Home რუბრიკები საზოგადოება ჯონ კოლემანი «300-თა კომიტეტი»

ჯონ კოლემანი «300-თა კომიტეტი»

886

მკითხველისთვის შემოთავაზებული წიგნი მიუკერძოებლად, ობიექტურად და მტკიცებულებების თანხლებით აშუქებს კაცობრიობის მიმართ მტრული ძალების დამანგრეველ საქმიანობას, რომლებიც საკუთარ მიზნებს ახორციელებენ. მათგან ერთერთია ადამიანების დამონება მსოფლიოს მასშტაბით, გლობალური მართვისა და კონტროლის მეშვეობით, რომელიც ბევრისთვის «ახალი მსოფლიო წესრიგის» სახელითაა ცნობილი.

 

წიგნში უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის საფუძველზეა ახსნილი ამ გლობალური ჩანაფიქრის განმახორციელებელთა ორგანიზაციულ-სოციალური სტრუქტურა, საზოგადოების მართვის მექანიზმები, ადამიანთა ინდივიდუალურ და კოლექტიურ ცნობიერებაზე ზემოქმედების საშუალებები, ადამიანებით მანიპულირების მასშტაბები, ინფორმაციულ-პროპაგანდისტული საქმიანობის აგრესიული მეთოდები, როგორიც თვით გებელსის უწყებასაც კი არ დასიზმრებია; ჩამოთვლილია ასე თუ ისე აშკარა დანაშაულები, რომლებიც საიდუმლო და დაუპატიჟებელმა მსოფლიო წესრიგმა ჩაიდინა.

დივერსიის მასშტაბები განმაცვიფრებელია: დაპყრობილია და მკაცრად კონტროლდება ყველა სახელმწიფო, ფინანსურეკონომიკური, საგანმანათლებლო და სხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტები. მეტიც, ტოტალური კონტროლი ხორციელდება არა მხოლოდ საზოგადოებრივ დონეზე, არამედ დაყვანილია ყოველი პიროვნების ცნობიერების ინდივიდუალური კონტროლის დონემდე. ამ ძალების დანაგრეველ საქმიანობას საფუძვლად ცვლილების პრინციპი უდევს. მიზანმიმართულად, გეგმაზომიერად და შეუქცევადად იცვლება ყველაფერიადამიანის გენოტიპიდან და მისი გარემოდან დაწყებული, მენტალიტეტითა და ცნობიერებით, ქცევის ტრადიციული, ბუნებრივი და ჩვეული სტერეოტიპებით დამთავრებული. კაცობრიობის წინააღმდეგ შეტევა ფართო ფრონტით მიმდინარეობს. ამასთან, ავტორს ძალიან ზუსტად აქვს აღნიშნული ფუნდამენტური კანონზომიერება, რომელიც «300-თა კომიტეტის» წევრებს საშუალებას აძლევს, დარჩნენ შეუმჩნეველნი და დაუსჯელები _ ეს არის კაცობრიობის მტრის მიერ განხორციელებული ცვლილებების თანმიმდევრულობა და შეუმჩნევლობა.

წიგნის შინაარსიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ დასავლეთის საზოგადოება, რომელშიც ჩართვას ასე ჯიუტად გვიპირებენ «დემოკრატები» და «ლიბერალები», ამჟამად ყველა იპოსტასს, მათ შორის, უპირველესად, სახელმწიფო-პოლიტიკურ წყობას, სრულად აკონტროლებს მსოფლიო ქსელი, რომელიც ერთიანი ცენტრიდან მართული ღია და დახურული (საიდუმლო და გასაიდუმლოებული) ორგანიზაციების, ინსტიტუტების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და სხვა სტრუქტურებისგან შედგება და რომელსაც ავტორმა «300-თა კომიტეტი» დაარქვა. აღმოსავლურ და აზიურ საზოგადოებებს «300-თა კომიტეტმა» უკვე მიაკუთვნა მორჩილი «მოსამსახურის» როლი. ასე რომ, მთელი მსოფლიო უკვე მის ფეხქვეშაა.

რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენების გამო წიგნი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენი მკითხველისთვის და უამრავი პარალელისა და ანალოგიის გატარების საშუალებას გვაძლევს დასავლეთსა და მსოფლიოში უკვე ჩავლილ ხმაურიან მოვლენებსა და იმას შორის, რაც ჩვენში ახლა ხდება. რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის სხვა ქვეყნების «ჩართვამ» მსოფლიო ფინანსურ-ეკონომიკურ და «დემოკრატიულ» იდეოლოგიურ სისტემაში გზა გაუხსნა  ფართომასშტაბიან გარე გავლენას, ადამიანების ცნობიერების მანიპულაციას და «მსოფლიო მთავრობის» აგენტების მიერ ჩვენი ერების მართვას. წიგნს პატრიოტულად განწყობილი მკითხველის ცნობიერება გარკვეულ სიმაღლეზე აჰყავს, უფლებას აძლევს, სისტემურად და კომპლექსურად შეხედოს თანამედროვეობისა და ახლო წარსულის  ბევრ მოვლენას.

ავტორი არ მალავს საკუთარ პოზიციას _ წიგნი გამსჭვალულია ანგლოსაქსური, პროტესტანტული, თავისუფლებისმოყვარული და ამერიკის თეთრკანიანი პირველმოსახლის მეამბოხე სულით და ამ მხრივ იგი უდავოდ თავისი ქვეყნისა და ერის პატრიოტია. თუმცა ეროვნული ინტერესის ამგვარი დაცვა მასვე ზღუდავს: პრობლემის განხილვის უმაღლესი, ჭეშმარიტად გლობალური დონე ავტორისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. სიმართლე კი ისაა, რომ სრულიად საიდუმლო «300-თა კომიტეტის» უკან (რომელსაც, სხვათა შორის, ავტორმა უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანო უწოდა, ჩნდება კითხვა: ვისი ან რისი ორგანო?) არსებობენ მართლაც საიდუმლო, ძლევამოსილი და კაცობრიობის მიმართ უკიდურესად მტრულად განწყობილი ძალები. ეს ძალები არ არიან მიბმული წარმავალ ფორმებსა და ორგანიზაციულ სტრუქტურებზე, მათთვის «300-თა კომიტეტიც», მასში შემავალი და მას დაქვემდებარებული მრავალრიცხოვანი ორგანიზაციებიც მხოლოდ შირმას, საკუთარი არაადამიანური ჩანაფიქრების განხორციელების მოსახერხებელ და დროულ ფორმას წარმოადგენს. ასეთი საიდუმლო ძალების მოუწყვლადობა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, მომდინარეობს მათ მიერ არაერთხელ ნაჩვენები უნარისგან _ იოლად იცვალონ ფორმა კონკრეტული ცხოვრებისეული, სოციალურ-ისტორიული და სხვა პირობების ცვლილების კვალდაკვალ.

ავტორის უდავო დამსახურებად უნდა ვცნოთ საიდუმლო ძალების საქმიანობის თანამედროვე ფორმების გამოვლენა (ორგანიზაციული სტრუქტურებისა და მათი საქმიანობის აღწერით დაწყებული და კაცობრიობის შემდგომი განვითარების გზის გრძელვადიანი დაგეგმარებისა და პროგრამირების ასპექტებით დამთავრებული), რომელიც კაცთა მოდგმის მიერ არის მომზადებული. ფასეულია ისიც, რომ ავტორი გვიჩვენებს ამერიკულ საზოგადოებას შიგნიდან, იმ საზოგადოებას, რომელიც  მთელი დასავლური სამყაროს ციტადელსა და ღერძს წარმოადგენს.

წიგნი დიდწილად აღიქმება, როგორც სახელმძღვანელო ღრმად დაფიქრებისთვის, რეალობის გადახედვისთვის. დაბოლოს, პატრიოტულად და დამოუკიდებლად მოაზროვნე ადამიანებს მოქმედებისკენ უხმობს, სასწრაფო და გადაუდებელი მოქმედებისკენ, რადგანაც ხვალ ჭეშმარიტად გვიანი იქნება, რამეთუ ხვალინდელი დღე კაცობრიობისთვის შეიძლება აღარ დადგეს.

წიგნი თარგმნილია 1992 წლით დათარიღებული მე-2 გამოცემის მიხედვით.

