Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილ მკალავიშვილი: დავით აღმაშენებელი არ შესულა ნატოში, მაგრამ ააყვავა და გააერთიანა...

მამა ბასილ მკალავიშვილი: დავით აღმაშენებელი არ შესულა ნატოში, მაგრამ ააყვავა და გააერთიანა საქართველო

2744

ინტერვიუ გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარ მამა ბასილ მკალავიშვილთან.

_ მამა ბასილ, ბოლო ცხრა წლის მანძილზე ქვეყანაში აქტიური ანტიმართლმადიდებლური კამპანია მიმდინარეობდა. მოქმედებდა მთელი რიგი ინსტიტუტებისა, რომელთა მიზანსაც ეკლესიისა და სასულიერო პირების დისკრედიტება წარმოადგენდა. როგორ ფიქრობთ, რეალურად მოახდინა თუ არა ამ პროპაგანდამ რაიმე გავლენა საზოგადოების ცნობიერებაზე და რაში იგრძნობა ეს ყველაზე მეტად?

_ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ჩვენთან არს ღმერთი.

იმას, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ჯერ კიდევ დაპატიმრებამდე ხმამაღლა ვაცხადებდი. უშიშრად ვამხელდი სამშობლოს მოღალატეებს. არ იფიქროთ, იმიტომ ვამხელ, რომ არჩევნები წააგეს. ჯერ კიდევ 2003 წელს, როცა მიხეილ სააკაშვილი უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში, ჩემი მრევლით 4 დღის განმავლობაში ვიდექი პარლამენტის შენობის წინ და ვაპროტესტებდი. ვაცხადებდი, რომ შევარდნაძეზე უარესი მოდიოდა მთავრობაში, უფრო სწორად, შევარდნაძის იდეების შემსრულებელი სადისტურ ფორმებში.

ხელისუფლების მმართველი ამერიკელი ჯორჯ სოროსი იყო, ხოლო მთავრობის წარმომადგენლები _ უშუალოდ «თავისუფლების ინსტიტუტის» ლეკვები.

ისინი წინასწარ გადიოდნენ ინსტრუქტაჟს, როგორ ებრძოლონ მართლმადიდებლობას, საქართველოს ეკლესიას, როგორ აღმოფხვრან ყოველგვარი ქართული. ამის შესახებ ყოველთვის გულისტკივილით ვსაუბრობდი, მაშინ არავინ მისმენდა, მეუბნებოდნენ, ყოვლად დაუშვებელია ეს გიჟები ხელისუფლებაში მოვიდნენო. ფაქტი ჯიუტია.

მოვიდნენ და მოგვისპეს ყოველი ეროვნული, ტრადიციული, რაც გაგვაჩნდა. პირველ რიგში კი ძირითადი დარტყმა მათ სარწმუნოებას მიაყენეს. ყოველნაირად ეცადნენ, დაეშალათ, დაენაწევრებინათ ეკლესია. გადაიბირეს გარკვეული სასულიერო იერარქები; ჩასვეს ეკლესიის წიაღში «დამსმენებად», რათა არც ერთი ჩქამი არ გამოჰპარვოდათ და ჩარეულიყვნენ ეკლესიის შიდა საქმეებში.

ჩემი მრევლით ხშირად ვაწყობდი აქციებს «თავისუფლების ინსტიტუტის» წინააღმდეგ. 2004 წლის 11 მარტს სახალხო დამცველის ოფისის ეზოში სახალხოდ წარმოვაჩინე სააკაშვილის რეალური სახე და მკაცრად გავაფრთხილე. სწორედ ამიტომ ჯავრი იყარეს ჩვენზე. 12 მარტს, დილით, დიდი მარხვის პერიოდში საქართველოს ჟანდარმერიისა და სპეცრაზმის თანხლებით იერიში განახორციელეს ჩვენს ეკლესიაზე. ღამენათევი მრევლი სასტიკად დაარბიეს, უმოწყალოდ ცემეს ქალები, მოხუცები, ბავშვები. მსგავსი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. ჩემს დაპატიმრებას რა უნდოდა,  სახალხო დამცველის ოფისში სულ 6 კაცი ვიყავით. ამ ამაზრზენი ფაქტით წარმოაჩინეს თავისი ძალა და დაიწყეს ერის დატერორება.

