Home რუბრიკები ისტორია გივი ბერძენიშვილი: დღევანდელი დემოკრატებისგან განსხვავებით, სტალინმა 5,5-მილიონიანი აყვავებული საქართველო დატოვა!

გივი ბერძენიშვილი: დღევანდელი დემოკრატებისგან განსხვავებით, სტალინმა 5,5-მილიონიანი აყვავებული საქართველო დატოვა!

4550

”Свидетельствую: начало войны проспали Жуков и Тимощенко”, _ ასე ჰქვია წიგნს, რომელიც სულ ახლახან გამოუშვა გამომცემლობა «ლეგამ». მისი ავტორია გივი ბერძენიშვილი _ მწერალი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, ენერგეტიკის აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი. მან დაწერა რამდენიმე წიგნი იოსებ სტალინის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ასევე, ორი პიესა: «მის ადგილს სტალინი დაიკავებს» და «დამარცხება შეუძლებელია». დღეს ბატონი  გივი ჩვენი რედაქციის სტუმარია.

_ ბატონო გივი, «ნაციონალების» მმართველობისას, ანტისტალინურმა პროპაგანდამ არნახულ «სიმაღლეებს» მიაღწია. თქვენი აზრით, რაშია საქმე?

_ რამდენიმე წელია, ყურადღებით ვადევნებ თვალს ანტისტალინელების ქმედებებს. ერთხელ ტელევიზორში მოვუსმინე ჩემთვის უცნობი, ეგრეთ წოდებული მწერლის, ვინმე ტურაშვილის ლაქლაქს, რომ თურმე სტალინი სისხლისმსმელი ტირანია, რომელმაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანი დახოცაო და ა. შ. ვუყურე, აგრეთვე, სტალინის მიმართ მსგავსი ბინძური ჭორებითა და უსაზიზღრესი ცილისწამებებით გაჯერებულ გადაცემას, რომელიც მოაწყო სამთავრობო ტელევიზიის უნიჭო და უვიცმა ფსევდოჟურნალისტმა, გვარად სანაიამ.

სამწუხარო და სავალალოა ის, რომ ტურაშვილები და სანაიები მარტონი არ არიან. ბევრი მათნაირი უწიგნური, უვიცი და ბრიყვი ანტისტალინისტი ქართველისაგან მსგავსი ცილისწამებები მოგვისმენია.

_ თქვენი აზრით, როგორ უნდა მოქმედებდეს მკვლევარი, რომელიც ცდილობს, გაერკვეს ამა თუ იმ ისტორიულ მოვლენაში?

_ თუ მწერალი ხარ და თანაც ისტორიკოსი, შეეცადე, სიმართლის მარცვალი იპოვო; ჩაუღრმავდი საკითხის არსს, გაეცანი მრავალ ენაზე (მათ შორის, ქართულზეც) უკვე მრავლად გამოცემულ ფაქტებზე დაყრდნობილ მასალებს, ისე, როგორც ამას აკეთებს რუსი, სომეხი, ინგლისელი და სხვა ერის ისტორიკოსი, მწერალი, მეცნიერი!

_ მაგალითად?

_ აღნიშნულის სანიმუშო მაგალითია ორი წლის წინ რუსულ ენაზე თარგმნილი ისტორიული ნარკვევი «37 წლის გამოცანა. ანტისტალინური სისაძაგლე» (რომელიც თქვენმა გაზეთმაც დაბეჭდა). ნაშრომის ავტორმა, ამერიკელმა ისტორიკოსმა და მწერალმა გროვერ ფერმა მრავალი წლის უდიდესი შრომის ფასად მოიპოვა სიმართლის ამსახველი ისტორიული მასალები და გამოსცა ეს 450-გვერდიანი წიგნი, რომელშიც დაწვრილებითაა განხილული ხრუშჩოვის მოხსენება საკავშირო კომპარტიის XX ყრილობაზე.

ფერი, პუნქტუალურად განიხილავს რა გარეწარ «ხრუშჩას» მიერ სტალინისადმი წაყენებულ «ბრალდებებს», იუველირული სიზუსტით აბათილებს მათ და ქვას ქვაზე არ ტოვებს, ანადგურებს იმ ბინძური ჭორების «კიდობანს», საიდანაც ნიაღვარივით მოედინება «ანტისტალინური სისაძაგლე»!