წარმოიდგინეთ ყველაზე ძლევამოსილი ჯგუფი, რომელიც არ ცნობს არანაირ ეროვნულ საზღვრებს და მოიცავს საბანკო საქმეს, დაზღვევას, ქვანახშირის მოპოვებას, მედიკამენტებით ვაჭრობას, ნავთობის მრეწველობას და რომლის წევრებიც პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ ამ ჯგუფის წევრების წინაშე. ეს არის «300-თა კომიტეტი».

შეთქმულთა იერარქია: «300-თა კომიტეტის» ისტორია

დაზვერვის ოფიცრის კარიერის მანძილზე არაერთხელ გავცნობივარ მკაცრად გასაიდუმლოებულ დოკუმენტაციას, მაგრამ ანგოლაში ოფიცერპოლიტოლოგად ჩემი მუშაობის პერიოდში საშუალება მომეცა, შემესწავლა სრულიად საიდუმლო დოკუმენტები, რომელთა შინაარსიც უჩვეულოდ გულწრფელი იყო. იმან, რაც დავინახე, რისხვითა და აღშფოთებით ამავსო და დავადექი გზას, რომლიდანაც აღარ გადამიხვევია _ მიზნად დავისახე, ყველასთვის მეჩვენებინა, თუ რა ძალა აკონტროლებს და მართავს დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ხელისუფლებებს.

მე კარგად ვიცნობდი ყველა ცნობილ საიდუმლო საზოგადოებას, როგორებიცაა «საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტი» (Royal Institute for internacional Afairs (RIIA)), «საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო» (The Council on Foreign Relations (CFR)), «ბილდერბერგის კლუბი» (The Bilderbergers), «სამმხრივი კომისია» (Trilaterals), «სიონისტები» (The Zionists), «მასონობა» (Freemasonry), «ბოლშევიზმ-როზენკრეიცერობა» (Bolshevizm-Rosicrucianizm) და ასევე ამ საიდუმლო საზოგადოებების ყველა განშტოებას. დაზვერვის სამსახურის ოფიცრად ყოფნისას და მანამდეც, სტუდენტობისას, როდესაც ლონდონში ბრიტანული მუზეუმის ბიბლიოთეკაში ვმეცადინეობდი, სრულად შევისწავლე ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ საზოგადოებებისა და ბევრი სხვა ორგანიზაციის შესახებ, რომლებიც, როგორც მეგონა, ამერიკელებისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყვნენ.

მაგრამ, როდესაც 1969 წელს შეერთებულ შტატებში ჩამოვედი, აღმოვაჩინე, რომ ისეთი დასახელებები, როგორიც «წმ. იოანე იერუსალიმელის ორდენი» (the  Order of ST. John of jerusalem), «რომის კლუბი» (Club of Rome), «მარშალის გერმანული ფონდი» (the German Marshall Fund ), «ჩინის ფონდი» (the  Cini Foundational), «მრგვალი მაგიდა» (The Round Table), «ფაბიანის საზოგადოება» (Fabianists), «ვენეციური შავი არისტოკრატია» (the Venetian Black Nobility), «მონ პელერინის საზოგადოება» (the Mont Pelerin Society), «ჯოჯოხეთური ცეცხლის კლუბი» (Hellfire Clubs) და ბევრი სხვა აქ სრულიად უცნობი იყო ან, უკეთეს შემთხვევაში, მათი ნამდვილი დანიშნულება ცუდად ან საერთოდ არ ესმოდათ.

1969-1970 წლებში გადავწყვიტე, გამომესწორებინა ეს ვითარება და მონოგრაფიებისა და აუდიოჩანაწერების სერია გამოვუშვი. ჩემდა გასაკვირად, მალევე აღმოვაჩინე უამრავი ხალხი, რომლებიც ხალისით ციტირებდნენ ამ დასახელებებს, თითქოს მთელი თავისი სამწერლო კარიერის მანძილზე იცოდნენ მათ შესახებ. ამასთან, ისინი სრულიად ვერ ერკვეოდნენ საკითხის არსში და არ სურდათ, მიეთითებინათ ამ ახლახან გახმაურებული ინფორმაციის წყარო. მე თავს ვიმშვიდებდი იმით, რომ მიბაძვა შექების ყველაზე გულწრფელი ფორმაა.

