Home რუბრიკები პოლიტიკა ქართული თვითგვემის მოდა და ილია ჭავჭავაძის ნეოლიბერალური გაგება

ქართული თვითგვემის მოდა და ილია ჭავჭავაძის ნეოლიბერალური გაგება

3332
ქართული თვითგვემის მოდა და ილია ჭავჭავაძის ნეოლიბერალური გაგება

ვინმეს შეიძლება თავისი ერი კი არა, თავისი ოჯახი _ დედა, მამა, და, ძმა _ არ უყვარდეს, არ მოსწონდეს, მიუღებლად და სამარცხვინოდ მიაჩნდეს და ლანძღავდეს. ზოგჯერ ასეც ხდება. ყველას აქვს ამის უფლება და იმის უფლებაც, რომ წავიდეს თავისი ოჯახიდან და ისეთებთან იცხოვროს, ვინც მოსწონს. რამდენად კარგი და ზნეობრივი საქციელია ეს, სხვა საკითხია, მაგრამ ამაში გარკვეული ლოგიკა ნამდვილად არის. სამაგიეროდ, იმაში, როგორცღამურას მენტალიტეტისმქონე ჩვენი საზოგადოების ნაწილი იქცევა, ვერც ზნეობას იპოვით სადმე, მით უფრო, ვერც ლოგიკას.

ქართველების ლანძღვა, ნებისმიერი უარყოფითი ფაქტის გახმაურებისთანავე მოთქმა-გოდება, რომ ასეთი ცუდები, ბოროტები, გაუტანლები, მოძალადეები, მკვლელები და კიდევ ათასი სხვა უბედურება მხოლოდ ქართველები ვართ და სხვა ერები ჩვენზე უფრო კულტურული და კეთილი არიან, უკვე ჩვეულებრივ ტრენდად იქცა ჩვენში.

ამის ნათელი მაგალითია მკვლელობა, რომელიც თბილისში ერთი კვირის წინათ მოხდა. საუბარია საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსული ინდოეთის მოქალაქის მკვლელობაზე, რომელიც საზოგადოებაში საკმაოდ გახმაურდა. მეზობლად მცხოვრებმა პირმა ინდოელს სამი ტყვია დაახალა და ადგილზე მოკლა.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის მკვლელობა შემზარავი და ცუდი ფაქტია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ნორმალურ ადამიანს თუ სურს, მომხდარი ფაქტი შეაფასოს, წესით, სასამართლოს საბოლოო ვერდიქტს თუ არა, წინასწარი გამოძიების მონაცემებს მაინც უნდა დაელოდოს.

ამ შემთხვევაში კი რა მოხდა? მკვლელობის ფაქტის შესახებ მედიაში ცნობების გავრცელებიდან 15 წუთში სოციალური ქსელების ქართულენოვანი მომხმარებლების გვერდები აჭრელდა პოსტებით: აი, ქართული ფაშიზმის კიდევ ერთი გამოვლინება. ბოლოს და ბოლოს როდის უნდა ჩამოვყალიბდეთ კულტურულ ხალხად?”, “ფუ! მეზიზღება ჩემი თავი, დღეს მეც ქართველი რომ მქვია. რასიზმის მედროშეები და სამარცხვინოები ვართ ქართველები!”, “ყურადღება! ქართველმა ფაშისტმა რასისტულ ნიადაგზე მოკლა ინდოელი სტუმარი! ეს უკვე მერამდენედ. სამარცხვინო ერი ვართ. ევროპაში უნდა შევიდეთ კი არა, უნდა გადავშენდეთ საერთოდ!”, “სოს! ქართველმა ფაშისტებმა ამჯერად ინდოეთის მოქალაქე მოკლეს. ახლავე უნდა დავიწყოთ ფართომასშტაბიანი პროტესტი, თორემ მსოფლიოში შევრცხვებით! როდემდე?”