_ რას იტყვით «სტალინის რეპრესიებზე»?

_ «სტალინურ რეპრესიებს», ციხის დამსმენისა და ცერეუს აგენტის _ სოლჟენიცინის, რუსი ებრაელი დისიდენტის _ კარიაკინის, «ქართველი მწერლის» _ ტურაშვილის, უნიჭო ფსევდოჟურნალისტის _ სანაიას და სხვათა და სხვათა «მტკიცებით», თურმე 40-70-110 მლნ უდანაშაულო ადამიანი შეეწირა.

ათასჯერ დაგვიწერია და მილიონჯერ გვითქვამს, რომ ეს უსაზიზღრესი ცილისწამება და ჭორია, გავრცელებული ნაძირალა «ხრუშჩას» და მისი ანტისტალინისტი თანამოაზრეების მიერ.

სიმართლეს კი ამ საკითხზე ასახავს საკავშირო პრესაში მრავალგზის გამოქვეყნებული, ხრუშჩოვის სახელზე 1954 წლის 1 თებერვალს დაწერილი მოხსენებითი ბარათი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი რუდენკო, შინაგან საქმეთა მინისტრი კრუგლოვი, იუსტიციის მინისტრი გორშინინი. ამ ფრიად კომპეტენტურ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საბჭოთა კავშირში 1921 წლიდან 1954 წლის 1 თებერვლამდე კონტრრევოლუციური დანაშაულისათვის გასამართლებული იყო 3 777 300 ადამიანი. აქედან დახვრეტა მიესაჯა 642 980-ს. მათგან, რა თქმა უნდა, ყველა არ დაუხვრეტიათ, ზოგს შეეცვალა სასჯელის ზომა.

საქმე ისაა, რომ 1927 წლამდე, სანამ ტროცკი არ ჩამოაშორა ქვეყნის მართვის სადავეებს, სტალინს რეალური ხელისუფლება არ გააჩნდა. 1917-დან 1927 წლამდე სტალინს ხელი არ მიუწვდებოდა ძალოვან სტრუქტურებზე. ხალხს ხვრეტდნენ ლენინის, ტროცკის, ზინოვიევის, კამენევის, რიკოვის, ბუხარინისა და ტუხაჩევსკის ბრძანებით.

სავარაუდოდ, იმ 640 ათას სიკვდილმისჯილიდან დაახლოებით 300 ათასი დაიხვრიტა 1927 წლამდე. სწორედ ეს დარჩენილი 300 ათასი კაცი, ოცი წლის განმავლობაში დათარეშობდა მთელ საბჭოთა ტერიტორიაზე, ცილს სწამებდა პატიოსან ადამიანებს და სპობდა მათ, აწყობდა ტერორს, საბოტაჟს, ანადგურებდა მოსავალს, აფეთქებდა ელექტროსადგურებს, ქარხნებს, ფაბრიკებს და ა. შ.

სწორედ ეს მავნებელთა ბანდა, დაახლოებით 300 ათასი კაცი, გაანადგურა 37-ში რევოლუციური რუსეთის კანონმდებლობამ და არა სტალინმა. 300 ათასი, და არა 40-70-110 მლნ, როგორც ამას «ამტკიცებენ» ქართველი ანტისტალინისტები. რაც შეეხება სტალინს, პირადად მის სინდისზე არაა არც ერთი წვეთი სისხლი პატიოსანი ადამიანისა!

«ლენინის მთავრობაში ყველაზე ლოიალური სტალინი იყო. იგი ყოველთვის ბრალდებულის მხარეზე იყო და უმეტეს შემთხვევაში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამოდიოდა» (ბენედიქტოვი, სტალინის მთავრობის სახალხო კომისარი).

ცნობილია, სტალინის მიერ ძერჟინსკის მიმართ მიცემული რჩევა, როცა უკანასკნელს ვეჩეკას თავმჯდომარედ ნიშნავდნენ: «სჯობს 100 დამნაშავე გაამართლო, ვიდრე ერთი უდანაშაულო დასაჯოო» !

