ნისიად (განვადებით), გაცვლით და, თუ არ გაიყიდებოდა, ვუდგებოდით კარისკაცად, მცველად, მოჯამაგირედ, მეჯინიბედ, მხევლად _ გვიხმარეთ, როგორც გინდათ; გამოგვიყენეთ, როგორც გინდათ; წაიღეთ ჩვენი მადანი, წყალი, მიწა, აბრეშუმი; წაიღეთ ყველაფერი, თუ რამ გვაბადია! საქართველო მაინც არ გაიყიდა. არ უვარგოდათ “მენეჯმენტი”, ვერ გაუკეთეს “რეკლამა”, არ ჰყავდათ “პიარშიკები”. მენშევიკურმა მთავრობამ ბაზარში დააგდო “უვარგისი” საქართველო, რომელიც მთვრალმა რუსმა ჯარისკაცმა იპოვა და თავის სახლში წაიღო.

პროფესორი ზურაბ ავალიშვილი თავის წიგნში “საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში” წერს:

როდესაც საქართველო საბჭოთა რუსეთთან შეტაკებამდე მიიყვანეს (.. გარეშე ძალებმა _ გრ. ონიანი), რუსეთის არცთუ დიდი ძალისათვის თითქმის არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რომ შეტევაზე წამოსულ წითელ არმიასშეიარაღებული ხალხიკი არ დახვედროდა, არამედ პარტიული ბელადების ჯგუფი, სახელმწიფო ხელისუფლების, ექსპლუატაციის მონაწილე ფართო თანასაზოგადოება და მათთან ერთად ერთგული მიურიდების მცირე რაზმი. მთელი ეს ასაბია სულ იოლად გადაისროლეს შავ ზღვაში”.

ამაზეა ნათქვამი, ომში წასულს ომის ამბებს შინ დამხვდური უყვებოდაო”.

უახლესი ისტორიის მკვლევარებო, როდესაც მენშევიკების “საგმირო საქმეებზე” გვიყვებით და წაკითხული გაქვთ ბატონი ზურაბ ავალიშვილის ეს მეტად საინტერესო ნაშრომი, გგონიათ, სხვა საქართველოში ხართ და სხვა “მენშევიკებზე” გიყვებით?! სირცხვილია, როდესაც ისტორიკოსი დოლარის საფასურად ისტორიას აყალბებს და შავს თეთრად წარმოაჩენს!

მენშევიკური მთავრობის “გმირულ” ბრძოლებზე არსებობს მთავრობის იმჟამინდელი თავმჯდომარის, “ფრონტების” ხელმძღვანელი ნოე ჟორდანიას წიგნი “ჩემი წარსული”; არსებობს ომის უშუალო მონაწილის _ რევაზ გაბაშვილის მოგონებათა წიგნი: “რაც მახსოვს”; მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის “ჩემი პასუხი” და სხვა მრავალი თვითმხილველის უტყუარი დოკუმენტური მასალა 1918-1921 წლების ომიანობაზე.

მაშ, რატომ ვქმნით ლეგენდებსა და ზღაპრებს არგაკეთებულსა და არმომხდარზე?! ვის სჭირდება დღეს იმის მტკიცება, რომ ჩვენ იმ სამარცხვინო მენშევიკური მთავრობის მემკვიდრეები ვართ, რომელმაც ტერიტორიულად გაანახევრა საქართველო, მოკლა ილია ჭავჭავაძე?!

გამარჯვების ყოველგვარი პერსპექტივის გარეშე სასაკლაოზე გაიყვანეს ახალგაზრდები და ჩახოცეს, გააპარტახეს აგრარული სექტორი, გაძარცვეს ეკლესია-მონასტრები, ხაზინაში არ დატოვეს არც ერთი კაპიკი ხალხისათვის. ერთმა მუჭა ხროვამ გაიტაცა ქართული საგანძური, სახელმწიფო ქონება და საზღვარგარეთ გაიქცა. დღეს პარლამენტის შენობაში სწორედ ამ ადამიანების პორტრეტებია წარმოდგენილი, როგორც დემოკრატიის მამებისა და ჩვენი დიდი წინაპრების. იქვე, მათ გვერდით, დღევანდელ პარლამენტარებს, მენშევიკების ღირსეულ მემკვიდრეებს, ილია ჭავჭავაძის სურათიც გამოუფენიათ.

