Home რუბრიკები პოლიტიკა უკუეფექტის ეფექტი

უკუეფექტის ეფექტი

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

565
უკუეფექტის ეფექტი

მესამე გამოშვება

ჩემს მტრებს იმით ვანადგურებ, რომ მათთან მეგობრობას ვიწყებ!”

აბრაამ ლინკოლნი, აშშ პრეზიდენტი (1861-1865 წწ.)

დავითგარეჯის საიდუმლო

ჩართავ საქართველოში მოქმედ ამერიკულ (ქართულენოვან) ტელეარხებს და… დილაა, შუადღეა, საღამოა თუ შუაღამეა, უტიფარი სახით მოგვჩერებიან სქართველოში აშშ-ის “მეხუთე კოლონის” წარმომადგენლები, რომლებიც თავგამოდებული გვიმტკიცებენ, დავითგარეჯის ტერიტორიის ერთი ნაწილი აზერბაიჯანს ეკუთვნისო. ტელეარხ “ფორმულას” სტუდიაში (გიორგი თარგამაძის გადაცემაში) დამჯდარა ნაცმოძრაობისდროინდელი რომელიღაც მოხელე, ვინმე გია ჯაფარიძე, და ამ აბსურდის მტკიცებისას ისეთ აზარტში შედის, რომ სტალინსა და ორჯონიკიძეს ნაძირლებად მოიხსენიებს, აქაოდა, მათ საქართველოს ტერიტორიები გაასხვისესო. სტალინმა დედამიწის ერთ მეექვსედზე სოციალური სამართლიანობის ისეთი ციტადელი ააშენა, კაცობრიობას მაშინ ოცნებაც რომ არ შეეძლო. ამ საკაცობრიო მნიშვნელობის საქმის კეთების პროცესში არც შეცდომა იყო გამორიცხული და არც არსებულ რეალობასთან გარკვეული კომპრომისები. იმ ურთულეს ეპოქაში ერთიანი სახელმწიფოს (საბჭოთა კავშირის) ფარგლებში მოკავშირე რესპუბლიკებს შორის, მიზეზთა გამო, საზღვრების მთლად ჩვენთვის სასურველ პარამეტრებში გავლება თუ ვერ მოხერხდა, ამისთვის სტალინს სიტყვა ნაძირალა როგორ უნდა აკადრო, თუკი აგერ, 21- საუკუნეში, როდესაც არც სტალინია ცოცხალი და არც ორჯონიკიძე, როდესაც არც საბჭოთა კავშირი არსებობს და არც კომუნისტური იდეოლოგია, როდესაც ასე აყვავდა და გაიფურჩქნა ანტისაბჭოთა, ანტისოციალისტური და ანტისტალინური მიმართულებები და როდესაც სტალინის მაგინებელი რეგვნები ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ, საქართველო ნაწილნაწილ იშლება?

პოლიტიკას ამოფარებულ იმ ავაზაკთა ხელისბიჭები, რომლებმაც საქართველო მოკლე ხანში ტერიტორიულად, ეკონომიკურად, დემოგრაფიულად მიწასთან გაასწორეს და მისი სახელმწიფო საზღვრები ლამის თბილისამდე შეავიწროვეს, მუშტებს წარსულს უღერებენ და ფონს გასვლას იმ პიროვნების ლანძღვით ცდილობენ, რომელმაც საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მიუხედავად დასავლური ფაშიზმის გაუგონარი აგრესიისა და ათასგვარი პროვოკაციისა, ყოველმხრივ აყვავებულ რესპუბლიკად აქცია; იმ ისტორიულ პიროვნებას, რომელმაც დაკარგული ბათუმი და აჭარა საქართველოს შემოუმტკიცა, საქართველოს ტერიტორიების განიავებაში ადანაშაულებენ ისინი, ვინც აფხაზეთი დაკარგა და კოდორის ხეობაც ზედ მიაყოლა; ვინც ცხინვალის რეგიონი დაკარგა; ვინც, როგორც ირკვევა, დავითგარეჯის ტერიტორიები გაყიდა; ვინც აჭარა დაკარგვის პირზე მიიყვანა და საქართველო საბოლოო დაშლის რეალური საშიშროების წინაშე დააყენა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოსული დასავლეთის “მეხუთე კოლონის” წარმომადგენელთა მთელი პლეადის უგუნური პოლიტიკის სავალალო შედეგია ეს ყველაფერი.

