Home რუბრიკები საზოგადოება მამა ელიზბარი (დიაკონიძე): სახალხო დამცველს გადაეცით _ ვაი, შენს პატრონს-თქო!

მამა ელიზბარი (დიაკონიძე): სახალხო დამცველს გადაეცით _ ვაი, შენს პატრონს-თქო!

972

17 მაისის აქციის შემდეგ საქართველოში ვნებათაღელვა არ ცხრება. საზოგადოების დიდი ნაწილი ძალადობას გმობს, თუმცა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის სასტიკი წინააღმდეგია. ვიღაცებმა სასულიერო პირების დასჯაც კი მოითხოვეს. 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს წმინდა სამების ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარი (დიაკონიძე) აფასებს.

_ მამაო ელიზბარ, რა საფრთხე დაინახეს ამ დღეს აქციაზე გამოსულმა რიგითმა ადამიანებმა და სასულიერო პირებმა?

_ სჯულის კანონი სოდომურ ცოდვას სასტიკად კრძალავს. თუ ადამიანი ეკლესიის წევრია, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის წინააღმდეგობაში მოდის მსგავს საქციელთან და ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანებთან. სჯულის კანონი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების ზიარებასაც კრძალავს. მეტიც, მათთან ერთად, სუფრასთან დაჯდომაც გვეკრძალება.

ზოოფილები, პედოფილები, ტრანსექსუალები, ჰომოსექსუალები, ეკლესიისთვის ყველა მათგანი თანაბრად მიუღებელია. ისინი უზიარებლობით არიან დასჯილნი.

უფალმა ამ ცოდვებისთვის სოდომი და გომორი ფერფლად აქცია და ჩვენ ახალი სოდომ-გომორი გვინდა საქართველოში?

რუის-ურბნისის კრების ერთი პუნქტი პირდაპირ ეხება აღნიშნულ საკითხს. ჯერ კიდევ მაშინ გაკვირვებული წერდა ეკლესია, _ არ ვიცით, საიდან შემოგვეპარნენ ასეთები ერშიო.

_ მაგრამ, მამაო, ისინი ეკლესიის შვილები არ არიან?

_ ჰომოსექსუალები არ არიან ეკლესიის შვილები. ადამიანი ეკლესიის შვილი მაშინ ხდება, როცა ის ეკლესიაში მიდის, მოინანიებს და აღარ გააგრძელებს ცოდვილ ცხოვრებას. სჯულის კანონის მიხედვით, ჰომოსექსუალებს ტაძარში შესვლის უფლება არ აქვთ. მათ წირვა-ლოცვის მოსმენის უფლება მხოლოდ ეკლესიის სტოაში აქვთ ან ეკლესიის კარის ზღურბლთან უნდა დადგნენ.

მე მქონდა ასეთი შემთხვევა, ახლობელმა მომიყვანა პირი, რომელსაც სურდა ეკლესიური ცხოვრების დაწყება. მან აღიარა ჩემთან საუბარში, რომ იყო მამათმავალი, ჰომოსექსუალიზმით დასნებოვნებული, როგორც ისინი თავს უწოდებენ. დაავადება შეიძლება იყოს ონკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური, მაგრამ ჰომოსექსუალიზმი სნეულება არ არის, ეს უზნეობაა.

_ პროტესტის ფორმაზე რას ფიქრობთ? ძალადობაში ბრალი დასდეს სასულიერო პირებსაც. ძალადობა ცოდვის წინააღმდეგ ბრძოლაში გამართლებულია?

_ გააჩნია, თქვენ რას ეძახით ძალადობას. იოანე ოქროპირი ამბობს, როდესაც უფალს გიგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ, გაჯვარედინზეც რომ იდგე და ყვრიმლის ცემაც კი დაგჭირდეს მისი, მოუწოდე და შეაწყვეტინეო. ჰომოსექსუალიზმი უფლის შეურაცხყოფაა.

