Home ახალი ამბები ყიზილაჯლოში დაჭრილი მაჟორიტარობის კანდიდატი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

ყიზილაჯლოში დაჭრილი მაჟორიტარობის კანდიდატი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

679

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის ჯეიხუნ ჩოვდაროვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
კლინიკის მთავარი ექიმის ტატიანა შენგელაიას განცხადებით, პაციენტი მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, თუმცა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამასთან ჩოვდაროვი კონტაქტური გახდა.

რაც შეეხება მეორე დაზარალებულს ვუგარ ბაირამოვს, მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესებულია. პაციენტი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია.

19 ოქტომბერს  ყიზილაჯლოში გვიან ღამით, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბთან, დაახლოებით 10-ჯერ გაისროლეს. შედეგად ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი და კიდევ სამი პირი დაიჭრა. თავდასხმის მიზეზი, ამ დრომდე უცნობი რჩება. მიმდინარეობს გამოძიება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here