სააკაშვილი ფაშისტური «მოღვაწეობის» განმავლობაში, რომელიც 9 წელს ითვლის, «ნაცმოძრაობის» წარმომადგენელთა მეშვეობით არაფერს ერიდებოდა, რათა ხალხში შიშის სინდრომი დაემკვიდრებინა. ამას ბრწყინვალედ მიაღწია. ხმას ვერავინ იღებდა. უმოწყალოდ ჩახოცეს ქართული გენი ახალგაზრდა ბიჭების სახით. განსაკუთრებით იმათ მიმართ იყვნენ დაუნდობლები, ვინც წინააღმდეგობას უწევდა და გზაზე ეღობებოდა შავბნელი საქმეების კეთებაში. ამის მსხვერპლი გახდა აკადემიკოსი გურამ შარაძე. ისინი შარაძის სახით დიდ მოწინააღმდეგეს ხედავდნენ, ამიტომაც დახვრიტეს.

საბედნიეროდ, დამთავრდა მათი ტირანია, სამწუხაროდ, დიდი მსხვერპლის ფასად. ეს ჯალათები აუცილებლად წარსდგებიან ჯერ საერო და ბოლოს ღვთის სამსჯავროზე.

საზოგადოების ცნობიერებაზე ყოველივე მანკიერად და მტკივნეულად არაერთგვაროვნად აისახებოდა, მაგრამ, კიდევ გიმეორებთ, ხალხი ისე იყო დაბეჩავებული, მკვლელს აღფრთოვანებით ხვდებოდნენ, თუმცაღა ზიზღს მის მიმართ ყველა გულით ატარებდა.

_ ბოდიშს გიხდით ამ კითხვისთვის, მაგრამ იყო რამდენიმე სასულიერო პირი, მათ შორის წმინდა სინოდშიც, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ გატარებულ რეფორმებს დადებითად აფასებდნენ. საუბარია სწორედ სულიერებისა და ეროვნულობის წინააღმდეგ მიმართულ რეფორმებზე (მაგალითად: განათლების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები, სხვადასხვა რელიგიური კონფესიებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭება და ..). როგორ აფასებთ ამ კატეგორიის ადამიანების საქმიანობას?

_ საბოდიშო არაფერია, ფრიად საინტერესო კითხვაა.

ჩვენ რატომღაც გარკვეულ მომენტებში გვიჭირს, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ.

უპირველესად ეკლესიის წიაღში უნდა იმხილოს ყოველგვარი უმსგავსობა, რომელიც აბრკოლებს ერის წინსვლას სულიერებაში. მანკიერი მხარე სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას, რამეთუ ეკლესია სახეა ერისა. გაჟეჟილს გატეხილი ჯობია. ჯალათ ხელისუფლებას კომპრომატები აქვს სასულიერო პირთა მიმართ. ამ კომპრომატით პირადად ვანო მერაბიშვილი მივიდა და ეუბნება სასულიერო პირებს: აი, ეს ხომ თქვენა ხართ, ახლა რასაც გეტყვით, იმას გააკეთებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგიქვეყნებთ ყველაფერს. ამის საფუძველზე სასულიერო პირები ყურმოჭრილი მონები ხდებოდნენ და მთავრობის წარმომადგენლების წისქვილზე ასხამდნენ წყალს. ამის უტყუარი მაგალითია სინოდის სამარცხვინო კრება, რომელსაც უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლები მართავდნენ, კერძოდ: სოსო თოფურიძე, გიგა ბოკერია, ლაშა თორდია და სხვები. შედეგიც მიიღეს ამაზრზენი გადაწყვეტილებით _ მართლმადიდებლობას, რომელმაც ოცი საუკუნე გვატარა დღემდე, გაუტოლეს სხვა სექტები.

