Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილი (ახვლედიანი): ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება თვითმკვლელობის ტოლფასია

მამა ბასილი (ახვლედიანი): ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება თვითმკვლელობის ტოლფასია

2832

რა საფრთხე დაინახა და რატომ დაუპირისპირდა საპატრიარქო «იდენტობის» ინიციატივას, აქვს თუ არა სიკეთის კეთების უფლება ყველას და ასევე, უნდა ისჯებოდეს თუ არა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ქვეყანაში _ ამ და სხვა მიმდინარე საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრა აკაურთას სიონის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა ბასილი (ახვლედიანი).

 

_ რატომ დაუპირისპირდა საპატრიარქო ორგანიზაცია «იდენტობის» ინიციატივას, გაეხსნა თავშესაფარი უსახლკაროებისთვის, ამ შემთხვევაში რა საფრთხე დაინახა ეკლესიამ?

_ ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაში ცალსახად იკითხება, რომ «იდენტობის» მიერ წამოყენებული ნებისმიერი ინიციატივა შეიძლება შეფასდეს როგორც ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქრისტიანული ქმედება. აქედან გამომდინარე, როგორც არ უნდა შეიფუთოს ამ ორგანიზაციის ნებისმიერი ინიციტივა თუ ნოვაცია, სავარაუდოდ, თავშივე მიუღებელი იქნება და დაიბლოკება. ეს ადამიანები თავიანთი რეალური მიზნების შესახებ, ბუნებრივია, ოფიციალურად არ განაცხადებენ, მაგრამ საზოგადოება, რომელიც სოდომგომორს უჭერს მხარს, უკვე საფუძველშივე უპირისპირდება სახელმწიფოს ტრადიციულ, რელიგიურ თუ კულტურულ ფასეულობებს და ის სასიკეთოს ვერასდროს შემოგვთავაზებს.

_ მაგრამ, მამაო, სიკეთის კეთების უფლება ხომ ყველას აქვს?

_ ქრისტეს აღიარება და მასში ღვთის შეცნობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც განკაცდა, იყო სიკეთის ერთ-ერთი უმაღლესი გამოვლინება, მაგრამ განმმარტებლები გვაუწყებენ, რომ უფალს ბოროტისგან უმაღლესი სიკეთის გამოვლინებაც არ აინტერესებდა, ვინაიდან, ბოროტში აუცილებლად ფარული მზაკვრობაა ჩამალული. ბუნებრივია, კანონით ამ ადამიანებს აქვთ ამის უფლება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ქრისტიანობა და არსებული კანონმდებლობა წინააღმდეგობაში მოდის. მაგალითად, კანონით თავისუფალია ადამიანი სოდომური ცოდვის გამოვლინებაში, მაგრამ სჯულის კანონით ეს სასტიკი ბოროტებაა. ქართველმა ბოლოსდაბოლოს უნდა გაიგოს, რომ კანონზე მაღლა საღვთო სჯულთან შეზავებული ის ტრადიცია და კულტურა დგას, რომელმაც საქართველო დღემდე მოიყვანა.

«იდენტობა» ამდენად რომ კადნიერდება და საპატრიარქოს უხდება მისთვის პასუხის გაცემა, ხალხი კი, ფაქტობრივად, თვლემს, სწორედ ამიტომ არ არის გამორიცხული, მომავალში ამ ორგანიზაციამ კიდევ უფრო მეტი სიურპრიზი შემოგვთავაზოს. ადამიანები უნდა გამოფხიზლდნენ და გაიხსენონ, ვისი გორისანი არიან.

