Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ექსპრემიერი: ნატო ბირთვულ ომს გეგმავდა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ხელით

უკრაინის ექსპრემიერი: ნატო ბირთვულ ომს გეგმავდა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ხელით

287

უკრაინის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ნიკოლოზ აზაროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ნატოს ხელმძღვანელობა მიმდინარე წლის ზაფხულში უკრაინის ტერიტორიაზე ჯარის განლაგებას გეგმავდა.

აზაროვის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 2022 წლის ზაფხულში უკრაინის ტერიტორიაზე 2 სახმელეთო, ერთი საზღვაო და ერთი საჰაერო ბრიგადების განლაგებას აპირებდა, ამასთანავე, საჰაერო ბრიგადას ბირთვული ქობინების გადატანის შესაძლებლობა ექნებოდა.

შემდეგ, ალბათ, წლის ბოლოს ისინი მოაწყობდნენ კონფლიქტს და რუსეთის წინააღმდეგ დაიწყებდნენ სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს ბირთვული იარაღის გამოყენებით. ნატო გეგმავდა მესამე მსოფლიო ომის გაჩაღებას ბირთვული იარაღის გამოყენებით”, _ დაწერა აზაროვმა სოცქსელში. აზაროვის თქმით, ამ გეგმაში “საკვანძო როლი ეკუთვნოდა ვაშინგტონის კონტროლს სრულად დაქვემდებარებულ უკრაინის ხელისუფლებას და სწორედ რუსეთზე თავდასხმისა და მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად დაიწყო რუსეთმა სამხედრო სპეცოპერაცია უკრაინაში”, _ დაწერა აზაროვმა.

svpressa.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here