პირადად ჩემთვის ყოვლადმიუტევებელია სარწმუნოების ღალატი. პატიმრობის დროსაც კი კატეგორიული ვიყავი ამ საკითხში. არავის ვაპატიებ ღმრთის მცნებების ღალატს.

მე დაგისახელებთ სასულიერო პირებს, რომლებიც დადებითად აფასებდნენ სააკაშვილის მიერ გატარებულ რეფორმებს:

კალისტრატე მარგალიტაშვილი, რომელიც დავით აღმაშენებელს უწოდებდა სააკაშვილს. ეს ხომ სახელოვანი მეფის შეურაცხყოფაა!

გრიგოლ ბერბიჭაშვილი, რომელიც აღფრთოვანებული იყო სააკაშვილით, მისი რეფორმებით, ერთად ხსნიდნენ ეკლესიებს, ლამის მიტრა დაადგა თავზე.

მეუფე იოსები წყევლიდა იმას, ვინც «ნაცმოძრაობას» ხმას არ მისცემდა და სხვ.

მგონი საკმარისია.

რაც შეეხება განათლების სისტემას, ჯერ პიროვნებები დავასახელოთ და დასკვნა შემდეგ გამოვიტანოთ. რას უნდა ველოდოთ გია ნოდიასგან, გიგი თევზაძისგან და შაშკინისგან, რომელიც ძალიან შორს არის ყოველგვარი ქართულისგან. მათი მეშვეობით მოხდა ის, რომ სკოლის პროგრამიდან რელიგიის სწავლება ამოიღეს, ასევე ამოიღეს აგიოგრაფიული ნაწარმოებებიც. აგიოგრაფია ხომ ერის წარსულია? იქამდეც გავიდნენ, რომ სალოცავი კუთხეები მოაშლევინეს. ბავშვები დაბეგრეს სოლიდური თანხით უმაღლეს სასწავლებლებში. იმ ბავშვმა რა ქნას, რომელიც ნიჭიერია და ფული არ აქვს? არ ისწავლოს?

სკოლაში გატარებული რეფორმები ჩემთვის ყოვლად მიუღებელია. მე გეკითხებით, ჩვენი ერის სასიქადულო მამულიშვილები, დიდი მეცნიერები, საზოგადო მოღვაწენი, რომლებიც ერის ისტორიას ქმნიდნენ, გოგებაშვილის «აი ია»-ზე არ გაიზარდნენ? თუმცაღა სააკაშვილის მიერ ისინი «ჩარეცხილები» არიან. ევროპიდან საქართველომ მხოლოდ უზნეობა გადმოიღო, რაც შეეხება სწავლებას, თვით ევროპამ უნდა ისწავლოს ჩვენგან ბევრი რამ. ჩვენს ერს არ აკლია განათლება, ნიჭი, ერუდიცია, რაც მთავარია ტრადიციები, ზნეობა, თუმცაღა ზნეობაზე ამჟამად თავს შევიკავებდი.

_ ხელისუფლების შეცვლამ საზოგადოებაში გააჩინა განცდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღსდგა. თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს და, რაც მთავარია, როგორ ფიქრობთ, რამდენად ეროვნულია ეს მთავრობა?

_ პირველ რიგში, რასაც ყოველი მოქალაქე ნატრობდა, სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმი დასასრულს უახლოვდება. 1 ოქტომბრიდან თითქმის ყველამ შვებით ამოისუნთქა. არ დარჩა ოჯახი, სააკაშვილის ტერორი არ შეხებოდა. ციხეები აივსო უკანონო პატიმრებით. სამსახურებიდან ხალხი მასობრივად დაითხოვეს. უმუშევრობამაც პიკს მიაღწია, ადამიანები რას არ აკეთებდნენ ლუკმაპურის საშოვნელად. ამ გაუსაძლის ფონზე გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც შეძლო მოძალადის დამარცხება, რომელიც მოკლე დროში ხალხს პირობების გაუმჯობესებას ჰპირდება. ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, რას მივიღებთ მომავალში, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველი ხელისუფლება, ბუნებრივია, დაპირებებით მოდის; მაგრამ სააკაშვილთან შედარება ყოვლადდაუშვებელია, თუმცაღა ახლადშექმნილ ხელისუფლებაში არიან პიროვნებები, რომლებიც, იყო დრო, ებრძოდნენ მართლმადიდებლობას.