ბარემ აბრაც გაუკეთეთ _ მკვლელები და მოკლული”.

დღეს მენშევიკების შთამომავლებიც კი არ ტრაბახობენ თავიანთი წინაპრებით, მენშევიკების ქება მხოლოდ გადამთიელს სჭირდება კომუნისტების საქმეების გადასაფარავად და მათ გასაგზავნად მოუსავლეთში. არ ვიცი, როდემდე შემორჩება ისტორიას ეს ორი სახელი _ მენშევიკი და ბოლშევიკი, მაგრამ კაპიტალისტების სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ მათი საქმე დამთავრებულია, კვლავ ძალაშია მეცნიერული შეგონება:

კაცობრიობის საბოლოო მიზანი სოციალიზმია”.

მინდა, გაგაცნოთ ჩვენს ქვეყანაში ესოდენ “პოპულარული” მენშევიკური მთავრობისა და მისი პარლამენტის დეკრეტები, რომლებიც “დაგარწმუნებთ” მენშევიკების ჰუმანურობასა და კაცთმოყვარეობაში:

დეკრეტი

ანარქიის წინააღმდეგ ზოგიერთი საბრძოლველი ზომებისა:

I. დროებით, ანარქიასთან საბრძოლველად, მიეცეს შინაგან საქმეთა მინისტრს უფლება:

. აკრძალოს არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი პარტიისა, რომელიც წარმოადგენს უცხოეთის პარტიის ნაწილს, ემორჩილება გარეშე სახელმწიფოში მყოფ მთავარი პარტიული ორგანოების ხელმძღვანელობას და იმავე დროს მოქმედებს საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ან ერევა მის შინაურ საქმეებში და თან ასეთი პარტიის ბეჭდვითი ორგანო დახუროს.

. გააძევოს საქართველოს საზღვრებიდან სხვა სახელმწიფოების ქვეშევრდომნი, რომელთაც არც სამსახური აქვთ საქართველოში, არც სხვა საქმე.

. გააძევოს იმავე საზღვრებიდან უცხო სახელმწიფოების ქვეშევრდომი ყოფილი და აწინდელი სამხედრო პირნი, იმათ გარდა, ვინც უცხო დიპლომატიურ მისიებთან არის გამოგზავნილი.

. აუკრძალოს საქართველოს მოქალაქეთ ცხოვრება იმ ადგილებში, სადაც მათ საქმე არ აქვთ, ან გადაასახლოს ისინი მის მიერ დანიშნულ ალაგას, ვადით ექვს თვემდე.

II. დეკრეტი ესე შედის ძალაში დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ”.

ხელს აწერს შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. რამიშვილი (საქართ. ცენტ. არქივი. ფ. 1833 საქ. 582 გვ. 2).

აღნიშნული დეკრეტი, რომელიც შეთანხმებული იყო მთავრობასთან, დასამტკიცებლად შევიდა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, მაგრამ გამოჩნდენ დეპუტატები, რომლებმაც კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს:

ლეო შენგელაია (ქიაჩელი): “მმართველ წრეებს არ სურთ, გაიგონ, რომ ჩვენში ანარქიას აღვივებს არა მხოლოდ უცხო ძალა და მისი ფულები, არამედ ანარქიას აღვივებს, აგრეთვე, და შეიძლება უმთავრესად _ ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს ჩვენი მთავრობა, ანარქიას ასაზრდოებს ის უსისტემობა და უმწეობა, რომელიც მმართველმა პარტიამ ჩვენი ცხოვრების ყოველ დარგში გამოიჩინა(საქართ. ცენტ. არქივი. ფ. 1833 საქმე 582. გვ. 14).