გამოძიებას კი ძველებური ენერგიით განვაგრძობდი, ჩემსა და ჩემს ცოლზე თავდასხმის, ფინანსური დანაკარგების, მუდმივი წნეხის, მუქარისა და ცილისწამების რისკის პირისპირ. ეს ყველაფერი იყო ჩემ წინააღმდეგ სათანადოდ შემუშავებული და მიმართული დისკრედიტაციის პროგრამის ნაწილი, რომელსაც ახორციელებდნენ სახელისუფლო აგენტები და ინფორმატორები, რომლებიც ჩანერგილები იყვნენ ე.წ. ქრისტიანი მემარჯვენეების მოძრაობაში (Christian rightwing), «პიროვნულობის განსამტკიცებლად» (Identity Movoment) და მემარჯვენე «პატრიოტულ» ჯგუფებში. ეს აგენტები მოქმედებდნენ და აგრძელებენ მოქმედებას იუდაიზმის მიმართ ძლიერი, უშიშარი და ღია წინააღმდეგობის ნიღბის ქვეშ ვითომ მათი მთავარი მტრის მიმართ, რაშიც ჩვენს დარწმუნებას ცდილობენ. ეს აგენტ-ინფორმატორები ჰომოსექსუალთა ჯგუფის ხელმძღვანელობითა და კონტროლით მოქმედებენ, რომლებიც ძალიან უყვართ და რომელთაც პატივს სცემენ პოლიტიკური და რელიგიური კონსერვატორები შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე.

მათი ცილისწამების, ტყუილის, სიძულვილისა და დეზინფორმაციის პროგრამა ჩემი საქმიანობის მიმართ, ბოლო დროს კი ჩემი ნაშრომების სხვათათვის მიწერა დაუღალავად გრძელდება, მაგრამ აქამდე ვერ მიაღწია სასურველ ეფექტს. მე კვლავაც განვაგრძობ ჩემი ამოცანის შესრულებას, ვიდრე ბოლომდე არ ჩამოვგლეჯ ნიღაბს უმაღლეს დონეზე მოქმედ ხელისუფლებას, რომელიც მართავს დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს, ეს წიგნი კი ჩემი შრომის ნაწილია.

დოქტორი

ჯონ კოლემანი

1991 ., ნოემბერი.

 

ზოგადი მიმოხილვა და ზოგიერთი მაგალითი

ბევრმა თქვენგანმა დანამდვილებით იცის, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენს მთავრობაში მუშაობენ, არაფერს წყვეტენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ეს ბევრს უბიძგებს, ეძებონ სიმართლე ალტერნატიულ პრესაში, საინფორმაციო ბიულეტენების იმ ავტორებთან, რომლებიც ჩემსავით ეძებდნენ, მაგრამ ყოველთვის ვერ პოულობდნენ შეერთებული შტატების მომაკვდინებელი სენის ფესვებს. ფორმულა «ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ» ყოველთვის არ ჭრიდა ამ ჯგუფისთვის. რაც ჩვენ ნამდვილად აღმოვაჩინეთ, არის ის, რომ ხალხი ცხოვრობს სრულ სიბნელეში, დიდწილად სრულებით არ ღელავს იმაზე, თუ საით მიექანება ქვეყანა და მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ მას არასოდეს არაფერი დაემართება. მოსახლეობის უდიდეს ნაწილში სწორედ ასეთი ცხოვრებისეული პოზიცია იყო აღზრდილი და ეს პოზიცია პირდაპირ უწყობს ხელს საიდუმლო მთავრობას.

ჩვენ ხშირად გვესმის, რომ «მათ» გააკეთეს «ეს» ან «ის». გვეჩვენება, რომ «მათ» ეს ყველაფერი შერჩებათ, მკვლელობაც კი. «მათ» გაზარდეს გადასახადები, «ისინი» აგზავნიან ჩვენს შვილებს ომებში _ სასაკლაოზე, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს. თითქოს «ისინი» ყოველთვის ჩვენი თვალსაწიერის მიღმა არიან, და როდესაც «მათ» წინააღმდეგ რაიმე კონკრეტული ქმედების განხორციელებას აპირებენ, «ისინი» ლანდებივით ქრებიან. თითქოს არავის შეუძლია დანამდვილებით თქვას, ვინ არიან «ისინი». ასეთი მდგომარეობა გრძელდება უკვე ათწლეულების მანძილზე. წიგნის კვალდაკვალ ჩვენ დავადგენთ, ვინ არიან ეს იდუმალი «ისინი», ხოლო ამის შემდეგ თავად ხალხი გადაწყვეტს, თუ როგორ გამოასწოროს მდგომარეობა.