სამწუხარო ის არის, რომ საქართველო დამოუკიდებლობას ვერ ეღირსა. დღევანდელი გადასახედიდან ამერიკის გავლენა მკვეთრად იკვეთება. ბიძინა ივანიშვილს ყველგან ამერიკის ელჩი დაჰყვებოდა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იქნება ზეწოლა მათი მითითების შესრულებისთვის.

ფაქტია, რომ თითოეული ოჯახის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება.

რელიგიასთან მიმართებაში ჯერჯერობით წინსვლას ვერ ვხედავ, ამიტომ მოვუწოდებ ახლადარჩეულ მთავრობას, იარონ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის გზით, რათა საქართველოს მართლაც ეშველოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ არასასურველ შედეგს, რომელიც დააზარალებს თითოეულ ჩვენთაგანს.

_ საუბრის დასაწყისში ანტიმართლმადიდებლური კამპანია ვახსენე. როცა საუბარია სამართლიანობაზე, თქვენი აზრით, რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება საზოგადოებამ დააკისროს იმ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე ამ კამპანიისა და პროპაგანდის სათავეში იდგნენ?

_ მრწამსში ყველა ადამიანი თავისუფალია. საქმე ისაა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა. აქედან გამომდინარე მართლმადიდებელი ქვეყნის ხელისუფლებაში მოსულნი ამ ჭეშმარიტ სარწმუნოებას უნდა მოერგონ. ისევ ვიმეორებ, ახლადარჩეულ ხელისუფლებაში არიან პიროვნებები, რომლებიც თავს მორწმუნეებად წარმოგვიჩენდნენ, თუმცაღა თავიანთი ქმედებით ებრძოდნენ მართლმადიდებლობას. ზედაპირული, «მოდური» მორწმუნენი, ბუნებრივია, ჭეშმარიტ მორწმუნეებთან საერთოს ვერ გამონახავენ. უფრო მეტიც, ჩვენ დავკარგავთ უფლის მადლს _ წყალობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრმა, რომლებიც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენენ, ლომის წილი დადეს სააკაშვილის დიქტატორად ჩამოყალიბებაში, ზურგს უმაგრებდნენ მას. მოდით ეს ყველაფერი წარსულს ჩავაბაროთ, გულწრფელად მოვინანიოთ და ვემსახუროთ ჩვენს ბედკრულ, მრავალჭირვარამგამოვლილ ქვეყანას, ხალხს, ერთგულებითა და ჭეშმარიტებით.

_ ახალ მთავრობაში მოხვდა რამდენიმე ისეთი ადამიანიც, რომლებიც თავის დროზე, ხელისუფლების ბრძანებით, ეკლესიის დარბევასა და პირადად თქვენს დაპატიმრებას კანონის დაცვის აუცილებლობით ხსნიდნენ, ანუ ამართლებდნენ (მაგალითად, ლევან ბერძენიშვილი და მთლიანად რესპუბლიკური პარტია). რაზე მიგანიშნებთ ეს ფაქტი?

_ მართალი ბრძანდებით. როცა ჩვენი ეკლესია დაარბიეს, მაშინ მთელი მსოფლიო აღაშფოთა ამ საზარელმა ფაქტმა. ყველა კომენტარებით გამოხატავდა ემოციებს. უმრავლესობა თანადგომას გვიცხადებდა, გმობდა ამ ვანდალიზმს, მაგრამ იყვნენ პიროვნებები, რა თქმა უნდა, გამონაკლისი, რომლებიც საწინააღმდეგოდ აზროვნებდნენ. მაგალითად, ლევან ბერძენიშვილმა თქვა: «ასეთი ბედნიერი ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარო», ასე გაახარა ღვთის მსახურის დაპატიმრებამ ის.