დავითგარეჯის ბოლო პერიოდის შემაშფოთებელი ისტორიის გასაღებს 2007 წელს საქართველოში სტუმრად მყოფი ილჰამ ალიევის გაცილებისას სააკაშვილის მიერ აეროპორტში ნათქვამი ერთი წინადადება გვაძლევს: შევთანხმდით: საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი დაიხაზოს ისე, რომ სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს ქვეყნის შიგნით სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყოს, დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი კი მთლიანად საქართველოში აღმოჩნდეს”. აქ საქმე პრეზიდენტის მიერ საკითხის თვითნებურად გადაწყვეტის აშკარა მცდელობასთან რომ გვაქვს, ფაქტია, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის, თუ დავუკვირდებით, გაცილებით რთული ვითარებაა. საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს სჭირდება, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უნდა მოექცესო. დავიწყოთ ლოგიკური მსჯელობა: სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს სჭირდება, მის ტერიტორიაზე უნდა მოექცესო _ იმას ნიშნავს, რომ, ახლანდელი მდგომარეობით, ეს სიმაღლე არ არის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ანუ მეზობელი სახელმწიფო ქართული ტერიტორიის ამ ნაწილს ეპოტინება და მის დასაკუთრებას ცდილობს. სხვა შემთხვევაში სააკაშვილის გადასაწყვეტი რატომ გახდებოდა იმ ტერიტორიის ბედი, რომელიც ისედაც აზერბაიჯანს ეკუთვნოდა?! ჩნდება შეკითხვა _ თუკი ის ტერიტორია აზერბაიჯანს დადასტურებულად არ ეკუთვნის, მაშინ საქართველოს პრეზიდენტი ყოველგვარი დიპლომატიური პაექრობისა და მეცნიერული აზრის ჩართვის გარეშე აზერბაიჯანის სასარგებლოდ საკითხის გადაწყვეტას რატომ თანხმდება? სავარაუდოდ, მან ეს ქართული ტერიტორია, არც მეტი, არც ნაკლები, მიჰყიდა აზერბაიჯანს და ჯიბეში უზარმაზარი ფული ჩაიდო, რაც, მისი მორალური სახის გათვალისწინებით, სულაც არ არის გამორიცხული, მაგრამ დავაკვირდეთ სხვა გარემოებებსაც. ლაპარაკია სიმაღლეზე. სიმაღლეებით სახელმწიფოების დაინტერესება კი ძირითადად სამხედრო საკითხთან არის დაკავშირებული. შედარებისთვის: გოლანის სიმაღლეების უდიდეს ნაწილს, რომელიც ისრაელსა და სირიას შორის სადავო ტერიტორია იყო, 1967 წლის ომის შემდეგ ისრაელი აკონტროლებს. გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელის მიერ გამოცხადებული სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე არ აღიარა. 2019 წელს აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა ამ ტერიტორიაზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა, მაგრამ გადაწყვეტილებამ საერთაშორისო მხარდაჭერა ვერ ჰპოვა. განსაკუთრებული ბრძოლა ამ ტერიტორიისთვის სწორედ იმიტომ მიდის, რომ იგი სიმაღლეს წარმოადგენს, რომელსაც სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. აშშ კი ცდილობს, ყველა სტრატეგიული სიმაღლე, სადაც ეს შესაძლებელია, მის მოკავშირეთა ხელში აღმოჩნდეს. დავითგარეჯის შემთხვევაშიც, რაკი ლაპარაკია სტრატეგიულ სიმაღლეზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ტერიტორიით აზერბაიჯანის დაინტერესება არა, უბრალოდ, ტერიტორიის მიერთებას, არამედ, პირველ რიგში, სამხედრო მნიშვნელობის მქონე ტერიტორიის მიერთებას უკავშირდება. ეს ლოგიკა თუ სწორია, მაშინ აქედან სხვა მსჯელობის განვითარებაც შეიძლება. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამიერკავკასიას აშშ საკუთარი ბოსტანივით უყურებს, რადგან საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ამერიკელებმა ოცდაათი წლის წინათ დაადეს თათი. ენერგომატარებლებით უმდიდრესი აზერბაიჯანი და შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე საქართველო ამერიკელებისთვის ერთდროულად ორ უმნიშვნელოვანეს საკითხს წყვეტს: ერთი მხრივ, კასპიის ზღვაზე გასასვლელს, მეორე მხრივ, ნავთობისა და გაზის ევროპის მიმართულებით შეუფერხებელ ტრანსპორტირებას. ამერიკელებისთვის თითქოს არ უნდა ჰქონოდა მნიშვნელობა, დავითგარეჯის ტერიტორიის ის ნაწილი, რომლის შესახებაც არის საუბარი, საქართველოს შემადგენლობაში დარჩებოდა თუ აზერბაიჯანის მხარეს გადავიდოდა, ვინაიდან ორივე რესპუბლიკას თვითონ აკონტროლებდნენ, მაგრამ აქაც არის ერთი ანგარიშგასაწევი ნიუანსი. თურქეთი და აზერბაიჯანი ბუნებრივად (ენით და რელიგიით) არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი. თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ამ საკითხს ასე უყურებს: ერთი ხალხი, ორი სახელმწიფო. ერთი ხალხის ცნება გაცილებით ტევადია, ვიდრე სტრატეგიული მოკავშირეობისა. თურქეთი, ამასთანავე, ნატოს წევრი სახელმწიფოა. საბოლოო ჯამში, თურქულაზერბაიჯანული ტანდემი ამერიკელებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი და საიმედო დასაყრდენია, ვიდრე საქართველო. ამიტომ ისინი ამჯობინებენ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყოს. სავარაუდოა, რომ ამ ტერიტორიის განკარგვისას სააკაშვილი სწორედ ამერიკული ინტერესის არსებობის გამო იყო ისე ლაღი და ხელგაშლილი თითქოს ბაბუამისის მიერ მისთვის ანდერძით დანატოვარ კარმიდამოს ჰყიდდა.