_ 17 მაისი არ იყო გამოფხიზლება? მაშინ ხომ 40 ათასი კაცი გამოვიდა ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ

_ სხვათა შორის, 17 მაისს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი და არა მცირე ნაწილი, სოდომ-გომორის წინააღმდეგ და ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად არ გამოსულა. ეს იყო ქართული მენტალობის გავლენის შედეგი. როდესაც, მაგალითად, უბანში ერთმა თქვა, რომ ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ უნდა გასულიყვნენ, მეორემ და მესამემ უარი ვერ თქვეს, რათა მასზე სხვანაირად არ ეფიქრათ. ფაქტობრივად, რამდენი ათასი კაცი ამ პრინციპმა შეკრიბა. ვინაიდან, რეალურად მართლაც ქართული ტრადიციების დასაცავად რომ გამოსულიყო იქ ხალხი, როცა ორი მღვდელი დაიჭირეს, ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ას კაცზე მეტი არ მივიდა. ასევე არ მინდა დავიჯერო და ვერც დავიჯერებ, რომ საპატრიარქომ ორი სასულიერო პირის დასჯაზე თანხმობა გასცა. მჯერა და მწამს, რომ საპატრიარქო კულუარებში ამაზე განგაშს ატეხდა. წარმოუდგენელია, მაგრამ მღვდელი დასაჯეს მხოლოდ იმიტომ, რომ სოდომგომორის ცოდვას წინ აღუდგა. წინა ხელისუფლებასაც კი, რომელიც აშკარად შიზოფრენიის ზღვარზე იყო მისული თავისი განდიდების მანიითა და მოქმედებით, ეს არ გაუკეთებია.

_ მამაო, ჩვენს წინა ინტერვიუში გლობალიზაციის საფრთხეზე ისაუბრეთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რომ გარკვეული საფრთხეებისგან დაცულები ვიყოთ და ამ შემთხვევაში ნატო და ევროკავშირი არის თუ არა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია?

_ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების გარანტიად მხოლოდ უმეცარი საზოგადოებისთვის აღიქმება. ადამიანი თუ კარგად გაერკვევა ნატოს მუშაობის პრინციპში და ევროკავშირის ისტორიას, მის მოქმედებას გაეცნობა, თავად დარწმუნდება, რომ არავითარი უსაფრთხოების გარანტია ეს არ არის. ნატო და ევროკავშირი ჩვენისთანა ქვეყნებს მეათეხარისხოვან ქვეყნებად განიხილავენ, მათთვის ჩვენ საცდელი ლაბორატორია ვართ და ეს ჩვენს ყოფილ პრეზიდენტსაც არაერთხელ უთქვამს. პირიქით, ეს არის ლომის ხახაში თავის შეყოფა და თვითგანადგურების პროცესი. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება შეიძლება აღვიქვათ, როგორც თვითმკვლელობის ტოლფასი.

_ მაშინ სად ხედავთ გამოსავალს?

_ საქართველო დიდ სახელმწიფოებს შორის ლავირებას ყოველთვის ახერხებდა და ასე უნდა გააგრძელოს. როდესაც ერთ რომელიმე დიდ ქვეყანას მიეკედლები, უკვე ჩნდება საფრთხე, დაკარგო საკუთარი იდენტობა. ყველასთან უნდა ეცადო საერთო ენის გამონახვას. რუსეთზე იტყვი რამეს და ეგრევე პრორუსულობას დაგაბრალებენ, ამერიკაზე იტყვი და პროამერიკელობას დაგწამებენ. ეს «პრო» უნდა მოვაშოროთ და ყველასთან უნდა შევეცადოთ ურთიერთობის მოგვარებას. როგორც ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა, ხორბალი შემოვიტანოთ, მაგრამ ღვარძლს ნუ შემოვაყოლებთ.

_ მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის გარკვეულ სასჯელს ითვალისწინებს, უფლებადამცველებმა არაკონსტიტუციურად ჩათვალეს. რამდენად მართებულია, რელიგიური გრძნობების შეურცხყოფისთვის ადამიანს სასჯელი დაეკისროს?

_ ეს არის ანტიმართლმადიდებლური ქმედება და ამ კანონის მიღება მართლმადიდებლურ მრწამსს უპირისპირდება. ხედავდე ცოდვას და არ ამხილო, მონაწილე ხარ ცოდვის, მაგრამ, მეორე მხრივ, «ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან.» ჩვენ ვიცით, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა და ჩვენი მთავარი მიზანი არის ადამიანის გადარჩენა. შესაბამისად, მე ყოველთვის შევეცდები, მოვუწოდო ადამიანებს მართალი სარწმუნოებისკენ და დავანახო მათი სარწმუნოების ცდომილება და ვამხილო ისინი, რასაც აკეთებდნენ წმინდა მამები, მოციქულები და, როგორც კი ვიწყებ ადამიანის სულების გადარჩენაზე ზრუნვას, ამ კანონით ეს უკვე მათი შეურაცხყოფა გამოდის და დანაშაულად მეთვლება.