ღმერთმა აპატიოს, იქნებ მანაც შეინანოს და დაადგეს ჭეშმარიტების გზას. აქ კიდევ სხვა საკითხია: მე პირადულით არასოდეს ვყოფილვარ დაინტერესებული. ადამიანი, რაც უნდა დამნაშავე იყოს პიროვნულად ჩემ წინაშე, მთავარია, ის აკეთებდეს საზოგადო საქმეს ერის წინაშე. რაც შემეხება მე, ყველას ვპატიობ. მეორეც, ღმერთის გასაკეთებელს მე არ ვეცდები გავაკეთო. ღმერთი ყველას მიაგებს საქმეთა მათთაებრ, დაუსჯელი არავინ დარჩება.

მე უფრო სხვა რამე მაღიზიანებს, პარლამენტის წევრი, ამჟამად ოპოზიციაში მყოფი გია ბარამიძე ყველას მოგეხსენებათ, ჩვენი დარბევა მისი მინისტრობის დროს მოხდა. იდგა და მშვიდად უყურებდა, სპეცრაზმელები როგორ უმოწყალოდ ცემდნენ ღამენათევ ხალხს, განსაკუთრებით დათა ახალაია და ვასილ სანოძე როგორ უსწორდებოდნენ მოხუც ქალებს ხელკეტებით; ასევე დავით კირკიტაძე და მთელი «ნაციონალური მოძრაობის» წევრები როგორ ულმობლად, ზიზღით, ძალადობრივად მოქმედებდნენ.

გია ბარამიძის უშუალო ხელმძღვანელობით მოხდა სვანეთში მოსახლეობისათვის თვითმფრინავებიდან რაკეტების დაშენა და ხალხის ხოცვა. როგორც იქ დამსწრე საზოგადოება ამბობს, თურმე ერთ-ერთ მიცვალებულს ცეცხლი ეკიდა, ბარამიძე კი იდგა და ცეცხლზე ხელებს ითბობდა. ეს პიროვნება პარლამენტში უნდა იჯდეს და სხვას განიკითხავდეს? მისი ადგილი მხოლოდ საპყრობილეშია, იქ, სადაც უამრავ პატიმრებს სადისტურად აწამებდნენ, ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კი სიამოვნებით უყურებდნენ შემაშფოთებელ, სულისშემძვრელ კადრებს.

_ როგორ აფასებთ ამ ხელისუფლების დამოკიდებულებას ნატოსთან, ევროკავშირთან და ზოგადად ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც, ფაქტობრივად, მისი წინამორბედის მიერ აღებული კურსის იდენტურია? რა შეიძლება ამან მოგვიტანოს საბოლოოდ?

_ მე ღვთის მსახური ვარ და ჩემი გადასახედიდან ვუყურებ ყველაფერს. რაც სააკაშვილი პრეზიდენტად დადგა, მოერგო სავარძელს, მოირგო კონსტიტუცია და, რასაც უნდა, იმას აკეთებს. ასევე, გაერო და ნატო სულ მუდამ პირზე ეკერა. დავით აღმაშენებელი არ შესულა ნატოში, მაგრამ ააყვავა და გააერთიანა საქართველო. ეკლესიური გადასახედიდან ჯერ ეს არ მოხდება, უფალი თუ არ ინებებს, თუნდაც თავდაყირა რომ დადგეს პარლამენტი. გარდა ამისა, იქ გაერთიანებას, ჩემი მოსაზრებით, არანაირი სახარბიელო მხარე არ გააჩნია. გვეყოს ამდენი ჯარების შემოსვლა ამ ციცქნა საქართველოში. მე მგონი, ამას ღმერთი არ დაუშვებს. გეთანხმებით ქვეყნის კურსი, აღებული ახალი ხელისუფლების მიერ, იდენტურია წინამორბედისა. ამიტომ, როგორც წინამორბედი ვერ შევიდა მსოფლიო მასონურ (ასე დავარქმევდი) გაერთიანებაში, ასევე იქნება ახლაც. თუ ეს მოხდა, ისინი საქართველოს მხოლოდ პლაცდარმად გამოიყენებენ, რაც კარგს არაფერს მოგვიტანს. ბუნებრივია, ისინი თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებენ ჩვენს ქვეყანას.

