Home ახალი ამბები საქართველო ჯეჯელავა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყებისთვის ყველა მონაწილე და ორგანიზატორი დაისჯება

ჯეჯელავა: ადმინისტრაციული რესურსის გამოყებისთვის ყველა მონაწილე და ორგანიზატორი დაისჯება

771
ჯეჯელავა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სისტემის მიერ გამოვლენილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი უმკაცრესად იქნება დასჯილი.

“ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება კანონს ეწინააღმდეგება და ყველა ასეთი შემთხვევა იქნება გამოვლენილი და დასჯილი. ყველა სიგნალი, რომელიც შემოვიდა არ შეესაბამებოდა რეალობას, თუმცა სადაც აღმოჩნდა, რომ მართლა ასე იყო ყველგან დაისჯება ამის მონაწილე და ორგანიზატორი”,- განაცხადა ჯეჯელავა.

შეგახსენებთ, რომ მარნეულის რაიონის ერთ-ერთი ადგილობრივი პედაგოგის განცხადებით, სადახლოს კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე პარტიულ აქტივისტებთან ერთად ბავშვები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.

სოციალურ ქსელში შეხვედრის ამსახველი კადრებიც გავრცელდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here