გეოპოლიტიკურად ისეთ მნიშვნელოვან ადგილზე, როგორიცაა ამიერკავკასია, ამერიკელების ნებისა და დასტურის გარეშე, თითსაც ვერავინ გაატოკებს (ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ყარაბაღის 2020 წლის ომამდე), ამიტომ, დამნაშავეების ძებნა მხოლოდ კარტოგრაფებისა და შემსრულებელთა კი არა, ამ საქმის შემკვეთებისა და ბრძანების გამცემთა დონეზე უნდა მოხდეს. დავითგარეჯის საკითხის საქართველოს საზიანოდ გადაწყვეტაში არც სააკაშვილი ყოფილა უმაღლესი ინსტანცია. აქ საიდუმლო იმალება და ამ საიდუმლოს კვალს ამერიკელებთან მივყავართ, რადგან ოცდაათი წელიწადია, რაც ისინი საქართველოს ტერიტორიების საქმეში ხელებს მოურიდებლად აფათურებენ. ამ ეჭვს ისიც მიმყარებს, რომ საქართველოში მოქმედი დასავლეთის მთელიმეხუთე კოლონა” (“ნაციონალური მოძრაობადა მისი ნამსხვრევები, .. არასამთავრობო ორგანიზაციები და საინფორმაციო საშუალებები, ცალკეული პიროვნებები) ამ ტერიტორიის შესახებ საუბრის დროს ისე მონდომებით იცავს აზერბაიჯანის ინტერესებს, როგორც, წესით, საკუთარი სამშობლოს ინტერესებს უნდა იცავდეს. ისინი, სამშობლოს ინტერესების გაყიდვის ბრალდებით დაპატიმრებულსა და ამჟამად გირაოთი გამოშვებულ ვინმე მელაშვილთან ერთად, გააფთრებული ამტკიცებენ, რომ ტერიტორია, რომლის შესახებაც არის საუბარი, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ამასაც არ სჯერდებიან, ხმის ჩახლეჩვამდე გაჰყვირიან, _ აზერბაიჯანი ამ ტერიტორიას არავითარ შემთხვევაში არ დათმობსო. დააკვირდით, ეს საინტერესო ფსიქოლოგიური მომენტია. ვთქვათ, დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ტერიტორია ისტორიული რუკებითა და დოკუმენტებით აზერბაიჯანს ეკუთვნის. კი მაგრამ, იმაში საიდან ან რატომ არიან ასე დაბეჯითებით დარწმუნებულნი, რომ აზერბაიჯანი ამ ტერიტორიას არ დათმობს? მოლაპარაკებებით, რაღაცის შეთავაზებით ან რაღაცის სანაცვლოდ იქნებ თმობს, მაგრამ, არა, ისეთი განწყობით აკეთებენ ამ განცხადებას, თითქოს აზერბაიჯანის მხარეს ეხვეწებიან, _ ნუ დაგვითმობთ ამ ტერიტორიასო. რა იმალება ამის უკან? ჩემი აზრით, ერთი რამ: ამ სამარცხვინო პოზიციით ისინი ამერიკელებს უმტკიცებენ ერთგულებას; ეუბნებიან: ხომ ხედავთ, რომ თქვენს ინტერესებს ჩვენს სამშობლოს ინტერესებზე მაღლა ვაყენებთო. ამით ისინი, როგორც უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტურა, საკუთარ თავს ყიდიან და საკუთარ ლუსტრაციას ახდენენ. სხვა ახსნა მათ პოზიციას არ აქვს. ისინი ჭეშმარიტების წინააღმდეგ ილაშქრებენ, უარს ამბობენ საბჭოთა პერიოდის რუკებზე, რომლებზეც აღნიშნული ტერიტორია საქართველოს ფარგლებშია მოქცეული. თვით რუკის სიზუსტეში ეჭვს ვერავინ შეიტანს, ვინაიდან ეს ის რუკებია, რომლებიც დიდი სამამულო ომის პერიოდში გამოიყენებოდა. კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქართველებმა ამ ტერიტორიის აზერბაიჯანის კუთვნილებასთან დაკავშირებით სამარცხვინო საუბარი შეწყვიტონ?! აზერბაიჯანს თუ რამე აქვს ამ თვალსაზრისით სადავო, კი, ბატონო, იდავოს, არგუმენტაცია წარმოადგინოს და ა.შ., მაგრამ ქართველმა ადამიანმა, კარტოგრაფი იქნება იგი თუ დეპუტატი, ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი, როდესაც არსებობს არგუმენტები იმისა, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა, რატომ უნდა ამტკიცოს საწინააღმდეგო, თუკი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პირადი ინტერესი არ ამოძრავებს, რომლითაც სახელმწიფო ინტერესს აზიანებს?! არ აქვს ამ მოვლენას ახსნა, გარდა იმისა, რომ, როგორც უკვე ვთქვი, საკუთარი სამშობლოსთვის ზიანის მიყენებით ისინი ერთგულებას უმტკიცებენ უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურებს, რომლებიდანაც წლების განმავლობაში იკვებებიან

