Home სხვადასხვა დაიჯესტი “ტექნოტრონული ერა”, ანუ კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულება 50 წლის წინათ იყო დაანონსებული

“ტექნოტრონული ერა”, ანუ კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულება 50 წლის წინათ იყო დაანონსებული

1066
“ტექნოტრონული ერა”, ანუ კაცობრიობის წინააღმდეგ შეთქმულება 50 წლის წინათ იყო დაანონსებული

სიტყვაშეთქმულებას”, კარგა ხანია, იყენებენ იმ პოლიტიკოსების, ექსპერტების, საზოგადო მოღვაწეების დისკრედიტაციისთვის, რომლებიც ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ პლანეტაზე მყარდება ახალი წესრიგი ფულის მფლობელების _ აშშის ფედერალური სარეზერვო სისტემის მთავარი აქციონერების _ ინტერესების შესაბამისად. ზოგიერთის აზრით, ყველაფერი თვითონ ვითარდება და არანაირი შეთქმულება, არანაირი საიდუმლო გეგმა ახალი მსოფლიო წესრიგისა არ არსებობს.

გამოთქმები “შეთქმულების თეორია”, “კონსპიროლოგია” და ა.შ. ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ შემოაგდო სპეცოპერაცია “დამცინავის” ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ზოგიერთი ადამიანის განეიტრალება, სხვების გამოთაყვანება და ამით “საოცარი ახალი მსოფლიოს” შექმნის უზრუნველყოფა. ასეთი მსოფლიოს შექმნის პროექტების შესახებ ხელმისაწვდომია რამდენიმე წყარო. მათგან ერთ-ერთია ზბიგნევ ბჟეზინსკის (1927-2017) “ტექნოტრონული ერა” (Brzezinsky Z. Between Two Ages: Americas Role in the Technetronic Era Viking Press. 1970).

ბჟეზინსკი დაიბადა პოლონელი ებრაელების ოჯახში ვარშავაში, გარდაიცვალა აშშ-ში. ეს _ ვიკიპედიის მიხედვით, მაგრამ, სინამდვილეში, ის დაიბადა ხარკოვში, სადაც იმხანად პოლონეთის საკონსულოში მუშაობდნენ მისი მშობლები, ხოლო ვარშავაში ის, უბრალოდ, დაარეგისტრირეს.

ბჟეზინსკის მოღვაწეობა იყოფა 2 ნაწილად: 1. სამეცნიერო-პედაგოგიური (ჯონს ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტთან არსებული სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი; მოწინავე საერთაშორისო კვლევების სკოლა იმავე უნივერსიტეტთან; კოლუმბიის უნივერსიტეტი) და 2. პრაქტიკული, როცა ის იყო აშშ-ის უმაღლესი სახელმწიფო მოხელეების მრჩეველი და კონსულტანტი პოლიტიკურ საკითხებში.

მისი პოლიტიკური კარიერის მწვერვალი იყო აშშ-ის 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის (1977-1981 წწ), მრჩევლის პოსტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. არის ავტორი უამრავი წიგნისა, რომელთა შორისაც ყველაზე პოპულარულია დიდი საჭადრაკო დაფა: აშშის ბატონობა და მისი გეოსტრატეგიული იმპერატივები” (1997).

ბჟეზინსკის წიგნი “ტექნოტრონული ერა” ხსნის დღევანდელი დღის “უცნაურობას”. ეს წიგნი იყო მსოფლიოს ახალ მდგომარეობაში გადასვლის იდეოლოგიური დასაბუთება. ეს გადასვლა კი დაიწყო XXI საუკუნის 60-იან და 70-იან წლებში, როცა დასრულდა სამრეწველო კაპიტალიზმის ეპოქა. ამის გარეგნულ გამოვლენად იქცა კრიზისი ბრეტონ-ვუდსის სავალუტო-საფინანსო სისტემაში, რომელიც დაფუძნებულია ოქროს დოლარის სტანდარტზე. ფულის მფლობელები ემზადებოდნენ ქაღალდის დოლარის სტანდარტზე “ოქროს მუხრუჭის” მოსახსნელად ფედერალური სარეზერვო ფონდის საბეჭდი დაზგიდან. ეს ნიშნავდა მსოფლიოს გადასვლას ფინანსური კაპიტალიზმის ეპოქაში _ სრულიად ახალ სამყაროში. ბჟეზინსკის ეს კარგად ესმოდა, ესმოდა ისიც, რომ ფინანსური კაპიტალიზმი მუდმივი არ იქნებოდა, ამიტომ მისი მზერა მიმართული იყო უფრო შორს _ პოსტკაპიტალისტურ მომავალში და სწორედ მან შეადგინა მსოფლიო ელიტის მოქმედების ხანგრძლივვადიანი გეგმა.

