Home რუბრიკები ისტორია სტალინის როლი ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნებაში

სტალინის როლი ქართული საგანძურის საქართველოსთვის დაბრუნებაში

2162

წერილი მეექვსე

როგორც წინა წერილებში მოგახსენეთ, ექვთიმე თაყაიშვილს მხოლოდ სამჯერ ჰქონდა შეხება ქართულ განძთან: პირველად _ როდესაც განძი გროვდებოდა ქართული ეკლესია-მონასტრებიდან და საზღვარგარეთ გასატანად მზადდებოდა; მეორედ _ როდესაც საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებას აღნიშნულ განძს აბარებდნენ; მესამედ _ 1944 წლის თებერვალში, როდესაც განძს საქართველოში გამოსაგზავნად ამზადებდნენ.


“ამგვარად, 1921 წლის პირველი მარტიდან ექვთიმე უკვე იურიდიულად ითვლებოდა ჩვენი საუნჯის მეთვალყურედ და ზედამხედველად. 1 მარტითაა დათარიღებული მენშევიკური მთავრობის მიერ ექვთიმეს სახელზე გაცემული ფრანგულ ენაზე დაბეჭდილი მოწმობა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის ამხანაგს (მოადგილეს) _ ექვთიმე თაყაიშვილს მიაქვს საზღვარგარეთ “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის კუთვნილი ოქრო-ვერცხლი ზოდებად და მონეტებად, ისევე, როგორც სხვა ძვირფასი ნივთები, რათა ჩააბაროს ისინი ევროპის ბანკებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით”, და, რომ ამ განძის “გამგებლობის უფლება ეკუთვნის აღნიშნული რესპუბლიკის მთავრობას”, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართული განძის პატრონად ცხადდებოდა მენშევიკური მთავრობა” (გ. ჟორდანია, “დაბრუნებული საუნჯე”, გვ. 44).

ექვთიმე თაყაიშვილისმეთვალყურეობადაგანძის მცველობამხოლოდ ხუთ დღეს გაგრძელდა. 1921 წლის 5 მარტს განძით დატვირთული ყუთები, აბელ შევალიეს განკარგულებით, აიტანეს ფრანგულ კრეისერერნესტ რენანზედა ყოველგვარი მცველისა და გუშაგის გარეშე, გაშლილ ზღვაში ვინმე საბახტარაშვილის დახმარებით დაშლილი ყუთებიდან და დახეული ტომრებიდან ხელიდან ხელში გადადიოდა ქართული საუნჯე.

“მარსელის ბანკში მიტანილი საგანძური, თურმე ვერ ეტეოდა არა მხოლოდ ოთახებში, დერეფნებიც კი სავსე ყოფილა”. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობა ფრანგულ ენაზე, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა უნდა უზრუნველყოს ოქროს ზოდებისა და საგანძურის ჩაბარება ევროპის ბანკებში, უგულებელყოფილ იქნა და ბანკში 167 ყუთის ჩაბარებას, ექვთიმე თაყაიშვილის ნაცვლად, აკაკი ჩხენკელმა, ზურაბ ავალიშვილმა და იოსებ ელიგულაშვილმა მოაწერეს ხელი. მათვე დარჩათ უფლება, რომ მიბარებული საგანძურის 167 ყუთიდან 128 ყუთი გამოეტანათ, ოქროს ნაკეთობები გადაედნოთ და გაეყიდათ, ხოლო დარჩენილი 39 ყუთის შენახვაზე პასუხისმგებლობა აკაკი ჩხენკელმა დაიკისრა და ხელიც მან მოაწერა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ექვთიმე თაყაიშვილმა დაკარგა იურიდიული კავშირი განძთან, მითუმეტეს, რომ აღნიშნულ 39 ყუთში მოთავსებული საქართველოს კუთვნილი განძეულის კონფისკაცია, როგორც უპატრონო ქონებისა, 1934 წლის 8 მაისის სასამართლო განაჩენის საფუძველზე საფრანგეთის მთავრობამ მოახდინა. ამ დღიდან ექვთიმე თაყაიშვილმა არ იცოდა ნივთების ბედი და, როცა შეიტყო, რომ ყველაფერი ხელუხლებელი აღმოჩნდა, მეტად გაეხარდა” (შ. ამირანაშვილი. “საქ. სხვადასხვა დროს გატანილი სამუზეუმო განძეულობა და მისი დაბრუნება”, 1978 წელი გვ. 17). ეს მოხდა 1944 წელს.

