Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინისა და საქართველოს ოცნებათა სასაფლაო

უკრაინისა და საქართველოს ოცნებათა სასაფლაო

ავღანეთი, როგორც აშშ-ის დასასრულის დასაწყისი და კლოუნი პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში

182

უწინარესად, მივესალმები გაზეთსაქართველო და მსოფლიოსერთგულ მკითხველს. ორი კვირაა, გაზეთი შვებულების გამო არ გამოსულა, თუმცა შვებულება საქართველოს დღევანდელ მწარე რეალობაში, რბილად რომ ვთქვათ, ხმამაღალი ნათქვამია. სამწუხაროდ, დიდი ხანია, ის ოქროს ხანა, რომელიც საბჭოთა პერიოდში გვქონდა, წარსულს ჩაბარდა. დიახ, ოქროს ხანა, რადგან სსრკში სიტყვაშვებულებასყველასათვის ერთნაირი შინაარსობრივი დატვირთვა ჰქონდა. ერთადერთიუსამართლობაიყო ის, რომ დასასვენებლად წასული უბრალო მოკვდავნიკოიკასდღეში მანეთად ვქირაობდით, ხოლო იმჟამინდელიძლიერნი ამა ქვეყნისანიუწყებრივ დასასვენებელ სახლებსა თუ .. ინტურისტის სასტუმროებში ატარებდნენ შვებულების დღეებს.

ამგვარ “უსამართლობაზე” იმჟამინდელი ახალგაზრდები არ ვდარდობდით, რადგან შვებულების მთავარი შემადგენლები (თუ ასე თქმა უპრიანია), აფხაზეთის (დიახ, აფხაზეთის, რადგან იმ პერიოდში, გადაუღებელი წვიმების შიშით ცოტა თუ დადიოდა აჭარაში) ზღვა და მზე, ზღვისპირა ბუნგალოები, ე.წ. ვოლნარეზებზე განლაგებული კაფე-ბარები ყველას _ მდიდარსა თუ ღარიბს, ჩინიანსა თუ უჩინოს _ ერთნაირად გვიღებდა კარს; პლაჟებიც ყველას ერთნაირად გვეკუთვნოდა, დღევანდელისგან განსხვავებით, როდესაც ხაზინის ვირთხებსა და გაქსუებულ ფულის ტომარა არარაობებს პლაჟებიც კი შემოღობილი აქვთ. მაშინ “ძლიერნი ამა ქვეყნისანი” ასეთ უმსგავსობას ფიქრადაც ვერ გაივლებდნენ… ზემოთქმულს დაუმატეთ პანდემია, აგრეთვე, ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა შიმშილის ზღვარზეა და რომელ შვებულებაზე, მით უმეტეს, დასვენებაზეა ლაპარაკი, თუ სინდის-ნამუსი გაგაჩნია?! მოკლედ, რომც გასწვდენოდა ოჯახის ბიუჯეტი, რა შვებულება და დასვენება, მით უმეტეს, ამ გაგანია პანდემიის, უტრანსპორტობის ჟამს სად ვიყავი წამსვლელი, მაგრამ დრო უქმად მაინც არ დამიკარგავს _ ჩავუჯექი ტელევიზორს და მკითხველთან ბოლო შეხვედრიდან დღემდე გეოპოლიტიკაში მომხდარი, ჩემი აზრით, ყველა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა “დავასტენოგრამე”, რათა წერილზე მუშაობისას ჩემს მიერ მონიშნული მოვლენები “გამეფილტრა” _ ამ ორი კვირის განმავლობაში უმნიშვნელოდ ქცეული “გადამეგდო” და მკითხველისთვის მხოლოდ გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მომხდარი თუ მოსახდენი მოვლენების ჩემეული ანალიზი მიმეწოდებინა. ჰოი, საოცრებავ! აღმოჩნდა, რომ ყველა თემა თუ მოვლენა დღესაც აქტუალურია. რომელთა საფუძვლიან განხილვას “ავი მუსაიფისთვის” გამოყოფილი საგაზეთო ფართობი არ ეყოფა. ვეცდები, რაც შეიძლება, მოკლედ ვისაუბრო, ეგებ ჩემი ნაშრომი “დაჩეხვას” გადაურჩეს…

უკრაინა, ავღანეთი, აშშ, ევროკავშირი, ნატო _ აი თემები, რომლებზეც ცალცალკე და ერთად გვექნება საუბარი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დღევანდელ მსოფლიოში ყველაფერითავდაყირადადგა და ამყირამალასავტორად და მთავარ შემოქმედად მოგვევლინა მსოფლიო ჟანდარმი აშშ.