ცოტა ხნის წინ სასულიერო პირებს ადანაშაულებდნენ, ხმას არ იღებენო. ხმა ამოიღეს და ახლა აკრიტიკებენ, რატომ ლაპარაკობენ და აპროტესტებენო. ქართულ ეკლესიაში რა უარყოფითი მოვლენებიც მიმდინარეობს, ამაზე ჩვენს ინტერვიუებშიც არაერთხელ და დაუფარავად გვისაუბრია, მაგრამ 17 მაისს სასულიერო პირებმა ის გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ. თუმცა მე მაინც მაქვს სასულიერო პირების მიმართ პატარა შენიშვნა: სად იყვნენ ისინი, როდესაც 26 მაისის აქცია ტარდებოდა? ერთადერთი მეუფე იაკობი მობრძანდა და სპეცრაზმელებმა ისიც არ შეუშვეს აქციაზე. რუსუდან ფეტვიაშვილები და ვიღაცები ჯილდოებს რომ იღებდნენ წინა ღამით სისხლით მორწყულ რუსთაველზე, რატომ არ გამოვიდნენ აქციის დარბევის მეორე დღესვე და არ გააპროტესტეს? რატომ არ გამოვიდა და არ დადგა ყველა სასულიერო პირი ერთად? მაგრამ ასეა, როცა ერთხელ გაჩუმდები და ყველაფერს აპატიებ ხელისუფლებას, შემდეგ ასეთ საყვედურებს მიიღებ. 

სასულიერო პირები რომ არ ყოფილიყვნენ აქციაზე, მერე გენახათ ძალადობა. სრულიად შემთხვევით შეიძლება ვინმე მოეკლათ კიდეც. გიგი უგულავა გამოვიდა ვითომ კარგი კაცი, მაგრამ, უფალმა მაპატიოს და, მამათმავლების დამცველი კარგი კაცი ვერასდროს იქნება!

ახლაც გავაკრიტიკებ იმ სასულიერო პირებს, რომლებმაც ხელი გაიქნიეს იქ. ჰომოსექსუალების წინააღმდეგ ხელის გაქნევა, უბრალოდ, არ უნდა ეკადრათ. ვიღაცებმა მკითხეს კიდეც, რომელიღაც სასულიერო პირი ხელს იქნევდა და შენ ხომ არ იყავიო. არადა, გარკვეული მიზეზების გამო, მე აქციაზე საერთოდ არ ვიმყოფებოდი. 

რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრის მოადგილის ინტერვიუ წავიკითხე, ეროვნული მოძრაობა და ქართული ეკლესია სახადიაო, ამბობს. სახადი ის არის, ვინც ამას ლაპარაკობს. საშინელ ფაქტებს ვაწყდები. ამ დღეებში ვესაუბრე ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორს და მითხრა, სტუდენტები დამიპირისპირდნენ, რატომ ეწინააღმდეგებით ერთსქესიანთა ქორწინებასო. კაცი შეძრული იყო. ახალგაზრდებს აზროვნებას უცვლიან.

_ როგორ ფიქრობთ, რატომ არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ საპატრიარქოს თხოვნა _ გაეუქმებინა აქციის ჩატარების სანქცია?

_ საპატრიარქოს რომელი თხოვნა გაითვალისწინა ან ძველმა და ან ახალმა ხელისუფლებამ, ეს რომ გაეთვალისწინებინა? 16 მაისს, საღამოს კანცელარიაში მივიტანეთ პრემიერის სახელზე წერილი ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის ხელმძღვანელ გიორგი კერვალიშვილთან და სახალხო დარბაზის ხელმძღვანელ ავთო იოსელიანთან ერთად და ვთხოვეთ, მეტი სიმკაცრით მოეკიდოს მსგავსი აქციების ჩატარების საკითხს საქართველოში.

