Home რუბრიკები პოლიტიკა “ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია”

“ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე საუბარი უკვე დაგვიანებულია”

572

არასამთავრობო ორგანიზაცია “გლობალური კვლევების ცენტრმა” ქვეყნაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე კონფერენცია გამართა. 17 მარტს სასტუმრო “ვერე პალასში” საგანგებოდ მიწვეულმა პოლიტოლოგებმა, სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა და სპეციალისტებმა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასა და მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე იმსჯელეს.


ნანა დევდარიანი, “გლობალური კვლევების ცენტრისხელმძღვანელი:

_რა ენაზე აღარ გვითხრეს, ნატოში დღეს და ხვალ არ მიგიღებთო, და მაინც ვერ გავიგეთ. საინტერესოა, კიდევ ვინ ან რა ენაზე უნდა გვითხრას, რათა დავიჯეროთ და გავაცნობიეროთ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას? ჩვენ შეიძლება ძალიან გვინდოდეს ნატოს წევრობა, მაგრამ არავითარი რეალური კონტურები, რომ ჩვენ ნატოს წევრი გავხდეთ, არ არსებობს. თუმცა ეს ხელს არ უნდა გვიშლიდეს, ქვეყანა ვაშენოთ, საერთო ენა ყველა მეზობელთან გამოვნახოთ და ვეცადოთ, რეგიონში ჩვენი ტრადიციული ლიდერის როლი აღვიდგინოთ, რომელიც, პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს სააკაშვილმა დააკარგვინა.

ასევე ცხადია ახალი ხელისუფლების უნიათობა და არაკომპეტენტურობა, ვინაიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაპირებული სამართლიანობის აღდგენის პროცესის ფაქტობრივი სტაგნაციაა. ის გამოღვიძება, რომელიც იური ვაზაგაშვილის შვილის საფლავზე აფეთქებას მოჰყვა, საკმაოდ მალე მინავლდა და, თუ ამ მიმართულებით ხელისუფლება ნაბიჯებს არ გადადგამს, ეს მისი კიდევ ერთი სერიოზული მინუსი იქნება.

დღეს ასევე აქტუალურია საკითხი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შესახებ. რეგიონული ოფისებიდან პერიოდულად გამოდის ინფორმაცია, რომ ისინი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებენ. თუმცა, ობიექტურად რომ ვთქვათ, დღეს ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის, ხელისუფლება, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის მზად არ არის.

 რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერანაირი “მაიდნის” მოწყობას ვერ მოახერხებს, თუ ის საკმარისი რაოდენობის ადამიანების ნდობით არ სარგებლობს. ხოლო როგორ ენდობა ხალხი “ნაციონალებს”, კარგად ვიცით და მათ რამდენიც უნდა იმანიპულირონ მიღებული პროცენტებით, ფაქტია, რომ ყველა არჩევნებზე ხმებს კარგავენ, მათი მხრიდან ნებისმიერი დესტრუქციული ქმედების მცდელობა კი ამ რეიტინგს საერთოდ გააცამტვერებს.

სოსო ცინცაძე, ექსპერტი:

_ საქართველოში დღეს შეიძლება ბევრმა არც იცის, რა დაუჯდა უნგრეთს ნატოში გაწევრება. უნგრეთს ჰქონდა ექვსი სადავო სოფელი მეზობელთან, ამიტომ მას პირდაპირ უთხრეს: თუ ნატოში გინდა, ეს პრობლემა გადაწყვიტეთო და უნგრეთმა ამჯობინა, ექვსი სოფელი დაეკარგა.

 საქართველოს ნატოში შესვლა ჩვენ შეუძლებელი მაშინ გავხადეთ, როდესაც ყოფილმა ხელისუფლებამ მიიღო კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, მანმადე, თეორიულად მაინც, რუსეთიც აღიარებდა ჩვენს ტერიტორიებს. ამ კანონის მიღების შემდეგ კი ხელისუფლებამ უკვე თვითონ აღიარა, რომ ტერიტორიული დავა აქვს თავის ყველაზე პრობლემურ მეზობელთან.

