Home ახალი ამბები მსოფლიო “ხვრელი” ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებში

“ხვრელი” ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებში

197

ევროპული მასმედია იუწყება, რომ ნატოს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებში დიდი პრობლემებია. უცნობმა თვითმფრინავმა, რომელიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა ვერ აღმოაჩინა, ნატოს საზღვრები დაარღვია.

დასავლური ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები, მათ შორის Patriot-ი და Thaad-ი, საომარ მზადყოფნაში  მოიყვანეს ნატოს 6 ქვეყნის საჰაერო სივრცეში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის შეჭრის გამო.

უცნობმა თვითმფრინავმა ნატოს 6 ქვეყნის ტერიტორიის თავზე გადაფრენა შეძლო. ის შეამჩნიეს მხოლოდ ბულგარეთში, რომელიც საბჭოთა საზენიტოსარაკეტო კომპლექს C-300- იყენებს.

თვითმფრინავის ეკიპაჟი ვერ დააკავეს. ორივე პილოტმა კატაპულტირება განახორციელა მანამდე, სანამ მათ მიმართ შემზღუდავ ზომებს გამოიყენებდნენ. მედიაში გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავმა რამდენიმეჯერ თავი დააღწია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების თვალთვალს და ამას ახერხებდა ფრენის სიმაღლის ცვლით. ამრიგად, მან რამდენიმე ასეული კილომეტრი იფრინა სტარტის ადგილიდან. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავს მართავდნენ ევროპელი აქტივისტები, რომლებსაც სურდათ, ეჩვენებინათ ნატოს ნაკლოვანებები უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებისა და რუსეთთან შესაძლო კონფლიქტის ფონზე.

ის ფაქტი, რომ თვითმფრინავი აღმოაჩინა ძველმა საბჭოთა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ, ნატოს სისტემებთან შედარებით საბჭოური სისტემების აშკარა უპირატესობაზე მიუთითებს.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here