_ დასასრულს საპატრიარქოზეც გკითხავთ. საზოგადოების ნაწილი მის მონაწილეობას ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში არასაკმარისად აფასებს და მიიჩნევს, რომ საპატრიარქო უფრო აქტიურად უნდა ერეოდეს ქვეყნის საზოგადოებრივპოლიტიკურ ცხოვრებაში; ნაწილი კი პირიქით, საერო და სასულიერო სფეროებს მიჯნავს. არის თუ არა რეალურად შესაძლებელი და  მისაღები ის, რომ ეკლესია უფრო მეტად ჩაერთოს მიმდინარე პროცესებში?

_ სასულიერო პირმა აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის საკეთილდღეო საქმეში. როცა ხედავ, ქვეყანა თავზე გენგრევა და შენ შეგიძლია რაიმე სიკეთე გააკეთო, იძახო, მე სულიერი მოძღვარი ვარ და ვერ ჩავერევიო, ამაში არავითარი ლოგიკა არ დევს. პირიქით, რაც შეგიძლია, როგორც შეგიძლია, მაქსიმუმი უნდა გააკეთო შენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. როგორ, პირში წყალი უნდა ჩაიგუბო და შორიდან უყურო ქვეყნის დაღუპვას? ამაში ვერანაირ საღ ქმედებას ვერ ვხედავ. სამშობლოს საკეთილდღეოდ სიცოცხლეც კი უნდა მიიტანო სამსხვერპლოზე.

მე მივესალმები იმ სასულიერო პირებს, მეუფე იობს, მეუფე იაკობს, მეუფე ეფრემსა და სხვებს, რომლებიც ხშირად იდგნენ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გვერდით, სულიერად აძლიერებდნენ მას. განსაკუთრებით ხაშურის მოვლენებს გამოვყოფდი, როცა სასულიერო პირები სპეცრაზმელებსაც კი დაუპირისპირდნენ.

ეს _ ერთეულ ეპისკოპოსებზე. რაც შეეხება უშუალოდ საპატრიარქოს, ის ყოველთვის სააკაშვილის მითითებით მოქმედებდა.

თუნდაც ავიღოთ ახალგაზრდების აღზევებული მასობრივი გამოსვლა. სწორედ მათმა ქმედებამ გადატეხა ხერხემალში სააკაშვილი. როცა სტუდენტების პროტესტმა ციხის მოვლენებთან დაკავშირებით პიკს მიაღწია, ე. წ. პრეზიდენტის მითითებით საპატრიარქომ ახალგაზრდობას მოუწოდა, შეეწყვიტათ მანიფესტაციები. იმ მომენტში ეს მოწოდება ალოგიკური იყო.

საერთოდ, ყველა მოვლენასთან მიმართებაში საპატრიარქოს ქმედება ინერტულია, ამ დროს კი ეკლესიას, როგორც ერის ფლაგმანს, ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა და აქტიური ქმედება, რასაც ნამდვილად ვერ ვხედავთ, გარდა გამონაკლისისა, რომელიც უკვე აღვნიშნე.

_ რას უსურვებთ საქართველოს მოსახლეობას?

_ მართალია, საბედნიეროდ შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ გულხელდაკრეფილები არ უნდა ვიყოთ. პირიქით, თითოეული ჩვენგანის ვალია, ვიაროთ ჩვენი წინაპრების, ქრისტეს ეკლიანი გზით. ვამხილოთ ყოველი უკეთურება, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ჩვენს რწმენას _ მართლმადიდებლობას. ყოველნაირად ვეცადოთ, მშვიდობიანი გზით ავლაგმოთ სექტანტთა პროზელიტიზმი, რომლებიც ქუჩა-ქუჩა დადიან და გვიგინებენ ჩვენს სარწმუნოებას.