ჩვენი ოპონენტები, მაგალითად, ირაკლი ალასანიას პარტია დანაციონალური მოძრაობა”, ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს საქართველოში არის პატარა ჯგუფი, სექტა, რომელიც ნატოს წინააღმდეგია და არის მეორე დიდი ჯგუფი, რომელიც ნატოს მომხრეა. არადა, ასე ნამდვილად არ არის. რადგან, შეიძლება, ნატოს მომხრე მე უფრო ვიყო, ვიდრე ალასანია, ვინაიდან მას თავისი კერძო ინტერესები აქვს, მე კი ამ ყველაფერს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვლაპარაკობ, მაგრამ საქმე ის არის, რომ, ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავადაც კი, ნატოში არავინ მიგვიღებს.

 რაც შეეხება ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, ზოგიერთ ქვეყანას, უკვე 50 წელია, ეს შეთანხმება აქვს გაფორმებული, მაგრამ დღემდე არ არის ევროკავშირის წევრი. თურქეთს 30 წელი დასჭირდა იმის მისახვედრად, რომ ევროკავშირში არასდროს მიიღებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტა თავისი საგარეო პოლიტიკის კორექტირება. საინტერესოა, ჩვენ რამდენი 30 წელი დაგვჭირდება იმის მისახვედრად, რომ არც ნატოში და არც ევროკავშირში არ მიგვიღებენ?

რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, დღეს ყველაზე საშიში ტენდენცია სიძულვილის კულტივირებაა. მე ვხედავ სიძულვილს ახალგაზრდა თაობაში. როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა, თუ ის დარწმუნებული იყო “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულში, არ უნდა შეშინებოდა, უნდა მოეწყო “ნაციონალებისთვის” სასამართლო და საკითხიც დაიხურებოდა. ახლა კი ნელ-ნელა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მივდივართ.

ტარიელ გაგნიძე, არასამთავრობო ორგანიზაციაისტორიული მემკვიდრეობისთავმჯდომარე:

_ ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე საუბარი, ვფიქრობ, უკვე დაგვიანებულია. დღეს ევროკავშირი დაშლის პირასაა და მისი არსებობა დღეებს ითვლის. არანაკლები წინააღმდეგობებია თვითონ ნატოშიც. თუ ვსაუბრობთ, რომ გვინდა ნატოში, მაშინ უნდა დავსვათ კითხვა _ რა გვინდა ნატოში და რას მოგვცემს მისი წევრობა? ამას გარდა, ცხადია, რომ საქართველოს ნატოში მიღებას არც არავინ აპირებს და ამის შესახებ უკვე არაერთხელ საჯაროდ გვითხრეს.

მსოფლიოში გლობალური ცვლილებები მიმდინარეობს, ახალი ეკონომიკური თუ პოლიტიკური კონფიგურაციები ყალიბდება და გაუგებარია, ჩვენ მაინც იმ ძველში რატომ ვხედავთ ხსნას, რომელსაც რა პერსპექტივა აქვს, არავინ იცის! პირიქით, ახლა იმაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა ხდება საქართველოს გარშემო, ჩვენს სამეზობლოში და როგორ ვიპოვოთ ჩვენი ადგილი თანამედროვე მსოფლიოში.

ვთქვათ ისიც, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პრობლემები მაშინ გაჩნდა, როდესაც ჩვენ, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების სანაცვლოდ, ნატოში გაშესვლაზე დავიწყეთ საუბარი. რა თქმა უნდა, არც ერთ შეგნებულ ადამიანს არ ემეტება დასაკარგავად საკუთარი ტერიტორია; არც არავის სურს, მის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის ჯარი იდგეს, მაგრამ ვთქვათ სიმართლე: იქ რომ რუსეთის ჯარი არ მდგარიყო, დიდი ალბათობით, თურქეთის არმის იდგებოდა და, თუ არჩევანზეა საქმე, მირჩევნია, ისევ რუსის ჯარი ყოფილიყო.

