Home რუბრიკები პოლიტიკა შეიძლება თუ არა “სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივის” განხორციელება ამიერკავკასიაში, როდესაც რუსეთს მეზობლად არ...

შეიძლება თუ არა “სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივის” განხორციელება ამიერკავკასიაში, როდესაც რუსეთს მეზობლად არ განიხილავ?

289

24 სექტემბერს გაეროს 76- ასამბლეაზე საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა. მისმა გამოსვლამ პროსახელისუფლებო მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ღარიბაშვილის გამოსვლაში, როგორც ხელისუფლებაში აღნიშნეს, უმთავრესი იყო სამხრეთ კავკასიაშისამეზობლო მშვიდობიანი ინიციატივარეგიონში სტაბილურობის ხელშესაწყობად.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობა ბევრად იზრდება. საჭადრაკო დაფაზე დინამიური ასპარეზობის მოწინავე ხაზზეა შავი ზღვა. ეს არის კონფლიქტების მართვის მიკროსამყარო: თუ მშვიდობა და სტაბილურობა აქ შენარჩუნდება, სხვაგანაც გახდება შესაძლებელი იმავე შედეგის მიღწევა, ამიტომ ჩვენი მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა რეგიონში. სამხრეთ კავკასიაში გთავაზობთსამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივასჩვენი რეგიონის სტაბილურობის ხელშესაწყობად. საქართველო მზადაა, თბილისში უმასპინძლოს საერთაშორისო შეხვედრას, რომელზეც განხილული იქნება ჩვენი მშვიდობიანი კეთილმეზობლური ინიციატივის პერსპექტივები და რომელშიც ჩაერთვებიან ჩვენი სამხრეთკავკასიელი მეზობლები და საერთაშორისო პარტნიორები”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა: “დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით _ დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია”.

შესაძლებელია თუ არასამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივისგანხორციელება, როდესაც მეზობლად არ განიხილავ ჩრდილოელ მეზობელს _ რუსეთს? ვის მიმართა ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან და ვინ შეიძლება საქართველოს ინიციატივას მხარი დაუჭიროს _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრებიან პოლიტოლოგები _ სოსო ცინცაძე და რევაზ კილასონია.

ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დასვას ღარიბაშვილმა ერთ მაგიდასთან აზერბაიჯანი და სომხეთი

სოსო ცინცაძე, პოლიტოლოგი:

_ საქართველოს პრემიერმინისტრის გამოსვლაში არაფერია ისეთი, რაზეც აქ, საქართველოში, არ უსაუბრია, თანაც, ჩვენი ქვეყნის პრემიერმინისტრმა ისეთი რა უნდა თქვას გაეროს სამიტზე, რომ სალაპარაკოდ ღირდეს?

ღარიბაშვილი მედიასთან წინასაარჩევნოდ ძალიან აქტიურია და, რასაც ფიქრობს, რის გაკეთებესაც აპირებს, ყველაფერზე საუბრობს. აქედან გამომდინარე, უკვე ვიცოდი, რაზე ილაპარაკებდა გაეროში.

_ ბატონო სოსო, ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდასამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივისგანხორციელების წინადადებით, ოღონდ ამ სამეზობლოში მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და საერთაშორისო პარტნიორები შევლენ

_ იდეა კარგია _ ომის საფრთხის თავიდან აცილება და სამეზობლოში კეთილგანწყობის დათესვა, მაგრამ ეს იდეაა და თანაც არ არის სიახლე, ამგვარი ინიციატივა ბევრი ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დასვას ღარიბაშვილმა ერთ მაგიდასთან აზერბაიჯანი და სომხეთი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამ სახელმწიფოებიდან ღარიბაშვილის ინიციატივას აქამდე არ მოჰყოლია გამოხმაურება. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რას იტყვის რუსეთი. რეალობა სულ სხვაა, რეალობას არ უნდა მოვწყდეთ.

გაეროს სამიტზე მნიშვნელოვანი განცხადება ამერიკის პრეზიდენტსაც არ გაუკეთებია და ღარიბაშვილის ინიციატივა რა სალაპარაკოა? ეს ხომ მხოლოდ ინიციატივაა? ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რა არის გენერალური ასამბლეის მიზანი და ფუნქცია. მსოფლიოს ლიდერები შეთანხმდნენ ერთ რამეზე: გაეროს ასამბლეა არის “შეხვედრათა სახლი”. ეს მოსახერხებელია, რადგან ორი სახელმწიფო, რომლებიც მოსალაპარაკებლად ერთმანეთთან არ ჩავლენ, ხვდებიან გაეროს ასამბლეაზე.

