Home რუბრიკები საზოგადოება 2030 წელს საქართველოში ეთნიკური ქართველი უმცირესობაში იქნება

2030 წელს საქართველოში ეთნიკური ქართველი უმცირესობაში იქნება

3407
2030 წელს საქართველოში ეთნიკური ქართველი უმცირესობაში იქნება

ერს გადაშენების საფრთხე ემუქრება, ქვეყანაში მთავარი სასაუბრო და გასარჩევი თემა კი ის არის, უნდა მიეცეს თუ არა ლგბტ თემის წარმომადგენლებს აღლუმის ჩატარების უფლება. ერის გადაშენების საფრთხეს რაც შეეხება, არც ვაზვიადებთ და არც ვიგონებთ _ ეს ყველაფერი გაეროს ოფიციალურ დასკვნაში წერია. სხვათა შორის, იმ ორგანიზაციის დასკვნაში, რომლის წინა დასკვნის გამო, ოფიციალური ვერსიით, თანამდებობას პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაემშვიდობა. მაშინ ითქვა, რომ კვირიკაშვილმა დამალა გაეროს დასკვნა, რომელშიც ეწერა, რომ საქართველოში ათასობით ბავშვი შიმშილობს. ისე, რაღაც არ გვსმენია, რომ გაეროს აღნიშნული დასკვნა გამხდარიყოს მსჯელობის საგანი.

და მაინც: რა წერია დასკვნაში, რომელიც გვგონია, რომ ბოლო წლებში გამოქვეყნებულ დასკვნებს შორის, ყველაზე საგანგაშო და საყურადღებოა? ჩვენ ყველაზე საინტერესო ადგილს მოგახსენებთ:

ოფიციალურად, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში 3 714 000 ადამიანი ცხოვრობს. მათგან ეთნიკური ქართველი 3 200 000-ია. ვვარუდობდით, რომ 2030 წლისთვის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ქართველების რაოდენობა 2 900 000- მიაღწევდა, ანუ 300 ათასით დაიკლებდა. ქართველებისთვის სამწუხაროდ, ჩვენ შევცდით და ეს რიცხვი 11 წლით ადრე, ანუ 2019 წელს დაჯდა. შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ ამ ტემპის გაგრძელების შემთხვევაში, 2030 წელს .. 11 წლის შემდეგ, საქართველოში ეთნიკური ქართველი უმცირესობაში იქნება და მას სხვა ერები გაასწრებენ…”

ცოტა ისტორიაც მიმოვიხილოთ. ქართველთა ოფიციალური აღწერა პირველად მე-13 საუკუნის შუაწელს ჩატარდა, როცა მონღოლებმა დაგვიპყრეს და დაინტერესდნენ, დაპყრობილ ქვეყანაში რამდენი ადამიანი ცხოვრობდა. ისტორიული წყაროების ცნობით, იმხანად 5-დან 6 მილიონამდე ვყოფილვართ. შემდგომ უკვე ქართველები თვითონ ატარებდნენ აღწერას და, ისტორიული წყაროების ცნობით, 1780 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ქართველთა რაოდენობა კატასტროფულად ცოტა, 675 ათასი იყო, ანუ ნახევარ მილიონზე ოდნავ მეტი. ეს გამუდმებულმა ომებმა გამოიწვია, რომლებსაც საჯიშე ბიჭები ეწირებოდნენ.

შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, მაგრამ, ძალიან დიდი ალბათობით, ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ 1783 წელს დაიდო გეორგიევსკის ტრაქტატი. საქართველოს ან მარტოს უნდა განეგრძო ბრძოლა ირანისა და ოსმალეთის წინააღმდეგ და ფიზიკურად გამქრალიყო, ან დახმარების სათხოვნელად რუსეთისთვის უნდა მიემართა. არაერთი მოსაზრების მიუხედავად, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისა და სარწმუნოების გადასარჩენად. ეს არის ისტორია, ის ისტორია, რომელსაც ვერსად გავექცევით და, რამდენიც უნდა ვატრიალოთ, ვერ შევცვლით.

