Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავითი (ისაკაძე): უსახლკაროებზე ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს და არა რომელიღაც მარგინალური ორგანიზაცია

მამა დავითი (ისაკაძე): უსახლკაროებზე ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს და არა რომელიღაც მარგინალური ორგანიზაცია

759

«გარყვნილება ჩვეულებრივ მოვლენად უნდა იქცეს; სირცხვილის გრძნობა, ყოველგვარი კომპლექსი უნდა მოიხსნას. თანდათანობით ამზადებენ ადამიანის ცნობიერებას, რათა მამათმავლობა და ასეთი უმძიმესი ცოდვები ნორმალურ მოვლენად ჩაითვალოს», _ აცხადებს დეკანოზი დავითი (ისაკაძე). წმიდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, მამა დავითი, «საქართველო და მსოფლიოს» ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.

 

_ მამაო, დღეს აქტუალურია კითხვა: უნდა მონაწილეობდეს თუ არა სასულიერო პირი პოლიტიკურ ცხოვრებაში? ზოგიერთის აზრით, სასულიერო პირებს პარლამენტში ფრაქციაც კი უნდა ჰქონდეთ. თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე?

_ სასულიერო პირი პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს. სჯულის კანონით ეს დაუშვებელია. თუმცა როდესაც სასულიერო პირები ვსაუბრობთ გარკვეულ საკითხებზე, თუნდაც სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ გამოვდივართ, ეს პოლიტიკაში ჩარევას არ ნიშნავს. ჩვენ ნებისმიერი ხელისუფლების დროს იგივე პოზიცია გვექნება, ვინაიდან ასეთი საქციელი ზნეობრივი თვალსაზრისით მიუღებელია.

_ საპატრიარქო რატომ დაუპირისპირდა ორგანიზაცია «იდენტობის» ინიციატივას, გაეხსნა თავშესაფარი უსახლკაროებისთვის? გასაგებია, რომ ზოგადად ამ ორგანიზაციის საქმიანობა ეკლესიისთვის მიუღებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ხომ სიკეთის გაკეთება სურდათ?

_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ეს ორგანიზაცია შედგება მამათმავალთა და დედათმავალთა საზოგადოებისგან და მათი მხარდამჭერებისგან. ეკლესიური თვალსაზრისით კი, ეს უმძიმესი სოდომ-გომორული ცოდვაა და ასეთ ცოდვაში მყოფი ადამიანი საეკლესიო კანონებით მკაცრად ეპიტიმირებულია. ამიტომ ჩვენი, ეკლესიის, მიზანია, ასეთ ადამიანებს სინანულისკენ მოვუწოდოთ, დავეხმაროთ მათ, რათა შეინანონ და დაუტევონ ცოდვა.

რაც შეეხება ქველმოქმედებას, სიკეთე ფარულად კეთდება. მათ თუ მართლაც სურთ ადამიანების დახმარება, დაეხმარონ საკვებით, ფულით, რითიც შეუძლიათ. მაგრამ ისინი რას აკეთებენ? 4 თვით ავტოფარეხის მსგავს ნაგებობას აძლევენ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს და დიდი ალბათობა და ეჭვი არსებობს, რომ შეეცდებიან, მათ საკუთარი ორიენტაციის შესახებ უქადაგონ. ვინც დათანხმდება, შემდეგ სხვა სათბურს მოუძებნიან. ჩვენ ეს გვაშფოთებს, თორემ გაჭირვებულების დახმარებას და ქველმოქმედებას მათ არავინ უშლის.

_ ხომ შეიძლება ეს ადამიანები ქუჩაშიც გახდნენ პედოფილების ან ჰომოსექსუალების მსხვერპლნი?

_ ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ისინი ასეთ ვითარებაში არ აღმოჩნდნენ. როდესაც ადამიანი თავისი სექსუალური გადახრით ამაყობს და ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ პედოფილია და ინცესტი გაამართლოს, ასეთ ადამიანს ჩავუგდოთ ბავშვები ხელში? ჩვენი პოზიცია ასეთია: სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარება და, ალბათ, ახალი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული სწორედ მიუსაფარ და უპატრონო ბავშვთა დახმარება იქნება. სხვათა შორის, ჯანდაცვის მინისტრ სერგეენკოს გამოსვლა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. უსახლკაროებზე ხელისუფლება უნდა ზრუნავდეს და არა რომელიღაც მარგინალური ორგანიზაცია.

ხოლო, როდესაც ვიღაცები კითხულობენ, ეკლესია რას აკეთებსო და ამით ცდილობენ, როგორმე ჩირქი მოსცხონ მას, უნდა იცოდნენ, რომ ეკლესიას უამრავი ქველმოქმედება აქვს გაკეთებული. მეტსაც გეტყვით, წლების განმავლობაში არაერთი ცნობილი მეცნიერი, პროფესორი საპატრიარქოში სადილობდა და ტანისამოსსაც კი პატრიარქისგან იღებდა. არავინ მათი პატრონი არ ყოფილა, თუმცა ეს არ გახმაურებულა. საპატრიარქოს აქვს უფასო სამშობიარო, უფასო სასადილო, მაგრამ საკუთარი ქველმოქმედების აფიშირებას ეკლესია არ ცდილობს. არ უნდა იცოდეს მარჯვენამ, რას აკეთებს მარცხენა…

_ სექსუალური განათლების დანერგვას სკოლებში მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი აქტიურად აპროტესტებდა. პერიოდულად ისევ ვრცელდება  ინფორმაცია სხვადასხვა სკოლაში ეროტიკული ლიტერატურის გავრცელების შესახებრა ვითარებაა ახლა?

_ საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წელს ევროსაბჭოდან სახელმძღვანელოდ და დასანერგად მიიღო სპეციალური დოკუმენტი «იმპლემენტაციის მონიტორინგი. საქართველო, 2012 წელი. ევროპის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაცია წევრი სახელმწიფოებისთვის. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციის აღმოფხვრის თაობაზე რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი». დოკუმენტის ავტორია «ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი». აღნიშნული დადგენილების მე-9 მუხლში წერია, რომ «განათლების სამინისტრომ სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად უნდა შეიმუშავოს პროგრამები, რომლებიც რეალურად უზრუნველყოფს ინკლუზიურ განათლებას. მაგალითად, შესაძლებელია სასკოლო პროგრამებში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხების ჩართვა». 32-ე მუხლში კი მითითებულია, რომ, «ბავშვის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, შესაბამისი ზომები უნდა იქნეს მიღებული, სკოლებში ურთიერთშემწყნარებლობისა და პატივისცემის მხარდასაჭერად, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა. აღნიშნული უნდა მოიცავდეს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას, გეგმებსა და საგანმანათლებლო მასალებს; აუცილებელი ინფორმაციით, დაცვითა და მხარდაჭერით უზრუნველყოფას, რათა მათ შეძლონ მათი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შესაბამისად ცხოვრება».

ეს არის ევროსაბჭოს რეკომენდაცია, რომლის მიზანიცაა, ბავშვებს ოჯახური სიწმინდის შესახებ კი არ ესაუბრონ და ზნეობა ასწავლონ, არამედ პირიქით, ელაპარაკონ გენდერულ თანასწორობაზე, სექსუალურ ორიენტაციაზე და . . ამის განხორციელება ჩვენს სკოლებში პარტიზანულად უკვე დაიწყეს. მაგალითად, ზოგიერთ სკოლაში ვინმე ფრანგი მამათმავლის წიგნი შემოიტანეს.  ის ყვება, 15 წლის ასაკში როგორ გახდა ჰომოსექსუალი. ეს ხდება ნიადაგის მოსასინჯად, შემდეგ უკვე ყველა სკოლაში დაარიგებენ ამ ლიტერატურას. ასე ეწევიან სკოლებში გარყვნილების ქადაგებას. ბუნებრივია, ჩვენ ამას არ შევეგუებით და ცოტა ხანში ყველა სკოლას მივაკითხავთ და გავარკვევთ, ვინ ახორციელებს ამ პროგრამას. სკოლებში სამინისტროს ნებართვის გარეშე როგორ შედიან და წიგნებს არიგებენ?!