ექვთიმე თაყაიშვილის სამეცნიერო შრომები, გამოკვლევები, აღმოჩენები, ისტორიული თუ ლიტერატურული შედევრები, არათუ ერთ მეცნიერს, ერს ეყოფა, რომ ის კულტურულ და განათლებულ ერად აღიაროს კაცობრიობამ. მიკვირს, რატომ სჭირდება დიდ მეცნიერს იმ სტატუსისა და ფუნქციების მინიჭება, რომელიც არ შეუსრულებია და არ შეეძლო, შეესრულებინა. ექვთიმე თაყაიშვილი თავისი ბუნებითა და ხასიათით არ შეიძლება ყოფილიყომცველიდაგუშაგი”. ის ხომ წმინდანად იყო დაბადებული და მისი სულიერი სარჩო, რომელიც მან ერს მიაწოდა, სრულიად საკმარისი უნდა იყოს ერთი კაცის გასასპეტაკებლად და გასაღმერთებლად.

1935 წლის 9 აპრილის წერილით ექვთიმე თაყაიშვილი ატყობინებს საქართველოში ვუკოლ ბერიძეს: “ნივთები უპატრონოდ არის გამოცხადებული, მე აღარ მაქვს საშუალება და უფლება, ნივთების დაცვას და ჯეროვნად შენახვას მეთვალყურეობა გავუწიო. ნებაც რომ მქონდეს, ფიზიკური მდგომარეობა არ მაძლევს ამის საშუალებას (გ. ჟორდანია, “დაბრუნებული საუნჯე”, გვ. 86).

ექვთიმე თაყაიშვილი განძის გარეშეც საქართველოსთვის ეროვნულ განძად მიიჩნეოდა. ასე თვლიდნენ არა მხოლოდ სამეცნიერო წრეები, არამედ მთავრობაც. საქართველოში ჩამოსვლა, რაც საქართველოს აკადემიურმა წარმომადგენელმა დამიანე ჯგუშიამ 1923 წლის 15 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილს მისდამი გაგზავნილ წერილში შესთავაზა, უშუალოდ იოსებ სტალინის მითითებით მოხდა. დამიანე ჯგუშია წერილში მიუთითებდა, რომ “თქვენი ჩამოსვლაც თქვენი პირდაპირი მოვალეობის გასაგრძელებლად უნივერსიტეტში დღემდე ცარიელ კათედრაზე აუცილებელი და საჩქარო საქმეა”.

ექვთიმე თაყაიშვილი არ ენდო არც დამიანე ჯგუშიას და არც სტალინს, რადგან, განძის გარდა, მას სხვა საქმეც ჰქონდა დაკისრებული. როგორც პროფესორი იაკობ ფუტკარაძე გვეუბნება, “თავმჯდომარის მოადგილედ იგი საქართველოს დამფუძნებელი კრების იმ პრეზიდიუმის შემადგენლობაშიც იმყოფებოდა, რომელიც მოქმედებას ემიგრაციაში (პარიზში) ფრაქციათა წარმომადგენლობით შევსებული, “გაფართოებული პრეზიდიუმის” სახით განაგრძობდა” (“დიდი ექვთიმე”, 2014 წელი, გვ. 412).

ექვთიმე თაყაიშვილის პარტიული აქტიურობისა და მიწერმოწერის დოკუმენტურ მასალებს დიდი დრო და ადგილი დასჭირდება და არც მე ვარ დიდად დაინტერესებული ამ მასალების გამოქვეყნებით, თუმცა პროფესორი იაკობ ფუტკარაძე რატომღაც დანაშაულად უთვლის კომუნისტებს და მათ შორის _ სტალინს, ექვთიმე თაყაიშვილისათვის იმ ტალახის ჩამორეცხვას, რომელიც მას მენშევიკურმა მთავრობამ ესროლა, როგორც ემიგრაციამდე, ისე ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში, რომელსაც ასე შეგნებულად თუშეუგნებლადრეცხავდა კომუნისტური მთავრობა და, კერძოდ, იოსებ სტალინი.