ეს ანტიმართლმადიდებლური ინიციატივაა, სხვა რელიგიური დენომინაციების დასაცავად მიმართული, რომელიც, ერთის მხრივ, მათ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს და ხელს შეუწყობს მართლმადიდებლური სარწმუნოების დისკრედიტაციას. ეს არის გარკვეულწილად ლოგიკური გაგრძელება კანონპროექტისა, როდესაც ყველა რელიგიურ გაერთიანებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიანიჭეს და გაათანაბრეს.

_ ბერმონაზონი ლუკა კოკორაშვილი მეუფე კალისტრატეს უშიშროებასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს. რა ინფორმაცია გაქვთ თქვენ? მართლაც თანამშრომლობდნენ თუ არა სასულიერო პირები ხელისუფლებასთან?

_ მე, ბუნებრივია, ამ კონკრეტული საკითხის განხილვას ვერ დავიწყებ, ამაზე ეკლესია, იერარქები მუშაობენ, რომლებმაც ნებისმიერ მსგავს ფაქტს უნდა მიხედონ. სადაც 12 მოციქულში ერთი იუდა იყო, არ არის გამორიცხული ეკლესიაშიც იყვნენ ასეთები, მაგრამ მე ვერავის დავადანაშაულებ და, რომც მქონდეს ასეთი ფაქტები, საჯარო განხილვის თემად არ ვაქცევდი. ასეთი ქმედებისგან ჟურნალისტებმაც თავი უნდა შეიკავონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღვთისგან მკაცრად დაისჯებიან. სასულიერო პირების საქციელის  საჯაროდ განხილვა რომ დავიწყოთ, ბევრი ადამიანი დაბრკოლდება, აღარ წავა ეკლესიაში და მათი სულებიც დაიღუპება.

_ მაგრამ, მამაო, თუნდაც იმსახურებდეს სასულიერო პირი, მაინც ცოდვაა მხილება?

_ რაოდენ არ უნდა იმსახურებდეს, მღვდლის განკითხვა არ შეიძლება. ეს ყველაფერი ეკლესიის წიაღშივე უნდა მოგვარდეს. ამას გარდა, მღვდლის მხილების სპეციალური წესი არსებობს. როდესაც ხედავ, რომ ცდომილებაშია მღვდელი, უნდა მიხვიდე და პირადად უთხრა, თუ არ მოგისმენს, მეორედ რამდენიმე კაცთან ერთად უნდა მიხვიდე. თუ კიდევ არ შეისმენს, ეპარქიის ეპისკოპოსთან უნდა მიხვიდე, სადაც ეს მღვდელი მსახურობს. ძალიან გახშირდა სასულიერო პირების განკითხვა სოციალურ ქსელებში. «აფეთქებულია» «ფეისბუქი» მღვდლების განკითხვით, რაც ძალიან დიდი ცოდვაა.

სხვათა შორის, ჩვენს წინა ინტერვიუსაც ბევრი კომენტარი მოჰყვა. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ: ვირტუალური მხილება არ არსებობს. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ინკოგნიტოდ ცდილობს სხვის მხილებას, განიკითხავს, ამისთვის ღმერთი მას მკაცრად დასჯის. თუ განსხვავებული მოსაზრება აქვს ვინმეს, მზად ვარ, შევხვდე და ავუხსნა, რატომ ვფიქრობ ასე და არა სხვაგვარად, თუნდაც იმავე ID ბარათებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ეს ადამიანები თუ არ დამეთანხმებიან, მინიმუმ, ადამიანის გალანძღვასა და დაცინვას მიატოვებენ.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