2030 წელს საქართველოში ეთნიკური ქართველი უმცირესობაში იქნება

სხვაგვარად რომ მომხდარიყო და დახმარება ოსმალეთისთვის ან ირანისთვის გვეთხოვა, ზუსტად იმდენ ხანში შეწყვეტდა არსებობას ქართული სახელმწიფო, რამდენზეც ეს ორი ურჩხული მოილაპარაკებდა ერთმანეთში და ჩვენს ქვეყანას შუაზე გაიყოფდა. ომი რომ გაგვეგრძელებინა და დახმარება არავისთვის გვეთხოვა, სავარაუდოდ, ერთი წლის შემდეგ, კაცი კი არა, ქალიც აღარ დარჩებოდა ხმლის მომქნევად და ესეც მწარე რეალობაა…

ისევ გაეროს დასკვნას დავუბრუნდეთ. ამ ორგანიზაციის ექსპერტთა ვარაუდით, საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის კლების რამდენიმე ძირითადი მიზეზი არსებობს. მთავარ მიზეზებს შორის არის შობადობასა და მოკვდავობას შორის დისბალანსი. ყოველწლიურად მოკვდავობა უფრო და უფრო უსწრებს შობადობას და, ეს კარგი ცხოვრებით რომ არ არის გამოწვეული, ადვილი მისახვედრია. ამას გარდა, ყოველწლიურად იზრდება მოსახლეობის მიგრაცია, საქართველოდან მიდიან ქართველები, სამაგიეროდ, ჩამოდიან უცხოელები და, თუ ქართველები საზღვარგარეთ რჩებიან, უცხოელები საქართველოში პოულობენ ნავსაყუდელს და აქედან წასვლას არ აპირებენ. პროპორციაში ეს ერთ დიდ პრობლემას ქმნის და იმდენად დიდს, რომ აგერ ქართველთა რაოდენობა ნავარაუდევზე 11 წლით ადრე შეამცირა.

ამას წინათ, ერთ-ერთი არასამთავრობოს წარმომადგენელმა საქართველოს ხელისუფლებას შეუტია, სტეფანწმინდისა და მისი მიმდებარე სოფლების მცხოვრებლების უმრავლესობას საქართველოს მოქალაქეობაზე უარი აქვს ნათქვამი და რუსეთის მოქალაქეა, რადგან იქაურ პენსიას იღებენო. ის კაცი (თუ ქალი) იმას კი არ ამბობდა, საქართველოში დაბალი პენსიაა და ქართველები რუსულ პასპორტში იმიტომ ცვლიან ქართულსო, არამედ სახელმწიფოს უკიჟინებდა: საზღვარზე მოღალატეები გყავსო. რეალურად კი, მთის ხალხზე პატრიოტები ცოტაა საქართველოში და მეორეც _ გადაუხადოს ქართულმა სახელმწიფომ რუსეთზე მეტი პენსია და მერე ეგებ ვლადიკავკაზში მცხოვრებლებმა გადაცვალონ იქაური პასპორტები ქართულზე. მაგრამ არა, რუსებს როგორ მივცემთ ქართულ პირადობებს, ისინი ხომ მტრები არიან…

ამას წინათ სასულიერო პირები ამბობდნენ: ეკლესიაში მრევლი შემცირდა, ხალხი ღმერთისკენ თუ არ შემობრუნდა, არაფერი გვეშველებაო. რეალურად კი, მრევლი კი არა, ადამიანების რაოდენობა შემცირდა, მართლმადიდებელი ადამიანების. დრომ ისე მოიტანა, რომ საქართველოში მართლმადიდებლები, პრაქტიკულად, მხოლოდ ქართველები დავრჩით, თორემ ბერძნები, რუსები, ასირიელები და სხვები, უკვე დიდი ხანია ქვეყნიდან წავიდნენ და მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. შესაბამისად, მრევლი თითქმის ასი პროცენტით ქართულია და სწორედ შობადობის კლებისა და მოკვდავობის მატების გამო, სწორედ ემიგრაციაში წასვლის გამო, მათი რაოდენობა ეკლესიებში დღითიდღე მცირდება და ეს მწარე რეალობაა.

