Home სხვადასხვა დაიჯესტი უღვთო კაცობრიობა უკვდავებას ეძებს

უღვთო კაცობრიობა უკვდავებას ეძებს

671
უღვთო კაცობრიობა უკვდავებას ეძებს

ამრიკელები დაბერებას ახალგაზრდების სისხლის გადასხმით ებრძვიან.

ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც გამოაქვეყნა აშშ-ის ჯანდაცვის სამინისტროს საზედამხედველო სააგენტომ (აკონტროლებს საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხს), დაბეჯითებით არის ნათქვამი, რომ, ასეთი “მკურნალობის” პოპულარობისა და სიძვირის მიუხედავად, მისი ეფექტიანობა არავითარი სამეცნიერო კვლევით არ დასტურდება. მეტიც, სისხლის (ამ შემთხვევაში _ პლაზმის) ნებისმიერი გადასხმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჯანმრთელობის გაუარესების რისკთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, კლინიკები, რომლებიც ამ საქმეს მისდევენ, აშშ-ის რამდენიმე შტატში ინტენსიურად მუშაობენ და დიდად პოპულარულიც არიან.

ამასთანავე, როგორც Business Ynsider-ი აზუსტებს, “ახალგაზრდა სისხლის” თითოეული ინიექცია პაციენტს 8-დან 12 ათასამდე დოლარი უჯდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here