Home ახალი ამბები მსოფლიო ტეხასში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ აშშ-დან გასვლის შესახებ

ტეხასში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ აშშ-დან გასვლის შესახებ

891
ტეხასში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ აშშ-დან გასვლის შესახებ

ტეხასის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა კაილ ბიდერმანმა წინადადება წამოაყენა აშშის შემადგენლობიდან ტეხასის შტატის გასვლაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, _ იუწყება Fox News.

“მე შევქმნი კანონპროექტს, რომელიც ტეხასელებს საშუალებას მისცემს, ჩაატარონ რეფერენდუმი იმ მიზნით, რომ ტეხასის შტატი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დამტკიცდეს”, _ დაწერა კანონმდებელმა “ტვიტერში”.

ბიდერმანის აზრით, ფედერალური მთავრობა კონტროლს აღარ ექვემდებარება და ტეხასელებისთვის ფასეულობას აღარ წარმოადგენს.

ისეთმა გაერთიანებებმა, როგორიც არის ტეხასის ნაციონალური მოძრაობა, არაერთხელ დაუჭირეს მხარი ამერიკის შეერთებული შტატების შემადგენლობიდან ამ შტატის გასვლას. შტატის საკანონმდებლო ორგანომ უკვე ასობით ასეთი წინადადება მიიღო.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here