ერთი შეხედვით, რიცხვი 675 ათასი ძალიან საშინელია, ძალიან დამთრგუნველად ჩანს, მაგრამ იქით მიდის საქმე, რომ ეს მაჩვენებელი, გაეროს კვლევის თანახმად, მალე საქართველოში ქართველების რაოდენობის აღმნიშვნელი იქნება. ვამაყობთ, რომ სტუმართმოყვარე ერი ვართ, იმითაც ვამაყობთ, რომ თბილისში გვერდიგვერდ დგას სინაგოგა, მეჩეთი და სომხური ეკლესია, იმითაც ვამაყობთ, რომ საქართველოს პარლამენტში აზერბაიჯანელი, სომეხი, ებრაელი, იეზიდი დეპუტატები გვყავს და ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, ძალიან კარგია, მაგრამ, აბა, ჩვენს მეზობლებს შევხედოთ. აზერბაიჯანის პარლამენტში მხოლოდ აზერბაიჯანელი დეპუტატები არიან (და ეს იმის მიუხედავად, რომ საინგილო ქართველებით კომპაქტურად არის დასახლებული და წესით, ერთი ინტერესების დამცველი კი უნდა ჰყავდეს საკანონმდებლო ორგანოში), სომხეთის პარლამენტში _ მხოლოდ სომეხი დეპუტატები. იმას ნამდვილად არ ვამბობ, რომ საქართველიშიც, გინდა თუ არა, მხოლოდ ქართველი კანონმდებლები ისხდნენ-მეთქი, ბედმა თუ უბედობამ ისე გვარგუნა, რომ ამ ყველაფერს ვეგუებით, მაგრამ, დრო რომ გავა და, როგორც გვიწინასწარმეტყველებენ, უმცირესობაში აღმოვჩნდებით, ვინმე არის იმის გარანტი, რომ საქართველოს პარლამენტში პაკისტანელი, ირანელი, არაბი და ჩინელი დეპუტატები არ მოხვდებიან და ისინი ქართველებზე მეტნი არ იქნებიან? და ვინ არის იმის გარანტი, რომ იგივე პაკისტანელი, ირანელი, არაბი და ჩინელი დეპუტატები ქართულ ინტერესს გაატარებენ და ქართული სულისა თუ ქართული გენის გადარჩენაზე იზრუნებენ? არავინ, ბატონებო, აბსოლუტურად არავინ! და ესეც მწარე რეალობაა.

ისტორიას თუ გავითვალისწინებთ, ახლაც დაახლოებით იგივე მდგომარეობაა, რაც მე-18 საუკუნის მიწურულს იყო. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო განვითარდა და თითქოს ღია აგრესია ისჯება, აგერ, აჭარაში მხოლოდ თურქული და ირანული საუბარი ისმის, დედაქალაქში ნაირფერი შეფერილობის ადამიანთა რაოდენობამ საგანგაშო ზღვარს მიაღწია და, რაც მთავარია, აქედან წასვლას არავინ აპირებს, ხელისუფლებაც ცდილობს, ყველას სასათბურე პირობები შეუქმნას. რომ გაიძახიანინვესტორია, ინვესტორიო”, ინვესტორი კი არა, დამპყრობელია, ბატონებო, დამპყრობელი და, ომით რომ აქვს აკრძალული ქვეყნის დაპყრობა, გაღარიბებულ, დაბეჩავებულ ქვეყანას ფულით იპყრობს. ჰოდა, ჩვენც იძულებულნი ვართ, ფეხქვეშ გავეგოთ ღიმილით მოსულ მტერს, რადგან სხვა გზა და სხვა ხსნა არ არსებობს, შიმშილით სიკვდილი ემუქრება ირგვლივ ყველას და ყველაფერს.

ნამდვილად არ ვამბობთ იმას, რომ რუსეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის მაგვარი რამ გავაფორმოთ, მაგრამ დროა (თუ დაგვიანებული არა), რომ ერთმორწმუნე ერთან სრულად აღვადგინოთ სავაჭრო ურთიერთობა, რადგან მსოფლიოს ყველაზე დიდი ბაზარი _ რუსეთი საქართველოსაც ამოასუნთქებს, აქ მოწეულს იქ მარტივად გავყიდით, რადგან ახსოვთ ქართული პროდუქტების გემო და არ არიან წინააღმდეგნი, საქართველოსთან ძველი კავშირები აღადგინონ. ეგ კი არა და, ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე მეტი ტურისტი რომ რუსეთიდან შემოდის საქართველოში, რისი ბრალია, ნეტავ? ხომ არ არის ეს იმის ნიშანი, რომ, ამდენი ძაგებისა და ლანძღვის მიუხედავად, რუსი ერი მზად არის ქართველებთან მეგობრობისთვის და ეგებ, ამ მეგობრობით აშენებულ ხიდზე მერე დევნილებმაც გაიარონ და საკუთარ კერას დაუბრუნდნენ.

რომ გავიძახით: აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გასაღები მოსკოვში დევსო, ვინმე ხომ უნდა წავიდეს იმ გასაღების ჩამოსატანად?! თუ არადა, აგერ, თურქეთის ოფიციალური პირები ამბობენ: ბათუმი ჩვენიაო, და დავუთბილოთ ფეხები თურქებს, შემთხვევით ბათუმის ნესტმა არ დაცადოს…

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here