Home რუბრიკები საზოგადოება ჩვენ არ ვიცით სამართლიანი მსჯელობა ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეზე, მისი რიგიანად შეფასება და...

ჩვენ არ ვიცით სამართლიანი მსჯელობა ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეზე, მისი რიგიანად შეფასება და აწონ-დაწონვა

1410
ჩვენ არ ვიცით სამართლიანი მსჯელობა ნებისმიერ მნიშვნელოვან საქმეზე, მისი რიგიანად შეფასება და აწონ-დაწონვა

ეს დღეებია, ანტიკრიზისული გეგმა განხილვისა და მითქმამოთქმის საგანი გახდა. ისმენ და ფიქრობ: რა უკიდეგანოა დაბოღმილ ადამიანთა ფანტაზია, რომლებიც შურით სკდებიან, ამ მთავრობას კორონამ რომსულზე მოუსწრო”. აი ხალხს კი ნამდვილად აქვს იმის საფუძველი, რომ ეჭვი შეეპაროს ხელისუფლების გულწრფელობაში

მაგრამ ახლა არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, რადგან იმედი გვაქვს, ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ვიხილავთ კარდინალურად შეცვლილს, ის აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო _ უფრო გლობალური გახდება, გარდატეხა მოხდება ადამიანების ცნობიერებაში _ ძალიან ბევრ რამეს მიხვდებიან და გადააფასებენ; მიხვდებიან, რომ ჯანდაცვის კუთხით უფრო მეტი დაფინანსებაა საჭირო, ვიდრე შეიარაღებისთვის; ნათლად დაინახავენ, რა არის უფრო ღირებული და რატომ. მართალია, კორონავირუსი საშინელებაა, მაგრამმისი წყალობითმომავალში, შესაძლოა, უკეთესი ეკოლოგიური ვითარებაც მივიღოთ, პროცესი პრაქტიკულად უკვე დაწყებულია. ამას კი ხელი შეუწყო ავიამიმოსვლის შეზღუდვამ, ავტომანქანების რაოდენობის შემცირებამ და ნაკლებმა გამონაბოლქვმა. ახლა თბილისში ჰაერი ისეთია, როგორც ბახმაროშიო, _ ესეც ითქვა.

მედიკოსები ყოველდღე გვევედრებიან _ დარჩით სახლში, გაუფრთხილდით ერთმანეთსო. ხელისუფლება კი ამკაცრებს რეგულაციებს, თუმცა იმის გამო, რომ ბევრს ვერაფერს სთავაზობს შინ გამომწყვდეულ თანამემამულეებს, ოპოზიციის მკაცრი კრიტიკის საგანი ხდება. მაგრამ ეს არ არის სამართლიანი მსჯელობა ამ მნიშვნელოვან საკითხზე, მისი რიგიანად შეფასება და აწონდაწონვა; ეს არის ნიშნის მოგება ოპონენტისათვის, მისი ყველა შეცდომისა თუ წაფორხილების საკუთარ გამარჯვებად მიჩნევა; აღფრთოვანებით საუბარი და ლაყბობა მთავრობის უილაჯობაზე არ ნიშნავს ხალხზე ზრუნვას, მით უფრო არ ნიშნავს სამშობლოს სიყვარულსა და გულშემატკივრობას.

ხელისუფლებამ მიზერული თანხა გაანაწილა, ბიუჯეტში კი არის უამრავი თანხა, რომელთა გამოთავისუფლებაც შეიძლებოდაო.

რატომ 6 თვით და არა წლის ბოლომდე? ესმოწყალება” “ოცნებისწინასაარჩევნო კამპანიის ნაწილიაო

უსმენ ამდენ ტყუილმართალს და გრძნობ, რომ ის სიჩუმე, რომელიც პანდემიის პირველ დღეებში სუფევდა, პოლიტიკურ სარბიელზე ოპოზიციის მხოლოდ ხანმოკლე გარინდება ყოფილა. მსგავსი გარემოება კი ყოველთვის ყოველი კეთილი საზოგადო საქმის დამაბრკოლებელი იქნება.