უკუეფექტის ეფექტი

მახინჯი წარმოდგენების ტყვეობაში

ახლა, როდესაც ვნახეთ, როგორ შეიძლება სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესები ერთ კონკრეტულ რეგიონში ერთმანეთთან იყოს გადახლართული, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დაკარგვის ისტორიებიც გავიხსენოთ. კონფლიქტები ამ რეგიონებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე დაიწყო, 1988-90 წლებში. მაშინ ამ მოვლენებს სრულიად ბანალურად ვხსნიდით, _ სასიკვდილოდ განწირული საბჭოთა იმპერია აგონიაშია და კუდს იქნევს, რომ უკანასკნელი ბოროტება ჩაიდინოსო. ეს ვითარების უაღრესად პრიმიტიული ახსნა იყო, რომელიც იმავე ამერიკიდან გადმოგდებული ლოზუნგის სახით შემოგვაჩეჩეს. ყოველივე ამის საფუძველს ხრუშჩოვის პერიოდიდან მოყოლებული ის პოლიტიკური ატმოსფერო ქმნიდა, რომელიც ოცდაათწლიანი უნიჭო და გულისამრევი საბჭოთა პროპაგანდის უკუეფექტით იყო გაჟღენთილი.

სტალინის შემდგომი პერიოდისთვის დამახასიათებელი პროპაგანდის ეს უკუეფექტი საზოგადოებრივი ცნობიერებისთვის ისეთი დამანგრეველი ძალის აღმოჩნდა, რომ საბჭოთა ხალხის უმრავლესობა დასავლეთს ჭეშმარიტი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სასწაულებრივ სამყაროდ აღიქვამდა. დასავლეთზე ამგვარი ცრუ წარმოდგენებით აღზრდილ თაობას, რომელიც საკუთარ სახელმწიფოში თითქმის ნებისმიერ ოფიციალურ ინფორმაციას საპირისპირო მნიშვნელობით იღებდა და იგებდა, ერთი მხრივ, არ სჯეროდა აგონიაში მყოფი საბჭოთა კავშირის ოფიციოზისა და, მეორე მხრივ, არ შეეძლო იმის წარმოდგენა, რომ დემოკრატიის მექადან (აშშდან), საბჭოეთის უკიდეგანო ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უფლებებსა და დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე ზრუნვის გარდა, რამე ბოროტი განზრახვა თუ წამოვიდოდა. ეს იმდენად მონური გაფეტიშება იყო დასავლური ცხოვრების წესისა, რომ ამ ფენომენის შესწავლაზე სპეციალურმა ინსტიტუტებმა უნდა იმუშავონ, ამ თემაზე ლიტერატურული ნაწარმოებები და მხატვრული ფილმები უნდა შეიქმნას. მით უმეტეს, რომ საბჭოთა პროპაგანდის უკუეფექტი განუზომლად დიდი და დროში გაწელილი აღმოჩნდა. იმ უკუეფექტის ეფექტი დღემდე მოგვყვება და, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მიმართ აშშ-ის ვერაგი ზრახვები, კარგა ხანია, გაშიფრულია, საზოგადოების დიდი ნაწილი ძველებური აღტაცებით ყლაპავს იქიდან გადმოგდებულ ანკესს. მერე კი დიდხანს და საცოდავად ფართხალებს იმ ანკესზე…