დღეს ქვეყანაში პოლიტიკის ყველაზე დიდი დეფიციტი, ზნეობრივი ფასეულობების ორიენტირის არარსებობაა. არ მესმის, რას ნიშნავს განცხადება, რომ ჩვენ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი უნდა გავხდეთ. რა ზნეობრივი ფასეულობები აქვს ამ სამყაროს? ჩემთვის ცივილიზაცია და ცივილიზებულობა ნიშნავს მართლმადიდებლური მცნებებით ცხოვრებას, კაცთმოყვარეობას, ოჯახის პატივისცემას, იმ ფასეულობებით ცხოვრებას, როდესაც ქალსაც და კაცსაც თავისი ადგილი აქვს და ვერავითარ შემთხვევაში ჩემთვის ფასეულობა ვერ იქნება, როდესაც ქალი ქალზე და კაცი კაცზე თხოვდება. ცოტა ხნის წინათ ვნახე სკოლამდელი ბავშვების მოსამზადებელი სახელმძღვანელო, რომლითაც ერთ-ერთ განვითარებულ ევროპულ ქვეყანაში ბავშვებს ასწავლიან. ბოდიში და, სახელმძღვანელოში, ქალისა და მამაკაცის სასქესო ორგანოები იყო დახატული და 4-5 წლის ბავშვებს ამ წიგნით ასწავლიდნენ. საკუთარი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი. ასეთი ფასეულობები ჩემთვის მიუღებელია.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

_ მინდა, იმ რისკებს, საფრთხეებსა და გამოწვევებს მივაქციოთ ყურადღება, რომლებიც დღეს ქვეყნის წინაშეა. დღეს ქვეყანა კონკრეტული სახელმწიფო მოხელეების კეთილსინდისიერებაზეა მინდობილი.

მაგალითად, ვხედავ, რომ დიდი პროექტები, რომლებიც მიბმულია მრავალმილიონიან ინვესტიციებზე, წლები გადის და შედეგს არ იძლევა. როდესაც კითხვას სვამ, აღმოჩნდება, რომ იქ რაღაც ბიუროკრატიული პრობლემაა. ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომნაციონალურ მოძრაობაშიარსებობს ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ასეთ პროგრამებსა და ტენდერებს შლის. ასევე ორგანიზებულად ინიშნებიანნაციონალებითანამდებობებზე, აბა, როგორ შეიძლება ავხსნათ, საქალაქო ტრანსპორტის სამსახურის უფროსად კეზერაშვილის მოლარის დანიშვნა, რომელიც ეზუგბაიას მარჯვენა ხელი იყო?!

ამიტომ ვფიქრობ, დღეს ქვეყნაში არის საბოტაჟიც და დივერსიაც, ხელისუფლება ვერ ახერხებს, ხალხს თავისი გაკეთებული საქმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს.

ირაკლი უბილავა, პოლიტოლოგი:

_ გასაგებია, რომ საქართველო პატარა სახელმწიფოა და მოკავშირე სჭირდება, რათა პოტენციური მოწინააღმდეგე შეაკავოს, მაგრამ ვსვამ კითხვას _ რაში გვჭირდება ისეთი მოკავშირე, რომელიც ჩვენს მოწინააღმდეგეს ვერ გაუმკლავდება?

 ჩემი აზრით, დღეს საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ ამერიკის და ასევე არიან პრორუსული ძალები, რომლებსაც ასევე სჯერათ, რომ რუსეთი დალააგებს ვითარებას. სწორედ ამ პრორუსული და პროდასავლური ძალების კონსესუსი უნდა შედგეს ქვეყანაში. უკრაინული მოდელი უნდა გადმოვიღოთ, რომელიც მაიდნამდე იყო და რომელიც შემდგომ დაარღვიეს ამერიკელებმა.

არავინ თქვას, რომნაციონალური მოძრაობადამოუკიდებელ თამაშს თამაშობს. მიხეილ სააკაშვილისა დანაციონალებისდანიშვნა კიევში ამერიკელების სურვილით მოხდა, ვინაიდან, როგორც ჩანს, ამერიკელებს სურთ, სააკაშვილმა იგივე პოლიტიკა და რეფორმები გაატაროს უკრაინაში, როგორიც საქართველოში. იქაც იმავე ტვინების გამორეცხვის პოლიტიკისა და სოციალურპოლიტიკური სისტემის შექმნა სურთ, როგორც ჩვენთან. ან, საერთოდ, “ნაციონალური მოძრაობისმოშორება უნდათ ამერიკელებს და ხვდებიან ახლა, საბოლოოდ ჩაირეცხავენ თავს, ან _ საქართველოშიც სიტუაციის ესკალაცია და მაიდნის მოწყობა.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here