თავის დროზე სწორედ ეს და ერის გათითოკაცება უკლავდა გულს საკუთარ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ დიდ ილიასაც, როდესაც ამბობდა: “ჯერჯერობით ვერ შევთანხმებულვართ და ვერ აღმოგვიჩენია ის ცენტრალური წერტილი, სადაც გადანასკვულია ცხოვრების სხვადასხვა მიმდინარეობა. ერთის სიტყვით, დღემდის ვერ დაგვიდგენია სამართლიანი კრიტიკული აზრი ჩვენის ცხოვრების შესახებ. ეს გარემოება ამით არის უსიამოვნო, ჩვენის წარმატების დამაბრკოლებელი, და გვიჩვენებს ჩვენის გონების გაუწრთვნელობას, ჩვენს გაუფრთხილებლობას და დაუკვირებლობას. აი, აქ არის უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ ყოველი კეთილი საზოგადო საქმე ჩვენში ერთობ ნელის ნაბიჯით მიდის წინ”.…

ილიას ეპოქაში ფეხმოკიდებულმა ამ სენმა თავისი მძლავრი გამოხატულება ყველაზე მეტად დღევანდელობაში ჰპოვა. დიახ, ჩვენი ცხოვრების შესახებ სამართლიანი კრიტიკული აზრი გვჭირდება დღეს და არა დიდგულზე საუბარი სხვის დასამუნათებლად. თანაცხშირად მრავალს სიტყვასა ვხარჯავთ იმისათვის, რაიცა სრულიად უეჭველი უნდა იყოს”.

XXI საუკუნემდე მოსულს რატომღაც გაგვიქრა ამბიცია, რომჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”. ყველაფერ ეროვნულს უცხოური ვარჩიეთ, თანდათან მოვწყდით საკუთარ ფესვებს და გადაგვარების გზას დავადექით. სწორედ ამ დროს კორონავირუსის პანდემიამ გამოგვაფხიზლა, გაგვინათა გონება.

გადარჩენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი კი იმის გააზრება იქნება, რომ ჩვენი ქვეყანა არაა არც მხოლოდმთები, შემკული სხივების სირმითდა არც ორ ზღვას შუა საომარი ლელორომ აუცილებელიაცვრიან ბალახზე ფეხშიშველა გავლა, რათა შეიგრძნო, რაა მამული და მერე იქნებ აღარც მისი გაცვლა მოგინდესსხვა ქვეყნის სამოთხეზედადა არც ამ მშობლიური მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა.

ახლახან სოციალურ ქსელში ასეთი რამ წავიკითხე: ძალიან მცირეა რისკიკორონამგაგვაქროს, მაგრამ ძალიან დიდია შანსი გაგვაქროს ისეთმავირუსებმა”, როგორიცაა გულგრილობა, კაცთმოძულეობა, შური, ფსევდომორწმუნეობა, არაპროფესიონალიზმი, უწიგნურობა, თავხედობა და ლაჩრობა; ოჯახების გადასარჩენად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადაკარგვა, აზერბაიჯანისთვის ჩვენი სიწმინდეების დათმობა, აჭარაში თურქების გაშინაურება, ჩვენს მიწებზე ირანელების, ინდოელების, ჩინელების დასახლება, ღირსება გაყიდული პარტიები, ბანკების მაფია

ეს ყველაფერი ნამდვილად გაგვაქრობს და თანაც არც თუ დიდი ხნის მერე.

ასე რომუფალი ეძებეთ ერთანეთში და ერთმანეთის თვალებში ნაპოვნ საკუთარ თავს გაუღიმეთ.

