Home ახალი ამბები საქართველო 2006 წლის 1 აპრილამდე აღებული მართვის მოწმობა ძალას დაკარგავს

2006 წლის 1 აპრილამდე აღებული მართვის მოწმობა ძალას დაკარგავს

3146
მართვის მოწმობა

მძღოლებს, რომლებსაც მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილამდე აქვთ აღებული, მისი გამოყენება დაახლოებით, 3 თვის განმავლობაში შეუძლიათ, რადგან 2018 წლის 1 იანვარს დოკუმენტი იურიდიულ ძალას დაკარგავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, თუ A, B, BE, T, S, A1 და B1 კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობა 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე აიღეთ, მას მოქმედების იურიდიული ძალა 2028 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდება, შემდეგ კი განახლება მოგიწევთ, ხოლო 2006 წლის 1 აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე გაცემულ C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს ძალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე შეუნარჩუნდებათ.

2014 წლიდან დაბეჭდილ მართვის მოწმობებში კი მოქმედების კონკრეტული ვადა იწერება, რომლის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი უნდა განაახლოთ.

მართვის მოწმობის გასაახლებლად გამოცდის ხელახლა ჩაბარება არ გესაჭიროებათ, ამისთვის მხოლოდ 15 ლარის გადახდა და ჯანმრთელობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here