_ ამ საკითხის გარკვევა განათლების სამინისტროსთან არ სცადეთ?

_ მშობლებმა სცადეს, მაგრამ ისეთი ბარიკადები დახვდათ, რომ განათლების მინისტრთან შეხვედრა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჯერჯერობით არავისგან პასუხი არ მიგვიღია.

ასევე აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ორგანიზაციამ, ჯანდაცვის სფეროში განათლების გერმანიის ფედერალურ ცენტრთან ერთად, შეიმუშავა და გამოაქვეყნა მათ მიერ რეკომენდებული, ევროპაში სექსუალური განათლების სტანდარტები. თემის განხილვა 2010 წელს კიოლნში გაიმართა. პირდაპირ წერენ, რა უნდა ასწავლონ 6-დან 9 წლამდე ბავშვებს. როგორ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია და დაეხმარონ ბავშვებს, განავითარონ სექსუალურობა, სიყვარული, სინაზე, სიყვარულისა და სექსუალურობის განცდა საკუთარ სხეულთან შეხებით, სათანადო სექსუალური ტერმინოლოგია; ხოლო 9-12 წლამდე ბავშვებს ესაუბრებიან სექსუალურობაზე, პირველი სექსუალურ გამოცდილებაზე, გენდერულ ორიენტაციაზე, ახალგაზრდების სექსუალური ქცევების, სიყვარულის, სიამოვნების, მასტურბაციის შესახებ

საინტერესოა, რომ სექსუალური განათლების თანამედროვე მეთოდოლოგია, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში, ძირითადად ეყრდნობა ამერიკელი ექიმისა და სექსოპათოლოგის, ალფრედ კინსის, ნაშრომებს, კერძოდ, ორ მონოგრაფიას ადამიანის სექსუალური ქცევის შესახებ. «მამრი ადამიანის სექსუალური ქცევა» გამოქვეყნდა 1948 წელს, «მდედრი ადამიანის სექსუალური ქცევა» კი 1953 წელს დაიბეჭდა. კინსი ინდიანას უნივერსიტეტის ზოოლოგი იყო და შემდეგ სექსის კვლევის ინსტიტუტი დაარსა. მისი პირველი წიგნი ამერიკაში მალევე შეიტანეს ყველაზე ცუდი თანამედროვე წიგნების სიაში მესამე ნომრად. ხოლო მისი მეორე წიგნი ყველაზე საშიში წიგნების სიაში მეოთხე აღმოჩნდა. კინსის ნაშრომების კომპეტენტური კრიტიკა ეკუთვნის მედიაგანათლების ინსტიტუტის პრეზიდენტს, ფილოსოფიის დოქტორს, სამართლის პროფესორ ჯუდიტ რეისმანს, რომელიც გახლდათ სექსუალური განათლების კრიტიკოსი და ის პორნოგრაფიის წინააღმდეგ იბრძოდა. კინსის მიმართ მისი ბრალდებები შემდეგ მტკიცებულებებს შეიცავს: რეისმანის აზრით, დოქტორ კინსის სამეცნიერო «მიგნებები» იყო თაღლითური და, ზოგიერთ შემთხვევაში, დანაშაულებრივი. ბავშვთა სექსუალობის შესახებ მონაცემების მოსაკრებად კინსი ბავშვთა გარყვნას და მათზე ძალადობას მიმართავდა. ხოლო სექსუალური განათლების მთელი ინდუსტრია კინსის ფალსიფიცირებული მონაცემებიდან ამოიზარდა. კინსის იდეებზე დაფუძნებული სექსუალური დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დასჯის მეთოდმა მიგვიყვანა ბავშვთა დასჯის დანაშაულების შერბილებამდე. ამით გაზარდა რისკი ბავშვებისა და ქალებისთვის.

_ რა არის ამ საერთაშორისო ორგანიზაციების მიზანი ამ შემთხვევაში?

