Home ახალი ამბები მსოფლიო ჩინეთმა აშშ-ს მოუწოდა, შეწყვიტოს თავისი ფასეულობების პროპაგანდა მსოფლიოში

ჩინეთმა აშშ-ს მოუწოდა, შეწყვიტოს თავისი ფასეულობების პროპაგანდა მსოფლიოში

102

ჩინეთმა მოუწოდა აშშ, დაფიქრდეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ რამდენიმე დღის წინათ ნათქვამზე და ავღანეთში ჩაფლავების შემდეგ შეწყვიტოს ამერიკული იდეოლოგიისა და ფასეულობების პროპაგანდა მსოფლიოში.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, აშშ-ის მცდელობები _ “გააცივილუროს” ავღანეთის მოქალაქეები ამერიკული ნორმებისა და სტანდარტების დანერგვის გზით _ ორივე მხარისთვის “ტრაგედიებით, დანაკარგებითა” და “ნულოვანი შედეგით” დასრულდა.

“პრეზიდენტ პუტინის ნათქვამმა აშშ უნდა აიძულოს, დაფიქრდეს”, _ განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვან ვენბიანმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე. ვან ვენბიანმა გაიმეორა პოპულარული ფრაზა, რომ დასავლეთის მიერ განმარტებული დემოკრატია სულაც არ არის ერთადერთი განსაზღვრება მსოფლიოში. ჩინეთის ლიდერები ცდილობენ, გაავრცელონ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების თავიანთი ვერსია ალტერნატივის სახით.

news.front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

1 COMMENT

  1. გაუბედოს ამერიკამ ჩინეთს ისეთი პასუხი, როგორიც ჩვენისთანა ქვეყნებისთვის აქვს…
    მაგრამ სუსტთან ყველა ძლიერია.
    ბატონი კი, გინდა იანკი ღორი იყოს, გინდა რუსული დათვი, ბატონია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here