ნურავინ გაბედავს მსგავსი აქციის ჩატარებას საქართველოში. ეს მართლმადიდებლური სახელმწიფო და ვაჟკაცების ქვეყანაა. 9 აპრილს რუსთაველზე გმირების სისხლი დაიღვარა და იქ მამათმავალმა უნდა გაიაროს?!

_ არ ფიქრობთ, რომ ამით უფრო დიდი რეკლამა გაუწიეთ ჰომოსექსუალებს, ჩუმად რომ ჩაევლო რუსთაველზე 20-30 კაცს, ყურადღებას არავინ მიაქცევდა

_ რატომ იყო 20-30 კაცი? გაცილებით მეტნი იყვნენ. ჩვენ გავუწიეთ რეკლამა ჩვენი ერის სიამაყეს, რომ გვეზიზღება ჰომოსექსუალიზმი. ამის გაცხადება  რატომ არ არის ჩვენი რეკლამა?

_ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სასულიერო პირების დასჯა მოითხოვა..

_ სახალხო დამცველს გადაეცით _ ვაი, შენს პატრონს-თქო! როგორც ჩანს, ნანუაშვილისთვის სასულიერო პირი დასასჯელია და მამათმავალი გასამართლებელი. ერთი კითხვა მაქვს ჰომოსექსუალების დამცველებთან: ხომ ჰყავთ შვილები და, თუ ბიჭები ჰყავთ, რძლად ბიჭებს ისურვებდნენ ან მათი გოგონებისთვის ქმრებად ქალებს?

საერთოდ, როდესაც სახალხო დამცველის დანიშვნაზე მიმდინარეობდა საუბარი, გაზეთის ფურცლებიდანაც გავახმოვანეთ, ხომ არ სჯობს, ეკლესიის სახელმწიფოსთან მიბმის მაგალითი დავით აღმაშენებლისგან ავიღოთ და ეს თანამდებობა მეუფე იობს ჩავაბაროთ-თქო, მაგრამ ჩვენი აზრი არავინ გაითვალისწინა.

_ საქართველოს არჩეული აქვს ევროპული კურსი, ევროპული ფასეულობები კი ნებისმიერი ადამიანისთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ითვალისწინებს. ბევრ ევროპულ ქვეყანაში უკვე ოფიციალურად დააკანონეს ჰომოსექსუალთა ქორწინებაც. თუ გვსურს ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა დავემორჩილოთ თუ არა მათ წესებს?

_ ევროპაში კარგი ფასეულობებიც არის და მაგაში მივბაძოთ. ამას გარდა, ევროპა მართლმადიდებელი არ არის და ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. მათ, რაც უნდათ, ის ქნან, ჩვენ თავი დაგვანებონ. აი, რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა და არ დაუშვეს საკუთარ ქვეყანაში გეიაღლუმების გამართვა. პუტინს რომ ვლანძღავთ და ვაგინებთ, არ მისცა გეიაღლუმის ჩატარების უფლება.  სანამ პრეზიდენტი ვიქნები, არ ჩატარდება მსგავსი აქციებიო, _ განაცხადა. არც მოლდოვასა და საბერძნეთში ატარებენ აქციებს. მართლმადიდებელ ქვეყნებში ეს წესი მკაცრადაა დაცული.

ბოლოს და ბოლოს, სულ რომ სექსუალური უმცირესობების უფლებებს იცავენ, უმრავლესობის უფლებებს რატომ არავინ იცავს? როდესაც ხელს ვაწერთ დოკუმენტს, ევროსაბჭოსა თუ ევროკავშირში გაწევრიანების დროს, უნდა ვიცოდეთ, სიკეთეებთან ერთად რას გვთავაზობენ, რატომ გვიმალავენ? გვითხრან ყველაფერი და შემდეგ თავად გადავწყვეტთ, რომ არ გვინდა ასეთი წყალობა, რომელიც ახლა კი მომცემს პურს და ამქვეყნიურ სიკეთეებს, მაგრამ სულს შემირყვნის. თუ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სხვა, ჩვენთვის მისაღები პირობებით უარს გვეტყვიან, მაშინ ასეთ ალიანსზე საერთოდ უარი ვთქვათ.