მოგვიანებით პარიზში საქართველოს განათლების სახალხო კომისარი დავით კანდელაკი ჩავიდა, რომელსაც სხვა საკითხებთან ერთად დავალებული ჰქონდა ექვთიმე თაყაიშვილთან მოლაპარაკებაც. დავით კანდელაკმა ექვთიმე თაყაიშვილთან მოლაპარაკებას შორიდან მოუარა და შუამავლობა ექვთიმესთან სთხოვა გიორგი ნიკოლაძეს, რომელიც იმხანად პარიზში მოღვაწეობდა. გიორგი ნიკოლაძე ლევილში ეახლა ექვთიმე თაყაიშვილს და გადასცა, როგორც ქართველი ხალხის, ისე საქართველოს ხელისუფლების სურვილი სამშობლოში ექვთიმე თაყაიშვილის დაბრუნების შესახებ. ექვთიმემ უპასუხა, მენშევიკები განძს არ გამომატანენო. პარიზში უარით დაბრუნებული გიორგი კანდელაკმა მეორე დღეს ახალი დავალება მიიღო მინისტრისგან (სატელეფონო საუბრების შემდეგ _ გრ. ონიანი): “გადაეცით მეცნიერს, რომ ქართველ ახალგაზრდობას განძზე მეტად მეცნიერი სჭირდებათ, განძს, როცა იქნება, დავიბრუბნებთ!” (იმპერატიული ტონით ნათქვამი ეს ფრაზა, ადვილი მისახვედრია, ვისგანაც მოდიოდა _ გრ. ონიანი).

გიორგი ნიკოლაძე მეორედ ესტუმრა ლევილს და მეცნიერს განუცხადა: “დასტოვეთ ნივთები, თქვენ საჭირო ხართ და წამოდით”. “მე კატეგორიული უარი მივეცი… იქ უნდა ვიყო, სადაც ნივთები არის და რა გარანტია მაქვს, რომ უჩემოდ ნივთები არ განიავდება-მეთქი” (გ. ჟორდანია, “დაბრუნებული საუნჯე”, გვ. 72). გაუგებარია ექვთიმეს წუხილი, რომელ ნივთებზეა საუბარი _ იმ ნივთებზე, რომლებიც მას არ ებარა და რომლის მოვლა-პატრონობაზე არავითარი უფლება და შეხება არ ჰქონდა?

1935 წლის 26 მაისს ექვთიმე თაყაიშვილმა თბილისიდან მიიღო პროფესორ ვუკოლ ბერიძის მიერ 10 მაისს დაწერილი წერილი, სადაც ქართველ მეცნიერთა სახელით სთავაზობდა მოხუც მეცნიერს სამშობლოში დაბრუნებას და ნაყოფიერი მეცნიერული კვლევის გაგრძელებას. ეს უკვე მესამე წინადადება იყო ექვთიმესთვის საბჭოთა მთავრობის (ესე იგი სტალინის _ გრ. ონიანი) მიერ შეთავაზებული სამშობლოში დაბრუნების შესახებ _ დამიანე ჯგუშიას (1923 წელი), დავით კანდელაკის (1927-1928) და ვუკოლ ბერიძის (1935) პირით.

მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო

1945 წლის 11 აპრილს თბილისში დაეშვა 2 საგანგებო თვითმფრინავი, ერთერთით 25-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა დიდი მეცნიერი და ქართული კულტურის მოამაგე ექვთიმე თაყაიშვილი. მასთან ერთად ქართველ ხალხს დაუბრუნდა მენშევიკური მთავრობის მიერ ყაჩაღურად გატაცებული განძის ნაწილი. ქართველი ხალხი, როგორც მეცნიერის, ისე განძის დაბრუნებას აღფრთოვანებით შეხვდა.