23 COMMENTS

  1. დიდი ხანია არ მომისმენია ასეთი ჭეშმარიტება ასე ღიად,ხმამაღლა და უშიშრად…. გმადლობთ მამაო…

  2. " კანონზე მაღლა საღვთო სჯულთან შეზავებული ის ტრადიცია და კულტურა დგას, რომელმაც საქართველო დღემდე მოიყვანა"… აი ვერ გავიგე….. აბა კონსტიტუცია ტყუილად გვაქვს ???? პირველივე აბზაცში ამის წამკითხავს, რატომ უნდა მომინდეს ამ ადამიანის სხვა აზრების გაგება, არ მესმის :/

  3. მიხარია რომ შემორჩა ჩვენს ტანჯულ საქართველოს,თქვენნაირი სიმართლის მთქმელი და უშიშარი სასულიერო პირები… უფალს დიდება…

  4. აუ კარგი რა მამაო… ამდენ ლაყბობას ჯობია თავად მიხვიდე და თავად გაარკვიო თუკი ვინმე რამეს აშავებს, თავად მიდი იმ ეპისკოპოსთან… აჰა ესეიგი შენ აქ მორალს მიკითხავ და თავად ჩუმად ხარ რა კაია სირაქლემას პოზიცია… არ ვიტყვი კი არა ხმამაღლა ვიღრიალებ რა ნაგვის ბუდეცაა ზოგიერთი მამაო… ხოდა მაგდენ ლაპარაკს ჭეშმარიტი გზების შესახებ და ხალხის ტვინის გამოლაყებას, მართლმდიდებლობაა სწორი თუ კათოლიციზმია მცდარი და ა.შ. გირჩევ დოგმირებული სასულიერო განათლების გარდა კდიევ სხვა განათლებაც მიიღო… და ქრისტიანობის წარმოშობის საერთოდ ფუნდამენტალური საკითხი შეისწავლო… ალბათ გეცოდინება იუდა-ქრისტიანობისა და ისლამის აკვანი სადაცაა… 😉 ხოდა აი ეგ შეისწავლე კარგად გირჩევ… და მე თუ ღმერთი დამსჯის ეგ შენი საქმე ნამდვილად არაა, ვინ მოგცა შენ მაგის უფლება რომ მე მღვდელი არ ვაკრიტიკო როცა ამის ღირსია რომ მეუბნები??? ცუდი მე ჩემი ოჯახის წევრი არ მინდა არამცთუ ვიღაც "ვიგინდარა სულიერი მოძღვარი" შენ რომ კაი კაცი ყოიფლიყავი იმაზე არ დაიწყებდი ლაყბობას ფეისბუქი აფეთქებულია კომენტარებითო… და ყველა ეს მორალისტი მამაოები დასხდებოდით და ამ ცუდ და არამზადა "ფესვდო მამაოებს" მიხედავდით ეკლესიის შიგნიდანვე… ესეიგი წარმომიდგენია როგორ ლპება შიგნიდან ეკლესია, რომ გარეთაც ჩანს უკვე ასე საჯაროდ… და ვიღაც მორალისტები მე ჭკუას მარიგენე შენ გაჩმდიო… წადი ეგ მორალი იმას წაუკითხე ვინც უკლესიას შიგნიდან სახელს უტეხს! ვერ ვირწმუნებ იმ მამაოს რომელიც თავად ცოდავს საჯაროდაც კი და მერე მე ჭკუას მარიგებს! ყველა ეგეთი სულ პანჩურით უნდა გამოყაროს ხალხმა გარეთ! დიახაც ვბედავ და ვამბობ და კიდევ ვიტყვი მომავალშიც!

  5. უნდა გრცხვენოდეთ მამაო ბასილ, სირცხვილი თქვენ, ისიც გაამხილეთ რამდენს გიხდიან ასეთი საშნელების ქადაგებებში. ყველაფერი ვიცით და ყველაფერს გამჟღავნებთ მამაო, უნდა გრცხვენოდეთ.