მაშინ, როდესაც ჩვენ ამგვარიხბოს აღტაცებითთვალებში შევციცინებდით დასავლეთს, ბურჟუაზიული სიცრუით, ფარისევლობითა და თაღლითობით გაჯერებული აშშ ათასგვარ ხაფანგს გვიგებდა და საკუთარი სპეცსამსახურების ვერაგული პროვოკაციების აბლაბუდაში გვხვევდა. ამ თემაზე ბევრი მითქვამს და დამიწერია, მაგრამ ეს სრულიად მარტივი ჭეშმარიტება, ჯერჯერობით, საზოგადოებრივი ცნობიერების სახით ყრუ კედელს აწყდება. მაგალითად, საქართველოში დღემდე გაბატონებულია აზრი, რომ 9 აპრილის საშინელი ტრაგედია საბჭოთა ხელმძღვანელობამ საბჭოთა კავშირის შესანარჩუნებლად და გადასარჩენად მოაწყო. არადა, ოდნავ, სულ ოდნავ მეტი წვდომა მოვლენებისადმი და დღესავით ნათელი ხდება, რომ 9 აპრილის ტრაგედია საბჭოთა კავშირის დაუძინებელმა მტრებმა მის დასანგრევად დაატრიალეს. მერე რა, საბჭოთა კავშირის ეს მტრები საბჭოთა კავშირის სათავეში თუ იყვნენ მოკალათებულნი. გორბაჩოვი, იაკოვლევი, შევარდნაძე, ელცინი ვინც იყვნენ, ეს დღეს ვინმესთვის საიდუმლოს წარმოადგენს? ეს ის შევარდნაძე არ არის, რომელმაც 1984 წელს (ჯერ კიდევ გორბაჩოვის მოსვლამდე) თენგიზ აბულაძეს ფილმი “მონანიება” შეუკვეთა და საკუთარი მონდომებითა და მეცადინეობით ეს შემზარავად ანტისაბჭოთა ფილმი გადააღებინა? ის ფაქტი, რომ იმ რესპუბლიკის ხელმძღვანელი, რომელშიცმონანიებაგადაიღეს, გორბაჩოვმა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად გაამწესა, რაზე მეტყველებს, რომ მათ საბჭოთა კავშირის შენარჩუნება სურდათ? ეს ხომ აბსურდია?! ისინი ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ნომრიანი აგენტები იყვნენ და მათ მრავალი სისხლიანი სისაძაგლე (მათ შორის, 9 აპრილის) ჩაიდინეს რუსეთსა და მოკავშირე რესპუბლიკებს შორის სიძულვილის გასაღვივებლად, ანუ საბჭოთა კავშირის დასაშლელად. დიახ, ეს მათ ჩაიდინეს, მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ის გარემოება, რომ ის, რაც მათ ჩაიდინეს, სხვებმა დაგეგმეს. 9 აპრილის მთავარი დამნაშავეები დამგეგმავები და შემკვეთები არიან და არა შემსრულებლები. ის შემკვეთები ამერიკელები იყვნენ, რომლებიც საუკუნეებია, დემოკრატიას გაიძახიან, მაგრამ საკუთარი ინტერესების გასატარებლად მსოფლიოში იარაღით დაძრწიან და სისხლის გუბეებს აყენებენ.