თბილისში ჩამოსვლისთანავე ექვთიმე თაყაიშვილს ვაშლოვანის ქუჩაზე იმ სახლში, სადაც ემიგრაციამდე ცხოვრობდა, მისივე მოთხოვნით, გამოუთავისუფლეს ორი ბინა, რათა ახლოს ყოფილიყო თავისი მეუღლის ახლობლებთან. ექვთიმე თაყაიშვილის საცხოვრებელი სახელმწიფო სახსრებით მოაწყვეს ყოველმხრივ, საძინებლებითა და სამუშაო კაბინეტით დაწყებული, სანიტარული კვანძებით დამთავრებული (მანამდე მას სანაპიროზე სტალინურ სახლებში ურემონტებდნენ “ასობნიაკს”, მაგრამ უარი თქვა).

1945 წლის 11 აპრილს პარიზიდან ჩამოფრენილი 83 წლის მხცოვანი მეცნიერი, სტალინის განკარგულებით და საქართველოს განათლების მინისტრ ვიქტორ კუპრაძის შესრულებით, დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის პროფესორად. (იხ. დოკუმენტი #1)

1946 წელს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა მიმართა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს მოთხოვნით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისთვის დამატებით გამოეყოთ აკადემიის ნამდვილი წევრის ერთი საშტატო ერთეული. საქ. სსრ მინისტრთა საბჭომ გაითვალისწინა საკავშირო მთავრობის (სტალინის) პირად კონტროლზე აყვანილი მეცნიერის უზრუნველყოფის საკითხი და სასწრაფოდ დაუშვა საქ. მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის ერთი საშტატო ერთეული. 1946 წლის 28 დეკემბერს ჩატარდა აკადემიის სხდომა, რომლის შედეგიც ასე აისახა წერილში: (იხ. დოკუმენტი #2)

1946 წლის 28 დეკემბრიდან 1953 წლის 21 თებერვლამდე, ანუ გარდაცვალების დღემდე, ექვთიმე თაყაიშვილს ყოველთვიურად გამოწერილი აქვს აკადემიის ნამდვილი წევრის თვიური სარგო 3500 მანეთი. აქვე წარმოგიდგენთ საარქივო მასალას, მისი ბოლო თვეების სახელფასო უწყისის ფოტოპირს: (იხ. დოკუმენტი #3)

გადაჭარბებულმა ყურადღებამ და პატივისცემამ ზოგიერთი უღირსი მეცნიერი გააღიზიანა და არცთუ სასიამოვნო საჩივრის წერილები დაიწერა, არა მხოლოდ აკადემიის პრეზიდიუმში, არამედ საკავშირო მთავრობაში. მიიჩნევდნენ, რომ ექვთიმე თაყაიშვილს ყოველგვარი წესების დარღვევით მინიჭებული ჰქონდა პროფესორის წოდება და მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრობაც. საქმე იმით დასრულდა, რომ უნივერსიტეტის რექტორ ნიკო კეცხოველს მოსკოვიდან დაურეკეს, “ვაკში” (უმაღლესი საატესტაციო კომისია) წარედგინა ექვთიმე თაყაიშვილისათვის ხარისხის მინიჭების მოთხოვნა და აი, “ვაკმა” 1949 წლის 17 სექტემბერს შემდეგი გადაწყვეტილება მიიღო: (იხ. დოკუმენტი #4)

აღნიშნული გადაწყვეტილებით ექვთიმე თაყაიშვილის ყველა წოდება და ხარისხი იურდიულ ჩარჩოებში მოექცა და უღირს ადამიანებს ღირსეულ ადამიანზე აუგის თქმის უფლება მოესპოთ.

ახლა კი წარმოგიდგენთ 1945-1952 წლების სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ექვთიმე თაყაიშვილზე სახელფასო უწყისებით გაცემული თანხის რაოდენობას თვეებისა და წლების მიხედვით: (იხ. დოკუმენტი #5)

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ექვთიმე თაყაიშვილს ემსახურებოდა სახელმწიფო მანქანა თავისი მძღოლით, სამკურნალო კომბინატში ყოველდღიურ მეთვალყურეობას უწევდნენ, ასევე, სარგებლობდა სხვა მრავალი შეღავათი. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მოხუცებულ მეცნიერს გამონათქვამების ჩამწერად და მასალების მოსაწესრუგებლად მდივნად დაუნიშნა გიორგი ლომთათიძე, რომელიც ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებდა.

გრიგოლ ონიანი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here