გაეროში ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი რა უნდა თქვას. სომხეთსა და აზერბაიჯანს ერთმანეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვთ, გარდა ამისა, საქართველოც არ არის იმ მდგომარეობაში და ისეთი სტაბილური ქვეყანა, რომ განახორციელოს “სამეზობლოში მშვიდობიანი ინიციატივა”.

_ პრემიერმინისტრის იდეა ცუდი არ არის, მაგრამ მან მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს უხმო სამეზობლოდ, ხოლო ჩრდილოელი მეზობელი უარყო, მერე კი მსოფლიოს მიმართა თხოვნით, “დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია”-

_ ღარიბაშვილის ყოველი სიტყვა არის “მიმართვა მიმართვისათვის”. ვინ უნდა დაგვეხმაროს? _ ასამბლეის წევრების ნახევარზე მეტს საერთოდ არ ენაღვლება, რა ხდება საქართველოში, ყველას თავისი გასჭირვებია.

გაეროს ასამბლეამ მნიშვნელობა დაკარგა. ყველას კარგად გვახსოვს, რომ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში თვითონ შევარდნაძე ბოლო სამ-ოთხ ასამბლეას შეგნებულად არ დასწრებია, ის საგარეო საქმეთა მინისტრს გზავნიდა. იქ არაფერი ხდებოდა და შევარდნაძემ ეს კარგად იცოდა, ამიტომ არ ღირს ამაზე აჟიოტაჟის შექმნა _ ეს რა მაგარი პრემიერი გვყავს და მაგარი სიტყვა თქვაო.

გაეროს ასამბლეის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია მისი დასაწყისი, როდესაც დიდი ქვეყნების მმართველები გამოდიან, დანარჩენი არაფერია საინტერესო. მათი გამოსვლის შემდეგ, ჩვენნაირი ქვეყნის მმართველი ღარიბაშვილი კი არა, ბისმარკიც რომ იყოს, არავინ მოუსმენს, არავის არ აინტერესებს, რადგან კრეატიულს ვერაფერს იტყვის.

ღარიბაშვილი არის ერთი პატარა ქვეყნის პრემიერი, რომელიც ჩაფლულია პანდემიაში და წინასაარჩევნო ბაკქანალიაში. ჩვენ სტაბილური ქვეყანა არ ვართ. საქართველო, ალბათ, მსოფლიოს პირველ ათეულში შედის შიდა დაპირისპირების მხრივ. ვერ ვიხსენებ ქვეყანას, რომელშიც მსგავსი რამ ხდება. აქ იდეისთვის ბრძოლა არ მიმდინარეობს, აქ ზიზღია და უსაქციელობა. 30 წლის განმავლობაში შევქმენით ისეთი ისტორია, რომ, წარსულში თუ რაიმე დიდებული გვქონდა, აღარც კი მჯერა. ჩვენმა ქვეყანამ ვერ გამოზარდა პოლიტიკოსები. რასაც ისინი სჩადიან, აფრიკაშიც კი არ ხდება. 1960-იან წლებში დამოუკიდებლობა რომ მოიპოვეს, ის უმწიფარი აფრიკელი პოლიტიკოსები ჯობნიან ქართველებს.

საქართველოში დიდი აჟიოტაჟი შექმნეს გაეროს ასამბლეის გამო, მაგრამ მე არაფრის მოლოდინი არ მქონია და ეს საუბრის დასაწყისშივე გითხარით. რეალობაა ისეთი მსოფლიოში, რომ არაფერი ახალი არ ხდება. მსოფლიო გადანაწილებულია და მხოლოდ გასაფორმებელია ეს გადანაწილება. ამიტომ იმაზე ფიქრი, რომ ამაღამ დავიძინებ და ხვალ სხვა რეალობაში გავიღვიძებ, სისულელეა, ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს. გაეროს ფასი კარგად ვიცი და მისი მოვალეობაც. ეს ორგანიზაცია დაძველდა. ჩვენ ვხედავთ, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ვინც არ უნდა იყოს ჩვენი პრემიერი, გაეროში ვერაფერს გააკეთებს.

“რუსეთის გარეშე სამხრეთ კავკასიაში ვინ რა უნდა გააკეთოს?!”