არ მეგონა, თუ რომელიმე სახელმწიფოს საქართველოს ხელისუფლებაზე უფრო ქედმოხრილი ხელისუფლება ჰყავდა და არც რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი მეგონა ისეთი, რომ ჩვენს ექსპრეზიდენტს პოლიტიკურ კლოუნადაში “მოუჯოკრავდა”. თურმე ვცდებოდი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ 23 აგვისტოს კიევში .. ყირიმის პლატფორმად წოდებული ღონისძიება, გნებავთ, ფორუმი მოაწყო, რომლის მიზანიცივილიზებულიკოლექტიური დასავლეთის მიერ რუსეთზე ზემოქმედების მეშვეობით (უკაცრავად და, “ველურრუსეთს ყველა ერთად და ცალცალკე, დიდი ხანია, ფეხებზე ჰკიდია) უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნება იყო. “ყირიმის პლატფორმას” 43 ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო, რაც თავისთავად შთამბეჭდავი რაოდენობაა და რითაც ყელყელაობდა უკრაინის კლოუნი პრეზიდენტი.

ეს ერთი შეხედვით, მაგრამ, თუ გადავხედავთ ამ ქვეყნების სიას, უკრაინელთა სამწუხაროდ, ვნახავთ, რომ გლობალური პოლიტიკის მთავარ მოთამაშეთაგან არც ერთი არ იყო წარმოდგენილი პირველი პირებით, გარდა ისეთი ქვეყნებისა, რომლებსაც აშშ-ევროპის წამყვანი სახელმწიფოები არ ეკითხებიან, ბალი 10 შაურია თუ მანეთი, ანუ ქვეყნები, რომლებიც ე.წ. ყირიმის პლატფორმაზე პირველი პირებით იყვნენ წარმოდგენილნი მსოფლიო პოლიტიკურ კლიმატზე გავლენას ვერ ახდენენ. აშშ-ბრიტანეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეში თავიანთი სტრატეგიული მოკავშირე (მეორე საქართველო) უკრაინა მთლად ვერ “დაიკიდეს” და “ყირიმის პლატფორმაზე”, მართალია, უმნიშვნელო რანგის, მაგრამ მაინც მიავლინეს წარმომადგენლები, რომელთა ვინაობასა და თანამდებობებს გაცნობებთ, რათა თვითონ განსაზღვროთ მათი პოლიტიკური წონა და გავლენა თავიანთ ხელისუფლებებში.

ქაბულის აეროპორტში

“ყირიმის პლატფორმას” დიდი ბრიტანეთიდან ესწრებოდა ვენდი მორტონი _ ევროპისა და ამერიკის საქმეთა მინისტრი; აშშ-დან უკრაინაში გასამგზავრებლად ორი კანდიდატურა განიხილებოდა _ გაცხადებული პედერასტი, ტრანსპორტის მინისტრი პიტ ბუტიჯიჩი და ენერგეტიკის მინისტრი ჯენიფერ გრენჰოლმი. საბოლოოდ გრენჰოლმზე შეჩერდა არჩევანი. რაღა ბევრი გავაგრძელო, გთავაზობთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომლებიც ღონისძიებაზე პირველი პირების დონეზე იყვნენ წარმოდგენილნი და თავად დარწმუნდებით რუსეთის საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის, შეფასების მართებულობაში, რომელსაც სიის წარდგენის შემდეგ გაგაცნობთ.

სულ “ყირიმის პლატფორმას” 13 ქვეყნის პირველი პირები დაესწრნენ: ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, ფინეთის, სლოვენიის, უნგრეთის, სლოვაკეთის, მოლდოვის პრეზიდენტები, რუმინეთის, ხორვატიისა და შვედეთის პრემიერმინისტრები და, რომ იტყვიან, მე-13 გოჭივით გამომხტარი საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.

Эта был русофобский шабаш! (ეს იყო რუსოფობიურიშაბაში”!). ძნელია, არ დაეთანხმო სერგეი ლავროვის ამ შეფასებას. საინტერესოა, რას ფიქრობდა ირაკლი ღარიბაშვილი, მართლაც მე-13 გოჭივით რომ გამოხტა და რუსოფობიურშაბაშშიჩახტა. საქართველოს ხელისუფალნო, ჩვენ ჩვენიყირიმირომ გვაქვს დასაბრუნებელი _ სოხუმცხინვალი _ დაგავიწყდათ? ქოცნაცები რუსოფობიაში პირველობას რომ არავის უთმობთ, სოხუმცხინვალის დაბრუნება რუსეთის კეთილი ნების გარეშე რომ შეუძლებელია, არ იცით?

მოკლედ, ასე თუ ისე, შედგა ე.წ. ყირიმის პლატფორმა, რომელიც დღეს აღარავის ახსოვს, რადგან “შლოპანცებიანმა” (როგორც ერთმა დასავლელმა კომენტატორმა აღნიშნა) ავღანელებმა აშშ-ის “უძლეველი” არმია კუდამოძუებული გააქციეს თავიანთი სამშობლოდან. არაფერს ვიტყვი ქაბულის აეროპორტის შემზარავ კადრებზე, რომლებიც საშინელებათა ფილმის კადრებს ჰგავდა. მიუხედავად იანკების სამარცხვინო მარცხისა, ჯო ბაიდენმა ამერიკელთა გაქცევას აშშ-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ევაკუაცია უწოდა, ამის გამო თანაპარტიელებიც კი, რბილად რომ ვთქვათ, აკრიტიკებენ. მძინარა ჯომ (დონალდ ტრამპმა შეარქვა) კი, რომელიც “შპარგალკის” გარეშე ორ სიტყვას ვერ ამბობს, ამ ვითარებაში ზელენსკისთან შესახვედრად მოიცალა.