ასეთი შინაარსის პოსტები და მოწოდებები მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა, სანამ არ დადგინდა, რომ ინდოელის მკვლელი ქართველი კი არა, სომეხი იყო…

რა თქმა უნდა, ისიც ნამდვილია, რომ რა ეროვნებისაც უნდა იყოს მკვლელი, ეს ფაქტის სიმძიმეს არ ცვლის. მაშ, რატომ გავუსვი ხაზი იმას, რომ მკვლელი სომეხია და არა ქართველი? იმიტომ, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, უმალ შეწყდა საწყალი მოკლული ინდოელისჭირისუფალთააქტივობა სოციალურ ქსელში. რა პოსტებიც ჰქონდათ გამოქვეყნებული, ისიც წაშალეს და იმის მერე აგერ, ერთი კვირაა, აღარავინ დაინეტერსებულა, დაიჭირეს თუ არა მკვლელი ან აქვს თუ არა რაიმე პრეტენზია და სათქმელი მოკლულის ოჯახს.

ერთი სიტყვით, რადგან მკვლელი ქართველი არ არის, მორჩა, აღარც რასიზმი და ქსენოფობია აღელვებს ვინმეს და აღარც მოკლული. ფაქტი საინტერესო მხოლოდ მაშინ არის, როდესაც მკვლელი ქართველია. აი, მკვლელის არაქართველობა ყოველგვარ ინტერსს სპობს, თორემ მკვლელის ქართველობის შემთხვევაში, გამოძიების გარეშეც, იმასაც ასკვნიან ქართველების მლანძღველი ქართველები, რომ ეს მკვლელობა აუცილებლად “რასისტულ” ნიადაგზე მოხდა. არც ექსპერტის დასკვნაა საჭირო საამისოდ, არც მოწმეთა, ეჭვიმიტანილისა და მოკლულის ოჯახის წევრების დაკითხვა. მკვლელი ქართველია და მოკლული არაქართველი? მორჩა! ესე იგი, მკვლელობა აუცილებლად რასისტულ ნიადაგზეა ჩადენილი, რადგან ქართველები, მსოფლიოში ცნობილიღრუზინები,” ქსენოფობები, რასისტები, მოძალადეები და ნაგვები ვართ. ამ ადამიანთა დიდი პროცენტი, რომლებიც ქართველებს ასე ლანძღავენ, ფაქტობრივად, თვითგვემით არიან დაკავებულნი, რადგან თვითონაც ქართველები არიან. საინტერესოა ისიც, რომ მათი უმრავლესობა ხშირ-ხშირად ახსენებს ილია ჭავჭავაძეს. ვლაპარაკობ “ლიბერალური” მიდრეკილებების ადამიანებზე, უფრო ზუსტად, მათზე, ვინც თავის თავს ლიბერალად მიიჩნევს. სინამდვილეში კი, ასეთი ადამიანები ლიბერალები კი არა, უბრალოდ, გამოშტერებულები არიან. ვინაიდან, საზოგადოდ, ილია ჭავჭავაძე მიიჩნევა საქართველოში რეალურად ლიბერალური აზრების შემომტანად და გამავრცელებლად, თანამედროვე “ლიბერალი” ბიჭუშკებისა და გოგოშკების სამჭედლოც ხომ ამ მართლაც გენიალური მოღვაწის სახელობის უნივერისტეტია. არადა, სინამდვილეში, ამ მახინჯი მსოფლმხედველობის სექტასთან, რომელსაც ჩვენ ლიბერალებად კი არა, “ლიბერასტებად” მოვიხსენიებთ ხოლმე, ილია ჭავჭავაძესა და მის შეხედულებებს საერთო ძალიან ნაკლებად აქვს. შორს რომ არ წავიდეთ, ილიას ყველაზე ცნობილი გამონათქვამი, მისი მსოფლმხედველობის ქვაკუთხედი და, თუ გნებავთ, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, მთავარი სლოგანი არის მამული, ენა, სარწმუნოება!”