ისიც ცნობილია, რომ სტალინი წინააღმდეგი იყო, მისი ბოროტი მტრების _ ბუხარინისა და რიკოვის დახვრეტისა, რომლებმაც მას მრავალჯერ მოუწყვეს შეთქმულება მისი ფიზიკურად განადგურების მიზნით. მან აპელაცია შეიტანა ცკ სპეცკომისიაში, შეეწყალებიათ ისინი და ქვეყნიდან გაეძევებიათ, თუმცა კომისიამ, გაითვალისწინა რა ბუხარინისა და რიკოვის მიერ ქვეყნის მიმართ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, შეტანილი აპელაცია არ დააკმაყოფილა.

_ ბატონო გივი, ხშირად გაიგონებ, რომ სტალინს საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებიაო.

_ უგუნური ქართველი ანტისტალინისტები ერთ ხმაში ბღავიან: «სტალინს საქართველოსთვის ცუდის მეტი არაფერი გაუკეთებიაო». მაგ უწიგნურებს ვურჩევ: კარგად წაიკითხეთ თქვენივე ქვეყნის ისტორია და დარწმუნდებით, რომ, თუ არა სტალინი, საქართველო უკვე დიდი ხნის წინათ აღარ იქნებოდა მსოფლიო რუკაზე.

1922 წელს სტალინმა ფეოდალური რუსეთის ნანგრევებზე შექმნა დიადი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, რომლის სხვა, 15 სოციალისტურ რესპუბლიკასთან ერთად, მისი სრულუფლებიანი წევრი საქართველოც გახდა (სხვათა შორის, ევროპული თანამეგობრობა, რომლის მემკვიდრეა ევროკავშირი, საბჭოთა კავშირის მაგალითზე შეიქმნა 1957 წელს).

მაშინდელი საქართველო ერთ მილიონამდე მოსახლესაც ვერ ითვლიდა და იყო ჩამორჩენილი კუსტარულაგრარული, ღატაკი, გაუბედურებული ქვეყანა (იხ. ჟან ფრანსუა გამბას «მოგზავრობა კავკასიაში»).

სტალინმა ისტორიულად უმოკლეს დროში (საგულისხმოა, რომ სტალინს მშვიდობიანი აღმშენებლობისათვის სულ რაღაც 7 წელი ჰქონდა _ 1946-1952 წ.წ.) საქართველო გახადა მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანა, რომლის მოსახლეობა ერთ სულზე წარმოებული და მოხმარებული საერთო ეროვნული პროდუქტის მიხედვით მსოფლიო განვითარებული ქვეყნების ხუთეულში მოხვდა უკვე 50-იანი წლების დასაწყისში, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადანაწილებული ეროვნული სიმდიდრის მიხედვით, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა.

დღევანდელი დემოკრატებისგან განსხვავებით, სტალინმა დატოვა 5,5-მილიონიანი აყვავებული საქართველო!

საქვეყნოდ ცნობილია, რომ სტალინის ერთადერთი საზრუნავი იყო მშრომელი ადამიანის კეთილდღეობის მაქსიმალური უზრუნველყოფა.

აი, რას წერს სტალინი თავის უკანასკნელ გენიალურ ნაშრომში «სოციალიზმის ეკონომიკური პრობლემები საბჭოთა კავშირში»: «აუცილებელია, მივაღწიოთ ისეთ კულტურულ ზრდას, რომელიც საზოგადოების ყველა წევრისათვის უზრუნველყოფს მისი ფიზიკური და გონებრივი უნარის ყოველმხრივ განვითარებას, რათა საზოგადოების ყველა წევრს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს განათლება, რომელიც საკმარისი იქნება, გახდეს საზოგადოებრივი განვითარების აქტიური მოღვაწე, რათა შესაძლებლობა ჰქონდეს, თავისუფლად აირჩიოს პროფესია და მთელი ცხოვრების მანძილზე, არსებული შრომის განაწილების გამო, ერთ რომელიმე პროფესიას არ იყოს მიჯაჭვული.

