Home რუბრიკები ეკონომიკა ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტები იყიდება

ბაზარზე ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტები იყიდება

1511

ამის შესახებ მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ მადონა კოიძემ დღეს „პრაიმ თაიმის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან საზოგადოებას თბილისის და ქუთაისის სამომხმარებლო ბაზარზე არსებული ხორცპროდუქტების შემოწმების შედეგები გააცნო.

მისი თქმით, ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტებს შორის კვლევის შედეგად ფირმა „ზეიკიძე+“-ის მიერ წარმოებული ნახევრად შებოლილი ძეხვი, შ.პ.ს. „ეკო მითის“ წარმოებული მოხარშული და ნახევრად შებოლილი მოსკოვური, „ახალი ნობათის“ უკრაინული სუთი, „რუსთავის მონადირული“ და „ბაკალეა-გასტრონომიას“ მიერ წარმოებული ნახევრად შებოლილი მონადირული აღმოჩნდა.
„ქუთაისში და თბილისში სამომხმარებლო ბაზარზე 20 დასახელების ხორცპროდუქტი შევიძინეთ, რომელთაგან ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მხოლოდ ცხრა აღმოჩნდა. პროდუქტები საფირმო მაღაზიებსა და საბითუმო წერტილებში შევიძინეთ, რითაც მეწარმის იმიჯს გავუფრთხილდით, თორემ შეიძლებოდა, უარესი შედეგიც მიგვეღო“ – განაცხადა კოიძემ.
კოიძის განცხადებით, ეტიკეტირებასთან დაკავშირებით გარკვეული ხარვეზები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ხორცპროდუქტებსაც აღმოაჩნდათ. კერძოდ, პროდუქციაზე მითითებულია, რომ ის 14-15 დღის განმავლობაშია ვარგისი, მაგრამ ეტიკეტზე პროდუქიის წამოების თარიღი აღნიშნული არაა.
ცნობისთვის, 20-მდე დასახელების ხორცპროდუქტის კვლევა მომხმარებელთა ფედერაციამ ქუთაისის ლიცენზირებულ ლაბორატორიაში და ლაბორატორიებში „ნორმა“ და „ციტო“ განხორციელდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here