ზბიგნევ ბჟეზინსკი იყო რუხი კარდინალი საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში, ბილდერბერგის კლუბის ყოველწლიური თავყრილობების მუდმივი მონაწილე; მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა ბევრ გამოჩენილ პოლიტიკოსთან, მონარქთან, ბანკირთან, განსაკუთრებით მჭიდრო იყო მისი კავშირი დევიდ როკფელერთან (1915-1917), რომელმაც ხელი შეუწყო ბჟეზინსკის დაწინაურებას. ამ ამერიკელი მილიარდერის ინიციატივით 1973 წელს შეიქმნა სამმხრივი კომისია და 1973-1976 წლებში მისი აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ ბჟეზინსკი. როკფელერის კიდევ ერთი ქმნილებაა რომის კლუბი (1968 .). როკფელერმა ბჟეზინსკის მოუწოდა, რომის კლუბისთვის ეკარნახა ორიენტირები სამოღვაწეოდ და ეს ორიენტირები კლუბმა მიიღოტექნოტრონული ერისსახით.

ბჟეზინსკის წიგნის პარალელურად დაიბეჭდა რომის კლუბის პირველი პრეზიდენტის, იტალიელი ბიზნესმენის _ აურელიო პეჩეის (1908-1984) წიგნი “უფსკრულის პირას” (The Chasm Ahead).

ბჟეზინსკი და პეჩეი უნისონში ლაპარაკობდნენ სამომავლო კატაკლიზმებზე და გამოთქვამდნენ მოსაზრებას, როგორ უნდა აეცილებინა ეს კატაკლიზმები კაცობრიობას. ეს იყოსაოცარი ახალი მსოფლიოსმშენებელთა ერთობლივი მანიფესტი. ის ოდნავ შეფარული ფორმით შეიცავდა იდეებს, რომლებიც შემდეგ ჩაიწერა რომის კლუბის 50-ზე მეტ მოხსენებაში.

ბევრი მოხსენება უფრო მეტი სარწმუნოებისთვის შეიცავდა მსოფლიოს ხანგრძლივვადიანი განვიარების მოდელებს, რომლებიც გამოთვლილი და დამუშავებული იყო მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მძლავრი ელექტროგამომთვლელი მანქანის მიერ. ბჟეზინსკისა და პეჩის წიგნებში შეგიძლიათ წაიკითხოთ ისეთ გლობალურ გამოწვევებზე, როგორებიცაა პლანეტის ჭარბი მოსახლეობა, ბუნებრივი რესურსების ამოწურვა, სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის შემცირება, გარემოს დაბინძურება, კლიმატური ცვლილებები; აგრეთვე, ისიც, რომ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, შეჩერდეს დემოგრაფიული მატება, მრეწველობის განვითარება, მოხდეს ძალისხმევის კონსოლიდაცია გლობალური ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ და ..

ძალიან შემპარავი თეზისები მალე უფრო რადიკალური რედაქციით გავრცელდა: პლანეტის მოსახლეობის მკვეთრი შემცირება (ერთ მილიარდამდე); დეინდუსტრიალიზაცია; სახელმწიფოების მიერ ნებაყოფლობით უარის თქმა სუვერენიტეტზე კაცობრიობის კონსოლიდაციისთვის; მსოფლიო მთავრობის შექმნა.

ბჟეზინსკი იყო ერთ-ერთი ავტორიტეტული იდეოლოგი, რომელმაც დაიწყო გლობალიზაციის სიკეთეებისა და სამრეწველო კაპიტალიზმზე უარის თქმის დასაბუთება. ის იბრძოდა კომპიუტერებისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ტექნოტრონული საზოგადოებისთვის. ბჟეზინსკი იყო იდეოლოგი იმ “ციფრული საზოგადოებისა”, რომლის შესახებაც ყველა ალაპარაკდა 21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში. ამასთანავე, ბჟეზინსკი მაშინ მსჯელობდა “ტექნოტრონულ საზოგადოებაზე”, როცა სულ ახალი შექმნილი იყო ნათურებზე მომუშავე ელექტრო-გამომთვლელი მანქანების პირველი თაობა. ელექტრონიკა და კომუნიკაციები (ბჟეზინსკის ენაზე _ ტექნოტრონიკა), რა თქმა უნდა, საჭირო იყო სამხედრო მიზნებისთვის, მაგრამ ბჟეზინსკი ლაპარაკობდა ამ ტექნიკის გამოყენების სხვა მიმართულებაზე. მას სურდა, აეგო ელექტრონული საკონცენტრაციო ბანაკი და მასში გამოემწყვდია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დარჩებოდა “დემოგრაფიული ოპტიმიზაციის” შემდეგ.

ბჟეზინსკი წერს (1970 წელს!), რომ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მსოფლიო მივა “ტექნოტრონულ ერამდე _ დიქტატურამდე, რომლის დროსაც თითქმის მთლიანად იქნება გაუქმებული ამჟამად არსებული პოლიტიკური პროცედურები”.

