Home ახალი ამბები მსოფლიო 2021 წლის ივლისი _ ყველაზე ცხელი თვე მეტეოროლოგიის ისტორიაში

2021 წლის ივლისი _ ყველაზე ცხელი თვე მეტეოროლოგიის ისტორიაში

115

მსოფლიოში საშუალო ტემპერატურა 2021 წლის ივლისში ყველაზე მაღალი იყო მეტეოროლოგიური დაკვირვების დაწყებიდან, .., 1880 წლიდან დღემდე, _ იუწყება ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის აშშის ნაციონალური სამმართველო (NOAA), რომელმაც, აგრეთვე, მიუთითა, რომ ზაფხულის შუა პერიოდი, ჩვეულებრივ, ყველაზე ცხელია წელიწადში.

დედამიწისა და ოკეანის ზედაპირების საშუალო ტემპერატურა ივლისში 0,93 გრადუსით მეტი იყო, ვიდრე XX საუკუნის საშუალო ტემპერატურა, რომელიც 15,8 გრადუსს შეადგენდა.

წლევანდელი ივლისი ყველაზე ცხელი თვე იყო აზიაში, ამ მხრივ მეორეა ევროპა (რეკორდი დარჩა 2018 წლის ივლისს). ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ოკეანიასა და აფრიკაში ეს ივლისი ყველაზე ცხელი თვეების ათეულში მოხვდა.

tass.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here