მათ გაიმარჯვეს ე.წ. ცივ ომში და საბჭოთა კავშირის დაშლასაც მიაღწიეს, მაგრამ ერთი დღეც არ შეუწყვეტიათ იგივე “ცივი ომი” რუსეთთან. ისინი თავიანთ ამოცანად სახავენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ განაწყონ მთელი მსოფლიო, პირველ რიგში კი, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. მათ ეს ჩანაფიქრი ყველგან არ გამოუვიდათ, მაგრამ ზოგიერთ რესპუბლიკაში ბრწყინვალედ განახორციელეს. მაგალითად _ საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში. საქართველოში ორჯერ განახორციელეს სახელმწიფო გადატრიალება: 1992 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მათი ხელდასმით მოყვანილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია დაამხეს; მეორედ კი 2003 წელს, როდესაც ასევე მათ მიერ მოყვანილი პრეზიდენტი შევარდნაძე თავიდან მოიცილეს. მათ შესანიშნავად გამოიყენეს ორ ავტონომიურ ერთეულში არსებული სეპარატისტული განწყობილებები იმისთვის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრები ჩაეხერგათ. 1992 წელს, როდესაც საქმე ომამდე მივიდა, ამერიკელებმა ისე აამოქმედეს მათ მიერ მართული ლიდერები რუსეთსა და საქართველოში (ელცინი და შევარდნაძე), რომ ომში მათთვის სასურველი შედეგი დამდგარიყო.

2008 წელს ამერიკელების მიერ მართული ელცინი უკვე აღარ იყო რუსეთის პრეზიდენტი, მაგრამ მათივე ხელით მართული სააკაშვილის გამოყენებით, მისი წაქეზებითა და კრიტიკულ სიტუაციაში მისთვის დახმარების აღმოჩენის ცრუ დაპირებით კვლავ მიაღწიეს საომარი მოქმედების დაწყებას სამხრეთ ოსეთში. ორივე ომმა (როგორც აფხაზეთში, ასევე სამხრეთ ოსეთში) ერთი საერთო შედეგი მოგვცა: საქართველო და რუსეთი ერთმანეთის მიმართ საბოლოოდ ჩამოყალიბდნენ მტრულ სახელმწიფოებად; ორ სახელმწიფოს შორის გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა; პრაქტიკულად ჩაიხერგა სახმელეთო საზღვარი; შეწყდა სარკინიგზო მიმოსვლა. მიზანიც ეს იყო. ამერიკელებმა საქართველოში თავიანთი გეგმის სრულად რეალიზება შეძლეს. რუსეთმა, მართალია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით მიაღწია იმას, რომ ორივე ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო ბაზები განათავსა, რაც ნამდვილად არ შედიოდა ამერიკელების გეგმებში, მაგრამ საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა მათთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. მათთვის უმთავრესი ის შედეგია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მტრობამ დაისადგურა.