რეფორმები გარდაუვალია, მაგრამ თავის დროზე. და ეს უნდა იყოს ორგანული რეფორმები, რომლებიც დაფუძნებული იქნება ტრადიციებზე, მართლმადიდებლური თვითშეგნების თანდათანობითი აღდგენით. ძალიან მალე ტერიტორიებისთვის ომებს შეცვლის ცივი ომები რესურსებისა და ენერგიისთვის. მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. ენერგიის ახალ სახეობათა დაუფლება ჩვენი მეცნიერებისთვის პრიორიტეტული უნდა გახდეს. მათი წარმატება მომავალში ჩვენი დამოუკიდებლობის საწინდარია».

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ზემოთ მოყვანილი ამონაწერი სტალინის ნაშრომიდან, რომელიც მან 1952 წლის შემოდგომაზე, სიკვდილამდე ნახევარი წლით ადრე, ლიკანში დაწერა, სამოქმედო პროგრამა უნდა გახდეს ყველა გონიერი სახელმწიფო მოღვაწისთვის.

სტალინმა ქვეყანას მისცა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო დემოკრატიული და ადამიანის კეთილდღეობაზე მორგებული კონსტიტუცია უნიკალური, დაქირავებულის უფლებების დამცველი შრომის კოდექსით და, ასევე ჰუმანური, უდანაშაულო ადამიანის დამცველი სისხლის სამართლის კოდექსით.

სტალინმა სამუდამოდ აღკვეთა უმუშევრობა. საქართველოს ისტორიაში პირველმა და უკანასკნელმა დააკანონა 7-საათიანი სამუშაო დღე და 5-დღიანი სამუშაო კვირა. იმ დროში კაპიტალისტური სამყაროს უმეტეს ქვეყნებში 12-საათიანი სამუშაო დღე დომინირებდა.

სტალინმა ხალხს მისცა უფასო სწავლა-განათლება, უფასო მკურნალობა, უფასო ბინა, უფასო დასვენება და მკურნალობა კომფორტულ სანატორიუმებში, სიმბოლური ფასები წამალზე, პურსა და საერთოდ საკვებ პროდუქტებზე, ფართო მოხმარების საქონელზე, ყოველდღიურ მოხმარების საგნებზე, კომუნალურ მომსახურებაზე!!!

სტალინმა უმოკლეს დროში არნახულ სიმაღლეზე აიყვანა ქართული მეცნიერება, განათლება, კულტურა, ხელოვნება, სპორტი, კინო, თეატრი.

სტალინმა 1941 წელს გაცხარებული ომის პირობებში დააარსა ქართული მეცნიერებათა აკადემია, თავისი ფრიად ეფექტური საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტებით.

სტალინურმა ეპოქამ შობა და აღზარდა კოჰორტა უდიდესი, მსოფლიო დონის მეცნიერებისა, რომელთაგან 34 გახდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, ხოლო 50 იმავე აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

ეს იყო მეცნიერების ნამდვილი ტრიუმფი, რომლის მსგავსისთვის არ მიუღწევიათ არამც თუ საქართველოს მსგავს მცირერიცხოვან, არამედ მსოფლიოს ბევრ მრავალრიცხოვან ერებს.

სტალინურმა ეპოქამ აღზარდა მრავალრიცხოვანი არმია მაღალკვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური კადრებისა, რომლებიც არამც თუ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც ხელმძღვანელობდნენ ურთულეს მშენებლობებს.

ისინი მოღვაწეობდნენ დედამიწის თითქმის ყველა კონტინენტზე. ამ მხრივ, მრავალთაგან, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქართველი ინჟინრების მიერ აღმართული უნიკალური ჰიდროტექნიკური ნაგებობა _ ასუანის კაშხალი ეგვიპტეში და უნივერსალური, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ბჰილაის მეტალურგიული კომბინატი ინდოეთში.

სტალინმა აგვიშენა ქალაქი რუსთავი თავისი უნიკალური მეტალურგიული კომბინატით. ქუთაისში აგვიშენა საავტომობილო ქარხანა და გადააქცია იგი ინდუსტრიის მშენებელ ქალაქად.

სტალინურმა ხუთწლედებმა საქართველოს აუშენა მძლავრი ჰიდროელექტროსადგურები: ზაჰესი, რიონჰესი, ხრამჰესი I, ხრამჰესი II, აწჰესი, ლაჯანურჰესი, სოხუმიჰესი, ჩითახევჰესი და ბევრი უფრო მცირე სიმძლავრის ჰესი.