ცხოვრება, გარედან დაბრკოლების მიუხედავადაც კი, მუდმივ მოძრაობაშია, რომელიც ქვეყნისთვის ძალისა და სიცოცხლის მიმცემია. თუ ცხოვრება ჯანმრთელია, თუ მასში არის უკეთესობის ნდომა და განახლების ცხოველი იმედი, ეგ თვით დავრდომილის აღმადგინებელი იმედი _ მისნი ძალნი, მისნი ძარღვნი მარად დაუძინარნი არიან. იგინი დაუღალავად, დაუყოვნებლივ მოქმედობენ, მოძრაობენ, წარმოებენ, როგორც ყოველიფერი, რასაც კი სიცოცხლე აქვს მინიჭებული. თუ გარედამ აბრკოლებენ, უშლიან იმათ მოძრაობას, მაშინ ისინი მაინც კიდევ თავისას არ მოიშლიან, მიწაში დაიფლებიან და იმ მიწის სიბნელეშიაც მოქმედებენ იმ დრომდე, ვიდრე დარი არ დაუდგებათ, რომ გარეთ მზის სინათლეზედ გამოვიდნენ და უფრო ფართოდ გაშალონ ფრთები. ყოველს მათს მოძრაობას, ყოველს მათ მოქმედებას თავისი ნაყოფი ამოაქვს ცხოვრების ხეზედა და ყოველს ამ ნაყოფს აქვს თავისი აზრი და მნიშვნელობა, იმიტომ, რომ იმათი ძირი ცხოვრებაშია გამოკვანძილი, _ ცხოვრება კი ძნელად თუ რასმე ჰქმნის უაზროდ”. “დღედადღე ეგ ნაყოფი ემატება, დღედა დღე სხვადასხვა ყვავილებით იმოსება ხე ცხოვრებისა. ეგ ნაყოფი, ეგ ყვავილები ერთად შეკრებილი შეადგენს ცხოვრების ვითარებასა, მოსავალსა”.

ილიას ეპოქაში საქართველოში შექმნილ მდგომარეობას ვერავინ აღწერს ლელთ ღუნიაზე უკეთესად. ეს ბრძენი ქართველი გლეხი გულისტკივილით საუბრობს ქართველი ერის ბედზე:

“_ აწინა? ერობა სადა არნ? რუსობაჩი ვარნ. აწინა ყველაი გაცუდდის, ყველაი გაუქმდის. სამების ძირჩი სოფელ გერგეთ არნ. აქაველ კაცთ მეფეთა შეუთქვეს სახტრის დარაჯობაი. მის სამაგიერ მეფეთა თარხნობა მიანიჭის სრულ სოფელს, გუჯარიც მიჰსცის საშვილიშვილად. ყვაველღამ აწინაც გერგეთიდ სამ-სამ კაც დარაჯად იგზავნების. გერგეთელნ აწინაც სახტრის დარაჯობას თავ-დებულობენ. მაგრამად რუსობაჩი თარხნობა გაუცუდდის, მეფეთ გუჯარს რუსობამ ყური არ ითხოვის. გერგეთი აწინა სხვავითა ბეგრობს. გაუქმდის ადრინდალ დაწყობაი, ხთის მოთხოვნილ მადლითაი ბჭობაიც სამებაჩი გადავარდის.

_ მაშ უწინდელი დაწყობა და დრო უკეთესი იყო?

_ რაიდ არა?

_ რით იყო უკეთესი?

_ ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის. ადრიდა?! ერთ-ურთს დავიყუდნით, ერთ-ურთს ვიხვეწებდით. ადრიდა?! ქვრივ-ობოლთ ვიფარევდით, შინ მიწრიელს (ეშმაკს), გარედ მავნეს დავულაგნდით, ხთისა და ბატონის იასაულს მის ყუდროს არ მივკერძდნით, ერთურთს ლაღ მტერთან ჩავეფარვიდნით, დაცემულ ვიურვებდნით, ატირდომილს ვიხოიშნიდნით და ესრედ იყვის ბრალება კაცისა, ერთ-ურთობა. აწინა ერობა დაიშალის, მეძავ-მრუშობაი ჩამოვარდნის, ხარბობაი, ანგარი გვერივნის, ერთსულობაი დავარდნის, მტრობა-ბძარვაი გახშირდნის. აწინაქვრივ-ობოლს _ ვინ განიკითხნის, ატირდომილ ვინ გააცინის, დაცემულ ვინ აღადგინის? აწინა არა არნ კაცნი და თუ არნ პირად და გულად ჯუღურ არნ. ერი დავარდნილ, გალახულ არნ, ვრდომილ-კრთომილ. წარხდა ქართველთა სახელი, ქართველთა წესთწყობაი. ადრიდა ჩვენობა იყვის. წარხდა, მოისრნა ქვეყანაი, რაია აწინა ჩვენი დარჩენა? ჭამად-სმად სასყიდვალ, ტყეი სასყიდვალ, გზაი სასყიდვალ, ლოცვა-კურთხევაი სასყიდვალ, სამართალ სასყიდვალ, რაიდ დარჩების ბეჩავი მახევე?..