_ მათი მიზანია, გარყვნან საზოგადოება, რადგან ანტიქრისტეს მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი უკიდურესი გარყვნილება იქნება. კაცობრიობას ნელ-ნელა ამზადებენ ანტიქრისტესთან შესახვედრად. ბევრისთვის შეიძლება გაუგებარია, მაგრამ სახარებაში ეს ყველაფერი პირდაპირ წერია. გარყვნილება ჩვეულებრივ მოვლენად უნდა იქცეს _ სირცხვილის გრძნობა, ყოველგვარი კომპლექსი რომ მოიხსნას. თანდათან ამზადებენ ადამიანის ცნობიერებას, რათა მამათმავლობა და ასეთი უმძიმესი ცოდვები ნორმალურ მოვლენად ჩაითვალოს. მშობელმა თუ შეამჩნია შვილს რაიმე გადახრა, არანაირი წინააღმდეგობა არ უნდა გაუწიოს, ექიმთან რომ წაიყვანოს, შეიძლება პრობლემები შეუქმნან, რაც უკვე მოხდა ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. მაგალითად, გერმანიაში ბავშვს სექსუალურ გაკვეთილს უტარებდნენ, რაც მამამ გააპროტესტა, მაგრამ ამის გამო მამა დაიჭირეს.

მერე რა, რომ მე სასულიერო პირი ვარ, მე მოქალაქე ვარ და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ყოველთვის შევეწინააღმდეგები 6-10-15 წლის ბავშვის გარყვნას, ამას არ დავუშვებთ. ეს რეკომენდაცია საქართველომ 2012 წელს მიიღო, ეს ვალდებულებები შეიძლება აიღო სააკაშვილმა, ბოკერიამ და მათმა მსგავსმა «გადახრილმა» ადამიანებმა, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია და 5-10 კაცი წყვეტს ყველაფერს? ჩვენ რატომ არავინ არაფერი გვკითხა?

_ მამაო, ამ დღეებში ID ბართების საწინააღმდეგო კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. სინოდის გადაწყვეტილების მიუხედავად, რომ ID ბარათი არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, რა საფრთხეს ხედავენ ეს ადამიანები და რატომ აქვთ ასეთი მძაფრი რეაქცია?

_ ID ბარათი ნამდვილად არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, ვინაიდან ანტიქრისტე პირდაპირ მოითხოვს თაყვანისცემას და არა ასე შეფარული სახით. უბრალოდ, ID ბარათი ადამიანის გაკონტროლების სრულ საშუალებას იძლევა და, თუ თანამედროვე დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე განვიხილავთ ამ საკითხს, იქნებ არ მინდა კონტროლი, რატომ ლახავენ ჩემს უფლებებს? ისევე, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია მიღებული, მოგვცენ ალტერნატიული საშუალება.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

1 COMMENT

  1. Срулиад ветанхмеби да мхарс вучер мама Давитис ситквебс. Гарквнил да гарквнилобамде мисул политикосебс,пидарастул организасиеб ра уплеба аквт,ан вин мисца мат имис уплеба,ром Картвелеби бавшвобиданве гарквнан да гадаагварон! Родис ереоднен цесиери Картвели адамианеби ам пидарастебис кердзо /пирад/цховребаши да анивин родис авицровебда мат тракеби ром гамоаквт гарет? Вегар етевиан сакутар бунагши/сахлши /да аклиат гарквнилта раоденоба?Гадасахлднен им квеканаши садас мати модгма гамепебулиа да ихмарон ертманетис мдзгнериани тракеби санам ар далпебиан. Картвел мшоблебс ар счирдебат гарквнилта сазогадоебис дахмареба сак

  2. ღმერთმა გააძლიეროს მამა დავითი და ყველა სასულიერო პირი თუ ერისკაცი, რომლებიც ებრძვიან ზნედაცემულობას, გარყვნილებას და ყველანაირ უსჯულოებას, რომლებმაც ლამისაა წალეკეს ჩვენი ქვეყანა… ვისაც გარყვნილება უნდა საქართველოდან გზა ხსნილი აქვს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here