რევაზ კილასონია, პოლიტოლოგი:

_ ამიერკავკასიის რეგიონში რუსეთის, ამერიკისა და თურქეთის გარეშე არაფერი არ ხდება და ღარიბაშვილის ინიციატივა, რომ სამეზობლოში სამშვიდობორაღაცშექმნას, თან ისე, რომ ეს სახელმწიფოები არ ჩაერიონ, სისულელეა. მის ინიციატივას აქამდე არავინ გამოხმაურებია და თავისი აზრი არც ერთ მეზობელს არ გამოუთქვამს. ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია პრემიერის ინიციატივა სამეზობლოში მშვიდობიანი გარემოს შექმნაზე, ის უფრო ამომრჩეველზე გავლენის მოპოვების მცდელობას ჰგავს. ღარიბაშვილი ცდილობს, ამომრჩეველს აჩვენოს, რომ დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. ეს უსუსური მცდელობაა. რუსეთის გარეშე სამხრეთ კავკასიაში ვინ რა უნდა გააკეთოს?!

რეგიონში ძალიან დიდი დაძაბულობაა და გამორიცხულია, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთად დასხდნენ. ის, რომ ღარიბაშვილი ტყვეების გაცვლაში დაეხმარა ორ ქვეყანას, არაფერს ნიშნავს. ეს მას დაავალეს, რადგან პრაქტიკაში ასე ხდება _ ტყვეების გაცვლაში მესამე ქვეყანა უნდა ჩაერიოს. ეს იყო და ეს, ღარიბაშვილს თავისით დიდი არაფერი გაუკეთებია.

_ ღარიბაშვილმა გაეროს ტრიბუნიდან რუსეთის ოკუპაციისგან დაცვა სთხოვა მსოფლიოს და ეს მაშინ, როდესაც მას მეზობლადაც კი არ თვლის, როგორც მისი .. სამშვიდობო ინიციატივიდან ჩანს

_ გაეროს ტრიბუნიდან ვის რა უნდა მოუწოდო, რა ინიციატივით უნდა გამოვიდეს ჩვენი ქვეყანა, რომ ყურადღება მოგვაქციონ? საქართველო კობახიძეების დონეზეა დასული, ხალხო, ნუთუ, ეს არ გვესმის?!

გაერო ბუტაფორიაა, ის გადაწყვეტილებებს ვერ იღებს, ამ შეხვედრებს შედეგი არ მოჰყვება. ღარიბაშვილის მიმართვა, რომ დაეხმარონ რუსეთის ოკუპაციისგან თავის დაღწევაში, არაფრის მომტანია ისეთი შეხვედრაზე, რომელიც არაფერს ნიშნავს.

მსოფლიოში უკვე დაწყებულია ძალთა გადანაწილება. რეალური პოლიტიკა გაეროსა და ნატოს მიღმა წყდება. რამდენიმე დღის წინათ გაფორმდა შეთანხმება ავსტრალია-დიდი ბრიტანეთი-ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. მათ თამაშგარე მდგომარეობაში დატოვეს ნატო. ეს არის წარმოუდგენელი გეოპოლიტიკური მოცემულობა. ასეთი ფაქტების შემდეგ პატარა ქვეყნის პრემიერის მიმართვა გაეროს მაღალჩინოსნებისადმი რად უნდა ღირდეს?

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა მართავს მსოფლიოს და მათ შესწევთ ძალა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ახლახან თქვა კიდეც, რომ მზადდება ამ ხუთი ქვეყანის შეხვედრა.

_ გაეროს ასამბლეაზე პრემიერის გამოსვლა, მისი ინიციატივები მედიის ინტერესის სფეროში მოხვდა

_ ღარიბაშვილის “ჯერ არნახულ და არგაგონილ” გამოსვლებზე სახელისუფლო არხებმა დაფით და ნაღარით გვამცნეს, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი თქვეს იმაზე, როგორი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, არაფრის მომცემია ჩვენი ქვეყნის მმართველების და, მით უმეტეს, პრემიერის გაფეტიშება. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის ბაგასაა გამობმული. მათი ყველა სიტყვა საკუთარი ამომრჩევლის მოსასყიდადაა გამიზნული.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

P.S. ცოტა ხნის წინათ ყარაბაღის ომმა კარგად დაგვანახვა, ვის აქვს სურვილი და შესწევს ძალა, უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ამიერკავკასიაშიდა როცა ღარიბაშვილი რაღაც სამშვიდობო ინიციატივებს აყენებს და რუსეთს მეზობლადაც არ მოიხსენიებს, ეს ან იაფფასიანი პოპულიზმი და ევროპაამერიკის მაამებლობაა, ან კიდევ სრული პოლიტიკური უვიცობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here