  6. ერთი ამ მამაოს უდნა დსუვა ესეთი კითხვა მარგევთისა და ზესტაფონის მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგის ამბავმა ხომ მმიაღწია საპატრიაქოს ყურამდე და სინოდს სხდომაც ცატარადა რატო გადაისროლეს უცხოეთში და რატო არ მოხდა მსი განკვეთა მრევლმა ხოიმ ზუსტად დაიცვა რჯულის კანონი ჯერ რამდენიმემ ამილა შემდ ტგაასაჯაროვა და შემდეგ პატრიარქამდეც მივიდა მე გეკითხებით მამაო ბასილ რატო მოხდა ესე ?

  7. ანტიდემოკრატიული და არასახელმწიფოებრივი ისაა, რასაც თავად ბრძანებს. რჯულის კანონს აყენებს კონსტიტუციაზე მაღლა და მერე ”იდენტობაზე” იძახის ანტისახელმწიფოებრივ რამეებს აკეთებენო. ანტისახელმწიფოებრივია ისიც, ქართველი ადამიანი კა-გე-ბეს ენით რომ ლაპარაკობ.

  8. რატომ მაიძულებ პატივცემულო მამაო შენი მრწამსი გავიზიარო? შენი მრწამსი და იდეოლოგია მცდარია და უაზრობაა ჩემთვის.

  9. ბასილმა, ამ საშუალოზე დაბალი გონებრივი შესაძლებლობების ადამიანმა გადაწყვიტა რომ ყველაფერი, რაც არ მოსწონს არაქრისტიანული და ანტისახელმწიფოებრივია. რაც მთავარია, მან ზუსტად იცის რომ ღმერთიც თავისნაირად აზროვნებს და გამუდმებით გვემუქრება რომ იგი დაგვსჯის!!

  10. ვაი,საცოდავო და საბრალო ადამიანებო!!! თქვენ მაგონებთ ტურებს რომელთაც სამზეოზე გამოსვლისა ეშინიათ და მხოლოდ სიბნელიდან კივიან,სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!! თუ ასე შეგტკივათ გული ზემოთხსენებულზე,მიბრძანდით და თავად გაესაუბრეთ მამაოს,მაგრამ არა მგონია გაბედოთ!!!მამაომ კი რომელმაც ასე ღიად ამდენი სიმართლის თქმა გაბედა არც თქვენთან საუბარს შეუშინდება მჯერა!!! განიკითხავთ მამაოს როდესაც თავად ეკლესიას არც მიახლოვებიხართ!!! მოგითევოთ მამაზეციერმა…მამაოს კი მისცეს ძალა და მადლი,რომ ებრძოლოს ამ ტურა-მელებს!!!

  11. უკვე ღიად დაიწყეს რუსული გეგმის განხორციელება :/და თან არ უნდა განიკითხო თურმე.

  12. gmadlobt mamao aseti gulrcpeli da gasagebi saubrisatvis,tqvens saubars visac rogor unda ise gaigebs da axsnis,visac rogor ackobs.gmertma gagaxaros da gagadzlieros.chemtvis gasagebia kvelaperi……..

  13. არა, ერთი სიმართლე ის თქვა, რომ ევროპა მეათე ხარისხში განგვიხილავს! ეს კარგად იცის მანაც და სხვა ბევრმა ქართველმაც :)))

  14. კობა ხარ თუ ვინა ხარ, ბნელი სასულიერო პირები კი არა ერტხელ მოგისმენია მამა ბასილის საუბარი მასე რომ წამოაყრანტალებ რაც შენ უჭკუო კვახში მოგივა? მამა ბასილზე განათლებული და პირშიმთქმელი ადამიანი არ მინახავს. იგი უზლიერესი სასულიერო პირია და ვიგაცა ანაპორის ქვეშ დამალული კი არა!!! ვამბობ იმიტომ რომ თქვენზე ყველაზე მეტად ვიცი ეგ პიროვნება, რადგან ჩემი და მისი მრევლია და ჩემს ოჯახშიც არის ნამყოფი.