ერთი მითხარით, რა აქვს საერთო ამ ფრაზას იმ სექტასთან, რომელიც საქართველოს “მამულად” კი არა, უბრალო “ტერიტორიად” აღიქვამს? და სადაც, მათი აზრით, ეთნიკური ქართველები უმცირესობაშიც რომ დარჩნენ, ისინი პრობლემას ვერ ხედავენ და ამას საჯროდ გამოხატავენ? რა აქვთ საერთო ამ გენიალურ ეპოქალურ ფრაზასთან იმ სექტის წევრებს, რომლებიც საჯაროდ ამასხარავებენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და პირადად პატრიარქს? სად ხედავენ ილიასთან სულიერ ნათესაობას იმ სექტის წარმომადგენლები, რომლებმაც ქართული ენა უკვე დააბინძურეს უამრავი ინგლისური ბარბარიზმით და ეს პრობლემადაც არ მიაჩნიათ?

საბჭოთა კავშირის პერიოდშიც იყო ქართულში შემოჭრილი უამრავი რუსული სიტყვა, მაგრამ ამას ლამის ოფიციალურ დონეზე ვებრძოდით და სამარცხვინო მოვლენად ვაცხადებდით, დღეს კი რაც მეტ ინგლისურ სიტყვას გაურევ საუბარში, მით უფრო “გამოსულ ტიპად” ითვლები. ეგ კი არა, ტელევიზიების დიქტორებიც კი საუბრისას სიტყვების ლამის ნახევარს ინგლისურ ბარბარიზმებს იყენებენ და ეს არავის მიაჩნია სამარცხვინოდ და დაუშვებლად.

გეკითხებით _ რა აქვთ ამ ადამიანებს საერთო ილია ჭავჭავაძესთან, მის მოძღვრებასთან, მის შეხედულებებთან და რატომ იჩემებენ ასე უტიფრად მის სახელს?

აკი, ილია ჭავჭავაძე თავის მოთხრობებში სწორედ იმას უსვამდა ხაზს, რომ რუსეთის კავკასიაში შემოსვლა მათი მხრიდან დაპყრობა იყო თუ დახმარება, არც ერთ შემთხვევაში უფლება არ აქვს ტერიტორიულად დიდი ქვეყნის წარმომადგენელს, ასე აბუჩად აიგდოს ქართველი ერი, როგორც ამის მცდელობა იყო ზოგიერთი რუსი გენერლისა თუ პოლიტიკური მოღვაწის მხრიდან.

მგზავრის წერილებისხვა რა არის? პროტესტი იმის წინააღმდეგ, რომ რომელიღაც უცხო ერი, იმ კონკრეტულ შემთხვევაში რუსეთი, ცდილობს, ქართველები ველურებად, უკულტუროებად, შეუგნებლებად გამოაცხადოს. და დღეს რა ხდება? როდესაც ვინმე უცხოელი ქართველ ერს ლანძღავს, საკადრის პასუხს კი არ ვცემთ, როგორც ამას იზამდა ილია ჭავჭავაძე, არამედ თავს ვხრით, ვეთანხმებით, “სირცხვილით ვწითლდებითდა თვითგვემას ვიწყებთ: აბა რა, ჩვენნაირი ველურები განა არიან ღირსნი ევროპულ ოჯახში შესვლისაო?

თუკი იმხანად, მეფის რუსეთის პერიოდში, ქართველის დაკნინება მიუღებელი იყო რუსისაგან, ეს დღესაც ხომ მიუღებელი უნდა იყოს?! მაშ, რატომ არის ეს მისაღები ამერიკელისგან, ფრანგისგან, ინგლისელისგან ან ვინმე სხვისგან?

არავინ თქვას, ევროპა ჩვენზე მართლაც მაღლა დგას განვითარებით, რუსეთი კი არ არის ეგრე განვითარებული და ამიტომ ევროპელებს უფლება აქვთ, გვლანძღონ, ხოლო რუსებს _ არაო!

დავიწყოთ იმით, რომ ილია ჭავჭავაძის დროინდელი რუსეთი დიახაც რომ ჩვენზე განვითარებული იყო. თუნდაც ის რად ღირს, რომ რუსეთში მაშინ რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი არსებობდა, საქართველოში კი _ არც ერთი. ქართველი მოღვაწეები კი უმაღლესი განათლების მისაღებად სწორედ რუსეთში მიდიოდნენ.

