Home ახალი ამბები საქართველო ფარისევლები

ფარისევლები

მაიკ პომპეო: ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება იმ დღეს, როდესაც საქართველოს ნატოში მიესალმება

1266
გიორგი კვირიკაშვილი-მაიკ პომპეო

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 21-23 მაისს სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა.

“საქართველო არის უმსხვილესი კონტრიბუტორი ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ავღანეთის მისიაში. 32 ქართველი სამხედრო შეეწირა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეს. აშშ აფასებს საქართველოს თავგანწირვას და ძალიან მადლიერი ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის ამ მნიშვნელოვან მისიაში… პრეზიდენტი ტრამპი ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს და ამერიკის შეერთებული შტატები ელოდება იმ დღეს, როდესაც საქართველოს ნატოში მიესალმება”, _ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

რამდენიმე დღის წინათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ალიანსის წევრები, რომლებიც, მისი აზრით, არასაკმარის ინვესტიციებს დებენ ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში, “თავდაცვის ხარჯები, სულ ცოტა, 2%-ით უნდა გაიზარდოსო”, _ განაცხადა ტრამპმა და ვაშინგტონში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტისას, მას გერმანიის მიერ ნატოს თავდაცვის მომსახურებისთვის 375 მილიარდ დოლარამდე გადაუხდელი თანხის ინვოისი უჩვენა.

საინტერესოა, მაიკ პომპეო, რომელიც “სულმოუთქმელად” ელოდება ნატოში საქართველოს ხილვას, ნატოს წევრობისთვის რამდენს გადაგვახდევინებს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here