დეპუტატმა მკაცრად გააკრიტიკა როგორც ხელისუფლება, ისე საკანონმდებლო ორგანო და სრულიად მიუღებლად მიიჩნია წარმოდგენილი დოკუმენტი. ხელისუფლებამ კი, თავის მხრივ, წარმოადგინა “მყარი” არგუმენტი დეკრეტის დასდაცავად:

თუ ეს ხალხი გავაძევეთ, ჩვენ ყოველდღე დაგვრჩება ზედმეტი 500 ფუთი პური და განთავისუფლდება 25-30 ათასი ოთახისა, რაც დღევანდელს კრიტიკულ მდგომარეობაში, როდესაც ჩვენ განვიცდით ბინისა და სურსათის დიდ კრიზისს, დიდ შეღავათად უნდა ჩაითვალოს. ამასთანავე, მხედველობაში მივიღებთ, რომ დამფუძნებელი კრების წევრების დიდი ნაწილი დღემდე სასტუმროში სცხოვრობს და ბინა ვერ უშოვია (საქართ. ცენტ. არქივი ფ. 1833 საქმე 582. გვ. 15).

ბატონი ლეო შენგელაია (ქიაჩელი) არ ცხრება და უტევს დეკრეტის მხარდამჭერებს.

დამფუძნებელმა კრებამ მიიღო დეკრეტი და მაშასადამე, მიიღო, დააკანონა ის ინსტრუქციაც, რომელიც მინისტრმა გამოსცა, და რომელიც დამფუძნებელ კრებას არ განუხილავს, ეს არის პირდაპირ კურიოზი და აბსურდი, მიეცეს შინაგან საქმეთა მინისტრს, დააპატიმროს და გადაასახლოს ჩვენი მოქალაქენი. დეკრეტის აზრით, ეს ეხება უსაქმო ხალხს, მაგრამ თქვენ იცით, ჩვენი მთავრობა არის სოციალდემოკრატიული მთავრობა, ის სამსახურში მხოლოდ სოციალდემოკრატებს ღებულობს, ასე რომ, “უსაქმოთარიცხვში ბევრია ისეთი, რომელიც სულითა და გულით მომხრეა ჩვენი დამოუკიდებლობისა. Eისინი არიან არა უსაქმო, არამედ უმუშევარნი. თქვენ მატერიალისტები ბრძანდებით და უნდა იცოდეთ, რომ უმუშევრობასთან ბრძოლა რეპრესიებით შეუძლებელია. თუ მინისტრმა გადაასახლა და დააპატიმრა უმუშევარნი, ეს იქნება ორმაგი სასჯელი, ისინი უკვე დასაჯეთ იმით, რომ სამსახურში არ ღებულობთ, ეხლა გინდათ უფრო მეტი: დააპატიმროთ და გადაასახლოთ, ეს შეუწყნარებელია”…

აქვე წარმოგიდგენთ მეორე დეკრეტს დაფინანსების შესახებ:

დეკრეტი

შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებაში ანარქიის წინააღმდეგ საბრძოლველად ათი მილიონი მანეთის კრედიტის გახსნისა:

1. გადაიდოს ანარქიის წინააღმდეგ საბრძოლველად 10 მილიონი მანეთი სახელმწიფო ხაზინიდან.

2. ზემორე (პირველ) მუხლში აღნიშნული თანხა გადაეცეს შინაგან საქმეთა მინისტრს განკარგულებაში.

3. დეკრეტი ესე ძალაში შედის დღიდან მიღებისა დამფუძნებელი კრების მიერ.

საბიუჯეტო საფინანსო კომისიის თავმჯდომარე

(საქართ. ცენტ. არქივი ფ. 1833. საქმე 582. გვ. 4).

მკითხველი, ალბათ, მიხვდება, როგორ დემოკრატიას აშენებდნენ მენშევიკური მთავრობის მესვეურები და ისიც ფაქტია, რა შედეგითაც დასრულდა მათიდემოკრატობანასთამაში _ როგორ გააკოტრეს არა მხოლოდ დემოკრატია, არამედ სახელმწიფოც და თავიანთი თავიც.

გაგრძელება იქნება

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here