Home სხვადასხვა დაიჯესტი 600 ათასი პარიზელი აპროტესტებს

600 ათასი პარიზელი აპროტესტებს

619

600 ათასი პარიზელი მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში, რომელიც მიმართული იყო ლგბტ წყვილებისა და გაუთხოვარი ქალების ხელოვნური დაორსულების ნებართვის კანონის წინააღმდეგ. 

დემონსტრაცია 2019 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა. დემონსტრაციის ორგანიზატორების აზრით, ამ კანონის ამოქმედება ახალშობილს არა მხოლოდ მამას წაართმევს, არამედ მამის მხრიდან ყველა ნათესავს. “ჯერ კიდევ არის დრო, არ განხორციელდეს ცვლილებები კანონში”, _ განუცხადა ჟურნალისტებს ალიანს “La Mainif pour tous”-ის ხელმძღვანელმა ლუდოვიკ დე ლა როშერმა.

შესაბამისი ცვლილებები კანონმდელობაში, რომელიც ახალი ბიოეთიკური კანონის ნორმად უნდა ჩამოყალიბდეს, საფრანგეთის ეროვნულმა კრებამ სექტემბერში დაამტკიცა. მანამდე საფრანგეთში ხელოვნური განაყოფიერება ნებადართული იყო მხოლოდ ჰეტეროსექსუალი წყვილებისთვის, რომლებიც ოფიციალურად იყვნენ დაქორწინებულები ან ერთად ცხოვრობდნენ არანაკლებ ორი წლის განმავლობაში და ვერ შეძლეს ნაყოფის ჩასახვა.

ალიანსი La Mainif pour tous-ი ჰომოსექსუალთა ქორწინების ლეგალიზაციის წინააღმდეგია, ასევე _ ლგბტ წყვილების მიერ ბავშვების შვილად აყვანის. ალიანსის აქციებში არა მხოლოდ პარიზში, არამედ ქვეყნის სხვა ქალაქებშიც ათიათასობით ფრანგმა მიიღო მონაწილეობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here