_ ეხლა რომ მშვიდობიანობა არის?

_ რაის ვაქნევ ცარიალ მშვიდობას ცარიალ სტვამაქით. რაი არნ მშვიდობა? უხმარ სატევარს ჟანგი დაედვის, უსრბოლო წყალჩი ბაყაყნი, ჭიაჭუაი, ქვემძრომი გამრავლდის. უდეგარ, უსვენარ თერგჩი კი კალმახი იცის! რაი არნ მშვიდობა ცოცხალ კაცთათვის? რაი არნ მტერობა, თუ ერი ერობს? ცარიალ მშვიდაბა მიწაჩიც გვეყოფის.

_ მტერი რომ დაგეცემოდათ, აგიკლებდათ და ცოლ-შვილს გიწიოკებდათ ხოლმე?

_ აწინა მავალე სვამეხი უფროს გვაწიოკებს, უფროს სახლს გვიკლებს. ადრიდა მტერს მაინც ფარ-ხმალით შევეთამაშით, ვიგერიებდით, სვამეხს რაი ეტყვის, ვერ მოსაგერიებელ, ვერ შესათამაშებელ? ადრიდა მტერთან ბრძოლაჩი, სწორების ჯობინობაჩი, სახელ ვშოობდით, სვამეხთან ვაჟაი რაი სახელ ჩამორჩების? ადრიდა, მართალ ხარნ, მტერ იყვის, ერთგულთა ვაჟათა ჩუქებაც დიდ-იყვის: ადგილ-მამულ ებოძვის, თარხნობაი მიეწყვებოდის.. (“მგზავრის წერილები”, 1861 წ.).

საქართველოს დაუძლურების, გათითოკაცების სავალალო სურათს ილია ჭავჭავაძე, უკვე თავისი სიტყვებით, აგვიწერს წერილში “ზოგიერთი რამ”, რომელიც, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, თურმე მთელი ათი წელი (1866-1876 წლებში) იწერებოდა. ამ წერილში ილია საქართველოს ადარებს ხავსმოკიდებულ გუბეს. ამ გუბეს რომ თვალღია და აუჩქარებლად დააკვირდე, დაინახავ, რომ “არიან თავადნი, აზნაურნი, მღვდელნი, ვაჭარნი, გლეხნი, ჩინიანი და უჩინონი _ ყველანი არიან, და ქართველი კი არსად არის, თავადს აზნაური სძულს, აზნაურსა _ თავადი, გლეხსა _ ორივე, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთის დედის საქართველოს ოჯახის შვილნი? თავადის აზრი სათავადოა, აზნაურის _ სააზნაურო, გლეხისსაგლეხო, ვაჭრისა _ სავაჭრო, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთს თესლზედ ამოსულნი? თავადის აზრი აზნაურს არ უხდება, აზნაურისა _ თავადსა, ორივესი _ გლეხსა, ნუთუ ესენი ქართველნი არიან, ერთისა და იგივე ხორცისა და სულისა ნაყოფნი და ერთის დედის საქართველოს ძუძუთი გაზრდილნი?”

