Home რუბრიკები პოლიტიკა «თავისუფლების ინსტიტუტმა» პირდაპირი იერიში მიიტანა ქართულ ეკლესიასა და მის სულიერ მოძღვარზე

«თავისუფლების ინსტიტუტმა» პირდაპირი იერიში მიიტანა ქართულ ეკლესიასა და მის სულიერ მოძღვარზე

882

უკვე რამდენიმე წელი, 17 მაისს საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ  აქციის ჩატარებას LGBT საზოგადოების უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია ცდილობს, რასაც ფართო საზოგადოების მხრიდან მუდმივად ახლავს პროტესტი. ვინ იბრძვის საქართველოში ამ დღის აღნიშვნის ტრადიციად დამკვიდრებისთვის და რა მნიშვნელობა აქვს აღნიშნულს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის _ ამ და სხვა მნიშვნელოვანი კითხვებით «საქართველო და მსოფლიომ» დიმიტრი ლორთქიფანიძეს მიმართა.

_ რამდენად იყო აუცილებელი ამგვარი აქციის მოწყობა და თუ იყო ეს აქცია გარკვეულწილად საფრთხის შემცველი ქართველი ხალხისა და ქვეყნისთვის. ხომ არ ისახავდა იგი მიზნად საზოგადოებრივი აზრის კიდევ ერთხელ შუაზე გახლეჩას?

_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ვგმობ ყველა სახის ძალადობას და მათ შორის იმ ძალადობის გამოვლინებას, რომელიც 17 მაისს ვიხილეთ. ამგვარი აქციის მოწყობის აუცილებლობა არ ყოფილა, რადგან ამ ადამიანებს არავინ უშლით, აკეთონ ის, რაც სურთ, მაგრამ ამის აფიშირება საჭირო არ არის. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, სახალხო დამცველის არც ერთ მოხსენებაში, მათ შორის იმ სახალხო დამცველთა მოხსენებებსაც ვგულისხმობ, რომლებიც საკმაოდ ლოიალურები არიან  LGBT საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართ, არ არის არც ერთი ფაქტი იმისა, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს დევნიან _ ან ამ ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს, ან უმაღლესიდან გარიცხეს, ან სცემეს და ასე შემდეგ… LGBT საზოგადოების წარმომადგენლის მხრიდან უბრალო საჩივარიც კი არაა დაფიქსირებული. ამ ფონზე ისმის კითხვა: ირღვევა კი, ამ საზოგადოების წევრთა უფლებები? უფლებების დარღვევის ფაქტის შემთხვევაში, სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრში ერთი განცხადება ხომ მაინც უნდა იყოს. აი, ამ რეალობაში მიმდინარეობს ჰომოფობიის საწინააღმდეგო დღის აღნიშვნის დაწესება.

რაც შეეხება 17 მაისს, ეს აქცია გულისხმობდა მასშტაბური ხასიათის აქტის განხორციელებას. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, რამდენიმე  LGBT   საზოგადოების დამცველი ორგანიზაციის მიერ, როგორიც არის, მაგალითად, «ინკლუზივი», «იდენტობა» და სხვ., მომზადებული იყო ეგრეთ წოდებული «ფლეშ-მობი», რომელიც გეიაღლუმის ზუსტი ანალოგია, ოღონდ არის თეატრალიზებული სანახაობა, რომელიც გარკვეული დროის მანძილზე მიმდინარეობს. ამის შესახებ მედიითაც იყო დაანონსებული. ბუნებრივია, თავისუფლების მოედანზე, ქაშუეთის ტაძართან, იქ, სადაც 9 აპრილს დაღუპულთა სისხლი დაიღვარა, სადაც ჩვენი ქვეყნის არსებობასა და წინსვლას ჩვენი დები, ძმები, დედები და მამები ეწირებოდნენ, ჩვენი ქართული საზოგადოება, ვერანაირ ფლეშ-მობსა და თეატრალიზებულ წარმოდგენას იმიტირებული ჰომოსექსუალური აქტებით, რასაც, სხვათა შორის, ადგილი ჰქონდა 2012 წლის 17 მაისს, ვერ დაუშვებს. ჩვენ ეს სოლიდარობის აქტი შევინარჩუნეთ ბოლომდე მაქსიმალური სიმშვიდით. არანაირ მასობრივ ძალადობას ადგილი არ ჰქონია და, თუ იყო ცალკეული ძალადობისა და ვანდალიზმის გამოვლინების ფაქტები, მინდა აღვნიშნო, რომ არ არის გამორიცხული, ეს მომხდარიყო სწორედ იმ პროვოკატორთა მხრიდან, რომელთაც სურდათ ქართველი ხალხის უმართავ მასად წარმოჩენა.

