Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლას აანონსებს

ტრამპი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლას აანონსებს

824
ტრამპი

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დატოვებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას, რადგან, თეთრი სახლის მეთაურის აზრით, ეს ორგანიზაცია უსამართლოდ ეპყრობა ამერიკის ინტერესებს, _ იუწყება სააგენტობლუმბერგი”.

ტრამპმა დაიმუქრა, რომ, თუ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია არ შეცვლის აშშ-ის მიმართ დამოკიდებულებას, ვაშინგტონი მიიღებს ამ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას. “თუ მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაცია არ შეიცვლება, მე დავტოვებ ამ ორგანიზაციას”, _ განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, როდესაც დაუფარავად გამოხატავდა უკმაყოფილებას საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციის მიმართ, რომლის გამოც, ტრამპის აზრით, აშშ არასახარბიელო მდგომარეობაშია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here