ილია ჭავჭავაძე მზად აღმოჩნდა, მოესმინა თავისი ქვეყნის გულისცემისთვის, შეეტყო მისი გლოვის დაფარული მიზეზი, მისი იმედი და უიმედობა. და იგი მოუსმენს თავის სამშობლოს, როგორც შვილი მშობელს და შეძლებს კიდეც, მას ღვიძლი სიტყვა უთხრას და იმ სიტყვით გულისტკივილი მოურჩინოს, დავრდომილი აღადგინოს, უნუგეშოს ნუგეში მოჰფინოს, მტირალს ცრემლი მოსწმინდოს, მუშაკს შრომა გაუადვილოს, ის სიტყვა ასმინოს: რომ არის მრავალი ქვეყნები, ჩვენზედ უფრო უბედურად გაჩენილნი, მაგრამ უფრო ბედნიერად მცხოვრებნი; და ის თითოეული ნაპერწკალი, რომელიც არ შეიძლება, რომ ყოველ კაცში არაჟოლავდეს”, ერთ დიდ ცეცხლად შეაგროვოს თავისი ქვეყნის გაციებული გულის გასათბობად.

ლარსის სტანიცაში ფიქრს მიცემული ილია ჭავჭავაძე საკუტარ თავს ეკითხება, სამშობლომ რომ საქმე მოსთხოვოს, რას მოიმოქმედებს, “საქმე ხომ საქმეშია”, “საქმე ყოველისფრის გამომცდელია”. მოგვიანებით, 1862 წელს, წერილში “საქართველოს მოამბეზედ” იგი აკონკრეტებს ამ საქმის საგანს და აღნიშნავს, რომ ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია”, ხოლო 1881 წლის მაისის “შინაურ მიმოხილვაში” საქართველოს შვილის მთავარ საქმედ მიიჩნევს ჩვენი დაცემული ვინაობის აღდგენას, ფეხზე დაყენებას და დაცვას ყოველი მოსალოდნელი ფათერაკისაგან. სწორედ მას შეუძლია, საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს, შექმნილ გარემოებას, ცხოვრების ცვლილებას “უფრო ადრე მიხვდეს, იგრძნოს, ვიდრე ეს შეუძლია ხალხს მთლიანად, ან მის უმეტეს ნაწილს”.

როცა ერი ყოველს მოვლინებას და საქმეს მის გარშემო მომხდარს, ყოველს ნახულს, გაგონილს და ყოფილს საზოგადო მნიშვნელობისას _ გონებით დააკვირდება, ღირსსახსოვარს, ავსა თუ კარგს _ ხსოვნისათვის გულში ჩაირჩენს და სასწორზედ სწონის ფასის დასადებლად, მაშინ პირდაპირ და უტყუარად შეიძლება კაცმა სთქვას, რომ იგი ერი გონებითად ჰასაკში შედის, ჭკუა, გული და ცნობიერება დასძვრია მოქმედებისათვის და ფეხი შინიდამ გარეთ გამოუდგამს კაცურად ცხოვრებისათვის”. თავის გამოჩენილ შვილთა ღვაწლის დაფასებას ილია ჭავჭავაძე ერის გამოფხიზლებად, მისი თვალის ახელად აფასებდა. “მაშინ უფრო ნამეტნავად უტყუარია, როცა ესეთი ყურადღება ერისა მიიქცევა ხოლმე იმისთანა კაცზედ, ვისაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის ერის წინაშე. ამისთანა კაცის დაფასება და დამსახურებულის პატივისცემა ცხადი მაგალითია, რომ ერის გონების თვალი ახილებულია (“შინაური მიმოხილვა”. 1882 წ. სექტემბერი).

