Home ახალი ამბები მსოფლიო შვედეთში გაუპატიურების მსხვერპლი გაკიცხეს, მოძალადეები კი გაამართლეს

შვედეთში გაუპატიურების მსხვერპლი გაკიცხეს, მოძალადეები კი გაამართლეს

104

შვედეთში სიკეთისა და ბოროტების ცნებები თავდაყირა დადგა მოჭარბებული .. ტოლერანტობის გამო. ეს ყველაფერი ისეთ აბსურდამდე მიდის, რომ ქვეყანაში ცხოვრება სახიფათოა _ ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელება და მათი დამცველი არავინაა.

ცოტა ხნის წინათ შვედეთში აღმაშფოთებელი შემთხვევა მოხდა. ქალაქ მალმეში 6-მა მიგრანტმა 21 წლის შვედი მამაკაცი დაიჭირა და 6 საათის განმავლობაში აუპატიურებდა. მამაკაცმა ძლივს შეძლო მოძალადეებისგან თავის დაღწევა. მან პოლიციას მიმართა. მიგრანტები დააკავეს და განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც კვლავ დაიწყეს ახალგაზრდა მამაკაცის შეურაცხყოფა. რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, პოლიციელებმა მიგრანტების მხარე დაიჭირეს და დაზარალებული ნაციზმში დაადანაშაულეს _ თითქოს მიგრანტბს ნაცისტურად მიესალმა _ ხელის აწევით. საბოლოოდ ყველაფერი გამაოგნებელი შედეგით დასრულდა: მოძალადეები გაამართლეს და გაათავისუფლეს, ახალგაზრდა კაცი კი, რომელსაც 6 საათის განმავლობაში აუპატიურებდნენ და სცემდნენ, გაკიცხეს. შვედეთში სახიფათო პრეცედენტი შეიქმნა, როცა მოძალადეები არ დასაჯეს _ ამით კანონის სისუსტე და მიგრანტების წინაშე შიში გამოვლინდა.

Lenta.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here