  15. თქვენ მართლა მეცოდებით——-, სახელები დამავიწყდა;ნათია,, ვითომ მონაზონი ბარბარე,გიორგი,კობა თუ სხვა..რად გინდათ კონსტიტუცია რომელიც სულს დაგვიღუპავს არ იცით და თან კომენტარს აკეთებთ.რომ იცოდეთ სულიერი განათლება ყველანაირ განათლებაზე მაღლა დგას. მაგრამ აზრი არა აქვს,, თქვენ ისე შორს ხართ უფლისგან მაინც ვერ ,გაიგებთ,სულს მიხედეთ!!რა იყო ხალხო პოლიტიკოსია რომ პიარს იკეტებდეს? რჩევას გაძლევთ და მიიღეთ,მაგრამ მარგალიტები ღ.ორებს არ უნდა დაუყაროოოოოოოო /თან აი აქ მაპატიეთ\

  16. მარტალოა მამა ბასილი. რუსეტტან სჰერიგება მარტლა ეროვნული ინტერესე\ია და ვისაც რუსეტტან აგდგენა არუნდა მოგალატე და ქვეყნის სჰიდა მტერიააა და არც მოდზგვარს მოუსმენს. ნატო და ევროპა ვისაც უნდა სატანის მოციქულია სუყველააააა

  17. საკუთარ სულებს მივხედოთ ყველამ!….ვინ სად გადაიყვანეს,ვის რა სასჯელი დააკისრეს,ეს სინოდის საქმეა….ახალგაზდებო,ფრთხილად,თორემ ეშმაკის სამსახური მარტო ადამიანის კვლა ან მისი მოტყუება კი არაა.ვისაც რა აზრი გაქვთ,შეინახეთ თქვენთვის და თუ მართლა გაინტერესებთ ის,რა კითხვებსაც აქ წერთ,მოდით აბა, მოძღვართან მიდით და თ ესეთი მართლები ხართ(რაც გგონიათ)იმათ დაუსვით პირისპირ ეს შეკითხვები>….ხომ მართლა გაინტერესებთ ამ კითხვებზე პასუხები?!…თუ მარტო ენას იფხანთ,მაშინ პრობლემა თქვენვე გქონიათ!…:)

  18. ბევრ რამეში ვეთანხმები მამა ბასილს,მაგრამ მხილებასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მაქვს,როცა სასულიერო პირი უხამსად ექცევა აღსარებაზე მისულ ქალს(ვულგარულად ასე ვთქვათ),რა უნდა ვქნა მოვითბინო და შტერი სახე მივიღო??ვერც მოვითმინე და ვერც შტერი სახე მივიღე ,აი ზომები კი მართლა მივიღე ,იქვე ვამხილე და ეკლესიაც დავატოვებინე,მეზიზღება ოხროხინე მღვდლები და თვით ქრისტეც აუბუნტდა მათ,ყველაზე საშინელებაა,როცა მტერი მოყვრის სამოსელშია,ისე ჩვენი ეკლესიები,რომ კარგი გასაწმენდია მაგას თქმა არ უნდა,მაგისთანა მღვდლების გამოა ,რომ მრევლი შვებას ეძებს სხვადასხვა სექტებში,ისეთი შეგრძნება მრჩებაზოგიერთი მღვდელი შეგზავნილია ბნელი ძალების მიერ ,რომ ხალხი მოაცილოს ეკლესიას,ამას მიხედეთ პირველ რიგში და მერე დაგიჯერებთ ერი,.მაინც მადლობა ღმერთს ,რომ გვყავს საუკეთესოებიც

  19. რამდენი ღვარძლია კომენტარებში და რამდენი ცილისწამება. ამ ვირტუალურმა სამყარომ საერთოდ დაუბნელა ხალხს გონება. თავში წერია სადაც მოღვაწეობს ეს პიროვნება. ვისაც კითხვები გაქვთ მიდით და დაელაპარაკეთ თუ ასე შეგტკივათ გული. ერთმანეთის აქ ლანძღვით რა შედეგს მივიღებთ იმას არ ფიქრობთ??? შეუმცდარი არავინაა მაგრამ ეს პირში უნდა უთხრა კაცს და არა სხვაგან და სხვასთან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here