მეორე _ რაც უნდა მაღლა იდგეს განვითარებით ვინმე შენს ქვეყანაზე, მას მაინც არავითარ შემთხვევაში არ აქვს უფლება, დაგაკნინოს და დაგამციროს. პირიქით, თუ ის მართლაც მეგობარია შენი ქვეყნის, კი არ უნდა გაგასწოროს მიწასთან, უნდა დაგეხმაროს განვითარებაში!

ვერც ის მიიღება არგუმენტად, რომ, როდესაც ჩვენ “ვეფხისტყაოსანს” ვწერდით, რუსები ხეზე დარბოდნენ თურმე! მაგ დროს, მეგობრებო, რუსებიც ხეზე დარბოდნენ, ფრანგებიც, ინგლისელებიც, გერმანელებიც და ამერიკა კი, საერთოდ რომ არსებობდა, არავინ იცოდა.

საქმე ის არის, რომ ბიზანტიის იმპერიის გაქრობის შემდეგ, მეთხუთმეტე საუკუნიდან, საქართველოს გამოეცალა “სამხრეთის კედელი” და ოსმალეთის არნახულმა გაძლიერებამ ჩვენი ქვეყნის განვითარება, ფაქტობრივად, შეაჩერა. განვითარება კი არა, ქვეყანამაც “შეაჩერა” არსებობა და მრავალ წვრილ “სამთავროდ” დაყოფილი რაღას განვვითარდებოდით. ამის პარალელურად, განსაკუთრებით ინკვიზიციური ტალღებისა და ჯვაროსნული ომების დასრულების შემდგომ, უსწრაფესად განვითარდნენ დასავლეთ ევროპის ქვეყნები და მათთან ერთად რუსეთის იმპერია. საქართველო, შეიძლება ითქვას, მთელი 4 საუკუნე საერთოდ აღარ ვითარდებოდა, რამაც შექმნა ის სურათი, რომელზეც ზევით ვილაპარაკე და ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ საქართველოს “ჩაყლაპვის” მომენტისთვის საქართველო, როგორც სამხედრო ტექნიკის, ასევე მეცნიერების კუთხით, ჩამორჩენილი იყო რუსეთთან შედარებით.

მიუხედავად ამისა, სწორედ ილია ჭავჭავაძისა და მისი გუნდის ძალისხმევით საქართველომ შეძლო კულტურული და მეცნიერული წინსვლა, განვითარება და უკვე საბჭოთა პერიოდში მყარადაც დადგა ფეხზე ამ მიმართულებებით. დღეს კი რა ხდება? რაც უნდა ტრაგიკული, მიუღებელი, საშინელი ფაქტი მოხდეს, კონკრეტული ადამიანების გამო კი არ ვწუხვართ, არამედ იმის გამო, რომმსოფლიოს თვალში შევრცხვებითთურმე, ამიტომ ვიღაც მართლა გასართობად ჩამოთრეული ვიგინდარა ევროპელამერიკელების წინაშეც კი თავი უნდა დავხაროთ და საკუთარი ერი უნდა ვლანძღოთ.

არადა, არც ისაა გამორიცხული, რომ ის ევროპელი, რომლის წინაშეც ასე ძალუმად ვაწარმოებთ თვითგვემას ქართველების “რასისტობისა და ქსენოფობიის” გამო, რეალურად ცნობილი ნორვეგიელი ქილერის, ანდერს ბრეივიკის, გარე ბიძაშვილი აღმოჩნდეს…

ბრეივიკმა კი რის გამო დახოცა რამდენიმე ათეული სტუდენტი, მათ შორის, ქართველი გოგონა თამთა ლიპარტელიანი, მგონი, გახსენება რთული არ არის და, თუ ვინმეს აღარ ახსოვს, შეუძლია ინტერნეტში მოიძიოს შესაბამისი მასალები.

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here