1981 წლის 30 აპრილს მე დავწერე მონოგრაფია, რომელმაც ფარდა ახადა «რომის კლუბის» არსებობას, განსაზღვრა იგი, როგორც «300-თა კომიტეტის» ორგანო, რომელიც დივერსიებს აწყობს. შეერთებულ შტატებში ეს პირველი პუბლიკაცია იყო ამ ორი ორგანიზაციის შესახებ. მე ვთხოვე მკითხველს, არ დაეჭვებულიყო, რომ ეს სტატია სინამდვილისგან შორს იყო და გავავლე პარალელი ჩემს სტატიასა და ბავარიული ხელისუფლების მიერ გაკეთებულ გაფრთხილებას შორის, როდესაც მათ ხელში ჩაუვარდა «ილუმინატების» საიდუმლო გეგმები. შემდეგ წიგნში ჩვენ დავუბრუნდებით «რომის კლუბს» და «300-თა კომიტეტის» როლს აშშ-ის პოლიტიკაში.

1981 წლის სტატიაში გაკეთებული ბევრი პროგნოზი უკვე გამართლდა: მაგალითად, ესპანეთის პრემიერმინისტრის პოსტზე უცნობი პოლიტიკოსის, ფელიპე გონსალესის, დანიშვნა, საფრანგეთში მიტერანის ხელისუფლებაში დაბრუნება, ჟისკარ დ’ესტენისა და ჰელმუტ შმიდტის დამხობა, შვედი არისტოკრატისა და «300-თა კომიტეტის» წევრის, ულოფ პალმეს, ხელისუფლებაში დაბრუნება, რეიგანის პრეზიდენტობის შედეგების განადგურება და ასევე აშშ-ის ინდუსტრიის ისეთი დარგების ნგრევა, როგორებიცაა ფოლადის, საავტომობილო და სამშენებლო ინდუსტრიები, რაც «300-თა კომიტეტის» მითითებით ჩატარებულ პოსტინდუსტრიული ნულოვანი ზრდის პოლიტიკის შედეგად განხორციელდა.

პალმეს მნიშვნელოვანი როლი მდგომარეობდა იმაში, რომ «რომის კლუბმა» გამოიყენა ის საბჭოთა კავშირისთვის ტექნოლოგიების მიწოდებისთვის, რაც აკრძალული იყო აშშ-ის საბაჟო კანონმდებლობით; გამოიყენა, აგრეთვე, მსოფლიო კავშირების  ქსელში, ირანში მძევლებთან დაკავშირებულ ფსევდოკრიზისზე საერთო ყურადღების გადასატანად; როდესაც პალმე მიმოდიოდა ვაშინგტონსა და თეირანს შორის, ცდილობდა, დაერღვია აშშ-ის სუვერენული ერთიანობა და ფსევდოკრიზისი «300-თა კომიტეტის» ერთ-ერთი დაწესებულების, კერძოდ, ჰოლანდიაში ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ გადაეცა.

ღმერთისა და ადამიანის წინააღმდეგ ღია შეთქმულება, რომელიც მოიცავს ომების, კატასტროფებისა და მასობრივი მკვლელობების შემდეგ ცოცხლადდარჩენილი ხალხის უმრავლესობის დამონებას, დაუფარავად მოქმედებს. მზვერავებს წესად აქვთ: რამის დამალვის საუკეთესო ხერხია მისი გამოსაჩენ ადგილზე დადება. მაგალითად, როდესაც 1938 წელს გერმანიას ახალი სუპერგამანადგურებლის, «მესერშმიდტის» შესახებ ინფორმაციის დამალვა სურდა, თვითმფრინავი პარიზის საავიაციო გამოფენაზე გაიტანეს. იმ დროს, როდესაც საიდუმლო აგენტები და ჯაშუშები ინფორმაციას აგროვებდნენ და გადასცემდნენ საიდუმლო ადგილების, ხის ფუღუროებისა და აგურის კედლების გამოყენებით, ინფორმაცია, რომელზეც ისინი ნადირობდნენ, ცხვირწინ ედოთ.

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here