Home სხვადასხვა დაიჯესტი შვეიცარიაში გაუკუღმართებულთა დისკრიმინაციისთვის სისხლის სამართლის კანონით დასჯა მოიწონეს

შვეიცარიაში გაუკუღმართებულთა დისკრიმინაციისთვის სისხლის სამართლის კანონით დასჯა მოიწონეს

329
შვეიცარიაში გაუკუღმართებულთა დისკრიმინაციისთვის სისხლის სამართლის კანონით დასჯა მოიწონეს

შვეიცარიის მოქალაქეთა უმრავლესობამ მოიწოდა რეფერენდუმზე გამოტანილი კანონპროექტი, რომლის თანახმად ადამიანების დისკრიმინაცია მათი სექსუალური ორიენტაციის გამო სისხლის სამართლის კანონით დაისჯება.

ხმის მიცემის შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა 63,1-მა პროცენტმა მხარი დაუჭირა მოქმედი ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის გაფართოებას. წინააღმდეგ ხმა მისცა, ძირითადად, სასოფლო რაიონების მოსახლეობამ. მოწონების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღირიცხა ფრანგულ და იტალიურენოვან რაიონებსა და ქალაქებში, _ იუწყება Swiss Info.

კონსერვატულმა შვეიცარულმა ოპოზიციამ, რომლის ინიციატივითაც კანონპროექტი საერთაშორისო რეფერენდუმზე გაიტანეს, აღიარა დამარცხება, თუმცა განაცხადა, რომ განაგრძობს ბრძოლას სხვა სოციალური უმცირესობებისთვის გამიზნულ შესწორებებზე.

“კვლავაც დაჟინებით მივადევნებთ თვალს კანონის შესრულებას, რადგან გვსურს, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება გარანტირებული იყოს”, _ განაცხადა დევიდ ტრასხელმა რეფერენდუმის კომიტეტიდან.

ლგბტ თემის წევრებიც აპირებენ ბრძოლის გაგრძელებას ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დასაკანონებლად.

მამათმავლობის მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ კანონი ძირს უთხრის სიტყვის თავისუფლებას და რომ ლგბტ თემს არ სჭირდება დამატებითი სამართლებრივი დაცვა. მოქმედი სამართალი სავსებით საკმარისია შეურაცხყოფის, ცილისწამების, ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის სხვა ფორმების აღსაკვეთად.

“ამჟამად შვეიცარიაში შეიძლება სამი წლით ჩაგსვან ციხეში, თუ სიტყვა “გეის” წარმოთქვამ იმ ტონით, რომელიც ლგბეტ-ელებს არ მოეწონებათ. ასე გადაწყვიტეს აქაურ რეფერენდუმზე. საინტერესოა, იმათაც თუ დასჯიან, ვინც შეურაცხყოფს ნატურალებს?” _ ასეთი კომენტარით შეაფასეს პოპულარული ტელეარხის “გამოუშვით კრაკენის” ავტორებმა რეფერენდუმის შედეგები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here