პედოფილია, ზოოფილია, ჰომოსექსუალიზმი მსოფლიოში არსად, არც ერთ ნორმალურ საზოგადოებაში არ არის მიღებული. ერთადერთი სიბინძურე საიდანაც მოდის და მათ შორის ევროპასაც თავს ახვევენ, ეს არის ამერიკა. ყოვლად წაბილწული და უზნეო მეთოდები ინერგება ამერიკიდან იმ დოლართან ერთად, რომელსაც ასე დახარბებულები ვართ!

მე საერთოდ მომხრე ვარ მართლმადიდებლური სამოციქულო ქვეყნების ალიანსი შეიქმნას. ეს იდეა პირველად რადიო «რადონეჟის» ეთერში გავახმოვანე, რომელიც 110 ქვეყანაში მაუწყებლობს და საქართველოში თქვენი გაზეთის ფურცლებიდან ვისაუბრე. სხვათა შორის, დასახელება რუსულად კარგად ითარგმნება – სპას, რაც ქართულად ხსნას ნიშნავს. ჩემს იდეას გამოხმაურებაც მოჰყვა, მაგრამ ეს, ალბათ, უფრო სახელმწიფოების დონეზე უნდა გადაწყდეს. ეს ჩემი იდეა გავახმოვანე და დანარჩენი თავად იციან…

გვახსოვდეს, რომ ყოველთვის, როცა ღვთის საწინააღმდეგო საქმეებს ჩავდივართ და სოდომურ ცოდვებს ვუჭერთ მხარს, ჩვენ უფალს ვაცვამთ ჯვარს. ამიტომ მოვუწოდებ ქართულ საზოგადოებას, საკუთარი სამშობლოსა და ღირსების დასაცავად უფრო აქტიურად იმოქმედოს.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

5 COMMENTS

  1. "მეტიც, მათთან ერთად, სუფრასთან დაჯდომაც გვეკრძალება" – თავად ეკლესიაში რამდენი ჰომოსექსუალია (მეტიც, პედოფილი!) და ნეტავ ასე, ცალკე სუფრაზე სვამენ ხოლმე?

  2. ყოველთვის, როცა ამბობენ ის დაიღუპა და მამათმავლებმა იარონ> >??? ვინ რა იცის ვინ ვისთან წევს სიცოცხლეში:? რატო გგონიათ რო სამხედრო არ შიელძება იყოს მამათმავალი>? საერთოდ მღვდელი თუ ამამათმავალი, ასევეა ნებისმიერ პროფესიაში დასფეროში. ეს არის შეგნებული პოპულიზმი გათვლილი მასებზე, თორე არცერთ სფეროში არ აკლია მამათმავლობა არც საქართველოში , არც აზიაში ,… ევროპის შეძულება და რუსეთთან შეკვრა გინდათ>? მაშ დათვალეთ რუსი ჰომოსექსუალები!!!!

  3. სახალხო დამცველი სახელად არის,სინამდვილეში კი ლუციფერის ე.ი.დასავლეთის იდეოლოგიის დამცველია,კაპიტალიზმი და ადამიანის დაცვა?სასაცილოა ნუ ვიქნებით მეამიტები.

  4. მე ვიცი მამათმავალი და პედოფილი მამაო თბილიში რო ეკლესიაა წმინდა ბარბარეს სახელობის იქ არის მამა კანკრე აი ეგ კაცია პედოფილი და ამაზე რას იტყვით მამაო კაცი რომელიც წალკიდან მაგიტომ გამოაგდეს კანკრე არის პატარძეულელი და პატარძეულში მას კველა იცნობს. მამაო იმედია წაიკითხავთ ამ კომენტარს მამა ელიზბარრ

  5. ვთქვი და კიდევ ვიმეორებ:მოაშთეთ ბოროტი მამაოები,თორე ეკლესიის რეიტინგი დაეცემა !!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here