სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14,319 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 25,6%-ით მეტია. ექსპორტი 4,242 მლრდ დოლარი იყო (26,9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი _ 10,077 მლრდ აშშ დოლარი (25,1 პროცენტით მეტი).
ამასთანავე, საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წელს 5,834 მლრდ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,7 პროცენტი შეადგინა.
bpn.ge