პოლიტიკურმა ავანტიურამ, რომელშიც, ოცდაათ წელიწადზე მეტია, წრეგადასული ენთუზიაზმით ვმონაწილეობთ, ჩვენს ხარჯზე ამერიკელებიც ახეირა, რუსებიც, აფხაზებიც, ოსებიც, აზერბაიჯანელებიც, თურქებიც… კიდევ ბევრ ვინმეს ახეირებს, მხოლოდ ჩვენ გადაგვჩეხა უფსკრულში. სამწუხაროდ, ჩვენი უპირველესი მტერი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე ის მახინჯი წარმოდგენები აღმოჩნდა, რომელთა გამოც ილიამ “მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი” გვიწოდა. აშშ არ დაუშვებს საქართველოს ტერიტორიულ გამთლიანებას, ეს რუსეთთან ურთიერთობის დათბობის საფუძვლად რომ არ იქცეს. მას ხომ რეგიონში ჰაერივით სჭირდება რუსეთის მტერი სახელმწიფო, ამიტომ იქამდე გვატრიალებს სიცრუის წრეში, სანამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს, როგორც ყავლგასულსა და მოძველებულს, ისტორია დღის წესრიგიდან არ მოხსნის. რეალობა მაიძულებს, რომ ჩემს ხალხს კიდევ ერთი მწარე სიმართლე შევკადრო: სასტიკად ცდებით, როდესაც ამერიკელებთან მეგობრობა სასურველი გგონიათ. ამერიკელებთან მეგობრობა სახიფათოა, ვინაიდან ისინი ერთგული რჩებიან მათი პოპულარული პრეზიდენტის ანდერძისა, რომელიც ამ წერილს ეპიგრაფად წარვუმძღვარე: “ჩემს მტრებს იმით ვანადგურებ, რომ მათთან მეგობრობას ვიწყებ!”

P.S. “მსურს, მსოფლიომ გაიგოს: ამერიკა დაბრუნდა, ამერიკა დაბრუნდა!” _ ასე დაიწყო გამოსვლა პრეზიდენტმა ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც მან პირველი შეხვედრა გამართა. პრეზიდენტმა იქვე განმარტა, რას ნიშნავს ამერიკის დაბრუნება: “ამერიკის ლიდერობა იქნება პასუხი მზარდ ავტორიტარიზმზე, რაც ჩინეთის მხრიდან ამერიკის გამოწვევასა და რუსეთის მხრიდან ჩვენი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში გამოიხატება. ჩვენ, დავიცავთ რა ჩვენს ღირებულებებსა და ჩვენს ხალხს, უკან არ დავიხევთ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებაში. ჩვენ აღვკვეთთ ჩინეთის ეკონომიკურ ბოროტმოქმედებებს, ადამიანის უფლებების ხელყოფასა და ტოტალური მმართველობის სისტემას”.

ბაიდენმა იმის ნახევარიც თუ შეასრულა, რაც იმ დღეს ბრძანა, რუსეთსა და ჩინეთში, როგორც იტყვიან, ქვა ქვაზე აღარ დარჩება, მაგრამ რას გამოიწვევს ეს მოვლენები მსოფლიოში, პრეზიდენტს არ უთქვამს. როგორც ჩანს, ან თვითონაც არ იცის, ან რაღაც მოსაზრებით გვიმალავს. სხვა რა გზა გვაქვს, დაველოდოთ, რას მოიმოქმედებსმსოფლიოს ახალი მბრძანებელი”…

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here