სტალინმა საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოში ერთ-ერთ უმძლავრეს ენგურჰესის მშენებლობას, თავისივე უნიკალური 271 მეტრი სიმაღლის თაღოვანი კაშხლით. საგულისხმოა, რომ ენგურჰესის მიერ გამომუშავებული კილოვატი ენერგიის საპროექტო თვითღირებულებამ 0,01 კაპიკი შეადგინა; რამაც საქენერგოს ხელმძღვანელობას საფუძველი მისცა, 1988 წელს წინადადებით შესულიყო მთავრობაში, მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის უფასოდ გაცემაზე!

ენგურჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ საქენერგოს მიერ გამომუშავებულმა ელექტროენერგიამ 16 მილიარდ კილოვატს მიაღწია. ტარიფი 2-4 კაპიკი გახდა. 1987 წელს საქართველომ მოიხმარა 20 მილიარდი კილოვატი და ერთ სულ მოსახლეზე გამომუშავებული და მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა!

სტალინმა დააშრო კოლხეთის ჭაობი და იგი ჩაის კულტურისა და ციტრუსების წალკოტად აქცია.

მალარიის მძიმე სენისგან განკურნა დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა.

სტალინმა ქართველ ქალს აჩუქა ჩაის საკრეფი მანქანა, რითაც იგი იხსნა მონური შრომისაგან.

სტალინმა მოგვცა თბილისის ზღვა. იორისა და ალაზნის სარწყავი სისტემები, რითაც გააათკეცა გვალვისაგან გადამწვარი სავარგულების მოსავლიანობა.

სტალინმა თბილისს აჩუქა უნიკალური მეტროპოლიტენი, მე-3 საბჭოთა კავშირში და 33-ე მსოფლიოში.

_ ბატონო გივი, ალბათ, უინტერესო არ იქნება მკითხველისათვის თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის ისტორია.

_ 1950 წლის დასაწყისში სტალინი თავისთან იწვევს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს _ კანდიდ ჩარკვიანს და ეკითხება: «თბილისში არ გინდათ მეტროპოლიტენი?!»

ჩარკვიანი: «ბარე, რომ გვინდა, მაგრამ ნახევარმილიონიან ქალაქს ვინ დაგვიფინანსებს ასეთ ძვირადღირებულ ობიექტს?!»

«შენ დასვი საკითხი პოლიტბიუროზე, _ ეუბნება სტალინი, _ მეტროპოლიტენი არ არის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება, იგი ომის შემთხვევაში თავდაცვის შეუცვლელი საშუალებაა».

1951 წელს დაიწყო თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა.

_ რატომ დაუშვა სტალინმა გამონაკლისი ნახევარმილიონიან თბილისში მეტროპოლიტენის აშენებასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირში მილიონიანი ქალაქიც ბევრი იყო.

_ საქმე ისაა, რომ პენტაგონმა, ტრუმენის დავალებით, II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ცივი ომის პირობებში, შეიმუშავა საბჭოეთის 20 ქალაქზე ატომური თავდასხმის სტრატეგიული გეგმა. მიზანში ამოღებული 20 ქალაქიდან ერთ-ერთი თბილისი იყო.

აი, თურმე რატომ დაუშვა სტალინმა ასეთი უპრეცენდენტო გამონაკლისი!!! სტალინი, საქართველოს გულანთებული  და ქართვლის ბედზე დაფიქრებული პატრიოტი, არ დაუშვებდა, რომ ატომური თავდასხმის შემთხვევაში, მის მშობლიურ ქალაქს ხიროსიმასა და ნაგასაკის ბედი გაეზიარებია!

სტალინმა მსოფლიოს დაუბრუნა შოთა რუსთაველი, საქართველოს _ ილია და ვაჟა, აგრეთვე, დიდი ივანე ჯავახიშვილი. სტალინმა გადაარჩინა მართლმადიდებელი ეკლესია, ქართულ ეკლესიას აღუდგინა ავტოკეფალია. სტალინმა გადაარჩინა და საქართველოს დაუბრუნა მენშევიკური მთავრობის მიერ საფრანგეთში გატაცებული ქვეყნის ხაზინის ფასდაუდებელი ოქროს ფონდი.