მე ვარწმუნებ ყველას და ვაცხადებ: მალე იბერია დაიწყებს გაბრწყინებას მართლმადიდებელი სარწმუნოებით და ეს პროცესი ისეთი იქნება, მას ხელს ვერავინ შეუშლის, რამდენიც უნდა ეცადონ, ვერც სააკაშვილის ბანდა შეუშლის ხელს და ვერც ახლადარჩეული მთავრობა.

ღმერთმა დაგლოცოთ!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

14 COMMENTS

  1. ნუ ერევით სახელმწიფოს პოლიტიკაში.თქვენ,სამღვდელო პირებს სხვა მისია გაკისრიათ,მრევლის სულიერი მიახლოება ღმერთთან.21 საუკუნეა და ნუ მსჯელობთ 18,19 საუკუნის დონეზე.კარგად ვიცნობ და ვხედავ ბოლოდროინდელ სასულიერო პირების მოქმედებებს.ყოვლად მიუღებელია ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისთვის შეუფერებელი მოქმედებები სასულიერი პირების მიერ.ცოდვებში ნუ შეხვალთ და ნუ შეგყავთ მრევლი ცოდვებში.აქ თქვენ უფრო მეტი მოგეთხოვებათ,ვიდრე მრევლს.სამწუხაროა,რომ საბჭოთა კომუნისტების გავლენის ქვეშ ხართ,მეტიწილი სამღვდელო პირი.

  2. მართალია დავით აღმაშენებელი არ შესულა ნატოში, იმიტომ, რომ ნატო არ არსებობდა, მაგრამ დავით აღმაშენებელმა თქვენნაირ ხელისშემშლელ და ბოროტ მღვდელმთავრებს თავები დააყრევინა და მერე გააერთიანა საქართველო. არ შევალთ ნატოში, თუ დაგვთანხმდებით თქვენი თავების მოჭრას და ეკლესიის გაწმენდას.

  3. პირველ რიგში, ჟურნალისტს შევახსენებ, რომ უნდა იყოს ნეიტრალური პოზიციის მქონე, მინიმუმ ინტერვიუს აღებისას.

    რაც შეეხება მკალავიშვილს, მე, პირველ რიგში მრცხვენია, რომ ასეთი პიროვნებების ინტერვიუები საერთოდ იბეჭდება.

    სამწუხაროა, ჩვენ ვცხოვრობთ ბნელეთში და მასშივე ჩახრჩობისკენ მივისწრაფით… რა დააშავა საზოგადოების იმ ნაწილმა, ვინც მომავლისკენ იყურება და არა ჩრდილოეთის უკანალისკენ?

    იმდენად ბევრი უარყოფითი ემოცია მიტრიალებს, რომ არც ვიცი რომელ ერთ აქ დაწერილ სიმახინჯეზე ვიმსჯელო.

    ერთი რამ მინდა ვუთხრა სტატიის ავტორსაც და მკალავიანელებს – თქვენ არ ხართ უმრავლესობაში და არ გაგანადგურებინებთ ჩვენს მომავალს!

  4. რას გვთავაზობთ მამაო ჯვაროსნული ომი ხომ არ დავიწყოთ ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ. სხვებიც ღვთის შვილები არიან

  5. მამა ბასილი! აღმაშენებლის დროს თანამედროვე ტექნოლოგიები რომ ყოფილიყო, წარმოგიდგენიათ რა აღშენება იქნებოდა,არაა?)))

