Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინაში რელიგიური ომი დაიწყო

უკრაინაში რელიგიური ომი დაიწყო

1649
უკრაინაში რელიგიური ომი დაიწყო

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტი ონოფრე სკანდალურმა ვებგვერდმამიროტვორეცმა” “ერის მტრებისბაზაში შეიყვანა. მას, ისევე, როგორც მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა ღვთისმსახურებს, რომლებიც გამოდიან კიევისთვის .. ტომოსის მინიჭების წინააღმდეგ, “დაჟინებით სთხოვენ”, დატოვონ უკრაინა.

ვებგვერდ “მიროტვორეცს” კურატორობს უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, “სახალხო ფრონტის” წარმომადგენელი ანტონ გერაშჩენკო _ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვთან დაახლოებული პირი. მიტროპოლიტმა ონოფრემ უარი თქვა მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსის მიერ გაგზავნილი ეგზარქოსების მიღებაზე, რომლებიც უკრაინაში ჩავიდნენ “კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის სტატუსის მინიჭების პროცესის ფინალიზებისთვის”.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ნიუ-იორკში უკრაინის დიასპორის წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ “გადაწყვეტილება “ტომოსის” შესახებ უკვე მიღებულია და საქმე გავიდა ფინიშის სწორზე”.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების შეყვანა “ერის მტრების” სიაში ნიშნავს მოსკოვის საპატრიარქოსთვის მის მფლობელობაში არსებული სიწმინდეებისა და ტაძრების ჩამორთმევის პროცესის დასაწყისს. რადიკალები არც მალავენ, რომ “ავტოკეფალიის” მიღებისთანავე გააძევებენ მოსკოველ მღვდლებს კიევ-პეჩორის ლავრიდან”.

ექსტრემალურმა დაჯგუფება ჩ14-მა, რომელსაც უკრაინის უშიშროების სამსახური აკონტროლებს, უკვე დაიწყო ნადირობა იმ დეპუტატებზე, რომლებმაც ხელი მოაწერეს ბართოლომეოსისთვის გაგზავნილ წერილს თხოვნით: “ნუ შეიტანს განხეთქილებას უკრაინის მართლმადიდებლობაში”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here