სტალინმა სოჭი გააჩუქაო, _ ბუზღუნებენ ქართველი «მეცნიერები». უბედურებმა ისიც არ იციან, რომ სოჭი არასდროს ყოფილა საქართველოსი და, თუ შენი არ არის, როგორ გააჩუქებ?! ანტისტალინისტი ქართველი ისტორიკოსების სირცხვილია, რომ არ იციან ის, რომ მე-19 საუკუნის 60-იან წლებამდე ის ტერიტორია, რომელზეც ახლა სოჭია გაშენებული, უკაცრიელი იყო და ოსმალეთს ეკუთვნოდა.

რუსეთმა თურქეთს წაართვა ეს ტერიტორია და 1864 წელს იქ დააარსა სასაზღვრო პუნქტი სახელად პოსტდახოვსკი. იგი 1896 წელს გახდა ქალაქი, რომელსაც ეწოდა სოჭი. ერთერთ სუფრასთან ერთმა პროფესორმა ეს საკითხი წამოჭრა, სტალინმა სოჭი რუსებს აჩუქაო! (?) როდის იყო სოჭი საქართველოსმეთქი. რა ვიცი, ყველა ასე ამბობს და მეც ასე მეგონაო (???)… პროფესორი!!!

სტალინს არაფერი გაუჩუქებია, პირიქით, 1931 წელს მან აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შემოუერთა საქართველოს, ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით. სტალინმა ომის დამთავრებისთანავე ქლუხორის მხარე შემოუერთა საქართველოს, ასობით სოფლით, დაბით და ათასობით კვ. კილომეტრი ტერიტორიით. და რომ ამერიკას 1945-ში ატომური ბომბი არ აეფეთქებინა, სტალინი მზად იყო, თურქეთის მიერ მიტაცებული ქართული ტერიტორიები დაებრუნებია. 1949 წელს, როცა საბჭოეთმა ატომი მოიპოვა, სტალინი ისევ დაუბრუნდა ამ საკითხს, მაგრამ მისმა მოულოდნელმა სიკვდილმა ჩაშალა ეს საქმე.

_ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნასაც აბრალებენ სტალინს.

_ საქართველოს კპ ცეკას ერთ-ერთმა მდივანმა ამ თანამდებობაზე მუშაობისას პოლიტბიუროს წითელ არქივში მოიპოვა მასალა («გადაწერა მკაცრად იკრძალება»), საიდანაც ამოიკითხა შემდეგი: 1922 წელს პოლიტბიუროს სხდომაზე იხილებოდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხი. ლენინი, ტროცკი და პოლიტბიუროს სხვა წევრები მოითხოვდნენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანებას, რათა შეეკოწიწებიათ ოსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. სტალინი ჩვეული სიმტკიცით წინ აღუდგა ამ იდეის განხორციელებას, დაარწმუნა ლენინი, რომ ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი არის სამაჩაბლო, ძველთაძველი ქართული მიწა და მისი გაიგივება ოსეთთან დაუშვებელიაო. ლენინი იძულებული იყო, წასულიყო კომპრომისზე, სამხრეთ ოსეთი დატოვა საქართველოს შემადგენლობაში, ოღონდ ავტონომიური ოლქის სტატუსით.

სტალინმა 1950 წელს შექმნა თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები, რაც იყო წინაპირობა ავტონომიების გაუქმებისა.

ასეთია სიმართლე სტალინზე _ გულანთებულ პატრიოტზე, საოცარი მამაკაცური ხიბლით შემოსილ, სამართლიან, კეთილ, პატიოსან ადამიანზე. მას ანალოგი არ ჰყოლია მსოფლიოში თავისი რანგის სახელმწიფო მოღვაწეთა შორის.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ვინც კარგად იცის საქართველოს მთელი ისტორია, ალბათ, დამეთანხმება, რომ სტალინის ეპოქა იყო ოქროს ხანა ჩვენს სამშობლოში.

