Home ახალი ამბები მსოფლიო ტურიზმის აღორძინების ილუზიები: წელს რუსები რუსეთშივე იმოგზაურებენ მასობრივად

ტურიზმის აღორძინების ილუზიები: წელს რუსები რუსეთშივე იმოგზაურებენ მასობრივად

1588
ტურიზმის აღორძინების ილუზიები: წელს რუსები რუსეთშივე იმოგზაურებენ მასობრივად

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ თანამემამულეებს განუცხადა, რომ წელს შეუძლებელი იქნება უცხოეთში მოგზურობა და დასვენება.

“რუსეთის მოქალაქეებმა კორონავირუსის გამო ამ წელს არ უნდა დაგეგმონ უცხოეთში მოგზაურობა. ერთი წელი _ ეს ხომ ტრაგედია არ არის? რუსეთი და სხვა სახელმწიფოებიც ჩქარა არ გააუქმებენ შეზღუდვებს სრული მოცულობით და არ მისცემენ უცხოელებს ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობას. არც ისე სწრაფად მოწესრიგდება კომუნიკაციები და აღდგება საჰაერო მიმოსვლები. თვითიზოლაციის ვადების დასრულება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. შემზღუდავი ზომები ქვეყანაში ეტაპობრივად გაუქმდება. მთავრობა დაინტერესებული არ არის ადამიანების თვითიზოლაციაში ყოფნით. ამასთანავე, ქვეყანაში დაიწყება შიდა ტურიზმის განვითარდება. როგორც კი ამის საშუალებას მოგვცემს ვითარება, მოქალაქეები დაიწყებენ თავიანთი ქვეყნის დათვალიერებას, უკეთესად შეისწავლიან სამშობლოს”, _ განაცხადა მატვიენკომ.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here