პიროვნება, რომელიც შეიმეცნებს ერის წინაშე დასმული საქმის არსს და შეძლებს ახალი ვითარების ახსნას, ცნობაში მოყვანას, ერის, მისი ცხოვრების აღმშენებლობას დაიწყებს, “დასძრავს ძველი შენობის ქვას და გაამაგრებს პირველივე ქვას ახალ საძირკველში. საძირკვლის ამომყვანიც არ დააგვიანებს ხოლმე მოსვლას. მაშინ გამოჩნდება გენიოსი”. რომელიც “იქნებ აქამდინაც იყო, და უთუოდაც უნდა ყოფილიყო… თუ აქამდე არ გამოჩნდა იგი, იმიტომ, რომ მისი ძლიერი სულის შესაფერი საქმე არსად იყო; გამოჩნდა თუ არა საქმე, იმანაც გაშალა თავისი ძლიერი ფრთა და, როგორც მზე, გამობრწყინდა ცხოვრების გასანათებლად. ეს გოლიათი გონიერებისა და თავის ძლიერის მკლავით გადასწვდება მთელს ცხოვრების ნამუშევარსა; შემოაგროვებს ერთად, რაც ცხოვრებას გამოუჩენია; თავის გამჭრიახ თვალით თავიდამ ბოლომდინ განსჭვრიტავს, გაანათლებს იმ შემოგროვილსა, და ყოველს ცხოვრების კითხვას მისცემს შესაფერს პასუხს, ყოველ ფაქტსა _ ჭეშმარიტ მნიშვნელობას, ყოველს მიმართულებას _ კუთვნილს გზასა და ღონისძიებასა, _ ერთის სიტყვით, ახსნის, ცნობაში მოიყვანს მას, რაც ჩვენს შორისვე იყო და არ გვესმოდა. მაშინ იგი გამოანგრევს ძველის საძირკველსა და, ახალის საძირკველში რაკი ქვას დაამკვიდრებს, მიანებებს საქმეს უმცროსთა მუშაკთა”.

ჩვენში, მართალია, ერმა და ბერმა მადლობა უთხრეს ამ მძიმე სიტუაციაში ერისთვის დამაშვრალ ადამიანებს, მაგრამ გამოჩნდნენ მოშურნენიც, რომლებიც ყველა ეპოქაში მოიძებნებოდნენ. ჯერ კიდევ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი აღნიშნავდა: ჩვენი ერი მრავალ ცოდვაშია ჩავარდნილი ღვთის წინაშე, მაგრამ უპირველესი ჩვენი ვნება შურია. რაღაც განსხვავებული მიდრეკილება გვაქვს ამ საშინელი ვნებისადმიჩვენ ყოველნი ვართ საბრალონი და უბედურნი მონანი შავის ამის გველისა. ვისი ენა გამოთქვამს, ვისი კალამი აღწერს იმ ურიცხვ ვნებებს, რომლებიც ამ მოწამლული წყაროდან მომდინარეობენ და ჩვენს ქვეყანას ყოველ სიკეთეს მოაკლებენ”. კითხვაზე, თუ რით შეიძლება აიხსნას ქართველი ხალხის განსაკუთრებული მიდრეკილება ამ ვნებისადმი, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ამბობს: ამის მიზეზი ის არის, რომ ქრისტეს სჯულს, მადლსა და სულს სახარებისა ჩვენი გულის სიღრმემდე ჯერაც არ მოუღწევია, ჯერაც არ დაუმორჩილებია ჩვენი ბუნება”. ჩვენი ერის წახდენისა და უბედურების მიზეზი ბევრჯერ სწორედ შური ყოფილა, რომლისგანაც იშვებოდა განხეთქილება, ღალატი, ცილისწამება, დაბეზღება, ძმათა შორის სიძულვილი და კაცის კვლა. კონსტანტინე გამსახურდია გიორგი მეფეს ათქმევინებს: “ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია, მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”. ჰოდა, ვკორტნით დღესაც! მერე რა, რომ ქვეყანა და ხალხი ზარალდება?! მთავარი, ხელისუფალთ კოვზი ნაცარში ჩაუვარდეთ…

წმინდა ილია მართალმა ლუარსაბ თათქარიძის სახეში პიროვნებისთვის განსაკუთრებით საზიანო თვისებებს მოუყარა თავი. ცხადია, არც შური გამორჩენია…