_ 17 მაისის აქციის დასრულების შემდეგ, მედიის საშუალებით სხვადასხვა მისამართით არაერთი ბრალდება გაისმა, მათ შორის  საპატრიარქოსა და პირადად პატრიარქის მისამართით. ვინ აყენებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხისმგებლობის საკითხს. ვინ არიან ეს ადამიანები და რა ძალასთან გვაქვს საქმე?

_ ჩვენი ეკლესიის სულიერ იერარქთა წინააღმდეგ სადამსჯელო მოქმედებების გატარება ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესიის მტრის საოცნებო ნატვრაა. ეს ადამიანები გაურკვეველი ფონდებისა და ინტერესჯგუფების მიერ იმართებიან. LGBT საზოგადოების უფლებათა დაცვის საკითხი არახალია. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ამ მიმართულებით გამოყოფილი იყო დიდძალი თანხები, რომელთაც უცხოური ორგანიზაციები რიცხავდნენ. მაშინ არც ერთი განაცხადი არ ყოფილა ამ მიმართულებით საქართველოდან, ხოლო 2009 წლიდან კი ჩვენს ქვეყანაში გააქტიურდნენ ძალები, რომლებმაც აქტიურად დაიწყეს ამ თანხების ათვისება. სწორედ ამ თანხების მიმართვა ხდება შემდეგ სხვადასხვა პროვოკაციულ ქმედებაზე _ ფლეშ-მობებსა და გეიაღლუმებზე, რითაც კონსერვატიულად განწყობილი საზოგადოების მწყობრიდან გამოყვანა და, პირველ რიგში, ეკლესიის მამებზე იერიშის მიტანა ხდება.

არამხოლოდ მართლმადიდებლობა, არამედ ყველა ფუნდამენტური რელიგია გმობს ჰომოსექსუალიზმის გამოვლინებას, მიიჩნევს ცოდვად და არანაირად ახდენს მის წახალისებას. ვინ დგას ამის უკან? ის, ვინც თავის დროზე თავისუფლების სახელით მოვიდნენ ხელისუფლებაში (გიგა ბოკერია, მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი, ლევან რამიშვილი, გივი თარგამაძე, მიხეილ სააკაშვილი), არიან ყოველივე ამის შემოქმედნი. ასევე ჩვენი ყოფილი მთავრობის, «ნაციონალური მოძრაობის» პრეზიდიუმი და არა მხოლოდ ყოფილი, არამედ კოაბიტირებული ხელისუფლებისაც, «ქართული ოცნების» შემადგენელი რამდენიმე სუბიექტი, მათ შორის რესპუბლიკელებიც იგულისხმება, რომლებიც ასე მძლავრად ლობირებენ დასავლეთიდან «შემოგდებულ» გეგმას, რაც პირველ რიგში სწორედ ეკლესიისა და მართლმადიდებლობის დაკნინებას გულისხმობს, რადგან მათ იციან, რომ ქართული ეკლესია დიდი პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობს.