  6. ნეტა ესეთი მღვდლები გვიმრავლოს ღმერთმა ,პირადად ვიცნობ მამა ბასილს და არის ნამდვილი პატრიოტი,ერის სირცხვილი სააკაშვილი და მისი ბანდაა,სად შეიკრიბეთ ყველა ასეთი ანრიქრისტე??თუმცა ის წუხს მიშაზე ვინც ხელს კარგად ითბობდა მისი,,მეფობის ,,დროს და ხალხზე რატო იფიქრებს ეს ხალხი,რას იზამთ სიმართლე არავის უყვარს,ან ეშინიათ,მაგრამ დრო განსჯის ყველაფერს

  7. მაოცებს არა მკალავრიშვილი არამედ ის ხალხი ვინც მკალავრიშვილის მოსაზრებას იზიარებს რომ დავითმა ნატოს გარეშე ააყვავა საქართველო.
    სავარაუდოდ მათ უბრალოდ არ იციან დავით აღმაშენებლის ცხოვრების და რეფორმების პერიოდის შესახებ არაფერი. არც მისი მამიდის ბიზანტიის სამეფო ოჯახის წევრობა და არც ის თუ რამდენად ძლიერი და გავლენიანი იყო მაშნ ბიზანტია. მაშინდელი ბიზანტია დღევანდელი ნატოა. ვინც არ იცით წაიკითხეთ ვინც იცით და გაანალიზეთ. ვისაც კიდე მაინც და მიანც პუტინი უნდა მიბრძანდით ბატონო.

  8. დავით აღმაშენებელი როგორ სჯიდა მოღალატეებს, ის მეთოდები აღვადგინოთ ჯერ და მერე ვილაპარაკოთ ნატოში შესვლა-არშესვლაზე, მამაობასილ!

  9. ბატონ ბასილ მკალავიშვილს ალბად ჰგონია რომ ხალხს დაავიწყდა მისი და მისი ბრბოს თავდასხმები ლურსმნიამი ჯვრებით სადამსჯელო ოპერაციები სხვა რელიგიური დაჯგუფების მიმართ. რასაც ის მშვიდობიან მიტინგს უწოდებს. მაგალითს იესო ქრისტე რომ წარმოადგენდეს (რაც ასეც უნდა იყოს) მაშინ იესო რბილი საუბრით,პატივიაცემით და სიყვარულით ესაუბრებოდა გზას აცდენილი ადამიანებს. პოლიტიკაშიც არასდროს ჩარეულა და მოკლედ… ეს არ ჰგავს სასულიერო პირის არც საუბარს და არც ცხოვრებას. რაც შეეხება დავით აღმაშენებელს ის ნამდვილად მეფე იყო, სამშობლოზე შეყვარებული.

  10. თუ ჯვაროსნები ჩაითვლება ნატოს ჯარად:))))), მაშინ როგორაა საქმე:)))))

  11. რას ბჟუტურებს ეს ქეციანი, გაბურძგნული, რუსეთუმე ტურა! დავით მეფემ ჯვაროსნები საფრანგეთში გააგზავნა რომ, მათ მონაწილეობა მიეღოთ ჯვაროსნულ ლაშქრობებში. დიდგორის ბრძოლისას კი, თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის წინააღმდეგ, რომელსაც გამოცდილი სარდალი ილ-ღაზი მეთაურობდა, 300 – ქართველების მხარდამხარ ჯვაროსანი იბრძოდა. ეს იმას მოწმობს რომ, ქართველებს ჯერ კიდევ, მე-12 საუკუნეში ევროპასთან მჭიდრო კავშირი ქონდა. ამ დროს კი, ზგიერთი მღვდელების სათაყვანებელი, ერთმორწმუნე რუსი ღორები, ბასიაკი, ბრატანები, ტყეებში ტიტლიკანები დარბოდნენ და მათ ბინძურ სხეულ, ბაღლინჯო და ტკიპა აწუხებდა! ეს მვდელი, ამას დავით მეფეზე იმიტომ ამბობს რომ, მან სწორედ მასეთი გაიძვერა მღვდლები დაიჭირა, კუსლები დააჭრა, გაპარსა და ეკლესიიდან ტრაკში პანღურის ამორტყმით გამოაგდო!

  12. მართალს ამბობს მე ვეთანხმები ღმერთთან ვიყოთ ახლოს მთავარია დამას დავემორჩილოთ და მისი გვეშინოდეს და არა ამ ურცხვი ავადმყოფი გარეწრების

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here