Home ახალი ამბები მსოფლიო ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გაიმარჯვა

ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გაიმარჯვა

552
ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გაიმარჯვა

ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა სახელმწიფოს მოქმედმა მეთაურმა კასიმჟომარტ ტოკაევმა, რომელმაც, ცენტრალური საპრეზიდენტო კომისიის მონაცემების თანახმად, ხმების 70,96% მოაგროვა.

ტოკაევი წარმოადგენს ყაზახეთის მმართველ პარტია Nur Otan-ს (“მამულის შუქი”), სულ კი პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას აცხადებდა 7 კანდიდატი. მათგან 4 წარმოადგენდა პარტიებს, 3 _ საზოგადოებრივ გაერთიანებებს.

ტოკაევის მოწინააღმდეგეთა შორის ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა საზოგადო მოღვაწემ და ჟურნალისტმა ამირჟან კოსანოვმა _ 16,23%. არჩევნებში სულ მონაწილეობდა ამომრჩეველთა 77,4%.

ყაზახეთის პოსტსაბჭოთა ისტორიაში არჩევნებში პირველად არ მონაწილეობდა ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე პოსტიდან გადადგა. ნაზარბაევის გადადგომის შემდეგ პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებს ასრულებდა კასიმ-ჟომარტ ტოკაევი. მისი ინაუგურაცია 12 ივნისს გაიმართება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here