პირველი დარტყმა, რომელიც მიიტანეს «თავისუფლების ინსტიტუტის» მესვეურებმა (დაწყებული ბოკერიათი), იყო სწორედ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. მე ძალიან გული მტკივა იმ განცხადებების გამო, რომლებიც ბატონმა უჩა ნანუაშვილმა გააკეთა. მან პირდაპირი იერიში მიიტანა ქართულ ეკლესიასა და სულიერ მოძღვრებზე. თქვენი გაზეთის მეშვეობით მინდა გამოვეხმაურო ეგრეთ წოდებულ ტაბურეტკის ფაქტსაც. აღნიშნული ჩემ მიერ იქნა შესწავლილი და მინდა გითხრათ, რომ ის ბერი სკამით იყო აქციაზე მისული იმის გამო, რომ მძიმე ვარიკოზული ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული და ფეხზე დიდი ხნით დგომა არ შეეძლო და არა იმიტომ, რომ ვინმეს ცემას აპირებდა. ჩვენი ქვეყნის მტრების მცდელობა იყო, საქართველოში 17 მაისი დაკანონებულიყო ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ, რაც ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ ეს დღე გადაიქცა ქართული სულისა და ერთიანობის გამოვლინების ზეიმად.

_ უცხოელი ელჩების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ ისინი იქნებოდნენ  LGBT საზოგადოების წევრების გვერდით, აწარმოებდნენ მონიტორინგს, რათა არ დარღვეულიყო მათი უფლებები. რამდენადაც გვახსოვს, არც 7 ნოემბერის და არც 26 მაისის მოვლენებისას მათ ამგვარი მკვეთრი განცხადებები არ გაუკეთებიათ. ხომ არ მიუთითებს მათი ეს ქმედება პროგრესული დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე?

_ რასაკვირველია. 26 მაისს ჩვენ გვახსოვს, რომ ამერიკის ელჩმა პირდაპირ მწვანე შუქი აუნთო აქციის დარბევას. ასევე 7 ნოემბრის მოვლენებს არ მისცემია შესაბამისი შეფასება. გივი თარგამაძე დაგვპირდა, სულს ამოგხდითო და მან თავის დანაპირები პრაქტიკულად სისრულეში მოიყვანა. მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობდა ჩვენი თანამოქალაქეების დევნა მხოლოდ იმ ნიშნით, რომ მათ ჰქონდათ პროტესტი საკუთარი ხელისუფლების ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების მიმართ. ელჩების მხრიდან ჩვენ არ მოგვისმენია განცხადებები და აქცენტები იმის შესახებ, რომ სწორედ 26 მაისისა და 7 ნოემბრის მსგავსი დამოკიდებულება ხელისუფლებისა საკუთარი ხალხისა და მოქალაქეებისადმი, პირველ რიგში, პრობლემას უნდა უქმნიდეს ქვეყანას დემოკრატიული განვითარების  გზაზე. სამაგიეროდ, 17 მაისის შესახებ ჩვენ უკვე მოვისმინეთ სხვადასხვა განცხადება, რომლებიც გაკეთდა ევროკავშირში თუ ევროსაბჭოში, რაც სწორედ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.

_ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, «ქართულმა ოცნებამ» დაასახელა თავისი კანდიდატი. როგორ აფასებთ ამ გადაწყვეტილებას?

_ სანამ ბატონი მარგველაშვილი მოირგებს პრეზიდენტის როლს, ის ჯერ კიდევ არის განათლების მინისტრი და თქვენი გაზეთის საშუალებით მე მინდა მას ვკითხო, როგორ აფასებს იმას, რომ გეიაღლუმებისა და ფლეშმობების ჩატარება შესაძლებელია სკოლებსა თუ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან; რამდენად იზიარებს ან არ იზიარებს ბატონი მარგველაშვილი საზოგადოების მკვეთრად ნეგატიურ დამოკიდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ უზნეობის ინსტალაციის გამომხატველი აქტები არ უნდა ტარდებოდეს საჯარო სკოლებთან; არის თუ არა იგი სოლიდარული საკუთარი საზოგადოებისადმი ამ ნაწილში. სანამ მისი პრეზიდენტობის საკითხი აქტიურ ფაზაში გადავა, მე მისი აზრი მაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც უკვე დასახელებული საპრეზიდენტო კანდიდატისა და ამასთანავე,  ყველა სხვა პრეზიდენტობის კანდიდატის აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთვის საინტერესოა.

რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილს, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატს, ის არ გახლავთ პოლიტიკოსი, ამ სიტყვის იმ დატვირთვით, რომელიც მოიცავს დროისა და გამოცდილების შედეგად შეძენილ ამ მეტად მნიშვნელოვან უნარს, რასაც პოლიტიკოსი ჰქვია. ამ კუთხით მას მეტად მცირე წონა გააჩნია, რადგან მას არ აქვს საკმაო გამოცდილება.

როგორც ძალიან ბევრი პოლიტიკოსი აღნიშნავს, მათ შორის მისი თანაგუნდელებიც, ბატონი გიორგი ინტელექტუალი გახლავთ. მას გააჩნია კარგი ბეგრაუნდი, საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის თვალსაზრისით, და ეს მისასალმებელია, მაგრამ, მეორე მხრივ, მხოლოდ ინტელექტუალობა და კარგი ბიჭობა არ კმარა. ამ საქმეს სჭირდება შესაბამისი უნარების გამოვლინება, შესაბამისი გამოცდილების ქონა და, რაც ყველაზე მთავარია, უნდა იყო ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი და არა დამწყები დებიუტანტი.

_ რას ფიქრობთ ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირების შესახებ, მეტისმეტად ხომ არ არის დაკნინებული? და აქვე მინდა გკითხოთ: მაშინ, როდესაც ლამის მთელი სახელმწიფო აპარატი, სამინისტროები, კომიტეტები, პარლამენტი, პრემიერიც კი მეტწილად, დასავლეთისა და ამერიკის მიმართულებით მუშაობს, ხომ არ ფიქრობთ, რომ რუსეთის საკითხი მოუგვარებლად რჩება, ამით კი სწორედ მომავალი პრეზიდენტი უნდა დაკავდეს?

_ ბალანსი ყველაფერში საჭიროა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტის უფლებების დაკნინება არ არის სწორი. პრეზიდენტის უფლებები უნდა იყოს იმგვარი, რომ მან შეძლოს საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებთან დაკავშირებით საკუთარი ძლიერი ხელის პოლიტიკა გაატაროს. საერთოდ მიმაჩნია, რომ, როდესაც ქვეყნის გლობალურ უსაფრთხოებას ვეხებით, ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო აქტში ავსახოთ ერთგულება დასავლეთისადმი თუ ნატოს მიმართ, არის ძალიან მცდარი მიდგომა და დამოკიდებულება. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება არის მარიონეტი იმ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც დასალეთიდან იმართებიან. სწორედ ასეთი მოთხოვნა აღმოცენდა «ნაციონალური მოძრაობის» წიაღში, როდესაც გაჩნდა მოსაზრება, რომ დასავლეთისადმი ერთგულება ჩაიდოს კონსტიტუციაში. მე ვთვლი, რომ ჩვენი მიზანი არ არის ნატო, ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის გლობალური უსაფრთხოების მიღწევა. ამისათვის კი ერთ-ერთ საშუალებად განიხილება ნატო, მაგრამ, თუ ჩვენ ხვალ ალტერნატივა გვექნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ან ჩვენი ქვეყნის გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევისა, ჩვენ ამაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ამისათვის კი აუცილებელია სწორი სამეზობლო პოლიტიკის წარმოება, რაც გულისხმობს რუსეთთან, ირანთან თუ სხვა ჩვენს  ამიერკავკასიელ მეზობლებთან სწორად დალაგებულ ურთიერთობებს. ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი და პრემიერი ერთად იზრუნებენ ამაზე.

