Home ახალი ამბები მსოფლიო „ღვთის შემწეობით!” – ორბანმა განაჩენი გამოუტანა დასავლურ ჰეგემონიას

„ღვთის შემწეობით!” – ორბანმა განაჩენი გამოუტანა დასავლურ ჰეგემონიას

206

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში გამართულ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედებების  კონფერენციაზე განაცხადა, რომ დასავლური ლიბერალური ჰეგემონიის დასასრული შეიძლება მიმდინარე წელს დადგეს. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ დასავლელი ლიდერები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და თავიანთი ქვეყნები დაღუპვისკენ მიჰყავთ.  ვიქტორ ორბანის გამოსვლის  ვიდეოჩანაწერს  ვებგვერდი dzen.ru  აქვეყნებს.

„წელს, ღვთის შემწეობით, ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ დასავლური ცივილიზაციის სამარცხვინო ეპოქა.  შეგვიძლია, დავასრულოთ მსოფლიო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია პროგრესულ  ლიბერალურ ჰეგემონიაზე.  პროგრესულმა ლიბერალურმა მსოფლიო სულისკვეთებამ კრახი განიცადა.  მან მსოფლიოში  მოიტანა ომები, ქაოსი, არეულობები  და ეკონომიკების განადგურება; იქცა  უაზრო საერთაშორისო პოლიტიკის, ოჯახების გაღატაკებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუარესების მიზეზად.

ეს იყო უცნაური ეპოქა, რომლის  მიმდევრები აცხადებდნენ, რომ  მათი ამოცანა იყო  არა ხალხის ინტერესების დაცვა,  არამედ საკუთარი იდეალების განხორციელება. თუ ფაქტები არ ადასტურებდა მათ იდეალებს, მით უარესი ფაქტებისთვის. მათ  დაყვეს მსოფლიო დემოკრატიებად და ავტოკრატიებად და განაცხადეს, რომ მათი როლი არის  ჯვაროსნულ ლაშქრობაში  ავტოკრატიების წინააღმდეგ; ისინი იბრძოდნენ, სხვა   ქვეყნებში ეწეოდნენ დემოკრატიის ექსპორტს   და  ბოლოს და ბოლოს  ხალხი დაიღალა მათგან.

მოდი, პირდაპირ ვთქვათ: ამ მსოფლიო წესრიგმა  შვა ლიდერები, რომლებსაც არ აქვთ  ლიდერობის უნარი. ისინი არ არიან შესაფერისი ამ  როლისთვის. ისინი შეცდომას  შეცდომაზე  უშვებენ  და თავიანთი ქვეყნები დაღუპვისკენ მიყავთ“.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://dzen.ru/video/watch/662b806a23f102083018334e?rid=891383631.275.1714208594929.42098&encoded_pulse_user_info=HdDYOoG2cH5lPtOgcNkU3ozYCGc2YrF93U6i7b2DyD5UofmJv6q1UQ-HzbfFCvW-196StUN-egNIw9kcrxjd0Q%3A1714208595227&from_site=mail&utm_referrer=e.mail.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here