Home ახალი ამბები მსოფლიო “უკრაინის რეალური მფლობელი არის აშშ”

“უკრაინის რეალური მფლობელი არის აშშ”

499
“უკრაინის რეალური მფლობელი არის აშშ”

სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა შტაბი იყო აშშის საელჩოში, მათ ეხმარებოდნენ ბრიტანელები

უკრაინის ყოფილ პრემიერმინისტრ ნიკოლოზ აზაროვს მიაჩნია, რომ მისი ქვეყნის რეალური მეპატრონე ამერიკის შეერთებული შტატებია.

უკრაინაში ახალი სახალხო მღელვარების შესაძლებლობის კომენტირებისას აზაროვმა აღნიშნა, რომ ამისთვის ქვეყანაში უნდა იყოს ხალხის ინტერესების გამტარებელი რომელიმე პარტია. ეს მშვენივრად იციან ამერიკელებმა, ამიტომაც აკრძალეს რეგიონების პარტია. აზაროვის აზრით, რეგიონების პარტიას შეეძლო გამხდარიყო პოლიტიკური ძალა, რომელიც საჭიროა მასობრივი სახალხო გამოსვლებისთვის.

“ეს კარგად იციან უკრაინის კურატორებმა, რეალურმა მეპატრონეებმა _ ამერიკელებმა”, _ განაცხადა პოლიტიკოსმა რადიოსადგურ “ლაპარაკობს მოსკოვის” ეთერში.

აზაროვმა ყველას შეახსენა 2014 წლის კიევის მაიდანი, რომელიც, მისი თქმით, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების აქტიური ჩარევით მოაწყვეს. “სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა შტაბი იყო აშშ-ის საელჩოში, მათ ეხმარებოდნენ ბრიტანელები. ინგლისელები, ამ მხრივ, დიდი სპეციალისტები არიან, ოლიგარქები კი ამ საქმეში დასავლეთის ხელშეწყობით ჩაერთვნენ”, _ აღნიშნა ნიკოლოზ აზაროვმა.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here