ეს გაქსუებული, გადაგვარებული არსება სულ იმაზე ფიქრობს, ძმაზე მეტი ქონება, ვენახი თუ სახნავ-სათესი ჰქონდეს. შვილიც მხოლოდ იმიტომ უნდოდა, მისი მამული დავითს რომ არ დარჩენოდა. ლუარსაბის “ლოცვა” და უფალთან ურთიერთობა ძმის დაბეზღებით შემოიფარგლება. ეს “ახალი კაენი” სახარებისეული ფარისეველივით ცდილობს, ძმა დააკნინოს ღვთის თვალში და საკუთარი “კაიკაცობა” ასე წარმოაჩინოს. რამდენი ლუარსაბია დღეს საქართველოში, ვერ გეტყვით, მაგრამ ცოტანი რომ არ არიან, ცხადია. დღეს, როცა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას ქვეყანა, როცა მთავარი საფიქრალი არის ხალხის დაცვა პანდემიისგან და ეკონომიკის გადარჩენა, მავანნი ისევ ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრით არიან დაკავებულნი, უსამართლოდ მსჯელობენ და უარყოფითად აფასებენ საერთო-სახალხო საქმის საკეთილდღეოდ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯსაც კი, თუმცა ქადაგებენ, ყველანი უნდა დავდგეთ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლაო.

ფარისეველნი!

ცნობისთვის: ფარისევლები შეადგენდნენ ერთ-ერთ იუდაურ სექტას, რომელიც აღმოცენდა III-II საუკუნეებში ქრისტეს შობამდე. თვით სიტყვა ნიშნავს “განსაკუთრებულს”, “გამოყოფილს”, “გამორჩეულს”, და ეს სახელწოდება მათ მიიღეს იმის გამო, რომ ცდილობდნენ, სხვებზე მეტად გამორჩეულიყვნენ სჯულის გულმოდგინე აღსრულებით. დროთა განმავლობაში სჯულის დამატებებისა და ახსნა-განმარტებების სახით ფარისევლებმა შეადგინეს მრავალი გადმოცემა, უმთავრესად სჯულის გარეგანი, საწესჩვეულოებო მხარის შესახებ; ამ გადმოცემებს საღმრთო მნიშვნელობა მიანიჭეს და მოსეს სჯულს გაუთანაბრეს. თანდათანობით ფარისევლებმა განსაკუთრებული თემი შეადგინეს, ანუ განცალკევებულ სექტად ჩამოყალიბდნენ და, ზემოხსენებულ გადმოცემათა უმჯობესი აღსრულების მიზნით, გაურბოდნენ კიდეც ურთიერთობას ებრაელი ხალხის დანარჩენ ნაწილთან, როგორც აღმატებულნი მათზე. ხალხიც მათ უყურებდა როგორც განსაკუთრებულთ, საღმრთო სჯულის მკაცრად აღმასრულებელ ადამიანებს, რომლებიც, თითქოს, ხალხში რწმენისა და კეთილმსახურების შესანარჩუნებლად იღვწოდნენ, და დიდადაც პატივს სცემდნენ მას. მაგრამ გარეგანი კეთილმსახურებისა და გულმოდგინების საფარველქვეშ აღმაშფოთებელი პირმოთნეობა, გულგრილობა, უსულგულობა და უზნეობა იმალებოდა, რაც ცხადად გამოიხატა უფლის მამხილებელ სიტყვებში. ფარისევლებმა არ მიიღეს აღთქმული მესია _ უფალი იესო ქრისტე და ჯვარს აცვეს იგი.

საქართველოში ნაცსექტამ ხელისუფლებაში ყოფნის 9-წლიან პერიოდში მოახერხა, კეთილმსახურებისა და გულმოდგინების საფარველქვეშ პირმოთნეობა, გულგრილობა, უსულგულობა და უზნეობა დაემალა; ახლა კი, “განცალკევებულ სექტად ჩამოყალიბებული”, ამღვრევს წყალს და ხელისუფლებას კი არა, ქვეყანას უქმნის საფრთხეს.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here