ესაუბრა ეკა კახიანი

 

1 COMMENT

  1. ძალიან ზუსტი შეფასებაა რეალობის. მაპატიეთ და იდიოტი უნდა იყოს ადამიანი, ან შეგნებული პროვოკატორი, რომ 17 მაისის აქციაზე ძალადობა სასულიერო პირებს მიაწეროს. ეს იყო გარედან დაწერილი და დადგმული პროვოკაცია ერთის მხრივ და ქართველი ხალხის აბსოლუტურად ჯანსაღი გამოვლინება მეორეს მხრივ. აბა ისაა ნორმალური, ქვეყნებში ერთსქესიანთა ქორწინება ყოველგვარი პროტესტის გარეშე რომ კანონდება? ევროპამ დაკარგა იმუნიტეტი, წინააღმდეგობის უნარი, შეეყარა ვიჩ-ინფექცია და არ ვიცი, გვინდა კი ასეთ დასავლეთთან თაბაცხოვრება? ჩვენც იგივე უნდა დაგვემართოს? მე არ მინდა გომოსექსუალისტთა ევროპის ნაწილი ვიყო

  2. არასამთავრობოების 99%, თავისუფლების ინსტიტუტი და ამ თავისუფლების ინსტიტუტში გამოჩეკილ-გამობრძმედილი ნაძირალა პარტიები, ქართველი ერის გადაჯიშებას ემსახურებიან საქართველოში. ამერიკელებს და რუსებს ჩვენი მიწები ჩვენს გარეშე უნდათ და ეს ვერ გაუგიათ ბევრ ნაბიჭვარ ქართველს.დროა თეთრი და შავი უკანალის გარჩევა ვისწავლოთ.

  3. ბატონო დიმიტრი, კარგი და გამორჩეული პიროვნება ბრძანდებით მაგრამ მერწმუნეთ მეტი სიფრთხილე გმართებთ საქართველოს მართმადიდებლურ არსებულ სისტემასათან და მათ სასულიერო პირებთან დაკავშირებით რადგან ბევრი საშინელებები ხდება იქაც და მათი დაცვა არ უნდა შედიოდეს თქვენ კომპეტენციაში… და ის ერის ფსიხოზი რომლისგანაც ვერ განთავისუპლდა ქართველი ერი ამ ოცი წლის მანძილზე არ არის დამოკიდებული მხოლოდ პოლიტიკურ კატაკლიზმებზე არამედ სწორედ იმ მართმადიდებლურ სისტემაზე რომლიც აყალიბებს ფსიქოლოგიურ მეს ღირებულებას ერის სულიერ კულტურაში და რომელიც ტრანსპორმაციას ახდენს პოლიტიკურ ასპექტში საკუთარი საფუძვლის რეალობას გაიძვერობასთან მიმართებაში…

  4. მიმდინარეობს გამოუცხადებელი ომი საქართველოს წინააღმდეგ ამიტომ ამერიკისა და ევროპის საელჩოსთან უნდა დავიწყოთ მიტინგები დაგვანებონ თავი

  5. ვინ, სად და როდის შეზღუდა ლგბტ-ები, საქართველოში არავის სმენია. აი, ქართული ღირებულებები რომ დიდი ხანია ხილულად თუ უხილავად რომ იზღუდება, იდევნება და სნობების მიერ აბუჩად არის აგდებული, ეს ცხადია! მართალია ბატონი დიმიტრი, როცა ამბობს, რომ ეს იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართულად ჩატარებული აქცია და ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირება! გარყვნილებისა და უზნეობის, სოდომ-გომორის ცოდვის მქადაგებელი ღირებულებები, გინდ ევროპული იყოს, გინდ ამერიკული, "ვეფხისტყაიოსნის" შემქმნელი ხალხისთვის, თუ მას საკუთარი ღირსება გააჩნია, მისაღები არასდროს გახდება!

  6. ის,რაც ხდება საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ჩვენი სამღვდელოების(გამონაკლისების გარდა)ბრალია,ყველაფერი ევროპის გაერთიანებულ რელიგიათა ევროპულ საბჭოში საქართველოს ეკლესიის გაერთიანებით დაიწყო,რომელ საბჭოსაც ერთი წელი ჩვენი პატრიარქიც ხელმძღვანელობდა(ეკუმენისტური მოძრაობა),რომელიც ბერების მოთხოვნით 1997 წელს დატოვა,ხოლო ბერები ეკლესიიდან დაითხოვეს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here