ერთერთ გაზეთში საინტერესო ფრაზა ამოვიკითხე: «ყოფილი მილიციელი ფიქრობს, რომ თურმე ახლანდელი პოლიციელი უფრო გონიერი ყოფილა, ვიდრე წინანდელი მილიციელიო». ალბათ, უდანაშაულო ბიჭების ქუჩაში დახვრეტა მას «გონიერება» ჰგონია. შემდეგ: «დუბინკები იარსებებს მანამ, სანამ ადამიანი იქნებაო» _ ჩანს, ყოფილ მილიციელს არ სცოდნია, რომ ქუჩაში გამოსული წესრიგის დამცველი მილიციელის აღჭურვილობაში არ შედიოდა როგორც «ცხელი» და «ცივი» იარაღი, ასევე «დუბინკაც».

«დუბინკის» აღმართვა საბჭოთა მოქალაქეზე, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად ითვლებოდა და სოციალისტური კანონით მკაცრად ისჯებოდა.

მილიციელის იარაღი იყო ფორმა!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

3 COMMENTS

  1. ეს ყველაფერი ალბათ ზღვაში წვეთია იმ სიკეთეთაგან, რაც სტალინს გაუკეთებია არა მხოლოდ ქართველთათვის, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობისათვის. ერთი მხოლოდ სოჭის ამბავი მაეჭვებს. ალბათ არ მიწყენს ბატონი გივი ჩემი აზრის გამოთქმას, რომელიც ჩემი ვარაუდით სერიოზულ არგუმენტს ეყრდნობა.ჩემს თავს ვერ მივცემ უფლებას ისტორიულ ფაქტებში ეჭვი შევიტანო, მაგრამ რაც თავი მახსოვს ამ ქალაქს ყოველთვის მოვიხსენიებთ სახელით – სოჭი და არა სოჩი. ჩელიაბინსკისთვის არასოდეს გვიწოდებია ჭელიაბინსკი, ჩეჩენისთვის ჭეჭენი და ა. შ. ჩემი ვარაუდით ამ ტერიტორიაზე ქალაქის გაშენებამდე ალბათ გამრავლებული იყო ხის ჯიში – სოჭი და აქედან წარმოიშვა ქალაქის სახელიც. დიდი პატივისცემით, ავთავდილ დავითაშვილი /591 63 50 19/

  2. ჯერ ერთი სოჭი ძირძველი ქართული მიწაა და თვითონ სოჭი ქართული სიტყვაა.

    მეორე – სტალინს არ გაუჩუქებია სოჭი! ლენინს ქონდა უკვე ხელი მოწერილი სტალინს რომ შეატყობინეს ეგ, მაგრამ რა თქმა უნდა მაინც სტალინს მიაწერეს. იმიტომ რომ სათქმელი ქონოდათ თქვენმა ქართველმა სტალინმა მოგვცაო.

    სტალინმა უფრო მეტი მისცა მაგ უმადურ ღორებს და ის არ ახსოვთ. სოჭი კი, რაც არ მიუცია – კარგად ახსოვთ! აი აი, ღორებო.. თქვენზე მაგარი ღორები რომ შემოგესევიან მერე ნახეთ.. მოგენატრებათ ძიას ულვაში..

  3. Жуков и Тимощенко не проспали, а предали (ამაზე და იმაზე, თუ სტალინმა რატომ არ დახვრიტა, იხ. ომის ექსპერტის арсен мартиросян-ის ინტერვიუები). სტალინი რომ ლენინის მთავრობაში მართლაც ყველაზე ლოიალური იყო და უმეტეს შემთხვევაში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამოდიოდა, იქიდანაც ჩანს, რომ მან, ერთადერთმა პოლიტბიუროს წევრებს შორის, დემონსტრაციულად ხელი არ მოაწერა ლენინის დეკრეტს მეფის ოჯახის დახვრეტის შესახებ, რასაც ხრუშა, თავისი სისულელით, ერთ-ერთ ბრალდებად უყენებდა მას, „ლენინსაც არ ემორჩილებოდაო“. ანდა, რისთვის დასჭირდა მას, წამოეყენებინა დებულება: Сын за отца не отвечает ? იმიტომ ხომ არა, რომ ტროცკები და ბუხარინები ბრალდებულების ცოლებსა და შვილებსაც „ხარჯში უშვებდნენ“?! რამდენი შვილი გადაარჩინა იმ დებულებამ, რომლებიც დღეს, თავიანთი სიბრიყვით, ყველაზე გაბრაზებული სტალინის მაგინებლები არიან!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here