Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპის რძალმა ამერიკელებს მოუწოდა, იარაღით ხელში დახვდნენ მიგრანტებს

ტრამპის რძალმა ამერიკელებს მოუწოდა, იარაღით ხელში დახვდნენ მიგრანტებს

129
ტრამპის რძალმა ამერიკელებს მოუწოდა, იარაღით ხელში დახვდნენ მიგრანტებს

აშშის 45- პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, რძალმა ლარა ტრამპმა აშშმექსიკის საზღვარზე მცხოვრებ ამერიკელებს მოუწოდა, “შეიარაღდნენ და მოემზადონ”, _ წერს The Daily Telegraph. ასეთი იყო დონალდ ტრამპის ვაჟ ერიკის მეუღლის, ლარას, რეაქცია ცენტრალური ამერიკიდან აშშმექსიკის საზღვარზე მიგრანტების არნახულ მოზღვავებაზე.

ქალბატონი ლარა ტრამპი, რომელიც, ექსპერტთა ვარაუდით, 2022 წელს კენჭს იყრის აშშ-ის სენატში ჩრდილოეთ კაროლინის შტატიდან ზემოხსენებული განცხადებით ტელეარხ Fox News-ზე გამოვიდა. მისი სიტყვები გაისმა რამდენიმე დღის წინათ გამოქვეყნებული მონაცემების ფონზე, რომელთა მიხედვით მაისში აშშ-მექსიკის საზღვრის არაკანონიერი გზით გადაკვეთის 180 ათასი შემთხვევა აღირიცხა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოცი წლის განმავლობაში.

“არც კი ვიცი, რა უნდა ვუთხრა სამხრეთ საზღვართან მცხოვრებ ადამიანებს. ვფიქრობ, ისინი უნდა შეიარაღდნენ და მოემზადონ. შესაძლოა, მათ საქმის საკუთარ ხელში აღება მოუწიოთ”, _ განაცხადა ლარა ტრამპმა.

russian.rt.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here