Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ ხმების 43,2 % მოიპოვა, მიხეილ სააკაშვილის...

უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ ხმების 43,2 % მოიპოვა, მიხეილ სააკაშვილის პარტიამ _ 0,47 %

467
უკრაინის საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ ხმების 43,2 % მოიპოვა, მიხეილ სააკაშვილის პარტიამ _ 0,47 %

უკრაინის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის პარტიამ.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, პარტია “ხალხის მსახური” უკრაინის უმაღლეს რადაში უმრავლესობას წარმოადგენს, მაგრამ მას კოალიციის შექმნა სხვა პარტიასთან ერთად სჭირდება იმისათვის, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს. ვლადიმერ ზელენსკი გამორიცხავს პრორუსულ პარტია “ოპოზიციურ პლატფორმასთან” კოალიციას.

არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ზელენსკის პარტიამ ამომრჩეველთა 43.2 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა. “ოპოზიციის პლატფორმამ სიცოცხლისთვის” _ 13%, ყოფილი პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს, პარტია “ევროპულმა სოლიდარობამ” _ 8.2%, იულია ტიმოშენკოს პარტია “ბატკივშინამ” კი _ 8,1%. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პარტია “ახალი ძალების გაერთიანებამ” უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნებში ხმათა 0, 47 % მიიღო.

შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ვლადიმერ ზელენსკი მოსახლეობას კორუფციის აღმოფხვრას და რადიკალური რეფორმების გატარებას დაჰპირდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here