ის ლაპარაკობს ხალხისმასებზე”, როგორც უსულო საგნებზე, როგორც დაკვირვების ობიექტებზე: “ტექნოტრონულ ეპოქაში ნელნელა, ნაბიჯნაბიჯ ჩამოყალიბდება კონტროლს დაქვემდებარებული საზოგადოება. ასეთი საზოგადოება უნდა მართონ ელიტებმა, რომლებიც უარყოფენ ტრადიციულ ფასეულობებს და მალე შესაძლებელი იქნება, პრაქტიკულად თითოეული მოქალაქის გაკონტროლება; შესაძლებელი იქნება ყველაზე ინტიმური ინფორმაციის მოგროვება თითოეულ მოქალაქეზე და ამ ინფორმაციების შენახვა განსაკუთრებულ ელექტრონულ საქაღალდეებში. ხელისუფლებებს კი შეეძლებათ ამ საქაღალდეების გამოყენება საჭიროების შემთხვევაში”.

და კიდევ: ტექნოტრონულ საზოგადოებაში ტენდენციად იქცევა მილიონობით მარტოხელა და ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებული მოქალაქეების ათქვეფა ერთ საერთო მასად, რომლის მართვასაც იოლად შეძლებენ ქარიზმული და სიმპათიური პიროვნებები. ეს ქარიზმული ადამიანები მასების სამართავად გამოიყენებენ კომუნიკაციის ყველაზე თანამედროვე საშუალებებს, რათა ადამიანების გრძნობები საჭირო მიმართულებით მიმართონ და გააკონტროლონ მათი აზროვნება”.

ადამიანების ცხვრის დიდ ფარად (“საერთო მასად”) გადაქცევისა და ამ ფარის მართვის მცდელობის ნიშნები დღეს აშკარად ჩანს, თუმცა ბჟეზინსკი შეცდა “ქარიზმულ და სიმპათიურ პიროვნებებზე” ლაპარაკისას _ ასეთად ვერ ჩაითვლება ანგელა მერკელი, აგრეთვე, ემანუელ მაკრონი, დონალდ ტრამპი და სხვები.

აი კიდევ: “მოიმატებს სოციალური და პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობა პიროვნებებზე. მალე შესაძლებელი იქნება მუდმივი კონტროლის დამყარება თითოეულ მოქალაქეზე და განახლების რეჟიმში კომპიუტერული ფაილ-დოსიეების შექმნა, რომლებშიც ჩვეულებრივ ინფორმაციასთან ერთად იქნება თითოეული ადამიანის კონფიდენციალური მონაცემები ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ქმედებების შესახებ”.

გავიდა ნახევარი საუკუნე და დღეს ე.წ. კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში, ჩვენ ვხედავთ, რა ენერგიულად ცდილობენ ქვეყნების ხელისუფლებები ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის, მისი გადაადგილების, კონტაქტებისა და ა.შ. გასაკონტროლებელი სისტემების შექმნას. ეს ყველაფერი კი 50 წლის წინათ იყო ჩაფიქრებული.

ბჟეზინსკი წერდა იმაზეც, რაც შეიძლება ვნახოთ მომავალში: “თუ შორს გავიხედავთ, შევამჩნევთ, რომ არსებობს ცნობიერებასა და ადამიანების გენეტიკურ მანიპულაციაზე ბიოქიმიური კონტროლის დაწესების შესაძლებლობა; მათ შორის ისეთი არსებების შექმნა, რომლებიც იმსჯელებენ და იმოქმედებენ ადამიანებივით”…

სიცოცხლის ბოლოს კი ბჟეზინსკი ფრთხილობდა წინასწარმეტყველებისას. ახალი იდეების ევროპულ ფორუმზე (European Forum For News Ideas, EFNI), რომელიც 2012 წლის 26-28 სექტემბერს გაიმართა პოლონეთში, მან აღიარა: მოსახლეობის ფართო მასების გლობალური პოლიტიკური აქტივობის მატება უკვე აღარ იძლევა გარედან თავსმოხვეული კონტროლით მათი მართვის საშუალებას, როგორც ეს იყო კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის ეპოქაშიწინააღმდეგობა მტკიცე მრწამსის მქონე ადამიანებისა, რომლებიც ხალხის ინტერესებს დაიცავენ, ეფუძნება მათ პოლიტიკურ გააქტიურებასა და გარედან მართვის უარყოფას ისტორიული მიზეზებით _ ეს წინააღმდეგობა სულ უფრო მძიმედ ექვემდებარება ჩახშობას”.

ესეც გასათვალისწინებელია!

fondsk.ruზე გამოქვეყნებული ვალენტინ კატასონოვის მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here