Home რუბრიკები პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი “ნაცმოძრაობის” კიდევ ოთხმა მაღალჩინოსანმა განაცხადა

საქართველოს მოქალაქეობაზე უარი “ნაცმოძრაობის” კიდევ ოთხმა მაღალჩინოსანმა განაცხადა

551

“საქართველოს მოქალაქეობაზე უარი კიდევ ოთხმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა თქვა და განცხადებით უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ამ ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართა”, _ წერს უკრაინული მედია.

უკრაინის მოქალაქეობის მიღების თხოვნით პოროშენკოს მიმართეს: გია გეწაძემ _ საქართველოს შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ; ხატია შელიამ _ საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს იურიდიული სამსახურის ყოფილმა უფროსმა; ჯამბულ ებანოიძემ _ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ; გიორგი წიკლაურმა _ საქართველოს შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა. უკრაინული მედიაში ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანამდებობების კანდიდატებად განიხილებიან “ნაციონალური მოძრაობის” კადრები. უკრაინის ხელისუფლების მაღალ თანამდებობებზე რამდენიმე ქართველია: დავით საყვარელიძე _ უკრაინის გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე; ლევან ვარშალომიძე _ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი; ეკა ზღულაძე _ შს მინისტრის მოადგილე; ალექსანდრე კვიტაშვილი _ ჯანდაცვის მინისტრი; მიხეილ სააკაშვილი კი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველია.

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, პირი კარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.

 

1 COMMENT

  1. მაგათ თანამდებობების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ჩვენ რა ვქნათ ვის მივმართოთ ყველა სტრუქტურა რომ მოშლილი იყო ამდენი წლის მანძილზე და პასუხს არავინ არ აგებს ხალხის წინაშე, ხალხს კომპენსაცია ესაჭიროება წართმეული ანაბრების, მოშლილი ჯანმრთელობის, დეგრადირებული და ძვირადღირებული განათლების,უმუშევრობის, ხალხის ფსიქოლოგიაზე ზემოქმედების მიზანმიმართულად გარყვნილების გაუთავებელი რეკლამირების და ა.შ. გამო, ჯერ აანაზღაურონ რა ზიანიც მიაყენეს საზოგადოებას არაკომპენტეტურობის და ა.შ. წყალობით შემდეგ სადაც უნდათ იქ წაბრძანდნენ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here