ვლადიმერ ზელენსკი ვაშინგტონს ეწვია და იმ სასტუმროში დაბინავდა, რომლის ფანჯრებიდანაც თეთრ სახლს პირდაპირ უყურებდა. ბაიდენთან აუდიენციის მოლოდინში (შეხვედრა გადაუდეს), 2-3 დღის განმავლობაში დილაობით, სპორტულ ფორმაში გამოწყობილი, ძუნძულით “კრუგებს” ურტყამდა თეთრ სახლს _ არიქა, ეგებ ბაიდენმა შემამჩნიოს და, ბოლოს და ბოლოს, მიმიღოს ოვალურ კაბინეტშიო.

ამ კადრებმა გამახსენა ჩვენი პრეზიდენტყოფილი მიშიკო, რომელიც ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აგვისტოს პროვოკაციული ომის გამო, მასთან შეხვედრასა და ხელის ჩამორთმევას აშშ-ის იმჟამინდელი პრეზიდენტი ბარაკ ობამა აშკარად გაურბოდა, მაგრამ მიშამ გაეროს შენობაში ტუალეტთან “დაუსატკავა” ობამას. აშშ-ის პირველი პირი იძულებული შეიქნა, მიშას სისხლიან ხელს შეხებოდა და ფოტოც გადაეღო ერთ დროს “დემოკრატიის შუქურასთან” ერთად. დაახლოებით ამ დღეში იყო უკრაინელი კლოუნი, რომელიც რუსოფობიის გასაყიდად იყო ჩასული და კიევის ერთადერთ “საქსპორტო საქონელს”, რუსოფობიას, ზღაპრული ფასი დაადო _ 227 მლრდ დოლარი, მაგრამ აშშ-მა თავდაცვისთვის მხოლოდ 65 მლნ და კიდევ ჰუმანიტარული დახმარება 47 მლნ მიუგდო მათხოვარს…

რას აღარ იგონებენ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები, ნატოსღია კარშირომ არ შეგვიშვან. გახსოვთ, ალბათ, როცა ნატოში მიღების ცრუ მოლოდინით გათანგულ და იმედგაცრუებულ საქართველოს ნატოს ასპირანტისსაპატიოსტატუსი მიანიჭეს. ასპირანტურის წარმატებით დამთავრება ავღანეთში 27 ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლედ დაუჯდა ქვეყანას.

ახლა კიდევ ერთი სატყუარა მოიგონეს _ ნატოს მიღმა მთავარი სტრატეგიული მოკავშირე, რომელსაც “ნატოს თითქმის წევრობასაც” უწოდებენ ჩვენი უნამუსო ცინიკოსი “სტრატეგიული მოკავშირენი”. სწორედ ნატოსა და ამერიკის სტრატეგიული მოკავშირეობის იმედი ჰქონდათ იმ ავღანელებს, რომლებიც თალიბების შიშით აფრენილი თვითმფრინავებიდან ცვიოდნენ ან ბორბლებში ისე ვარდებოდნენ, როგორც ხორცსაკეპ მანქანაში. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტი ზელენსკი არა მხოლოდ რუსოფობიის გასაყიდად, არამედთითქმის ნატოს წევრისსტატუსის მოსაპოვებლადაც ეწვია ვაშინგტონს, მაგრამ უარი მიიღო. ამაზევე ოცნებობს უბედური საქართველოს ხელისუფლებაც და სწორედ ამიტომ ვახსენე წერილის სათაურში საქართველოს ოცნებათა სასაფლაო, რადგან ანგლო-საქსების მოკავშირეობას სიკეთე არავისთვის მოუტანია…

დავით მხეიძე

P.S. აკი ვთქვი, საგაზეთო ფართობი არ მეყოფამეთქი და, აჰა, ვამთავრებ წერილს ისე, რომ არაფერი მითქვამს აშშის მიერ დადებულ პირობაზე, რომ სამხედრო ძალით აღარ ეცდება დემოკრატიის შეტანას სხვა ქვეყნებში, “თალიბანისკონტროლს დაქვემდებარებულ ავღანეთშიერთადერთიპოზიტივი”, რომლითაც ზელენსკი დაბრუნდა კიევში, არის ის, რომ უკრაინის კლოუნი პრეზიდენტი ბაიდენს დაჰპირდა, პირადად გავაკონტროლებ უკრაინაში ლგბტთა დაცვასო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here